საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაჯდომა რომ მომესწრო, ახლა თქვენთან არც ვიქნებოდი..." - რას ყვება ეკა ჩხეიძე ინციდენტზე, რომელმაც მანქანა გაუნადგურა
"ჩაჯდომა რომ მომესწრო, ახლა თქვენთან არც ვიქნებოდი..." - რას ყვება ეკა ჩხეიძე ინციდენტზე, რომელმაც მანქანა გაუნადგურა

მსა­ხი­ობ­მა ეკა ჩხე­ი­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც გუ­და­ურ­ში თოვლმა სრუ­ლი­ად გა­უ­ნად­გუ­რა. ამ ცუდ ამ­ბავ­ში სა­სი­ხა­რუ­ლო ის არის, რომ ეკა და მისი მე­გო­ბა­რი თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბით ბე­დად გა­და­ურჩნენ იმას, რომ მან­ქა­ნა­ში არ ის­ხდნენ.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­უბ­როდ, AMBEBI.GE მსა­ხი­ობს და­უ­კავ­შირ­და:

"ეს ამ­ბა­ვი გუ­და­ურ­ში მოხ­და, სა­დაც მე და ჩემი მე­გო­ბა­რი შვი­ლე­ბით წა­ვე­დით - ორი­ვეს ტოლი ბი­ჭე­ბი გვყავს, სრი­ა­ლი და კარ­გი დროს­ტა­რე­ბა გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის ჩა­სუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ სას­ტუმ­როს სა­ხუ­რა­ვი­დან გა­ყი­ნულ-გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი თოვ­ლის მასა გად­მო­ეშ­ვა და ჩემს მან­ქა­ნას და­ე­ცა.

რა თქმა უნდა, სა­ხუ­რა­ვე­ბი გა­დაწ­მენ­დი­ლი უნდა იყოს და ასე­თი რამ არ უნდა ხდე­ბო­დეს, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვა ყველ­გან რომ სა­ჭი­როა, მათ შო­რის, სას­ტუმ­როს ეზო­შიც, ეს სხვა პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა რომ და­ვი­ნა­ხე, წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რა შე­იძ­ლე­ბო­და, მომ­ხდა­რი­ყო, ათი წუ­თით ადრე, ან გვი­ან რომ მომ­ხდა­რი­ყო...

მან­ქა­ნის ად­გი­ლი სხვა­გან არ იყო და იქ და­ვა­ყე­ნე. მერე მი­თხრეს, გა­და­ა­ყე­ნე, სა­ხუ­რავს ფი­ზი­კუ­რად ვერ ვუდ­გე­ბით, ვერ ვწმენდთ, რამე არ ჩა­მო­ვარ­დე­სო. თან, გუ­და­ურ­ში რო­მე­ლი­ღაც სას­ტუმ­როს­თან მსგავ­სი შემ­თხვე­ვის გამო კაცი გარ­დაც­ვლი­ლა. თუ ასე­თი რამ ხდე­ბა, ყვე­ლა ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოს და პა­სუხს უნდა აგებ­დეს... თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, ეს სხვა თე­მაა.

მოკ­ლედ, რო­გორც კი მი­თხრეს, გა­და­ა­ყე­ნეო, ნო­მერ­ში ავე­დი, რომ გა­სა­ღე­ბი ამე­ღო, სა­ნამ ჩა­მო­ვი­დო­დი, ეს ცუდი ამ­ბა­ვი დამ­ხვდა... ჩაჯ­დო­მა რომ მო­მეს­წრო, ახლა თქვენ­თან არც ვიქ­ნე­ბო­დი... ვფიქ­რობ, რომ ცუდს ავ­ცდი და ღმერ­თმა უა­რე­სის­გან და­მიც­ვა. მარ­თლა წუ­თებ­ში იყო საქ­მე - 5-10 წუ­თის გან­სხვა­ვე­ბით უკვე სხვა შე­დე­გი ექ­ნე­ბო­და, ჯერ ერთი, ბავ­შვე­ბი გვეს­ხდნენ მან­ქა­ნა­ში, სულ 4 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით... სა­ხუ­რა­ვი ისე ჩა­ი­ჭეჭყა, რომ მან­ქა­ნა გა­და­საგ­დე­ბია... ფაქ­ტია, რომ ჩვენ გა­დავ­რჩით! ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი კია, მაგ­რამ ჩემი ჭი­რიც წა­უ­ღია-მეთ­ქი, - ვამ­ბობ.

- ვინ აა­ნა­ზღა­უ­რებს ამ ზა­რალს? არა­ვინ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას?

- არც არა­ვინ და მეც არ ვარ ის ტიპი, რომ ვი­და­ვო... მა­შინ­ვე ჩემს ქმარს და­ვუ­რე­კე, რად­გა­ნაც შოკ­ში ვი­ყა­ვი, არა­ვის­თვის არ მით­ქვამს, მა­საც იმი­ტომ და­ვუ­რე­კე, მე­კი­თხა, და­ზღვე­უ­ლი იყო თუ არა მან­ქა­ნა, რად­გა­ნაც მის სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. გული გა­უს­კდა და პირ­ვე­ლი რაც მი­თხრა - ხომ არა­ვინ და­შავ­დაო? მერე და­მამ­შვი­და.

- და­ზღვე­უ­ლია მან­ქა­ნა?

- არა, და­ზღვე­უ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, სხვა­ნა­ი­რად დამ­თავ­რდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი...

- ისე გა­ნად­გურ­და, რომ არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა?

- რომც ეშ­ვე­ლოს, იმ მან­ქა­ნა­ში აღარ ჩავ­ჯდე­ბი. თუმ­ცა დღეს ხე­ლოს­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ - ოთხი­დან ერთს აწყო­ბენ, მაგ­რამ ეგე­თი შე­კე­თე­ბულ-აწყო­ბი­ლი რა აუ­ცი­ლე­ბე­ლია?! ეტყო­ბა, ეგრე ეწე­რა... მი­ხა­რია, რომ არა­ვინ დავ­ზი­ან­დით. მან­ქა­ნა იმა­ვე სა­ღა­მოს სას­ტუმ­რომ ევა­კუ­ა­ტორს გა­ა­ტა­ნა. ვცდი­ლობ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე არც ვი­ფიქ­რო და ვი­ნერ­ვი­უ­ლო. გუ­და­უ­რი­დან არ წა­მოვ­სულ­ვართ, დავ­რჩით, ვის­რი­ა­ლეთ და შა­ბათ-კვი­რას და­ვის­ვე­ნეთ. ბავ­შვებს სი­ა­მოვ­ნე­ბა არ წა­ვარ­თვით. თან, თბი­ლი­სის და­ბინ­ძუ­რე­ბულ ჰა­ერს რაც ნაკ­ლე­ბად ისუნ­თქებ, უკე­თე­სია. რა­საც არ ეშ­ვე­ლე­ბა, ნერ­ვი­უ­ლო­ბას აზრი არ აქვს.

სხვა­თა შო­რის, რომ ჩა­მო­ვე­დით, ოღონ­დაც არ მე­ნერ­ვი­უ­ლა და გული გა­და­მე­ყო­ლე­ბი­ნა და მე­უღ­ლემ სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თა: კრე­დი­ტი აუ­ღია და ახა­ლი მან­ქა­ნა და­მახ­ვედ­რა! არც იმა­ზე მა­ნერ­ვი­უ­ლა, რომ აქ უმან­ქა­ნოდ ვიქ­ნე­ბო­დი, იმი­ტომ კი არა, რომ ამას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი, თვი­თო­ნაც ტაქ­სით და­დის, უბ­რა­ლოდ, გული გა­მი­კე­თა...

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორი:

"ჩაჯდომა რომ მომესწრო, ახლა თქვენთან არც ვიქნებოდი..." - რას ყვება ეკა ჩხეიძე ინციდენტზე, რომელმაც მანქანა გაუნადგურა

"ჩაჯდომა რომ მომესწრო, ახლა თქვენთან არც ვიქნებოდი..." - რას ყვება ეკა ჩხეიძე ინციდენტზე, რომელმაც მანქანა გაუნადგურა

მსახიობმა ეკა ჩხეიძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი დაზიანებული მანქანის ფოტოები გაავრცელა, რომელიც გუდაურში თოვლმა სრულიად გაუნადგურა. ამ ცუდ ამბავში სასიხარულო ის არის, რომ ეკა და მისი მეგობარი თავიანთი შვილებით ბედად გადაურჩნენ იმას, რომ მანქანაში არ ისხდნენ.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სასაუბროდ, AMBEBI.GE მსახიობს დაუკავშირდა:

"ეს ამბავი გუდაურში მოხდა, სადაც მე და ჩემი მეგობარი შვილებით წავედით - ორივეს ტოლი ბიჭები გვყავს, სრიალი და კარგი დროსტარება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ნახევარი საათის ჩასულები ვიყავით, რომ სასტუმროს სახურავიდან გაყინულ-გაქვავებული თოვლის მასა გადმოეშვა და ჩემს მანქანას დაეცა.

რა თქმა უნდა, სახურავები გადაწმენდილი უნდა იყოს და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყველგან რომ საჭიროა, მათ შორის, სასტუმროს ეზოშიც, ეს სხვა პრობლემაა, მაგრამ განადგურებული მანქანა რომ დავინახე, წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, ათი წუთით ადრე, ან გვიან რომ მომხდარიყო...

მანქანის ადგილი სხვაგან არ იყო და იქ დავაყენე. მერე მითხრეს, გადააყენე, სახურავს ფიზიკურად ვერ ვუდგებით, ვერ ვწმენდთ, რამე არ ჩამოვარდესო. თან, გუდაურში რომელიღაც სასტუმროსთან მსგავსი შემთხვევის გამო კაცი გარდაცვლილა. თუ ასეთი რამ ხდება, ყველა ყურადღებით უნდა იყოს და პასუხს უნდა აგებდეს... თუმცა ვიმეორებ, ეს სხვა თემაა.

მოკლედ, როგორც კი მითხრეს, გადააყენეო, ნომერში ავედი, რომ გასაღები ამეღო, სანამ ჩამოვიდოდი, ეს ცუდი ამბავი დამხვდა... ჩაჯდომა რომ მომესწრო, ახლა თქვენთან არც ვიქნებოდი... ვფიქრობ, რომ ცუდს ავცდი და ღმერთმა უარესისგან დამიცვა. მართლა წუთებში იყო საქმე - 5-10 წუთის განსხვავებით უკვე სხვა შედეგი ექნებოდა, ჯერ ერთი, ბავშვები გვესხდნენ მანქანაში, სულ 4 ადამიანი ვიყავით... სახურავი ისე ჩაიჭეჭყა, რომ მანქანა გადასაგდებია... ფაქტია, რომ ჩვენ გადავრჩით! ფინანსური ზარალი კია, მაგრამ ჩემი ჭირიც წაუღია-მეთქი, - ვამბობ.

- ვინ აანაზღაურებს ამ ზარალს? არავინ იღებს პასუხისმგებლობას?

- არც არავინ და მეც არ ვარ ის ტიპი, რომ ვიდავო... მაშინვე ჩემს ქმარს დავურეკე, რადგანაც შოკში ვიყავი, არავისთვის არ მითქვამს, მასაც იმიტომ დავურეკე, მეკითხა, დაზღვეული იყო თუ არა მანქანა, რადგანაც მის სახელზე იყო გაფორმებული. გული გაუსკდა და პირველი რაც მითხრა - ხომ არავინ დაშავდაო? მერე დამამშვიდა.

- დაზღვეულია მანქანა?

- არა, დაზღვეული რომ ყოფილიყო, სხვანაირად დამთავრდებოდა ყველაფერი...

- ისე განადგურდა, რომ არაფერი ეშველება?

- რომც ეშველოს, იმ მანქანაში აღარ ჩავჯდები. თუმცა დღეს ხელოსნები ყველაფერს აკეთებენ - ოთხიდან ერთს აწყობენ, მაგრამ ეგეთი შეკეთებულ-აწყობილი რა აუცილებელია?! ეტყობა, ეგრე ეწერა... მიხარია, რომ არავინ დავზიანდით. მანქანა იმავე საღამოს სასტუმრომ ევაკუატორს გაატანა. ვცდილობ, ამ ყველაფერზე არც ვიფიქრო და ვინერვიულო. გუდაურიდან არ წამოვსულვართ, დავრჩით, ვისრიალეთ და შაბათ-კვირას დავისვენეთ. ბავშვებს სიამოვნება არ წავართვით. თან, თბილისის დაბინძურებულ ჰაერს რაც ნაკლებად ისუნთქებ, უკეთესია. რასაც არ ეშველება, ნერვიულობას აზრი არ აქვს.

სხვათა შორის, რომ ჩამოვედით, ოღონდაც არ მენერვიულა და გული გადამეყოლებინა და მეუღლემ სიურპრიზი გამიკეთა: კრედიტი აუღია და ახალი მანქანა დამახვედრა! არც იმაზე მანერვიულა, რომ აქ უმანქანოდ ვიქნებოდი, იმიტომ კი არა, რომ ამას ვერ მოვახერხებდი, თვითონაც ტაქსით დადის, უბრალოდ, გული გამიკეთა...

"რაღაც დამთავრდა, ის ემოცია და ვნება აღარ იყო... მეორედ არავითარ შემთხვევაში არ დავოჯახდები" - ეკა ჩხეიძე პირად ცხოვრებასა და ახალ საქმიანობაზე

"მას ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია“ - ბრიტანელი მწერალი ჰარისა და მეგანს დაშორებას უწინასწარმეტყველებს

"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?