მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს

4 წლის ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­იკ­ვე­თა სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­კე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რის შე­დე­გა­დაც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 4 პირი გა­თა­ვი­სუფ­ლდა,- ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ ბარ­კა­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

ამას­თან, მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა მარი წე­რე­თელ­მა.

რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გან­მარ­ტა, 4 წლის ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში გა­მო­იკ­ვე­თა "ბავ­შვის მარ­თვის მე­ნე­ჯმენ­ტთან " და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­კე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

"4 წლის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მოკ­ვლე­ვა და­ას­რუ­ლა, რის შე­დე­გა­დაც გა­მო­იკ­ვე­თა იმ ორი უფ­რო­სი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი­სა და ორი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ­ლებ­საც უშუ­ა­ლოდ ევა­ლე­ბო­დათ ბავ­შვის საქ­მის მარ­თვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი დღე­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან, მოკ­ვლე­ვის მა­სა­ლე­ბი კი შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს გა­და­ე­ცათ. პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ, მთე­ლი უწყე­ბა ვწუხ­ვართ პა­ტა­რა გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და ვგრძნობთ ჩვენ წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც გვე­ვა­ლე­ბა კი­დეც “სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც 2018 წლის ზა­ფხულ­ში იქნა მი­ღე­ბუ­ლი. შე­მუ­შავ­და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მელ­შიც კონ­კრე­ტუ­ლად გა­ი­წე­რა სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მი­სათ­ვის სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯე­ბი. გარ­და ამი­სა, 2018 წელს და­ი­გეგ­მა სოც­მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სის­ტე­მუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრის­კენ და რის­კე­ბის მი­ნი­მა­ლი­ზა­ცი­ის­კენ.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მა თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას და რე­გი­ო­ნუ­ლი საბ­ჭო­ე­ბის მან­და­ტის გა­და­ხედ­ვა/გაძ­ლი­ე­რე­ბას," - გა­ნა­ცხა­და ბარ­კა­ლა­ი­ამ.

სან­ზო­ნა­ში 4 წლის ბავ­შვი 22 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს. მას არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი ეკ­რძა­ლე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცოსხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს

4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოიკვეთა სოციალური სამსახურის მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხი, რის შედეგადაც თანამდებობიდან 4 პირი გათავისუფლდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განუცხადა.

ამასთან, მისი განმარტებით, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა "ბავშვის მართვის მენეჯმენტთან " დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან.

"4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცათ. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა. რასაკვირველია, ჩვენ, მთელი უწყება ვწუხვართ პატარა გოგონას გარდაცვალების გამო და ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სისტემური ცვლილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, რაც გვევალება კიდეც “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იქნა მიღებული. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად გაიწერა სისტემური რეფორმისათვის საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა, 2018 წელს დაიგეგმა სოცმომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენ.

რასაკვირველია, სისტემური რეფორმა თავისთავად გულისხმობს სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური მუშაობის ხარისხის ამაღლებას და რეგიონული საბჭოების მანდატის გადახედვა/გაძლიერებას," - განაცხადა ბარკალაიამ.

სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცოსხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილი გოგონას დედას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ