მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონელ ბავშვებს დიდხანს სძინავთ მშობლებთან ერთად და ეს ძალიან მართებულად მიაჩნიათ
იაპონელ ბავშვებს დიდხანს სძინავთ მშობლებთან ერთად და ეს ძალიან მართებულად მიაჩნიათ

ნა­წყვე­ტი კრის­ტი­ნა გროს-ლოს წიგ­ნი­დან "მშობ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე. აღ­ზრდის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან".

მუდ­მი­ვი კა­მა­თია იმის თა­ო­ბა­ზე, ბავ­შვს ცალ­კე უნდა ეძი­ნოს თუ - მშობ­ლებ­თან ერ­თად. ვი­ღაც თა­ვის­თან აწ­ვენს ბავ­შვს (მა­მას კი მე­ზო­ბელ ოთახ­ში გა­საშ­ლელ დი­ვან­ზე ძი­ნავს), ვი­ღაც კი ცდი­ლობს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან თა­ვი­სი შვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლად ძილს მი­აჩ­ვი­ოს. ია­პო­ნი­ა­ში ეს სა­კი­თხი პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ბავ­შვებს სძი­ნავთ მშობ­ლებ­თან ერ­თად. კრის­ტი­ნა გროს-ლო, წიგ­ნის -"მშობ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე" ავ­ტო­რი გვიხ­სნის, რა და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს მშობ­ლებ­თან ერ­თად ძილს. ია­პო­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თვის მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: მარ­თა­ლია, რომ ამე­რი­კა­ში მშობ­ლე­ბი ბავ­შვებს ცალ­კე სა­წოლ­ში და ცალ­კე ოთახ­ში აწ­ვე­ნენ?

მა­სა­კოს (დე­დას ნა­გო­ი­დან) ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია ასე­თი რამ. სა­ღა­მო­ო­ბით, ის სი­ა­მოვ­ნე­ბით უყუ­რებს თა­ვის 4 შვილს, რომ­ლე­ბიც ია­ტაკ­ზე შლი­ან მატ­რასს ისე, რომ თი­თო­ე­ულს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს დე­დას­თან ახ­ლოს ყოფ­ნი­სა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ისი­ნი 4 არი­ან, რო­მე­ლი­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად იწ­ვე­ბა დე­დის თავ­ზე. მა­სა­კი დი­ა­სახ­ლი­სია, მისი მე­უღ­ლე - სტო­მა­ტო­ლო­გი.

ია­პო­ნუ­რი სტან­დარ­ტით მათ საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი აქვთ. მაგ­რამ კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რე­ბი - ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ ძვი­რია, ამი­ტომ 6 სული საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ტრა­დი­ცი­ულ სახ­ლში ცხოვ­რობს (თუმ­ცა, თუ მა­სა­კოს და მის მე­უღ­ლეს ცალ­კე და­წო­ლა მო­უნ­დე­ბათ, მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ). ია­პო­ნე­ლი ბავ­შვე­ბი დე­დას­თან ერ­თად წვა­ნან, - ამ­ბობს მა­სა­კო.

რა მოხ­დე­ბა თუ ბავ­შვი ღამე იტი­რებს? ან თავს მარ­ტოდ იგ­რძნობს? ია­პო­ნელ ბავ­შვებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ძი­ლის მი­მართ. მათ სძი­ნავთ ყველ­გან: დე­დას­თან ხელ­ში, სლინ­გში, სა­ბავ­შვო ეტ­ლში, ფუ­ტონ­ზე, მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე და მარ­კე­ტებ­შიც კი. ზოგ­ჯერ ია­პო­ნე­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ სა­წო­ლებს, რომ­ლებ­საც დამ­ცა­ვი ბადე ან მო­ა­ჯი­რი აქვთ და დგა­მენ არა სა­ძი­ნე­ბელ­ში, არა­მედ სას­ტუმ­რო ოთახ­ში. იქ, სა­დაც ოჯა­ხი მთელ დღეს ატა­რებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

იაპონელ ბავშვებს დიდხანს სძინავთ მშობლებთან ერთად და ეს ძალიან მართებულად მიაჩნიათ

იაპონელ ბავშვებს დიდხანს სძინავთ მშობლებთან ერთად და ეს ძალიან მართებულად მიაჩნიათ

ნაწყვეტი კრისტინა გროს-ლოს წიგნიდან "მშობლები საზღვრების გარეშე. აღზრდის საიდუმლოებები მთელი მსოფლიოდან".

მუდმივი კამათია იმის თაობაზე, ბავშვს ცალკე უნდა ეძინოს თუ - მშობლებთან ერთად. ვიღაც თავისთან აწვენს ბავშვს (მამას კი მეზობელ ოთახში გასაშლელ დივანზე ძინავს), ვიღაც კი ცდილობს პირველივე დღიდან თავისი შვილი დამოუკიდებელად ძილს მიაჩვიოს. იაპონიაში ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს. ბავშვებს სძინავთ მშობლებთან ერთად. კრისტინა გროს-ლო, წიგნის -"მშობლები საზღვრების გარეშე" ავტორი გვიხსნის, რა დადებითი მხარე აქვს მშობლებთან ერთად ძილს. იაპონელი მეგობრები ყოველთვის მეკითხებოდნენ: მართალია, რომ ამერიკაში მშობლები ბავშვებს ცალკე საწოლში და ცალკე ოთახში აწვენენ?

მასაკოს (დედას ნაგოიდან) ვერ წარმოუდგენია ასეთი რამ. საღამოობით, ის სიამოვნებით უყურებს თავის 4 შვილს, რომლებიც იატაკზე შლიან მატრასს ისე, რომ თითოეულს საშუალება ჰქონდეს დედასთან ახლოს ყოფნისა. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი 4 არიან, რომელიღაც აუცილებლად იწვება დედის თავზე. მასაკი დიასახლისია, მისი მეუღლე - სტომატოლოგი.

იაპონური სტანდარტით მათ საკმაოდ შეძლებული ოჯახი აქვთ. მაგრამ კვადრატული მეტრები - ამომავალი მზის ქვეყანაში საკმაოდ ძვირია, ამიტომ 6 სული საკმაოდ პატარა ტრადიციულ სახლში ცხოვრობს (თუმცა, თუ მასაკოს და მის მეუღლეს ცალკე დაწოლა მოუნდებათ, მათ ამის საშუალება აქვთ). იაპონელი ბავშვები დედასთან ერთად წვანან, - ამბობს მასაკო.

რა მოხდება თუ ბავშვი ღამე იტირებს? ან თავს მარტოდ იგრძნობს? იაპონელ ბავშვებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ძილის მიმართ. მათ სძინავთ ყველგან: დედასთან ხელში, სლინგში, საბავშვო ეტლში, ფუტონზე, მშობელთა კრებაზე და მარკეტებშიც კი. ზოგჯერ იაპონელები ყიდულობენ საწოლებს, რომლებსაც დამცავი ბადე ან მოაჯირი აქვთ და დგამენ არა საძინებელში, არამედ სასტუმრო ოთახში. იქ, სადაც ოჯახი მთელ დღეს ატარებს. წაიკითხეთ სრულად

როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში - ინფექციონისტი პროცესს დეტალურად აღწერს

"არ მინდოდა ჯერ მეთქვა, მაგრამ... დიახ, უკვე გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულ პაციენტზე" - თენგიზ ცერცვაძე

"გარდაცვლილ ბოლო ორ პაციენტს, კოვიდინფექცია აღარ ჰქონდათ, პასუხი ვირუსზე უარყოფითი იყო" - თენგიზ ცერცვაძე