საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ რომ გავიხადო, ტანზე იმდენი ტატუ მაქვს, "იუვენტუსს" ვერ ავცდები" - გაიცანით იტალიური კლუბის ქართველი ფანი, რომელმაც ფეხბურთი ცხოვრებად აქცია
"სულ რომ გავიხადო, ტანზე იმდენი ტატუ მაქვს, "იუვენტუსს" ვერ ავცდები" - გაიცანით იტალიური კლუბის ქართველი ფანი, რომელმაც ფეხბურთი ცხოვრებად აქცია

ბევ­რნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი შემ­ხვედ­რია, მათ­თან მი­სა­უბ­რია, ინ­ტერ­ვიუ ჩა­მი­წე­რია, მათ პორ­ტრე­ტებ­ზე მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ამ­ჯე­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ კაც­ზე უნდა გი­ამ­ბოთ. ის ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "იუ­ვენ­ტუ­სის" ერ­თგუ­ლი და თავ­და­დე­ბუ­ლი ფანი და ამ ყვე­ლა­ფერ­მა იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გუნ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფანკლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტიც გახ­და.

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პო­დენ­ტი ლე­ვან ბეგ­ლა­რიშ­ვი­ლია, იგი­ვე ლე­ვან­ტუ­სი.

"თა­ვი­დან ნიკი მქონ­და ლე­ვან-იუ­ვენ­ტუ­სი, მერე მზია შა­რა­ში­ძემ (თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის PR მე­ნე­ჯე­რი) მი­თხრა - რა­ტომ წვა­ლობ, გა­ა­ერ­თი­ა­ნე და ლე­ვან­ტუ­სი გა­მო­ვაო. მო­მე­წო­ნა და იმის მერე "ლე­ვან­ტუ­სი" ვარ. უმე­ტე­სო­ბა ასეც მე­ძა­ხის" - გვე­უბ­ნე­ბა ლე­ვა­ნი.

"იუ­ვენ­ტუ­სის" გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა 1993 წელს და­ი­წყო. მო­ე­წო­ნა ძლი­ე­რი გუნ­დი და მერე მათ თა­მა­შებს ნელ-ნელა გაჰ­ყვა. სა­უბ­რი­სას 90-იან წლებს იხ­სე­ნებს, როცა თა­მა­შე­ბის ყუ­რე­ბა კი არა, იმ პე­რი­ოდ­ში უშუ­ქო­ბის გამო ტე­ლე­ვი­ზორ­საც იშ­ვი­ა­თად რთავ­დნენ.

"შუქი მუდ­მი­ვად ქრე­ბო­და, მაგ­რამ ჩემს მე­გო­ბარს რამ­დე­ნი­მე ხაზი ჰქონ­და "პლე­ხა­ნოვ­ზე" და იქ ვუ­ყუ­რებ­დით. სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და მაგ პე­რი­ოდ­ში "იუ­ვენ­ტუ­სის" მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფანს ვიც­ნობ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი რომ გაჩ­ნდა, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეს გუნ­დი ჩემ­ნა­ი­რად ბევ­რს ჰყვა­რე­ბია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წი­ლი მე ვი­პო­ვე, ნა­წილ­მა თვი­თონ მომ­ძებ­ნა. ვსა­უბ­რობ­დით, ერ­თმა­ნეთს აზ­რებს ვუ­ზი­ა­რებ­დით. იმ დროს "იუ­ვენ­ტუსს" ცუდი პე­რი­ო­დი ედგა - სე­რია B-ში იყო გა­ვარ­დნი­ლი, მაგ­რამ სუსტ გუნ­დად არ ით­ვლე­ბო­და" - გვიყ­ვე­ბა ლე­ვა­ნი.

გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, უყუ­რებ­დნენ თა­მა­შებს, "მალე მიშა ჭკუ­ა­სე­ლი გა­ვი­ცა­ნი. ის და­დი­ო­და "იუ­ვენ­ტუ­სის" თა­მა­შებ­ზე იტა­ლი­ა­ში და მის­გან შე­ვი­ტყვე, რომ იქ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფანკლუ­ბი არ­სე­ბობ­და, თუ ბევ­რნი ვიქ­ნე­ბო­დით, აქაც შეგ­ვეძ­ლო მსგავ­სის და­არ­სე­ბა, და­რე­გის­ტრი­რე­ბა. იდეა მოგ­ვე­წო­ნა... გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, და­ვა­ფუძ­ნეთ და და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ კი­დეც - ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფანკლუ­ბის სტა­ტუ­სი მოგ­ვე­ნი­ჭა. მერე ისე და­ემ­თხვა, რომ ჩვენს ზო­ო­პარკში ახა­ლი ზებ­რა გაჩ­ნდა და ფანკლუბ­მა მას­ზე პატ­რო­ნა­ჟი ავი­ღეთ. ზებ­რას "იუ­ვენ­ტი­ნა“ ერ­ქვა" - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

ფანკლუბს ახლა უკვე სპონ­სო­რე­ბიც ჰყავს, თით­ქმის ყო­ველ კვი­რა იტა­ლი­ა­ში მატ­ჩებ­ზე და­დი­ან. დღეს­დღე­ო­ბით 2000 წევ­რამ­დე არი­ან. თი­თო­ე­უ­ლი კლუ­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის უან­გა­როდ საქ­მი­ა­ნობს და ფანკლუ­ბით ამა­ყობს. ლე­ვა­ნის თქმით, 500 კაცი ერ­თად იკ­რი­ბე­ბა, მატჩს უყუ­რებს, გუნდს გულ­შე­მატ­კივ­რობს და იმ დროს ერთი ზედ­მე­ტი გა­და­ძა­ხი­ლიც არ ის­მის, მით უფრო, უცენ­ზუ­რო სი­ტყვა. თუ გუნ­დმა მო­ი­გო, ეს და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა ყვე­ლას მუხ­ტავს.

"რა­ღაც ბინდგა­დაკ­რუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბა გვა­ხა­სი­ა­თებს. გუნ­დის წევ­რე­ბი შეკ­რე­ბის მიღ­მაც ერ­თმა­ნეთს გვერ­დში ვუდ­გა­ვართ და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს" - დას­ძენს ლე­ვან­ტუ­სი.

- იტა­ლი­ა­ში თუ იცი­ან, რომ ასე­თი ფანკლუ­ბი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფანკლუ­ბი ყველ­გან არ არის, ძი­რი­თა­დად, იტა­ლი­ა­ში, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან კი მხო­ლოდ რუ­სეთ­სა და ჩვენ­თან. ყო­ველ წელს, იტა­ლი­ა­ში ერთ დღეს ფანკლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტებს გვიწ­ვე­ვენ, სა­დაც ერ­თგვარ ან­გა­რიშს გვა­ბა­რე­ბენ. შარ­შან ჩვე­ნი ეტი­კე­ტით ჩვე­ნი ღვი­ნო ჩა­ვი­ტა­ნეთ, გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს მი­ვარ­თვით. მათ ჩვე­ნი ფანკლუ­ბი პი­რო­ბი­თად ევ­რო­კავ­ში­რის „წევ­რად“ აღი­ა­რეს.

- მარ­თლა სა­ო­ცა­რი თავ­და­დე­ბა და ჟინი გაქვთ...

- ან­დრეა პირ­ლო რომ ჩა­მო­ვი­და, შევ­ხვდით და ზვი­ად ცი­კო­ლი­ას სა­ა­თი ვა­ჩუ­ქეთ. იქაც რომ ჩავ­დი­ვართ, ვცდი­ლობთ, რა­ღაც ჩა­ვი­ტა­ნოთ, ამ ყვე­ლაფ­რის სარ­გე­ბე­ლი ისაა, რომ სამ ფეხ­ბურ­თელს გახ­ვედ­რე­ბენ - ლე­გენ­დას, ძი­რი­თად მო­თა­მა­შეს და სა­თა­და­რი­გოს. ამას „მე­სა­მე ტა­იმს“ ეძა­ხი­ან... ასე გა­ვი­ცა­ნით ბუ­ფო­ნი. ბევ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი ქუ­ჩა­ში მი­ნა­ხავს, მა­გა­ლი­თად, ალ­ვა­რო მო­რა­ტა, ასე­ვე კი­ე­ლი­ნის ძმა გა­ვი­ცა­ნით... ისეთ უბან­ში, სა­დაც შეძ­ლე­ბუ­ლი ტუ­რი­ნე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ, არის რეს­ტო­რა­ნი, სა­დაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და­დი­ან და ერთხე­ლაც იქ მათ გა­საც­ნო­ბად მი­ვე­დით.

მე ახ­ლა­ხანს იუ­ვენ­ტუ­სი-რო­მას თა­მაშ­ზე ვი­ყა­ვი და უფ­ლე­ბა მომ­ცეს, სტა­დი­ო­ნის­კენ მი­მა­ვალ დე­რე­ფან­ში ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის ხელი ჩა­მო­მერ­თმია და კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დოს­თან ლა­ი­ვიც კი მქონ­და. იქ რა თა­მა­შებ­ზეც ვყო­ფილ­ვართ, არც ერთი წა­უ­გი­ათ. იქი­დან რომ ჩა­მოვ­დი­ვართ, სრუ­ლი რე­ლაქ­სა­ცია გვაქვს. პირ­ვე­ლად პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რით ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­ი­ლი რომ მი­ვი­ღეთ, გა­და­ვი­რი­ეთ, შობა მოგ­ვი­ლო­ცეს.

- სა­მო­სიც "იუ­ვენ­ტუ­სის" ლო­გო­თი გაც­ვი­ათ. ამ ყვე­ლა­ფერს იტა­ლი­ა­ში იძენთ?

- დიახ, ეს ტან­საც­მე­ლი მათ ოფი­ცი­ა­ლურ მა­ღა­ზი­ა­შია შე­ძე­ნი­ლი. ეს ის ტან­საც­მე­ლია, რო­მე­ლი­თაც გუნ­დი იმო­სე­ბა, ხოლო მა­ღა­ზია კი მათი მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვლაა. ვი­ცით, რომ ამით ვი­ღა­ცე­ბი მდიდ­რდე­ბი­ან, მაგ­რამ მა­გა­ზე „წა­მო­გე­ბუ­ლე­ბი“ ვართ და ამ ყვე­ლა­ფერს ხელ­საც ვა­წერთ. იქ რომ შევ­დი­ვართ, ბევრ ფულს ვხარ­ჯავთ, მაგ­რამ ეგ შო­პინ­გი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. „იუ­ვენ­ტუ­სის“ სა­მოს­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ და ტან­საც­მე­ლი სულ რომ გა­ვი­ხა­დო, ტან­ზე იმ­დე­ნი ტატუ მაქვს, „იუ­ვენ­ტუსს“ მა­ინც ვერ ავ­ცდე­ბი.

მარ­ცხე­ნა ფეხ­ზე ალექ­სნდრო დელ პი­ე­როს, ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ტატუ მაქვს, მე­ო­რე ფეხ­ზე - ზი­ნე­დინ ზი­და­ნის, ზი­და­ნი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვიც­ნობ, ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ! მარ­ცხე­ნა მხარ­ზე და ხელ­ზე „იუ­ვენ­ტუ­სის“ დიდი ლოგო და „იუ­ვენ­ტუ­სის“ ცნობ­ლი სლო­გა­ნი მა­წე­რია - "Fino alla fine, Forza Juventus!".

ალექ­სან­დრე ფანკლუბ­ში ბევ­რის შვილს ჰქვია და ეს სა­ხე­ლი შვილს მეც დელ პი­ე­როს პა­ტივ­სა­ცე­მად და­ვარ­ქვი. სან­დრო უკვე 9 წლის ხდე­ბა, „იუ­ვენ­ტუ­სის“ გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და ტუ­რინ­შიც არის ნამ­ყო­ფი. რომ ჩა­ვიყ­ვა­ნე, ვუ­თხა­რი - შენ 9 წლი­სამ მი­აღ­წიე იმას, რა­ზეც მე 15 წელი ვოც­ნე­ბობ­დი-მეთ­ქი.

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი სახ­ლის ჭიშ­კარ­ზე „იუ­ვენ­ტუ­სის“ ფეხ­ბურ­თელ­თა გვა­რე­ბი აწე­რია.

- სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა რომ და­ვი­წყე, მინ­დო­და, „იუ­ვენ­ტუ­სის“ ატ­რი­ბუ­ტი­კა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა იცო­დენ და დათ­მო­ბა­ზე უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ. მთე­ლი სახ­ლის ამ კონ­ცეფ­ცი­ით გა­კე­თე­ბა არ გა­მო­ვი­და, მაგ­რამ ყვე­ლა კარი „იუ­ვენ­ტუ­სის“ ლო­გო­ე­ბით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ჭიშ­კარ­ზე 50 ლე­გენ­და, კლუ­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გვა­რი წე­რია, ამა­შიც მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მარ­ნენ. ჩემი სი­ა­მა­ყე ჭიშ­კა­რი გა­მო­ვი­და! მო­საგ­ნე­ბა­დაც ად­ვი­ლია. ასე­ვე მაქვს ექ­ვსმეტ­რი­ა­ნი ბოძი, სა­დაც „იუ­ვენ­ტუ­სის“ დრო­შა უნდა აღვმარ­თო. პა­ტა­რა სტა­დი­ო­ნიც (100 კვ/მ) გავ­მარ­თე, ნამ­დვი­ლი ბა­ლა­ხით. რომ დათ­ბე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბიც მო­ვა­წყოთ.

რო­გორც ლე­ვა­ნი ამ­ბობს, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მის ასეთ გა­ტა­ცე­ბას შე­გუ­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ო­დი­დან, როცა სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, „იუ­ვენ­ტუ­სის“ მიერ გა­ტა­ნილ ყვე­ლა გოლ­ზე ბოლო ხმა­ზე ყვი­რო­და, როცა პირ­ვე­ლი ტატუ გა­ი­კე­თა. მაგ­რამ ახლა მშობ­ლე­ბი სი­ა­მა­ყით ივ­სე­ბი­ან, რომ ასე­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია მათი შვი­ლი. მე­უღ­ლე სამ­სა­ხურ­ში გა­იც­ნო, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ და ასე­თი ლე­ვა­ნი შე­იყ­ვა­რა. ფეხ­ბურ­თი არ უყ­ვარს, მაგ­რამ მოს­წონს ქმრის ატ­მოს­ფე­რო. თან ხე­დავს, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რია ლე­ვა­ნი, როცა მისი საყ­ვა­რე­ლი კლუ­ბი იმარ­ჯვებს.

"ახლა კლუბ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუ­თხით წა­ვე­დით და ჩვე­ნი სახ­სრე­ბით და ერთ-ერთი გა­მომ­ცემ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რით, დელ პი­ე­როს ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი უნდა გა­მოვ­ცეთ. კი­დევ რამ­დე­ნი­მე იდეა მაქვს - კონ­სულ­ტა­ცია ფანკლუ­ბის წევ­რებ­თან გა­ვი­ა­რე, მა­გა­ლი­თად, თა­მა­შე­ბის წინ ერ­თგვა­რი მას­ტერკლა­სე­ბი რომ ჩა­ა­ტა­რონ ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა - აკა მორ­ჩი­ლა­ძემ, დათო ტრაშ­ვილ­მა, ბი­ძი­ნა ბა­რა­თაშ­ვილ­მა...

ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბის ქო­მა­გე­ბის­გან ცოტა ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი იყო - ჩვენ გუნ­დებს რა­ტომ არ გულ­შე­მატ­კივ­რობ­თო... პირ­ველ რიგ­ში ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ფეხ­ბურ­თი გიყ­ვარ­დეს და ქარ­თულ გუნდს არ უგულ­შე­მატ­კივ­რო.

მე მარ­ტი­ვად ვი­პო­ვე ის, რაც ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს! კლუბ­ში ჩემ­ნა­ი­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი, უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. ეს რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­პო­ვი­დი სხვა ბედ­ნი­ე­რე­ბას. ბედ­ნი­ე­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა რთუ­ლი მი­საღ­წე­ვია, თუმ­ცა შე­საძ­ლებ­ლი..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სულ რომ გავიხადო, ტანზე იმდენი ტატუ მაქვს, "იუვენტუსს" ვერ ავცდები" - გაიცანით იტალიური კლუბის ქართველი ფანი, რომელმაც ფეხბურთი ცხოვრებად აქცია

"სულ რომ გავიხადო, ტანზე იმდენი ტატუ მაქვს, "იუვენტუსს" ვერ ავცდები" - გაიცანით იტალიური კლუბის ქართველი ფანი, რომელმაც ფეხბურთი ცხოვრებად აქცია

ბევრნაირი ადამიანი შემხვედრია, მათთან მისაუბრია, ინტერვიუ ჩამიწერია, მათ პორტრეტებზე მიმუშავია, მაგრამ ამჯერად აბსოლუტურად განსხვავებულ კაცზე უნდა გიამბოთ. ის ფეხბურთის გულშემატკივარია, საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსის" ერთგული და თავდადებული ფანი და ამ ყველაფერმა იქამდე მიიყვანა, რომ საქართველოში გუნდის ოფიციალური ფანკლუბის პრეზიდენტიც გახდა.

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ლევან ბეგლარიშვილია, იგივე ლევანტუსი.

"თავიდან ნიკი მქონდა ლევან-იუვენტუსი, მერე მზია შარაშიძემ (თბილისის ზოოპარკის PR მენეჯერი) მითხრა - რატომ წვალობ, გააერთიანე და ლევანტუსი გამოვაო. მომეწონა და იმის მერე "ლევანტუსი" ვარ. უმეტესობა ასეც მეძახის" - გვეუბნება ლევანი.

"იუვენტუსის" გულშემატკივრობა 1993 წელს დაიწყო. მოეწონა ძლიერი გუნდი და მერე მათ თამაშებს ნელ-ნელა გაჰყვა. საუბრისას 90-იან წლებს იხსენებს, როცა თამაშების ყურება კი არა, იმ პერიოდში უშუქობის გამო ტელევიზორსაც იშვიათად რთავდნენ.

"შუქი მუდმივად ქრებოდა, მაგრამ ჩემს მეგობარს რამდენიმე ხაზი ჰქონდა "პლეხანოვზე" და იქ ვუყურებდით. სკოლის მოსწავლე ვიყავი და მაგ პერიოდში "იუვენტუსის" მხოლოდ რამდენიმე ფანს ვიცნობდი. მოგვიანებით, სოციალური ქსელები რომ გაჩნდა, აღმოვაჩინე, რომ ეს გუნდი ჩემნაირად ბევრს ჰყვარებია. სოციალური ქსელის დამსახურებაა, რომ გულშემატკივრების ნაწილი მე ვიპოვე, ნაწილმა თვითონ მომძებნა. ვსაუბრობდით, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით. იმ დროს "იუვენტუსს" ცუდი პერიოდი ედგა - სერია B-ში იყო გავარდნილი, მაგრამ სუსტ გუნდად არ ითვლებოდა" - გვიყვება ლევანი.

გულშემატკივრები პატარ-პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ, უყურებდნენ თამაშებს, "მალე მიშა ჭკუასელი გავიცანი. ის დადიოდა "იუვენტუსის" თამაშებზე იტალიაში და მისგან შევიტყვე, რომ იქ ოფიციალური ფანკლუბი არსებობდა, თუ ბევრნი ვიქნებოდით, აქაც შეგვეძლო მსგავსის დაარსება, დარეგისტრირება. იდეა მოგვეწონა... გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ, დავაფუძნეთ და დავარეგისტრირეთ კიდეც - ოფიციალური ფანკლუბის სტატუსი მოგვენიჭა. მერე ისე დაემთხვა, რომ ჩვენს ზოოპარკში ახალი ზებრა გაჩნდა და ფანკლუბმა მასზე პატრონაჟი ავიღეთ. ზებრას "იუვენტინა“ ერქვა" - აღნიშნავს რესპონდენტი.

ფანკლუბს ახლა უკვე სპონსორებიც ჰყავს, თითქმის ყოველ კვირა იტალიაში მატჩებზე დადიან. დღესდღეობით 2000 წევრამდე არიან. თითოეული კლუბის ფუნქციონირებისთვის უანგაროდ საქმიანობს და ფანკლუბით ამაყობს. ლევანის თქმით, 500 კაცი ერთად იკრიბება, მატჩს უყურებს, გუნდს გულშემატკივრობს და იმ დროს ერთი ზედმეტი გადაძახილიც არ ისმის, მით უფრო, უცენზურო სიტყვა. თუ გუნდმა მოიგო, ეს დადებითი განწყობა ყველას მუხტავს.

"რაღაც ბინდგადაკრული ერთგულება გვახასიათებს. გუნდის წევრები შეკრების მიღმაც ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა გვაქვს" - დასძენს ლევანტუსი.

- იტალიაში თუ იციან, რომ ასეთი ფანკლუბი არსებობს საქართველოში?

- ოფიციალური ფანკლუბი ყველგან არ არის, ძირითადად, იტალიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ რუსეთსა და ჩვენთან. ყოველ წელს, იტალიაში ერთ დღეს ფანკლუბის პრეზიდენტებს გვიწვევენ, სადაც ერთგვარ ანგარიშს გვაბარებენ. შარშან ჩვენი ეტიკეტით ჩვენი ღვინო ჩავიტანეთ, გენერალურ დირექტორს მივართვით. მათ ჩვენი ფანკლუბი პირობითად ევროკავშირის „წევრად“ აღიარეს.

- მართლა საოცარი თავდადება და ჟინი გაქვთ...

- ანდრეა პირლო რომ ჩამოვიდა, შევხვდით და ზვიად ციკოლიას საათი ვაჩუქეთ. იქაც რომ ჩავდივართ, ვცდილობთ, რაღაც ჩავიტანოთ, ამ ყველაფრის სარგებელი ისაა, რომ სამ ფეხბურთელს გახვედრებენ - ლეგენდას, ძირითად მოთამაშეს და სათადარიგოს. ამას „მესამე ტაიმს“ ეძახიან... ასე გავიცანით ბუფონი. ბევრი ფეხბურთელი ქუჩაში მინახავს, მაგალითად, ალვარო მორატა, ასევე კიელინის ძმა გავიცანით... ისეთ უბანში, სადაც შეძლებული ტურინელები ცხოვრობენ, არის რესტორანი, სადაც ფეხბურთელები დადიან და ერთხელაც იქ მათ გასაცნობად მივედით.

მე ახლახანს იუვენტუსი-რომას თამაშზე ვიყავი და უფლება მომცეს, სტადიონისკენ მიმავალ დერეფანში ყველა ფეხბურთელისთვის ხელი ჩამომერთმია და კრიშტიანუ რონალდოსთან ლაივიც კი მქონდა. იქ რა თამაშებზეც ვყოფილვართ, არც ერთი წაუგიათ. იქიდან რომ ჩამოვდივართ, სრული რელაქსაცია გვაქვს. პირველად პრეზიდენტის ხელმოწერით ოფიციალური მეილი რომ მივიღეთ, გადავირიეთ, შობა მოგვილოცეს.

- სამოსიც "იუვენტუსის" ლოგოთი გაცვიათ. ამ ყველაფერს იტალიაში იძენთ?

- დიახ, ეს ტანსაცმელი მათ ოფიციალურ მაღაზიაშია შეძენილი. ეს ის ტანსაცმელია, რომელითაც გუნდი იმოსება, ხოლო მაღაზია კი მათი მარკეტინგული გათვლაა. ვიცით, რომ ამით ვიღაცები მდიდრდებიან, მაგრამ მაგაზე „წამოგებულები“ ვართ და ამ ყველაფერს ხელსაც ვაწერთ. იქ რომ შევდივართ, ბევრ ფულს ვხარჯავთ, მაგრამ ეგ შოპინგი ძალიან გვიყვარს. „იუვენტუსის“ სამოსში თავს კომფორტულად ვგრძნობ და ტანსაცმელი სულ რომ გავიხადო, ტანზე იმდენი ტატუ მაქვს, „იუვენტუსს“ მაინც ვერ ავცდები.

მარცხენა ფეხზე ალექსნდრო დელ პიეროს, ლეგენდარული ფეხბურთელის ტატუ მაქვს, მეორე ფეხზე - ზინედინ ზიდანის, ზიდანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, აუცილებლად გავიცნობ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ! მარცხენა მხარზე და ხელზე „იუვენტუსის“ დიდი ლოგო და „იუვენტუსის“ ცნობლი სლოგანი მაწერია - "Fino alla fine, Forza Juventus!".

ალექსანდრე ფანკლუბში ბევრის შვილს ჰქვია და ეს სახელი შვილს მეც დელ პიეროს პატივსაცემად დავარქვი. სანდრო უკვე 9 წლის ხდება, „იუვენტუსის“ გულშემატკივარია და ტურინშიც არის ნამყოფი. რომ ჩავიყვანე, ვუთხარი - შენ 9 წლისამ მიაღწიე იმას, რაზეც მე 15 წელი ვოცნებობდი-მეთქი.

- როგორც ვიცი, თქვენი სახლის ჭიშკარზე „იუვენტუსის“ ფეხბურთელთა გვარები აწერია.

- სახლის მშენებლობა რომ დავიწყე, მინდოდა, „იუვენტუსის“ ატრიბუტიკა გამომეყენებინა, ეს ოჯახის წევრებმა იცოდენ და დათმობაზე უნდა წასულიყვნენ. მთელი სახლის ამ კონცეფციით გაკეთება არ გამოვიდა, მაგრამ ყველა კარი „იუვენტუსის“ ლოგოებით არის დამზადებული. ჭიშკარზე 50 ლეგენდა, კლუბის აღიარებული ფეხბურთელის გვარი წერია, ამაშიც მეგობრები დამეხმარნენ. ჩემი სიამაყე ჭიშკარი გამოვიდა! მოსაგნებადაც ადვილია. ასევე მაქვს ექვსმეტრიანი ბოძი, სადაც „იუვენტუსის“ დროშა უნდა აღვმართო. პატარა სტადიონიც (100 კვ/მ) გავმართე, ნამდვილი ბალახით. რომ დათბება, შეიძლება ჩემპიონატებიც მოვაწყოთ.

როგორც ლევანი ამბობს, ოჯახის წევრები მის ასეთ გატაცებას შეგუებულები არიან ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა სკოლის მოსწავლე იყო, „იუვენტუსის“ მიერ გატანილ ყველა გოლზე ბოლო ხმაზე ყვიროდა, როცა პირველი ტატუ გაიკეთა. მაგრამ ახლა მშობლები სიამაყით ივსებიან, რომ ასეთი გულშემატკივარია მათი შვილი. მეუღლე სამსახურში გაიცნო, თანამშრომლები იყვნენ და ასეთი ლევანი შეიყვარა. ფეხბურთი არ უყვარს, მაგრამ მოსწონს ქმრის ატმოსფერო. თან ხედავს, როგორი ბედნიერია ლევანი, როცა მისი საყვარელი კლუბი იმარჯვებს.

"ახლა კლუბში საგანმანათლებლო კუთხით წავედით და ჩვენი სახსრებით და ერთ-ერთი გამომცემლობის მხარდაჭერით, დელ პიეროს ბიოგრაფიული წიგნი უნდა გამოვცეთ. კიდევ რამდენიმე იდეა მაქვს - კონსულტაცია ფანკლუბის წევრებთან გავიარე, მაგალითად, თამაშების წინ ერთგვარი მასტერკლასები რომ ჩაატარონ ცნობილმა ადამიანებმა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა - აკა მორჩილაძემ, დათო ტრაშვილმა, ბიძინა ბარათაშვილმა...

ქართული კლუბების ქომაგებისგან ცოტა ნეგატიური დამოკიდებულება კი იყო - ჩვენ გუნდებს რატომ არ გულშემატკივრობთო... პირველ რიგში ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ. შეუძლებელია, ფეხბურთი გიყვარდეს და ქართულ გუნდს არ უგულშემატკივრო.

მე მარტივად ვიპოვე ის, რაც ძალიან მაბედნიერებს! კლუბში ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანები გავიცანი, უამრავი მეგობარი შევიძინე. ეს რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად ვიპოვიდი სხვა ბედნიერებას. ბედნიერება და კეთილდღეობა რთული მისაღწევია, თუმცა შესაძლებლი..."

#MeToo მსოფლიოსა და საქართველოში: "მეტმა ქალმა იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემას, კაცებმა კი ისწავლეს - რაც ადრე ეპატიებოდათ, ახლა პასუხი მოეთხოვებათ"

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური სეზონური შეთავაზება ამოქმედდა

"გთხოვთ, ვისაც რით შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ!" - 1 წლის ალექსის სიმსივნის დასამარცხებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება