ავტორი:

დაგიბრუნდებათ თუ არა თანხა დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლის შემთხვევაში

დაგიბრუნდებათ თუ არა თანხა დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლის შემთხვევაში

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართონ. ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ ავტომატურად გაწევრიანებიდან 3 თვის შემდეგ, ანუ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში.

რა ბედი ელის საპენსიო სისტემიდან გასვლის შემთხვევაში პირების საპენსიო ანგარიშზე დაგროვებულ თანხას, ამ საკითხთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქემ უკვე მიმართა.

კანონის თანახმად კი, საპენსიო სისტემიდან გასვლის შემთხვევაში, პირს, ასევე მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს განხორციელებული საპენსიო შენატანები სრულად დაუბრუნდებათ. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ