ავტორი:

მარიამ კუბლაშვილი - ჯეკ შეფერდმა ქართული ციხე აირჩია

მარიამ კუბლაშვილი - ჯეკ შეფერდმა ქართული ციხე აირჩია

ჯეკ შეფერდმა ქართული ციხე აირჩია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის ადვოკტამა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯეკ შეფერდის უარი ბრიტანეთის სახელმწიფოს გადაეგზავნება და მათთვის უკვე ოფიციალურად გახდება აღნიშნულის შესახებ ცნობილი.

"ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. მან აირჩია ქართული ციხე, ვიდრე დაბრუნებულიყო გაერთიანებულ სამეფოში, სადაც საფრთხე ემუქრება. ეს მისი მხრიდან იყო ხმამაღალი განაცხადი.

შეფარდებული პატიმრობის განმავლობაში, ჩვენ შევისწავლით საქმის მასალებს, ვიმსჯელებთ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, საგამონაკლისო შემთხვევა არის, როცა იქაური ბრალდება, აქაური კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება. ამ შემთხვევაში პირი არ შეიძლება ექსტრადიციაში მიეცეს. ამიტომ მიშვნელოვანია მისი სისხლის სამართლის საქმის შესწავლა. საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩავრთოთ.

პროკურორის დღევანდელი ნება მნიშვნელოვანი იყო, მათ ხაზი არ გაუსვეს იმას, რომ აუცილებლად არ სურთ პირის დაჩქარებული წესით ექსტრადიცია. ჯეკ შეფერდის უარი გადაეგზავნება ბრიტანეთს. მათთვის ოფიციალურად ცნობილი იქნება სასამართლოს მიერ დამტკიცებული შეფერდის ნება, რომ დარწმუნებულია ქართულ ციხეში მოიხადოს სასჯელი. ის გლდანის მერვე დაწესებულებაში გუშინ მოვინახულე, ნორმალური პირობები აქვს, თავს უსაფრთხოდ გრძნობს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს