ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულები ერთმანეთში აერიათ, რის გამოს პროცესი გადაიდო. ინფორმაციას ajaratv.ge ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობის საქმის განხილვაზე, სასამართლო დარბაზში ბრალდებულ ლევენთ ულუს ნაცვლად, სხვა ბრალდებული შემოიყვანეს, რომელსაც საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდა.
მართალია შეცდომით შემოყვანილი ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან მალევე გაიყვანეს, თუმცა მოსამართლემ უზბეკი ქალის მკვლელობის საქმე გადადო, რადგან აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ლევენთ ულუ სასამართლო შენობაში არ იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არ გადმოუყვანიათ.
"რამდენადაც ცნობილია, დღესდღეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი #2 პენიტენციალურ დაწესებულებაში იმყოფება, წარმოუდგენლობის მიზეზი უცნობია, რადგან არანაირი წერილი არ მიგვიღია, რომელიც ახსნიდა ობიექტურ მიზეზს, რატომ არ მოხდა ბრალდებულის გადმოყვანა სასამართლო პროცესზე" - ამბობს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი.