Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქალაქო პარკები, ახალი გზები, მიწისქვეშების მოწყობა... - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლისთვის
საქალაქო პარკები, ახალი გზები, მიწისქვეშების მოწყობა... - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლისთვის

2019-2020 წლებ­ში თბი­ლი­სის მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი რამ­დე­ნი­მე მას­შტა­ბურ პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია დღეს კახა კა­ლა­ძემ გა­მარ­თა.

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე წელს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩი­სა და მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ებს იწყებს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 18 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

„ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია საკ­მა­ოდ ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, გვექ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი გზა, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ტენ­დერს ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა­ცხა­დებთ. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2019 წლის ბო­ლოს­თვის მთლი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მიმ­დი­ნა­რე წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი შემ­დე­გი პრო­ექ­ტი გმირ­თა მო­ე­დან­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა გზა­გამ­ტა­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 800 000 ლა­რია;

ასე­ვე, იგეგ­მე­ბა დიღ­მის ჭა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი სა­ქა­ლა­ქო პარ­კის მო­წყო­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 11 620 192 ლა­რია. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2020 წელს დას­რულ­დე­ბა.

"შემ­დე­გი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი დიღ­მის ჭა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბაა. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რს ვსა­უბ­რობთ ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და მო­სახ­ლე­ო­ბამ, რათა არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ვას­წო­როთ. გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უკვე შე­მო­ვი­ღეთ, გა­ვამ­კაც­რეთ მიდ­გო­მა სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის შექ­მნას.

არ­ცერ­თი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა არ გა­ცე­მუ­ლა ჩვე­ნი მხრი­დან მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბის ხარ­ჯზე და ა.შ. ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა იმას, რომ ბევ­რი მწვა­ნე სივ­რცე შევ­ქმნათ, გა­ვუფრ­თხილ­დეთ და მო­ვა­წეს­რი­გოთ უკვე არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე­ე­ბი. გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­შიც გა­წე­რი­ლია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ქა­ლა­ქო პარ­კე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. დიღ­მის ჭა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პარ­კის მო­წყო­ბის პრო­ექ­ტი უკვე არ­სე­ბობს და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვას გა­მო­ვა­ცხა­დებთ“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

მიმ­დი­ნა­რე წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პრო­ექ­ტებ­ში, სო­ფელ დი­ღომ­ში წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლის მო­წყო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბიც შე­დის, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 000 000 ლა­რია; 2019 წელს ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მუ­ხი­ა­ნის აგა­რა­კებ­ზე წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლის ეტა­პობ­რი­ვი მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში, 1 900 000 ლა­რია.

„სო­ფელ დი­ღომ­ში ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, რად­გან წყა­ლა­რი­ნე­ბის არა­ნა­ი­რი ქსე­ლი არ არ­სე­ბობს. შარ­შან ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვი­წყეთ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ეტა­პად არის და­ყო­ფი­ლი. იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს მუ­ხი­ა­ნის აგა­რა­კებ­ზე, სა­დაც ასე­ვე, არ არის საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ვერ მო­ე­წყო­ბა მა­ნამ, სა­ნამ ეს პრო­ექ­ტი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი 2019 წელს სას­ტუმ­რო „რე­დი­სო­ნის“ მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­საც ჩა­ა­ტა­რებს, რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტი 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. მეტ­რო­სად­გურ „რუს­თა­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო გა­სას­ვლე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე კი, 1.3 მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მიმ­დი­ნა­რე წელს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე - 45 000 000 ლარი, გარე გა­ნა­თე­ბის ქსე­ლის მო­წყო­ბა­ზე - 7 000 000 ლარი, ხოლო მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბა­ზე - 7 085 489 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა; მო­ნუ­მენ­ტის - „ადა­მი­ა­ნი და მზე“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 553 970 ლა­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტიც მიმ­დი­ნა­რე წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„ეს არის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გზა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პირ­ველ ეტაპ­ზე, მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­თა­და­რი­გო ზო­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა და­ვი­წყეთ. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლი უკვე შეც­ვლი­ლია. საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იქ­ნე­ბა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, მთლი­ა­ნად გა­ნახ­ლდე­ბა მწვა­ნე სა­ფა­რი და გა­ნა­თე­ბის ქსე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნუ­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას, ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა გვაქვს - მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბი თა­ვი­დან არის შე­საქ­მნე­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­ე­წყო­ბა სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, გა­ნა­თე­ბა, შე­იქ­მნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ტბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქა­ლაქ­ში საკ­მა­ოდ ლა­მა­ზი სივ­რცე გაჩ­ნდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

მიმ­დი­ნა­რე წელს ასე­ვე, იგეგ­მე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის (13 000 000 ლარი), ვე­კუა-ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა (10 000 000 ლარი) და კან­დე­ლა­კის (1 600 000 ლარი) ქუ­ჩე­ბის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

"და­გეგ­მი­ლი გვაქვს ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც, სა­დაც მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სრუ­ლად მო­წეს­რიგ­დე­ბა, რო­გორც საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასე­ვე, მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და გარე გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა. ასე­ვე ვგეგ­მავთ, ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­ლის შექ­მნას იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფად და კომ­ფორ­ტუ­ლად გა­და­ად­გილ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

2019 წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ასე­ვე, ვე­ტე­რან­თა, დას­ვე­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის პარ­კის (კიკ­ვი­ძე) სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4 900 000 ლა­რია.

"სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მოხ­დე­ბა პარ­კის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი სივ­რცე­ე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის, მო­ე­წყო­ბა ამ­ფი­თე­ატ­რი და ვე­ლო­ბი­ლი­კი. ამ და ყვე­ლა სხვა სა­ქა­ლა­ქო პარკში მო­ე­წყო­ბა სპორ­ტუ­ლი ზონა - ტრე­ნა­ჟო­რე­ბი, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, მდი­ნა­რე გლ­და­ნუ­ლა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხი­დე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს 4 000 000 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც მიმ­დი­ნა­რე წელს იგეგ­მე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩი­სა და წყნე­თის გზატ­კე­ცი­ლის (ბა­გე­ბი) და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბაა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

„ესეც ორ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტია. ყვე­ლამ იცის სა­ფეხ­მავ­ლო ხიდი, რომ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც შარ­შან გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ეს პრო­ექ­ტი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ბა­გე­ბი­დან სა­ბურ­თა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბი­ლებს შე­უ­წყობს ხელს და ზო­გა­დად, არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას გან­ტვირ­თავს“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

2019-2020 წლებ­ში ასე­ვე, იგეგ­მე­ბა დიდი დიღ­მი­სა (12 000 000 ლარი) და ვარ­კე­თი­ლის (12 000 000 ლარი) მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

"ეს არის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრე­ბი, სა­დაც იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა, სა­ცუ­რაო აუზი, მე­დი­ა­თე­კა, კა­ფე­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა. ანა­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებს სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში ისევ წარ­მო­ვად­გენთ, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც მო­მა­ვალ წელს და­ვი­წყებთ“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

გზა­გამ­ყო­ფი კუნ­ძუ­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 753 773 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა;

იგეგ­მე­ბა ასე­ვე, ვაშ­ლი­ჯვრის გზა­გამ­ტა­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2 700 000 ლა­რია.

კახა კა­ლა­ძემ მშრა­ლი ხი­დი­სა და ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტზეც ისა­უბ­რა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9 900 000 ლა­რია.

„ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს მიმ­დე­ბა­რე არე­ა­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მათ შო­რის, დე­და­ე­ნის ბა­ღის. გვინ­და, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვა­წეს­რი­გოთ. მწვა­ნე სივ­რცე­ებს, რო­მე­ლიც დე­და­ე­ნის ბაღ­ში სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მო­წეს­რი­გე­ბა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ინ­ტე­რე­სი საკ­მა­ოდ დი­დია. ამას­თან, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დას­რულ­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში იქ­ნე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

2019-2020 წლებ­ში მოხ­დე­ბა ფი­როს­მა­ნი­სა (50 000 000 ლარი) და გუ­დი­აშ­ვი­ლი-ფურ­ცე­ლა­ძის (45 000 000 ლარი) ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც.

"ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია საკ­მა­ოდ მსხვი­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ამ ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სახ­ლი ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რიგ­დე­ბა. აქაც ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა გვაქვს. მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მთლი­ა­ნად გვინ­და მო­ვა­წეს­რი­გოთ და გა­მო­ვას­წო­როთ" - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

გორ­გა­სა­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, მდი­ნა­რე მტკვრის გას­წვრივ არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე, მიმ­დი­ნა­რე წელს 110 000 000 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

"გვინ­და, რომ მო­ვა­წყოთ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბი, გვი­რა­ბის ზე­მოთ კი, მწვა­ნე სივ­რცე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. ის­ტო­რი­ულ ად­გილ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია გამ­წვან­დე­ბა და მო­წეს­რიგ­დე­ბა. ასე­ვე, გვინ­და სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მეტ­რო­სად­გურ „ავ­ლა­ბარ­თან“ გა­და­ვა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე, მე­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, საკ­რე­ბუ­ლო­სა და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ავტორი:

საქალაქო პარკები, ახალი გზები, მიწისქვეშების მოწყობა... - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლისთვის

საქალაქო პარკები, ახალი გზები, მიწისქვეშების მოწყობა... - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლისთვის

2019-2020 წლებში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური რამდენიმე მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია დღეს კახა კალაძემ გამართა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარე წელს დედაქალაქის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რომლის ღირებულება 18 მილიონი ლარია.

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ ვითარდება. ამიტომ, მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელების შედეგად, გვექნება სრულიად ახალი გზა, რომლის მშენებლობაზე ტენდერს ძალიან მალე გამოვაცხადებთ. სამუშაოები 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს განსახორციელებელი შემდეგი პროექტი გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციაა, რომლის ღირებულება 3 800 000 ლარია;

ასევე, იგეგმება დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკის მოწყობა, რომლის ღირებულება 11 620 192 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

"შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დიღმის ჭალების ტერიტორიის მოწესრიგებაა. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ, რათა არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ. გარკვეული რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, გავამკაცრეთ მიდგომა სამშენებლო მიმართულებით. ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების შექმნას.

არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა ჩვენი მხრიდან მწვანე სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე და ა.შ. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ, გავუფრთხილდეთ და მოვაწესრიგოთ უკვე არსებული სივრცეები. გენერალურ გეგმაშიც გაწერილია, რომ აუცილებელია, საქალაქო პარკების მშენებლობა. დიღმის ჭალების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში, მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოვაცხადებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებში, სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებიც შედის, რომლის ღირებულება 3 000 000 ლარია; 2019 წელს ასევე, განხორციელდება მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის ეტაპობრივი მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება ამ შემთხვევაში, 1 900 000 ლარია.

„სოფელ დიღომში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან წყალარინების არანაირი ქსელი არ არსებობს. შარშან ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. იგივე მდგომარეობა გვაქვს მუხიანის აგარაკებზე, სადაც ასევე, არ არის საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ მოეწყობა მანამ, სანამ ეს პროექტი არ განხორციელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური 2019 წელს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული გვირაბის რეაბილიტაციასაც ჩაატარებს, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაციაზე კი, 1.3 მილიონი დაიხარჯება.

რაც შეეხება კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე - 45 000 000 ლარი, გარე განათების ქსელის მოწყობაზე - 7 000 000 ლარი, ხოლო მწვანე სივრცეების მოწყობაზე - 7 085 489 ლარი დაიხარჯება; მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ღირებულება 3 553 970 ლარია. აღნიშნული პროექტიც მიმდინარე წელს განხორციელდება.

„ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირველ ეტაპზე, მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლების მოწესრიგება დავიწყეთ. ყველანაირი საკომუნიკაციო ქსელი უკვე შეცვლილია. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რომლის ფარგლებში, მთლიანად განახლდება მწვანე საფარი და განათების ქსელი. რაც შეეხება მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიას, ანალოგიური მიდგომა გვაქვს - მწვანე სივრცეები თავიდან არის შესაქმნელი. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათება, შეიქმნება ხელოვნური ტბა და საბოლოო ჯამში, ქალაქში საკმაოდ ლამაზი სივრცე გაჩნდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მიმდინარე წელს ასევე, იგეგმება ჭავჭავაძის გამზირის (13 000 000 ლარი), ვეკუა-ხიზანიშვილისა (10 000 000 ლარი) და კანდელაკის (1 600 000 ლარი) ქუჩების სრული რეაბილიტაცია.

"დაგეგმილი გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაც, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით, არასახარბიელო მდგომარეობაა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების სისტემა. ასევე ვგეგმავთ, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის შექმნას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

2019 წელს განხორციელდება ასევე, ვეტერანთა, დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძე) სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 4 900 000 ლარია.

"სამუშაოების ფარგლებში, მოხდება პარკის სრული რეაბილიტაცია, შეიქმნება ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, მოეწყობა ამფითეატრი და ველობილიკი. ამ და ყველა სხვა საქალაქო პარკში მოეწყობა სპორტული ზონა - ტრენაჟორები, რომლით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის მიმართულებით, მიმდინარე წელს 4 000 000 ლარი დაიხარჯება.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა, რომლის ღირებულება დაახლოებით, 20-30 მილიონი ლარია.

„ესეც ორწლიანი პროექტია. ყველამ იცის საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც შარშან განვახორციელეთ. ეს პროექტი მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, რომელიც ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს შეუწყობს ხელს და ზოგადად, არსებულ მდგომარეობას განტვირთავს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

2019-2020 წლებში ასევე, იგეგმება დიდი დიღმისა (12 000 000 ლარი) და ვარკეთილის (12 000 000 ლარი) მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა.

"ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც იქნება თავმოყრილი სპორტის ყველა სახეობა, საცურაო აუზი, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკა. ანალოგიურ პროექტებს სხვადასხვა რაიონში ისევ წარმოვადგენთ, რომელთა განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გზაგამყოფი კუნძულების მოწესრიგების მიმართულებით, მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 753 773 ლარი დაიხარჯება;

იგეგმება ასევე, ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2 700 000 ლარია.

კახა კალაძემ მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა, რომლის ღირებულება 9 900 000 ლარია.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, დედაენის ბაღის. გვინდა, არსებული მდგომარეობა მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ. მწვანე სივრცეებს, რომელიც დედაენის ბაღში სავალალო მდგომარეობაშია, მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამ ტერიტორიაზე ტურისტული თვალსაზრისით, ინტერესი საკმაოდ დიდია. ამასთან, ორბელიანის მოედნის სრული რეაბილიტაციაც უახლოეს მომავალში დასრულდება და ეს ყველაფერი ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

2019-2020 წლებში მოხდება ფიროსმანისა (50 000 000 ლარი) და გუდიაშვილი-ფურცელაძის (45 000 000 ლარი) ქუჩების რეაბილიტაციაც.

"ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია საკმაოდ მსხვილი პროექტია, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ქუჩაზე განთავსებული ყველა სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ეს ყველაფერი მოწესრიგდება. აქაც ანალოგიური მიდგომა გვაქვს. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, არსებული მდგომარეობა მთლიანად გვინდა მოვაწესრიგოთ და გამოვასწოროთ" - განაცხადა თბილისის მერმა.

გორგასალის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაზე, მიმდინარე წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება.

"გვინდა, რომ მოვაწყოთ საავტომობილო გვირაბი, გვირაბის ზემოთ კი, მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. ისტორიულ ადგილზე, დაახლოებით, 10 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება და მოწესრიგდება. ასევე, გვინდა საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მასშტაბური პროექტების პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ