მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ინოვაციური სტარტაპი, რომელიც საქართველოში შეიქმნა
3 ინოვაციური სტარტაპი, რომელიც საქართველოში შეიქმნა

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა, თა­ვის დრო­ზე ერ­თმა ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ამე­რი­კელ­მა სტუ­დენ­ტმა შექ­მნა. ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებ­თან, სტარ­ტა­პებ­თან, წარ­მა­ტე­ბის უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან ბევ­რის­თვის მხო­ლოდ აშშ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამ ქვე­ყა­ნას ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის ად­გილ­საც უწო­დე­ბენ. მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ნაკ­ლე­ბი სტარ­ტა­პე­ბი იქ­მნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, სტუ­დენ­ტე­ბის მიერ. შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი უსა­ზღვრო არაა, რო­გორც ამე­რი­კა­ში, მაგ­რამ ბოლო პე­რი­დო­ში ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტებ­მაც შექ­მნეს ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბი, რო­მელ­თაც მსოფ­ლი­ოს და­პყრო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ.

„შენი ციფ­რუ­ლი სკო­ლა“

ეს არის სტარ­ტა­პი, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე­კურ­სელ­მა გეგა თა­თუ­ლიშ­ვილ­მა შექ­მნა. სტარ­ტა­პი მოს­წავ­ლე­ებს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის­თვის მო­ამ­ზა­დებს. ეს არის ციფ­რუ­ლი სკო­ლის პლატ­ფორ­მა https://www.yourdigitalschool.com/, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხვა სა­გან­ში მო­სამ­ზა­დებ­ლად და შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, 1 თვე­ში შე­ას­წავ­ლის სას­კო­ლო პროგ­რა­მას.

„პროგ­რა­მა მოს­წავ­ლე­ებს სას­წავ­ლო პროგ­რა­მას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სთა­ვა­ზობს. პლატ­ფორ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­გო­რით­მე­ბი­თაა შექ­მნი­ლი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ის ად­გენს მოს­წავ­ლის ცოდ­ნას, აა­ნა­ლი­ზებს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ას­წავ­ლის იმ თე­მას, რა­შიც მას სჭირ­დე­ბა ცოდ­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლემ ვი­დეო და ფოტო მა­სა­ლით შე­ის­წავ­ლოს თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლა, გა­ი­მე­ო­როს გან­ვლი­ლი მა­სა­ლა და მი­ი­ღოს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის შე­ხა­სებ ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა. ასე­ვე, მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია დას­ვას შე­კი­თხვა და მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი,” - გან­მარ­ტავს გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლი.

სა­წყის ეტაპ­ზე ციფ­რუ­ლი სკო­ლის პლატ­ფორ­მის ფარ­გლებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ბი­ო­ლო­გი­ის კომ­პო­ნენ­ტი, რომ­ლის ტეს­ტი­რე­ბა თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სკო­ლებ­ში პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. პლატ­ფორ­მა მარ­ტი­ვი, სა­ხა­ლი­სო ინ­ტერ­ფე­ი­სით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მე-12 კლა­სე­ლე­ბის­თვის სწავ­ლის პრო­ცესს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით ზო­გავს მათ დროს სა­გან­ში მომ­ზა­დე­ბის­თვის, სა­ხა­ლი­სოდ და მარ­ტი­ვად ას­წავ­ლის იმ სა­კი­თხებს, რო­მელ­თა შეს­წავ­ლა მათ რთუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ.

Fenix

შშმ პირ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტერ­გა­ცია და მათ­თვის არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზრდა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. სწო­რედ ამ სა­კითხს ეხ­მი­ა­ნე­ბა კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის გო­დერ­ძი მა­რის სტარ­ტა­პი.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის მიერ შექ­მნი­ლი სტარ­ტა­პი Fenix არის აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა შშმ პირ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში.

„სა­წყის ეტაპ­ზე აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ჩატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის მთლი­ა­ნი რუკა, რო­მელ­ზეც ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის ლო­კა­ცია, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი პან­დუ­სე­ბი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი და სხვა სა­ხის ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც შშმ პი­რებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. აპ­ლი­კა­ცია მათ უჩ­ვე­ნებთ სა­სურ­ველ ად­გი­ლამ­დე მი­სას­ვლელ ყვე­ლა გზას, ადაპ­ტი­რე­ბულ გა­და­სას­ვლე­ლებს და ასე­ვე უმოკ­ლეს მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­სურ­ველ ლო­კა­ცი­ამ­დე. ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ ის მო­მენ­ტიც, როცა უცხო ად­გი­ლას ორი­ენ­ტა­ცია გვი­ჭირს, ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და­ვა­მა­ტეთ ფოტო და აუ­დიო ორი­ენ­ტი­რე­ბი, რო­მე­ლიც აპ­ლი­კა­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლებ­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა“, - გან­მარ­ტავს გო­დერ­ძი.

Papp

პარ­კინ­გის სის­ტე­მა თბი­ლი­სის ერთ-ერთ მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად იქცა. ამ­ჯე­რად კი ამ გა­მოწ­ვე­ვის მოგ­ვა­რე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა გუგა გი­ორ­გა­ძემ გა­და­წყვი­ტა. Papp - ეს არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ვი­პო­ვოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი პარ­კინ­გი და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მო­ვა­ხერ­ხოთ რამ­დე­ნი­მე წთ/სთ-ით ადრე და­ჯავ­შნა. ყვე­ლა პარ­კინგს ექ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა დრო­ი­სა და ად­გი­ლის შე­სა­ბა­მი­სად. სის­ტე­მის ასა­წყო­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სმარტ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ჭკვი­ა­ნი სის­ტე­მა.

“მარ­თა­ლია ჩვენ დამ­წყე­ბე­ბი ვართ, მაგ­რამ გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სხვა დიდი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი, რო­გორც ძლი­ე­რი, ასე­ვე სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და ჩვე­ნი სის­ტე­მა ვაქ­ცი­ოთ იდე­ა­ლურ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კურ მხა­რეს, ჩვენ ვი­ყე­ნებთ ჩვენ მი­ერ­ვე შექ­მნილ მო­წყო­ბი­ლო­ბას, რაც, რა თქმა უნდა, თა­ვის­ხმრივ ხარჯსა და რის­კებს შეგ­ვიმ­ცი­რებს. სა­მო­მავ­ლოდ, ვგეგ­მავთ ეს სის­ტე­მა ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­შიც დავ­ნერ­გოთ და ამის შემ­დგომ უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ინ­ტე­რე­სე­ბა­საც და­ვე­ლო­დე­ბით,” - გან­მარ­ტავს გუგა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი სტარ­ტა­პის გაც­ნო­ბაც საკ­მა­რი­სია იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, თუ რამ­დე­ნად ინო­ვა­ცი­უ­რი ახა­ლი თა­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი რამ­დე­ნად კარგ პი­რო­ბებს უქ­მნი­ან მათ, რომ სტუ­დენ­ტო­ბი­დან­ვე იმუ­შა­ონ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებ­ზე და სა­კუ­თა­რი თა­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნონ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

3 ინოვაციური სტარტაპი, რომელიც საქართველოში შეიქმნა

3 ინოვაციური სტარტაპი, რომელიც საქართველოში შეიქმნა

სოციალური ქსელი, რომელმაც მსოფლიოს ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა, თავის დროზე ერთმა ჩვეულებრივმა ამერიკელმა სტუდენტმა შექმნა. ინოვაციურ იდეებთან, სტარტაპებთან, წარმატების უსაზღვრო შესაძლებლობებთან ბევრისთვის მხოლოდ აშშ არის დაკავშირებული და ამ ქვეყანას ოცნებების ახდენის ადგილსაც უწოდებენ. მაგრამ ბოლო პერიოდში საქართველოშიც არანაკლები სტარტაპები იქმნება და რაც მთავარია, სტუდენტების მიერ. შესაძლებლობები საქართველოში ისეთი უსაზღვრო არაა, როგორც ამერიკაში, მაგრამ ბოლო პერიდოში ქართველმა სტუდენტებმაც შექმნეს ინოვაციური სტარტაპები, რომელთაც მსოფლიოს დაპყრობის პოტენციალი აქვთ.

„შენი ციფრული სკოლა“

ეს არის სტარტაპი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორეკურსელმა გეგა თათულიშვილმა შექმნა. სტარტაპი მოსწავლეებს ეროვნული გამოცდისთვის მოამზადებს. ეს არის ციფრული სკოლის პლატფორმა https://www.yourdigitalschool.com/, რომელიც მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში მოსამზადებლად და შესაბამისი გამოცდების ჩასაბარებლად, 1 თვეში შეასწავლის სასკოლო პროგრამას.

„პროგრამა მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას ინდივიდუალურად სთავაზობს. პლატფორმა სპეციალური ალგორითმებითაა შექმნილი, რომლის გამოყენებითაც ის ადგენს მოსწავლის ცოდნას, აანალიზებს და ინდივიდუალურად ასწავლის იმ თემას, რაშიც მას სჭირდება ცოდნის გაუმჯობესება. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია მოსწავლემ ვიდეო და ფოტო მასალით შეისწავლოს თეორიული მასალა, გაიმეოროს განვლილი მასალა და მიიღოს დაშვებული შეცდომების შეხასებ ვრცელი განმარტება. ასევე, მოსწავლეს შეუძლია დასვას შეკითხვა და მიიღოს შესაბამისი პასუხი,” - განმარტავს გეგა თათულიშვილი.

საწყის ეტაპზე ციფრული სკოლის პლატფორმის ფარგლებში ინტეგრირებულია ბიოლოგიის კომპონენტი, რომლის ტესტირება თბილისის სხვადასხვა სკოლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პლატფორმა მარტივი, სახალისო ინტერფეისით გამოირჩევა და მე-12 კლასელებისთვის სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. ტესტირების პროცესში მონაწილე მოსწავლეების განმარტებით, პლატფორმის გამოყენება გაცილებით ზოგავს მათ დროს საგანში მომზადებისთვის, სახალისოდ და მარტივად ასწავლის იმ საკითხებს, რომელთა შესწავლა მათ რთულად ეჩვენებოდათ.

Fenix

შშმ პირთა საზოგადოებაში ინტერგაცია და მათთვის არსებული შესაძლებლობების ზრდა თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება კიდევ ერთი ქართველი სტუდენტის გოდერძი მარის სტარტაპი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ შექმნილი სტარტაპი Fenix არის აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება შშმ პირთა უმრავლესობას გადაადგილებაში.

„საწყის ეტაპზე აპლიკაციაში ჩატვირთული იქნება თბილისის მთლიანი რუკა, რომელზეც ნაჩვენები იქნება ყველა ის ლოკაცია, სადაც განთავსებულია ადაპტირებული პანდუსები, სავაჭრო ცენტრები და სხვა სახის ყველა დაწესებულება, რომლებიც შშმ პირებზეა მორგებული. აპლიკაცია მათ უჩვენებთ სასურველ ადგილამდე მისასვლელ ყველა გზას, ადაპტირებულ გადასასვლელებს და ასევე უმოკლეს მიმართულებას სასურველ ლოკაციამდე. ჩვენ განვიხილეთ ის მომენტიც, როცა უცხო ადგილას ორიენტაცია გვიჭირს, ამის თავიდან ასაცილებლად დავამატეთ ფოტო და აუდიო ორიენტირები, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებლებს გადაადგილებაში დაეხმარება“, - განმარტავს გოდერძი.

Papp

პარკინგის სისტემა თბილისის ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად იქცა. ამჯერად კი ამ გამოწვევის მოგვარება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა გუგა გიორგაძემ გადაწყვიტა. Papp - ეს არის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს აპლიკაციის მეშვეობით ვიპოვოთ თავისუფალი პარკინგი და სურვილის შემთხვევაში მოვახერხოთ რამდენიმე წთ/სთ-ით ადრე დაჯავშნა. ყველა პარკინგს ექნება განსხვავებული ღირებულება, რომელიც განისაზღვრება დროისა და ადგილის შესაბამისად. სისტემის ასაწყობად გამოყენებულია სმარტ ტექნოლოგიები და შესაბამისად ეს იქნება სრულიად ჭკვიანი სისტემა.

“მართალია ჩვენ დამწყებები ვართ, მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა დიდი კომპანიების გამოცდილებიდან ვიხელმძღვანელოთ და გავითვალისწინოთ მათი, როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები და ჩვენი სისტემა ვაქციოთ იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ჩვენ ვიყენებთ ჩვენ მიერვე შექმნილ მოწყობილობას, რაც, რა თქმა უნდა, თავისხმრივ ხარჯსა და რისკებს შეგვიმცირებს. სამომავლოდ, ვგეგმავთ ეს სისტემა ქუთაისსა და ბათუმშიც დავნერგოთ და ამის შემდგომ უკვე საერთაშორისო დაინტერესებასაც დაველოდებით,” - განმარტავს გუგა.

აღნიშნული სამი სტარტაპის გაცნობაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად ინოვაციური ახალი თაობაა საქართველოში და უნივერსიტეტები რამდენად კარგ პირობებს უქმნიან მათ, რომ სტუდენტობიდანვე იმუშაონ ინოვაციურ პროექტებზე და საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინონ.

მუსიკალური მეგაშოუ "დიდი სცენა" ბრუნდება

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ

სამების საკათედრო ტაძარს სამწლიანი დავალიანების გამო გაზი ჩაუჭრეს