კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლი გამოსაცდელი ვადით, წაწლობა და ქალ-ვაჟის ტრფობა ხორციელი კავშირის გარეშე - რას გულისხმობდა უნიკალური ხევსურული ტრადიციები
ცოლი გამოსაცდელი ვადით, წაწლობა და ქალ-ვაჟის ტრფობა ხორციელი კავშირის გარეშე - რას გულისხმობდა უნიკალური ხევსურული ტრადიციები

"ხევ­სუ­რეთ­ში სწორფრის ხორ­ცი­ე­ლად შეყ­ვა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს უდი­დე­სი პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო! მისი ანა­ლო­გი მსოფ­ლი­ოს არ ახ­სოვს! ერთხელ სწორფრო­ბა და­ირ­ღვა, ოჩი­ა­უ­რე­ბი შე­უღლდნენ და თემ­მა ისი­ნი მო­იკ­ვე­თა. წყვი­ლი ჩეჩ­ნეთ­ში გა­იქ­ცა. ასე­თი იყო უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ეთი­კა!", - ეთ­ნოგ­რა­ფი გი­ორ­გი გი­გა­უ­რი ხევ­სუ­რე­თის გა­სა­ო­ცარ წეს-ჩვე­უ­ლებ­ზე გვი­ამ­ბობს...

- ცოლი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით, წაწლო­ბა, სწორფრო­ბა... რა გან­სხვა­ვე­ბა იყო ამათ შო­რის?

- წაწლო­ბა ხევ­სუ­რეთ­ში არ ყო­ფი­ლა, ეგ ფშავ­ში იყო. წაწლო­ბა იყო ხევ­სუ­რუ­ლი სწორფრო­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი ვერ­სია, სა­დაც ხორ­ცი­ე­ლი კავ­ში­რე­ბიც ყო­ფი­ლა, სწორფრო­ბა კი და-ძმო­ბი­ლო­ბა იყო. სწორფრის ხორ­ცი­ე­ლად შეყ­ვა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს უდი­დე­სი პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო! მისი ანა­ლო­გი მსოფ­ლი­ოს არ ახ­სოვს! ერთხელ ხევ­სუ­რეთ­ში სწორფრო­ბა და­ირ­ღვა, ოჩი­ა­უ­რე­ბი შე­უღლდნენ და თემ­მა ისი­ნი მო­იკ­ვე­თა. წყვი­ლი ჩეჩ­ნეთ­ში გა­იქ­ცა. ასე­თი იყო უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ეთი­კა!

წაწლო­ბა მე­ფის რუ­სე­თის გა­მო­ჩე­ნის მერე შე­ირ­ყვნა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საყ­ვარ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბად იქცა. მერე მო­შა­ლეს! მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხევ­სუ­რეთ­შიც აკ­რძა­ლეს უფ­რო­სებ­მა! მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის დრომ­დე იყო სწორფრო­ბა, 1950 წლებ­ში კი­დევ იცოდ­ნენ დღე­ო­ბებ­ში, ქორ­წი­ლებ­ში. ელჩი ჰყავ­დათ ქალს და ვაჟს და ერ­თმა­ნეთს სას­წორფროდ ახ­ვედ­რებ­დნენ. სწორფრო­ბა უწ­მი­დე­სი იყო და სიკ­ვდი­ლამ­დე ასე გრძელ­დე­ბო­და! სწორფრო­ბის არსს ძა­ლი­ან კარ­გად ჩას­წვდა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე და აღ­წე­რა თა­ვის ნო­ვე­ლა­ში "ენ­გა­დი"... ვერ ჩას­წვდა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი!

- ცოლი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით რას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და?

- ერ­თგვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­მოც­და იყო, ხორ­ცი­ე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ერ­თწ­ლი­ა­ნი დრო! ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ სახ­ლში, ახ­ლობ­ლებ­ში და სხვა­გან. ზოგი შემ­თხვე­ვა ამარ­თლებ­და, ზოგი ვერა. შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ეძ­ლოთ და­შო­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და სხვა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. ქუ­ჩა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­გე­წო­ნოს ან შე­გიყ­ვარ­დეს, მაგ­რამ სახ­ლში სხვა გა­მოც­და იყო. ნა­თე­სა­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კულ­ტუ­რაც არ­სე­ბობ­და. ახლა რომ არის - ოჯა­ხი თა­ვის ნა­ჭუჭ­ში ჩა­კე­ტი­ლი, ასე არ იყო ადრე. ცოლი რომ მოჰ­ყავ­და კაცს, ის მის სა­ახ­ლობ­ლოს­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო შე­გუ­ე­ბუ­ლი. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ე­ლი კავ­ში­რი და­უშ­ვე­ბე­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, შვი­ლიც არ ჰყავ­დათ! იცოდ­ნენ აკ­ვან­ში და­ნიშ­ვნაც. ჯი­ში­ა­ნი და მებ­რძო­ლი გვა­რე­ბი ერ­თდე­ბოდ­ნენ და ასე გა­მო­დი­ო­და მებ­რძო­ლი გე­ნე­ტი­კა. ასე ვი­ცავ­დით მიწა-წყალს.

ხევ­სუ­რეთ­ში მდი­ნა­რე­ე­ბის სა­თა­ვე­ებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ალ­პურ ზო­ნა­ში ლო­ცუ­ლობ­დნენ, ია­რაღს ჭედ­დნენ, ლექ­სებს ამ­ბობ­დნენ... აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სწორფრო­ბის (და სა­ხეც­ვლილ წაწლო­ბის) ტრა­დი­ცი­ის წარ­მო­მავ­ლო­ბა ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ, რა სო­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­იშ­ვა ეს უნი­კა­ლუ­რი წე­სე­ბი. მისი ფეს­ვე­ბი უძ­ვე­ლეს შუ­მე­რულ ეპო­სებ­ში ჩანს, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბიბ­ლი­ურ (გა­და­მუ­შა­ვე­ბულ ვერ­სი­ებ­ში) ტექ­სტებ­შიც გვხვდე­ბა. დე­და­მი­წა­ზე ღვთის­შვი­ლე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და მათ­თან წვე­ბოდ­ნენ მი­წი­ე­რი ქა­ლე­ბი და ბა­დებ­დნენ გო­ლი­ა­თებს (ნი­ფი­ლი­მე­ბის წარ­მო­შო­ბა ბიბ­ლი­ა­ში).

იგი­ვეა ხევ­სუ­რულ სწორფრო­ბის წეს-ჩვე­უ­ლე­ბა­შიც. სიმ­ბო­ლუ­რად შე­მორ­ჩე­ნი­ლია ქალ-ვა­ჟის გა­მო­საც­დე­ლი და სა­ა­მა­ყო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ვა­ჟე­ბი (კა­ცე­ბი) წვე­ბოდ­ნენ ჭე­ხო­ში, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად "ზე­ცას" მი­ა­ნიშ­ნებ­და. ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ნი­ა­ნი, სამ სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი სამ­ყა­როს სიმ­ბო­ლუ­რი მო­დე­ლი იყო. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი "ქვე­ყა­ნა", მე­ო­რე სარ­თუ­ლი "ცა", მე­სა­მე სარ­თუ­ლი - ჭერ­ხო ღვთის­შვი­ლე­ბის ად­გი­ლია სიმ­ბო­ლუ­რად! ვა­ჟე­ბი იქ იძი­ნებ­დნენ. ქალი ადი­ო­და ვაჟ­თან და ღამე სა­უბ­რით იქ­ცევ­დნენ თავს.

იბე­რი­უ­ლი ღრმა სა­ხალ­ხო ეთი­კა ვერ შე­ბო­ჭეს შე­მო­სულ­მა მი­წი­ერ­მა რე­ლი­გი­ებ­მაც! ფხო­ვის ეს ჩვე­უ­ლე­ბა შემ­დგომ ხევ­სუ­რეთ­მა შე­მო­ი­ნა­ხა 1950-იან წლე­ბამ­დე. ფშავ­ში წაწლო­ბა არ­სე­ბობ­და მცი­რე ხანს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი აზ­რით რუ­სუ­ლი ექ­სპან­სი­ის შე­დე­გად და­მა­ხინჯდა. როცა ბო­ლოს ხევ­სუ­რუ­ლი სწორფრო­ბაც გა­წაწლ­და, ხალ­ხმა აკ­რძა­ლა და პა­რა­ლე­ლუ­რად ფშავ­შიც მო­ი­შა­ლა ეს მსოფ­ლიო დო­ნის ხალ­ხუ­რი ეთი­კის სა­ინ­ტე­რე­სო ჩვე­უ­ლე­ბა. არ­სე­ბობს წიგ­ნი "სწორფრო­ბა ხევ­სუ­რეთ­ში" (ნ. ბა­ლი­ა­უ­რი). ავ­ტო­რი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აღ­წერს ამ ჩვე­უ­ლე­ბას, თუმ­ცა აქვს ზო­გი­ერ­თი გა­დახ­ვე­ვაც. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, არ­სე­ბობს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის "ენ­გა­დი". ეს გე­ნი­ო­სი პი­როვ­ნე­ბა ჩას­წვდა ხევ­სუ­რუ­ლი სწორფრო­ბის ღრმა არსს. "სიყ­ვა­რულს იგე­მებ, მოკ­ლავ იწოდ მხო­ლოდ". სუ­ლის და ხორ­ცის გა­მოც­და ყვე­ლა­ზე მე­ტად წარ­მო­ა­ჩენ­და ახალ­გაზ­რდას.

"…მო­ვი­და იგი, ავ­ხორ­ცი და უმან­კო. ჩვე­ნი ალერ­სი წა­მე­ბად იქცა. - რა­ტომ არ უნდა მოხ­დეს ჩვენს შო­რის ის, რაც ხდე­ბა ვაჟ­სა და ქალს შო­რის? - ვკი­თხე მას, ჩემს გვერ­დით გარ­თხმულს.- მე ხომ შენი სწორ­ფე­რი ვარ და შენ - ჩემი! - მი­პა­სუ­ხა მან. - ეს ხომ წა­მე­ბაა! - შევ­ძა­ხე მე. - წა­მე­ბაა? - მო­მიბ­რუ­ნა სი­ტყვა, - ტკბილ ხომ არს!

ტკბი­ლი იყო "ეს" უთუ­ოდ, მაგ­რამ ასე მტან­ჯა­ვი. რო­მელ­მა ვაჟ­მა შეს­ძლოს ამ ცე­ცხლის ატა­ნა? ტკბი­ლად ვე­ლო­ლი­ა­ვე­ბო­დით ურ­თი­ერ­თს. იგი გა­მო­მი­ტყდა: მას თვი­თონ ეთხო­ვა თურ­მე მგე­ლი­კა­სათ­ვის, მო­ე­წყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა. - მაშ მო­გე­წო­ნე? - შე­ვე­კი­თხე ღი­მი­ლით. - ჰო, ძა­ლი­ა­ნა! - მო­მი­გო მან გუ­ლახ­დი­ლად. ბევ­რი რამ მაც­ნო მზე­ქა­ლამ სწორფრო­ბის შე­სა­ხებ.

- ხან­და­ხან ძალა აღარ ჰყოფ­ნით სწორ­ფერთ, - მი­თხრა მან. - ხოლო ეს სირ­ცხვილ არს, აუ­გია.- რომ და­ქორ­წინ­დნენ?- არ იქ­ნე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბა, აკ­რძა­ლუ­ლი არს. - მაშ მე არ შე­მიძ­ლია შე­გირ­თო?- არა! - ეს ხომ წა­მე­ბაა!- ტკბილ ხო­მაა!ამ­ჯე­რად ადრე მი­მა­ტო­ვა ლა­მაზ­მა..."

ეს არის ამო­ნა­რი­დი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ნო­ვე­ლა­დან "ენ­გა­დი"... იგი ამა­ვე ნო­ვე­ლა­ში ასე­ვე წერს: "უეც­რად ორი მო­ხუ­ცი შევ­ნიშ­ნეთ: კაცი და ქალი, რომ­ლე­ბიც ერ­თი­მე­ო­რეს ეკ­ვროდ­ნენ დამ­სხდარ­ნი. მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, სა­ა­ლერ­სო სი­ტყვე­ბი მოგ­ვეს­მა. გა­მე­ცი­ნა. შეგ­ვამ­ჩნი­ეს თუ არა, წამ­სვე დას­ცილ­დნენ ოდ­ნავ ერ­თი­მე­ო­რეს, დარ­ცხვე­ნით გა­წით­ლე­ბა მათ უკვე აღარ შე­ეძ­ლოთ. გავ­შორ­დით მათ. გრუ­ტუ­ნი უც­ნა­უ­რი წყვი­ლი­სა მოგ­ვეს­მა კი­დევ. "სწორფრე­ბი ელო­ლო­ვე­ბი­ან ერ­თი­მე­ო­რეს", - წა­ი­ფუ­ჩუ­ნა ღი­მი­ლით ჩემ­მა თა­ნამ­გზავ­რმა. "რაა?" - წა­მო­ვი­ძა­ხე გან­ცვიფ­რე­ბულ­მა. მო­ხუ­ცე­ბი იგო­ნე­ბენ ყვა­რო­ბის გა­და­სულ დღე­ებ­სო, ამიხ­სნა მო­ხუც­მა. კაცი ცოლ­შვი­ლი­ა­ნი და ქალი ქმარ­შვი­ლი­ა­ნი­აო..."

მი­ნა­წე­რი (გა­მომ­ცემ­ლის, ზუ­რაბ კიკ­ნა­ძის კო­მენ­ტა­რი): "ნო­ვე­ლას სა­ფუძ­ვლად უდევს ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში (და შე­საძ­ლოა, მსოფ­ლი­ო­შიც) თა­ვი­სი კერ­ძო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით უნი­კა­ლუ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა სწორფრო­ბი­სა, რომ­ლის წარ­მო­შო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფუნ­ქცია იდუ­მა­ლე­ბით არის მო­ცუ­ლი. გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე ერ­თა­დერ­თია ქარ­თველ მწე­რალ­თა (და თუნ­დაც, მკვლე­ვარ­თა) შო­რის, რო­მე­ლიც ჩას­წვდა სწორფრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ სიღ­რმეს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატალი
0

მაკალათიას შესანიშნავად აქვს აღწერილი ფშავ-ხევსურეთის წეს-ჩვეულებები და გადახედეთ მის ნაშრომებს... და წაწლობა იყო ,,დამახინჯებული სექსუალური ცხოვრება", რომელიც ანგრევდა ფსიქიკას..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ცოლი გამოსაცდელი ვადით, წაწლობა და ქალ-ვაჟის ტრფობა ხორციელი კავშირის გარეშე - რას გულისხმობდა უნიკალური ხევსურული ტრადიციები

ცოლი გამოსაცდელი ვადით, წაწლობა და ქალ-ვაჟის ტრფობა ხორციელი კავშირის გარეშე - რას გულისხმობდა უნიკალური ხევსურული ტრადიციები

"ხევსურეთში სწორფრის ხორციელად შეყვარება არ შეიძლებოდა, ეს უდიდესი პლატონური სიყვარულის გამოვლინება იყო! მისი ანალოგი მსოფლიოს არ ახსოვს! ერთხელ სწორფრობა დაირღვა, ოჩიაურები შეუღლდნენ და თემმა ისინი მოიკვეთა. წყვილი ჩეჩნეთში გაიქცა. ასეთი იყო უძველესი ქართული ეთიკა!", - ეთნოგრაფი გიორგი გიგაური ხევსურეთის გასაოცარ წეს-ჩვეულებზე გვიამბობს...

- ცოლი გამოსაცდელი ვადით, წაწლობა, სწორფრობა... რა განსხვავება იყო ამათ შორის?

- წაწლობა ხევსურეთში არ ყოფილა, ეგ ფშავში იყო. წაწლობა იყო ხევსურული სწორფრობის გადაგვარებული ვერსია, სადაც ხორციელი კავშირებიც ყოფილა, სწორფრობა კი და-ძმობილობა იყო. სწორფრის ხორციელად შეყვარება არ შეიძლებოდა, ეს უდიდესი პლატონური სიყვარულის გამოვლინება იყო! მისი ანალოგი მსოფლიოს არ ახსოვს! ერთხელ ხევსურეთში სწორფრობა დაირღვა, ოჩიაურები შეუღლდნენ და თემმა ისინი მოიკვეთა. წყვილი ჩეჩნეთში გაიქცა. ასეთი იყო უძველესი ქართული ეთიკა!

წაწლობა მეფის რუსეთის გამოჩენის მერე შეირყვნა და ჩვეულებრივი საყვარლების ურთიერთობად იქცა. მერე მოშალეს! მოგვიანებით ხევსურეთშიც აკრძალეს უფროსებმა! მეოცე საუკუნის დრომდე იყო სწორფრობა, 1950 წლებში კიდევ იცოდნენ დღეობებში, ქორწილებში. ელჩი ჰყავდათ ქალს და ვაჟს და ერთმანეთს სასწორფროდ ახვედრებდნენ. სწორფრობა უწმიდესი იყო და სიკვდილამდე ასე გრძელდებოდა! სწორფრობის არსს ძალიან კარგად ჩასწვდა გრიგოლ რობაქიძე და აღწერა თავის ნოველაში "ენგადი"... ვერ ჩასწვდა მიხეილ ჯავახიშვილი!

- ცოლი გამოსაცდელი ვადით რას ითვალისწინებდა?

- ერთგვარი ფსიქოლოგიური გამოცდა იყო, ხორციელი სიყვარულის მოსამზადებელი ერთწლიანი დრო! ცხოვრებისეული ურთიერთობა ჰქონდათ სახლში, ახლობლებში და სხვაგან. ზოგი შემთხვევა ამართლებდა, ზოგი ვერა. შემდეგ ჩვეულებრივად შეეძლოთ დაშორებულიყვნენ და სხვაზე დაქორწინებულიყვნენ. ქუჩაში შეიძლება მოგეწონოს ან შეგიყვარდეს, მაგრამ სახლში სხვა გამოცდა იყო. ნათესაობასთან ურთიერთობის კულტურაც არსებობდა. ახლა რომ არის - ოჯახი თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი, ასე არ იყო ადრე. ცოლი რომ მოჰყავდა კაცს, ის მის საახლობლოსთან და ოჯახის წევრებთანაც უნდა ყოფილიყო შეგუებული. ერთი წლის განმავლობაში ხორციელი კავშირი დაუშვებელი იყო და შესაბამისად, შვილიც არ ჰყავდათ! იცოდნენ აკვანში დანიშვნაც. ჯიშიანი და მებრძოლი გვარები ერთდებოდნენ და ასე გამოდიოდა მებრძოლი გენეტიკა. ასე ვიცავდით მიწა-წყალს.

ხევსურეთში მდინარეების სათავეებში ცხოვრობდნენ, ალპურ ზონაში ლოცულობდნენ, იარაღს ჭედდნენ, ლექსებს ამბობდნენ... აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სწორფრობის (და სახეცვლილ წაწლობის) ტრადიციის წარმომავლობა ძალიან აინტერესებთ, რა სოციალური ყოფის ნიადაგზე წარმოიშვა ეს უნიკალური წესები. მისი ფესვები უძველეს შუმერულ ეპოსებში ჩანს, რომლებიც მოგვიანებით ბიბლიურ (გადამუშავებულ ვერსიებში) ტექსტებშიც გვხვდება. დედამიწაზე ღვთისშვილები ჩამოდიოდნენ და მათთან წვებოდნენ მიწიერი ქალები და ბადებდნენ გოლიათებს (ნიფილიმების წარმოშობა ბიბლიაში).

იგივეა ხევსურულ სწორფრობის წეს-ჩვეულებაშიც. სიმბოლურად შემორჩენილია ქალ-ვაჟის გამოსაცდელი და საამაყო თავშეკავებული ურთიერთობა. ვაჟები (კაცები) წვებოდნენ ჭეხოში, რომელიც სიმბოლურად "ზეცას" მიანიშნებდა. ხევსურული ბანიანი, სამ სართულიანი სახლი სამყაროს სიმბოლური მოდელი იყო. პირველი სართული "ქვეყანა", მეორე სართული "ცა", მესამე სართული - ჭერხო ღვთისშვილების ადგილია სიმბოლურად! ვაჟები იქ იძინებდნენ. ქალი ადიოდა ვაჟთან და ღამე საუბრით იქცევდნენ თავს.

იბერიული ღრმა სახალხო ეთიკა ვერ შებოჭეს შემოსულმა მიწიერმა რელიგიებმაც! ფხოვის ეს ჩვეულება შემდგომ ხევსურეთმა შემოინახა 1950-იან წლებამდე. ფშავში წაწლობა არსებობდა მცირე ხანს, რომელიც ჩვენი აზრით რუსული ექსპანსიის შედეგად დამახინჯდა. როცა ბოლოს ხევსურული სწორფრობაც გაწაწლდა, ხალხმა აკრძალა და პარალელურად ფშავშიც მოიშალა ეს მსოფლიო დონის ხალხური ეთიკის საინტერესო ჩვეულება. არსებობს წიგნი "სწორფრობა ხევსურეთში" (ნ. ბალიაური). ავტორი შეძლებისდაგვარად აღწერს ამ ჩვეულებას, თუმცა აქვს ზოგიერთი გადახვევაც. როგორც მოგახსენეთ, არსებობს გრიგოლ რობაქიძის "ენგადი". ეს გენიოსი პიროვნება ჩასწვდა ხევსურული სწორფრობის ღრმა არსს. "სიყვარულს იგემებ, მოკლავ იწოდ მხოლოდ". სულის და ხორცის გამოცდა ყველაზე მეტად წარმოაჩენდა ახალგაზრდას.

"…მოვიდა იგი, ავხორცი და უმანკო. ჩვენი ალერსი წამებად იქცა. - რატომ არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის ის, რაც ხდება ვაჟსა და ქალს შორის? - ვკითხე მას, ჩემს გვერდით გართხმულს.- მე ხომ შენი სწორფერი ვარ და შენ - ჩემი! - მიპასუხა მან. - ეს ხომ წამებაა! - შევძახე მე. - წამებაა? - მომიბრუნა სიტყვა, - ტკბილ ხომ არს!

ტკბილი იყო "ეს" უთუოდ, მაგრამ ასე მტანჯავი. რომელმა ვაჟმა შესძლოს ამ ცეცხლის ატანა? ტკბილად ველოლიავებოდით ურთიერთს. იგი გამომიტყდა: მას თვითონ ეთხოვა თურმე მგელიკასათვის, მოეწყო ჩვენი შეხვედრა. - მაშ მოგეწონე? - შევეკითხე ღიმილით. - ჰო, ძალიანა! - მომიგო მან გულახდილად. ბევრი რამ მაცნო მზექალამ სწორფრობის შესახებ.

- ხანდახან ძალა აღარ ჰყოფნით სწორფერთ, - მითხრა მან. - ხოლო ეს სირცხვილ არს, აუგია.- რომ დაქორწინდნენ?- არ იქნების დაქორწინება, აკრძალული არს. - მაშ მე არ შემიძლია შეგირთო?- არა! - ეს ხომ წამებაა!- ტკბილ ხომაა!ამჯერად ადრე მიმატოვა ლამაზმა..."

ეს არის ამონარიდი გრიგოლ რობაქიძის ნოველადან "ენგადი"... იგი ამავე ნოველაში ასევე წერს: "უეცრად ორი მოხუცი შევნიშნეთ: კაცი და ქალი, რომლებიც ერთიმეორეს ეკვროდნენ დამსხდარნი. მივუახლოვდით, საალერსო სიტყვები მოგვესმა. გამეცინა. შეგვამჩნიეს თუ არა, წამსვე დასცილდნენ ოდნავ ერთიმეორეს, დარცხვენით გაწითლება მათ უკვე აღარ შეეძლოთ. გავშორდით მათ. გრუტუნი უცნაური წყვილისა მოგვესმა კიდევ. "სწორფრები ელოლოვებიან ერთიმეორეს", - წაიფუჩუნა ღიმილით ჩემმა თანამგზავრმა. "რაა?" - წამოვიძახე განცვიფრებულმა. მოხუცები იგონებენ ყვარობის გადასულ დღეებსო, ამიხსნა მოხუცმა. კაცი ცოლშვილიანი და ქალი ქმარშვილიანიაო..."

მინაწერი (გამომცემლის, ზურაბ კიკნაძის კომენტარი): "ნოველას საფუძვლად უდევს ქართულ სინამდვილეში (და შესაძლოა, მსოფლიოშიც) თავისი კერძო გამოხატულებით უნიკალური წეს-ჩვეულება სწორფრობისა, რომლის წარმოშობა და საზოგადოებრივი ფუნქცია იდუმალებით არის მოცული. გრიგოლ რობაქიძე ერთადერთია ქართველ მწერალთა (და თუნდაც, მკვლევართა) შორის, რომელიც ჩასწვდა სწორფრული ურთიერთობის ეგზისტენციალურ სიღრმეს".