ავტორი:

კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: 28 იანვარი - 3 თებერვალი

კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: 28 იანვარი - 3 თებერვალი

გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს, იმისთვის რომ მთელი კვირა გონივრულად დაგეგმოთ, არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს და სწორად გადაანაწეილოთ დრო, ენერგია:

ვერძი

განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ჯანმრთელობას ამ კვირაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს ვერ აარიდებთ თავს და დიდი ფინანსური ხარჯის გაწევაც მოგიწევთ. ასევე, ელოდეთ სირთულეებს პირად ცხოვრებაში. განსაკუთრებით ის ვერძები, რომლებსაც ახალი დაწყებული აქვთ ურთიერთობა და პარტნიორს კარგად არ იცნობენ. კონფლიქტის საფუძველი გახდება უნდობლობა თქვენი ან მისი მხრიდან. ამ კვირაში თქვენს ბანკის ანგარიშზე თანხა საგრძნობლად გაიზრდება.

თევზი

სრულიად მოულოდნელად თევზს სამოგზაუროდ წასვლა მოუწევს. მშვენიერი კვირაა სტუდენტებისთვის. როგორც იქნა, დასვენების საშუალება მოგეცემათ. ზოგიერთი გადაწყვეტს ახალი ენა ისწავლოს ან დაუბრუნდეს სფეროს, რომლითაც უწინ გატაცებული იყო. დასაქმებული თევზებისთვის აუცილებელია ემოციების მოთოკვა. ენას კბილი დააჭირეთ და უფროსთან დიალოგში ნუ შეხვალთრაოდენ აბსურდულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ საკითხი, სიტუაცია ან მისი შენიშვნა. მთელი კვირის განმავლობაში მიიქცევთ საპირისპირო სქესის ყურადღებას. შესაძლოა, თქვენს მეორე ნახევარს გაუჩნდეს გაუთვალისწინებელი ხარჯი ან ჯანრთელობის პრობლემა, რასაც დაგიმალავთ.

კურო

ამ კვირაში შეგიძლიათ ელოდოთ ბენეფიტებს, რომლითაც ადრე ვერ სარგებლობდით. ზოგიერთი კურო რელიგიურ რიტუალებში დახარჯავს თანხას. ერიდეთ მოგზაურობას და შორი მანძილების დაფარვას, თუ გადაუდებელი საქმე არ გაქვთ. შესაძლოა გაგიმწვავდეთ ურთიერთობა დედმამიშვილთან ან დედამთილთან/სიდედრთან. მოსალოდნელია სტრესი და სანერვიულო სამსახურში. უფროსი თავს უსიამოვნოდ გაგრძნობინებთ. სამაგიეროდ, გამყარდება რომანტიკული ურთიერთობა.

თხის რქა

დაოჯახებული თხის რქებისთვის არასახარბიელო კვირაა. კვირის დასაწყისში მოახერხებთ ფინანსების მობილიზებას, მაგრამ 30 იანვარს და 2 თებერვალს წინააღმდეგობებს წააწყდებით, რომლის მოგვარებაც ნამდვილად არ გაგიმარტივდებათ. ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იდეალური პერიოდი იქნება დიდ კომპანიაში დასაქმებული თხის რქებისთვის. დაიმსახურებთ უფროსის შექებას. დააფასებენ თქვენს შრომას. 28 იანვარს საშუალება მოგეცემათ, რომ პირადი ბიზნესი წამოიწყოთ.

ტყუპი

ამ კვირაში, ერთი მხრივ, ენთუზიაზმი მოგაწვებათ და მთების გადასადგმელად იქნებით მზად, მეორე მხრივ, შფოთი შეგიჩნდებათ და შეგაწუხებთ. ეს კვირა თქვენგან თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ წინა დღეებში ზარმაცობდით. კარგი პერიოდია სამსახურის საძებნელად. ამ კვირაში იპოვით კითხვებს იმ პასუხებზე, რომლებმაც მოსვენება დაგიკარგეს. შესაძლოა აგტკივდეთ მუცელი, შეგექმნათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს