ავტორი:

დავით ჭიჭინაძემ და მისმა რძალმა შს სამინისტროს შენობა დატოვეს

დავით ჭიჭინაძემ და მისმა რძალმა შს სამინისტროს შენობა დატოვეს

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ შს სამინისტროს შენობა დატოვა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ დეპუტატს კომენტარი აღარ გაუკეთებია. ის საგამოძიებო ორგნოში სამ საათზე მეტხანს იმყოფებოდა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა კითხვებს გასცა დეპუტატმა პასუხი.

შს სამინისტრომ გამოკითხვაზე ასევე დაიბარა დავით ჭიჭინაძის რძალიც, რომელმაც სავარაუდოდ პირველმა ნახა სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერები და მამამთილს აჩვენა, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნულზე კომენტარი არც ჭიჭინაძის რძალს გაუკეთებია, რომელიც გამომძიებლებთან თითქმის ორი საათი იმყოფებოდა.

დეპუტატის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რის ფარგლებშიც დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს