ავტორი:

ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით შსს-ში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მეუღლე მივიდა

ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით შსს-ში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მეუღლე მივიდა

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შს სამინისტროში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მეუღლე მივიდა. ის გამომძიებლებს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ ინფორმაციას აწვდის.

თითქმის სამი საათია ამავე საქმეზე მიმდინარეობს თავად ჭიჭინაძის გამოკითხვაც, რომელმაც უწყების შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი მას ოჯახის წევრმა აჩვენა, ვინაიდან თავად სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის.

დეპუტატის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რის ფარგლებშიც დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს