ავტორი:

"იყო შემთხვევა, როცა გვერდით მოცურავე გემები დაცხრილეს" - ვინ არის ერთადერთი ქართველი მეზღვაური გოგონა, რომელმაც ეკვატორი გადაკვეთა

"იყო შემთხვევა, როცა გვერდით მოცურავე გემები დაცხრილეს" - ვინ არის ერთადერთი ქართველი მეზღვაური გოგონა, რომელმაც ეკვატორი გადაკვეთა

26 წლის ბათუმელი ნათია ლაბაძე ერთადერთი ქართველი მეზღვაური ქალია, ვინც შორეულ ნაოსნობაში მსახურობს და ვინც 2015 წლის 18 აგვისტოს გადაკვეთა ეკვატორი, რის შემდეგაც "ნამდვილ მეზღვაურად" მოინათლა. ნათია ბავშვობიდანვე ოცნებობდა, რომ ოდესმე დიდ ნაოსნობაში წავიდოდა, მოგზაურობა და მეზღვაურის პროფესია ყოველთვის იზიდავდა. ამიტომაც არ შეუშინდა, დაენგრია სტერეოტიპები და დაემტკიცებინა, რომ ქალიც შეიძლება გახდეს კარგი მეზღვაური.

- ბავშვობაში ზოგი რა პროფესიაზე ოცნებობს, ზოგი - რაზე. მე მეზღვაურობა ან პოლიციელობა მინდოდა, რადგან ჩემ გარშემო ყველა მეზღვაური და სამხედრო იყო. მამაჩემის მხრიდან თითქმის ყველა მეზღვაურია. მარტო ჩვენს ოჯახში სამნი მეზღვაურები ვართ - მამა, მე და ჩემი ძმა. მხოლოდ დედაა სხვა პროფესიის - პედაგოგი. როგორც დედიკო ამბობს, პატარაობაში ძალზე აქტიური ბავშვი ვყოფილვარ, ყველგან დავძვრებოდი თურმე და არაფრის მეშინოდა. ალბათ ამ გაბედულობამ განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი.

- მამას დიდი ხნით რომ უწევდა თქვენი დატოვება, ალბათ ძალიან დარდობდით და გენატრებოდათ, ხომ?

- მახსოვს, დედა შუაღამისას რომ გვაღვიძებდა - ადექით, მამიკო მიდის, მოვამზადოთ და გავაცილოთო. მამა მიდიოდა 8-9-10 თვით. ფაქტობრივად, მის გარეშე ვიზრდებოდით. დედა იხსენებს, ერთხელ შენი და შენი ძმის ფოტო გავუგზავნე და იკითხა, გოგო კი ვიცანი, ნათიაა, მაგრამ ეს ბიჭი ვიღასიაო? თურმე დიდი ხანი არ ვყავდით ნანახი და ვეღარ იცნო ჩემი ძმა.

- მიუხედავად ამისა, შენც მეზღვაურის რთული პროფესია აირჩიე. არ გეშინოდა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებდი? არ ფიქრობდი, ვაითუ, არ გამოგსვლოდა?

- შიში, რომ რაღაცას ვერ შეძლებ და გააკეთებ, ყველა პროფესიის ადამიანს შეიძლება დაეუფლოს, მაგრამ ეს შიში უნდა გადალახო. იოლი არ არის, როდესაც თვეების მანძილზე მიდიხარ მარტო, ყველა უცხოა შენთვის, ერთი ქართველიც კი არ გყავს გვერდით, მაგრამ თუ გაქვს მიზანი, მიზნის მისაღწევად არანაირი გზა არ უნდა გაფრთხობდეს...

- მამა, რომელმაც კარგად იცოდა ამ პროფესიის სიმძიმე, როგორ დაგეთანხმა გადაწყვეტილების მიღებისას?

- მიუხედავად დიდი ტკივილისა - ჩინეთის ზღვაში მემედ აბაშიძის გემის დაღუპვას ბიძაჩემების სიცოცხლე შეეწირა, რის შემდეგაც მამა გემზე აღარ წასულა, მაინც არ შემეწინააღმდეგა. პირიქით, მითხრა, რომ თუ მინდა, არავის ყური არ დავუგდო, რადგან ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის და თვითონ უნდა მივიღო გადაწყვეტილებები. ბევრი მამა, დარწმუნებული ვარ, უარს ეტყოდა შვილს და დაუშლიდა საზღვაო აკადემიაში ჩაბარებას.

- საზღვაო აკადემიის გემთწამყვანი ფაკულტეტის 121 კურსანტს შორის მხოლოდ შენ იყავი ერთადერთი გოგონა.

- დიახ, ასე იყო - კურსზე 121 ბიჭს შორის მართლაც ერთადერთი გოგო ვიყავი. საქართველოს ისტორიაში 40-წლიანი ინტერვალის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საზღვაო აკადემიაში გემთწამყვანის სპეციალობაზე გოგომ ჩააბარა. თავიდან უნდობლობა ჰქონდათ, გოგო და ზღვაოსნობა ვის გაუგიაო, ხშირად მესმოდა ჩემი მისამართით ნათქვამი ეს სიტყვები. ერთხელ ინგლისურის ლექტორმაც მითხრა, ნიჭიერი გოგო ხარ, მაგრამ 4 წლის მერე, სწავლას რომ დაასრულებ, ალბათ გათხოვდები და ბათუმში დაიწყებ მუშაობასო. მეორე კურსზე რომ გადავედით და კარგად გამიცნეს, დარწმუნდნენ ჩემს შესაძლებლობებში და მიხვდნენ, რომ უსუსური გოგო არ ვიყავი.

- და ზუსტად 4 წლის მერე, 2015 წლის 18 ივლისს ჰონკონგის პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემის ხიდურაზე პირველად ჩამოართვი ხელი კაპიტანს, რომელმაც გისურვა: კეთილი იყოს შენი მობრძანება გემზე, მშვიდობიან ცურვას გისურვებო. მომიყევი ამის შესახებ.

- 4 წლის შემდეგ სააგენტო "კოლუმბიას" გასაუბრებაზე 6 წარმატებულ სტუდენტს შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. სააგენტოს საერთაშორისო გემისთვის კადეტები უნდა შეერჩია. ტესტირება წარმატებით გავიარე, მაგრამ ერთ-ერთმა გამომცდელმა მითხრა, რომ დაწუნებული ვიყავი სქესის გამო. მახსოვს, ეს სიტყვები ძალიან მეწყინა. ბრძოლა არ შევწყვიტე და გასაუბრების მეორე ეტაპზე შევეცადე, ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გამომევლინა. 15 წუთში ზარი შემოვიდა ტელეფონზე: გილოცავთ, ჩვენს გემზე მუშაობას იწყებთო. 22 წლისა ვიყავი პირველი ნაოსნობის დროს. გემი, რომელზე სამუშაოდაც ამიყვანეს, იყო "ენვაეკე ლიბრა", პანამის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი. 26-წევრიან ეკიპაჟში ერთადერთი გოგო ვიყავი. ამ გემზე 6 თვის ნაცვლად 8 თვე ვიმუშავე. მე მოვითხოვე დიდხანს დარჩენა, რადგან ლიცენზია არ მყოფნიდა, შემდეგი ეტაპისთვის საბუთები რომ ამეღო...წაიკითხეთ სრულად

ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინისა და თრომბის შესაძლო კავშირებზე საბოლოო დასკვნისთვის ჯერ არ მიუღწევია

"დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში... ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე" - გამყრელიძე

"პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ?