პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია : სოცქსელით ჩემი პირადი საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი ვრცელდება, ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას
ეკა ბესელია : სოცქსელით ჩემი პირადი საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი ვრცელდება, ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას

ეკა ბე­სე­ლია წერს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ჯგუ­ფებ­ში მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი ვრცელ­დე­ბა და შს მი­ნის­ტრის­გან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

"ძა­ლი­ან მოკ­ლედ და გა­სა­გე­ბად ვწერ, ამ ეტაპ­ზე, შე­ფა­სე­ბე­ბის გა­რე­შე:

ჩემი გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბი­დან და­ი­წყო ახა­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნია ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, მე­დი­ით და აკ­რძა­ლუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მი­ი­ღო კამ­პა­ნი­უ­რი და­გეგ­მი­ლი ხა­სი­ა­თი. მე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ გა­და­ვი­ტა­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი თავ­დას­ხმე­ბი. ბოლო პე­რი­ოდ­ში ახა­ლი ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბა ეს შე­ტე­ვა ჩემს მი­მართ. ბოლო ინ­ფორ­მა­ცია რაც მო­მა­წო­დეს გუ­შინ გვი­ან, სოც ქსე­ლით ჯგუ­ფებ­ში ვრცელ­დე­ბა პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რი.

ეს ჩა­ნა­წე­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მის დროს დამ­ზად­და და გავ­რცელ­და ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში. ამ ფაქ­ტზე 8 პირი გა­მო­ავ­ლი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი. საქ­მე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში იყო ბო­ლოს. მე ამ საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­ზავ­ნას არ მი­ვიჩ­ნევ­დი სწო­რად , რათა მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე არ დამ­დგა­რი­ყო. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა ნიშ­ნავს პი­რის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას და სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას.რაც მი­მაჩ­და სწო­რად ამ ვი­თა­რე­ბა­ში. მე თა­ვად ვი­ყა­ვი ავ­ტო­რი იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის რომ­ლი­თაც წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში გამ­კაცრ­და და­ნა­შა­უ­ლი პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვის . ეს იმი­ტომ ,რომ ადა­მი­ა­ნე­ბი დაგ­ვეც­ვა მო­რა­ლუ­რი ტე­რო­რის­გან!!!ახლა რა ხდე­ბა? ვინ აირ­ჩია ჩემ­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ამ ფორ­მით? ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი მინ­და უმოკ­ლეს ვა­და­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან. ვის ხელ­ში იყო ეს მა­სა­ლა?

ვინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უკა­ნო­ნო ჩა­წე­რა და ცადა ჩემ­ზე მო­რა­ლუ­რი ზე­წო­ლა 2012 წლის 1 ოტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის წინ და არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ, ვინც გა­დას­ცა გა­მო­ძი­ე­ბას და და ბო­ლოს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ხელ­ში...აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ ! ახლა კი მივ­მარ­თავ სა­ჯა­როდ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს სას­წრა­ფოდ და უმოკ­ლეს ვა­და­ში და­ად­გი­ნეთ ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ვინ დგას ამ მო­რა­ლუ­რი ტე­რო­რის უკან? ვი­თხოვ ყვე­ლა ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბას და­წყე­ბუ­ლი აბა­ში­ძის შეკ­ვე­თი­ლი პოს­ტი­დან ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ის ჩათ­ვლით. სა­ჯა­როდ გა­მო­ავ­ლი­ნეთ!!! მე მგო­ნი კარ­გად ეს­მის ყვე­ლას რას ნიშ­ნავს წი­თე­ლი ხა­ზე­ბის გა­დაკ­ვე­თა," - წერს ბე­სე­ლია.

VIDEO: "ვრცელ­დე­ბა პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რი" - ეკა ბე­სე­ლია სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ეკა ბესელია : სოცქსელით ჩემი პირადი საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი ვრცელდება, ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას

ეკა ბესელია : სოცქსელით ჩემი პირადი საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი ვრცელდება, ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას

ეკა ბესელია წერს, რომ სოციალური ქსელის ჯგუფებში მისი პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერები ვრცელდება და შს მინისტრისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

"ძალიან მოკლედ და გასაგებად ვწერ, ამ ეტაპზე, შეფასებების გარეშე:

ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი. მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ. ბოლო ინფორმაცია რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოც ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი.

ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს. მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად , რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.რაც მიმაჩდა სწორად ამ ვითარებაში. მე თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევის . ეს იმიტომ ,რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან!!!ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ვის ხელში იყო ეს მასალა?

ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და ცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში...აღარ გავაგრძელებ ! ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან ბოლო ინფორმაციის ჩათვლით. საჯაროდ გამოავლინეთ!!! მე მგონი კარგად ესმის ყველას რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა," - წერს ბესელია.

VIDEO: "ვრცელდება პირადი საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი" - ეკა ბესელია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები