სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, მიყვარხართ და გემშვიდობებით..." - ვაკის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა
"მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, მიყვარხართ და გემშვიდობებით..." - ვაკის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

მინ­და იცო­დეთ, რომ მე ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­დამ­ტა­ნი არ ვარ არც მო­რა­ლუ­რად და არც ფი­ზი­კუ­რად. მიყ­ვარ­ხართ და დღეს გემ­შვი­დო­ბე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ვა­კის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლემ, თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ამ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

„რაც შე­ე­ხე­ბა, ჩემ დახ­მა­რე­ბას ამ პრო­ცეს­ში, მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც იცო­დეს, ამ პრო­ცე­სის ბოლო ეტაპ­ზე მხო­ლოდ ხელს ვუშ­ლი­დი ამ პრო­ცე­სის წარ­მო­ე­ბას. ამი­ტომ გა­ვემ­გზავ­რე სპე­ცი­ა­ლუ­რად თბი­ლი­სი­დან. ვი­ცო­დი რომ ინ­ვეს­ტო­რი ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპე­ცო­პე­რა­ცია, ამის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. მე რომ მცოდ­ნო­და, ამ ის­ტო­რი­ა­ში ფუ­გი­რი­რებ­და თან­ხის ჩა­რი­ცხვა, ამის გა­გე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე წუთ­ში ჩემს ხელ­მძღვა­ნელ­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნებ­დი. ამ­გვა­რი შე­ტე­ვე­ბი, ზე­წო­ლე­ბი ჩემ­ზე 2 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზოგი სახ­ლში მო­დის კონ­ვერ­ტით, ზოგი ვი­თომ ინ­ვეს­ტო­რი და მშე­ნე­ბე­ლი მი­წყობს მო­ლა­პა­რა­კე­ბას. რამ­დე­ნი ჩა­მოვ­თვა­ლო აღარ ვიცი. 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლურ სიფრ­თხი­ლეს და ყუ­რა­დღე­ბას ვი­ჩენ­დი ჩემი კომ­პე­ტენ­ცი­ი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში. წყალ­ტუ­ბო ჩემი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ავა­შე­ნე, პრო­მე­თეს მღვი­მე, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ხე­ლი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი, იქა­უ­რო­ბა მიყ­ვარს. ჩემ ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი ცენ­ტრის, პარ­კის და მთლი­ა­ნად ტუ­რის­ტუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ხე­ლით ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დი ყვე­ლა ჩა­მო­სულ ინ­ვეს­ტორს, რომ წყალ­ტუ­ბო­თი და­მე­ინ­ტე­რე­სე­ბი­ნა. თა­ვის დაძ­ვრე­ნას არ ვა­პი­რებ, თუ ჩემი და­ნა­შა­უ­ლი არის მზად ვარ მთე­ლი სიმ­კაც­რით ვაგო პა­სუ­ხი. მინ­და ბო­დი­ში მო­გი­ხა­დოთ იმ უხერ­ხუ­ლო­ბის­თვის, რომ დღეს აქ მხე­დავთ. მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ჩემს კო­ლე­გებს, ჩემს რე­კო­მენ­და­ტო­რებს. ცხოვ­რე­ბა­ში სიჩ­ქა­რე არ გა­და­მი­ჭარ­ბე­ბია, ვცდი­ლობ კა­ნო­ნით ვი­ცხოვ­რო, მე ვერ შე­ვარ­ცხვენ ჩემი ოჯა­ხის სა­ხელს. მინ­და იცო­დეთ, რომ მე ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­დამ­ტა­ნი არ ვარ არც მო­რა­ლუ­რად და არც ფი­ზი­კუ­რად. მიყ­ვარ­ხართ და დღეს გემ­შვი­დო­ბე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ჩო­ჩუ­ამ.

თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ა­სა და წყალ­ტუ­ბოს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. აღ­ნიშ­ნუ­ლით მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. დაც­ვის მხა­რემ კი მათი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყალ­ტუ­ბოს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი სუს-მა 25 იან­ვარს და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა მას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბას ედა­ვე­ბა. ამა­ვე საქ­მე­ზე ვა­კის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა 26 იან­ვარს ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. ორი­ვე და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი სუს-ში 26 იან­ვარს წა­რედ­გი­ნა. არც ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ თვლის.

„გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ამ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილს და­ა­კავ­ში­რა უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის შეს­ყიდ­ვით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი უცხო­ელ ბიზ­ნეს­მენს აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბის წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ ფა­სად აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნას და აღ­ნიშ­ნუ­ლი აუქ­ცი­ო­ნის გზით ხსე­ნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც ქრთა­მის სა­ხით 250 000 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა. თა­ვის მხრივ, თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ამ გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია თან­ხის გა­დახ­დის გა­რან­ტად, უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის 16%-იან წი­ლის ივა­ნე­იშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა­სა და 250 000 ლა­რის ქრთა­მის სა­ხით აღე­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მია აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, მიყვარხართ და გემშვიდობებით..." - ვაკის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

"მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, მიყვარხართ და გემშვიდობებით..." - ვაკის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

მინდა იცოდეთ, რომ მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ არც მორალურად და არც ფიზიკურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით, - ამის შესახებ ვაკის გამგებლის მოადგილემ, თეიმურაზ ჩოჩუამ განაცხადა. როგორც მან განაცხადა, ბოლო 2 წლის განმავლობაში მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობდა.

„რაც შეეხება, ჩემ დახმარებას ამ პროცესში, მინდა საზოგადოებამაც იცოდეს, ამ პროცესის ბოლო ეტაპზე მხოლოდ ხელს ვუშლიდი ამ პროცესის წარმოებას. ამიტომ გავემგზავრე სპეციალურად თბილისიდან. ვიცოდი რომ ინვესტორი ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, ამის გამოცდილება მაქვს. მე რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფუგირირებდა თანხის ჩარიცხვა, ამის გაგებიდან პირველივე წუთში ჩემს ხელმძღვანელსა და საგამოძიებო ორგანოს საქმის კურსში ჩავაყენებდი. ამგვარი შეტევები, ზეწოლები ჩემზე 2 წელია მიმდინარეობს. ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი ვითომ ინვესტორი და მშენებელი მიწყობს მოლაპარაკებას. რამდენი ჩამოვთვალო აღარ ვიცი. 2 წლის განმავლობაში მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას ვიჩენდი ჩემი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში. წყალტუბო ჩემი საყვარელი ადგილია. თავიდან ბოლომდე ავაშენე, პრომეთეს მღვიმე, ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული, იქაურობა მიყვარს. ჩემ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი ცენტრის, პარკის და მთლიანად ტურისტული კონცეფციის განვითარებაზე. ხელით ვებღაუჭებოდი ყველა ჩამოსულ ინვესტორს, რომ წყალტუბოთი დამეინტერესებინა. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ ჩემი დანაშაული არის მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი. მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედავთ. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს რეკომენდატორებს. ცხოვრებაში სიჩქარე არ გადამიჭარბებია, ვცდილობ კანონით ვიცხოვრო, მე ვერ შევარცხვენ ჩემი ოჯახის სახელს. მინდა იცოდეთ, რომ მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ არც მორალურად და არც ფიზიკურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით", - განაცხადა ჩოჩუამ.

თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, - ნათქვამია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს