პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება - 2020 წელს დაგეგმილი ცვლილებები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება - 2020 წელს დაგეგმილი ცვლილებები

2020 წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა სოფო გორ­გო­ძემ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, თა­ვი­ან­თი პროგ­რა­მის რე­ლე­ვან­ტუ­რი და არ­ჩე­ვი­თი გა­მოც­და (მათ შო­რის ზო­გა­დი უნა­რე­ბი) სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად და­ა­მა­ტონ.

რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, პირ­ველ ეტაპ­ზე მათ ამა­ში გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი და­ეხ­მა­რე­ბათ. მისი თქმით, 2020 წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და უცხო ენის გა­მოც­დე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის.

სოფო გორ­გო­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­სა­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით: მა­თე­მა­ტი­კა - ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის­ტო­რია - ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს პროგ­რა­მის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, თა­ვად გან­სა­ზღვრონ გა­და­სა­ლა­ხა­ვი ბა­რი­ე­რი თი­თო­ე­უ­ლი სა­გა­მოც­დო საგ­ნის­თვის. ამას­თან, რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, ჩა­რი­ცხვე­ბი ისევ ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა შე­იც­ვლე­ბა საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბის წესი, რო­მელ­შიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გან­თა ახა­ლი ნუს­ხა იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე, შე­იც­ვლე­ბა წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არ­ჩე­ვით სა­გან­ში ჩაჭ­რის ან გა­მოც­და­ზე არ­გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტი კარ­გავ­და გრან­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მატ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

ავტორი:

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება - 2020 წელს დაგეგმილი ცვლილებები

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება - 2020 წელს დაგეგმილი ცვლილებები

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პირველ ეტაპზე მათ ამაში გამოცდების ეროვნული ცენტრი დაეხმარებათ. მისი თქმით, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის.

სოფო გორგოძის ინფორმაციით, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. ასევე, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ