პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უამბო ბრიტანულ მედიას ჯეკ შეფერდის მეგობარმა ქართველმა გოგონამ: "შოკირებული ვიყავი, თავადაც ტიროდა"
რა უამბო ბრიტანულ მედიას ჯეკ შეფერდის მეგობარმა ქართველმა გოგონამ: "შოკირებული ვიყავი, თავადაც ტიროდა"

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ჯეკ შე­ფერ­დის ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის შე­სა­ხებ წე­რენ - The Sun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, 24 წლის მა­ი­კო ჭან­ტუ­რი­ძე შო­კი­რე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც შე­ი­ტყო, რომ შე­ფერდს მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით ინ­ტერ­პო­ლი ეძებ­და.

ჭან­ტუ­რი­ძის თქმით, შე­ფერდმა პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­უ­რე­კა.

"მი­თხრა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ უნდა ეთ­ქვა. სი­ტყვე­ბის პოვ­ნა უჭირ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მო­მიყ­ვა, რომ იყო ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე, რომ­ლის დრო­საც გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა, მას კი ინ­ტერ­პო­ლი ეძებ­და. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ აპი­რებ­და პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, რად­გან აღარ სურ­და, მას­ზე ცხო­ვე­ლის მსგავ­სად ენა­დი­რათ.

შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თა­ვა­დაც ტი­რო­და..." - ამ­ბობს ჭან­ტუ­რი­ძე The Sun-თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შე­ფერ­დი ქარ­თველ გო­გო­ნას­თან სა­უბ­რის დროს ამ­ტკი­ცებ­და, რომ 24 წლის შარ­ლო­ტა ბრა­უ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მისი ბრა­ლი არ ყო­ფი­ლა.

ჭან­ტუ­რი­ძის თქმით, ბრი­ტა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი პარკში გა­იც­ნო, რო­დე­საც გო­გო­ნა ძაღლს, ლუ­სის ასე­ირ­ნებ­და. ის ჰყვე­ბა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მა­კა­ცი დას და მე­გობ­რებ­საც გა­აც­ნო, ხში­რად და­დი­ოდ­ნენ ერ­თად ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში.

"ჩვენ შო­რის ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბა ამა­ზე შორს არ წა­სუ­ლა," - ამ­ბობს ჭან­ტუ­რი­ძე.

31 წლის ჯეკ შე­ფერ­დი სა­კუ­თარ კა­ტერს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გამო კა­ტე­რი გა­დაბ­რუნ­და, რა­საც 24 წლის შარ­ლო­ტა ბრა­უ­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მა­მა­კაც­მა გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბა არც სცა­და, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი კი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. შემ­თხვე­ვა 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში მოხ­და, შე­ფერ­დი კი 2018 წლის ივ­ლის­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­უ­ჩი­ნარ­და და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. 23 იან­ვარს ის ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხად­და.

"ქარ­თვე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჯ.ს.შ.-ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ხე­ბით ძებ­ნა მიმ­დი­ნა­რე წლის 12 იან­ვრი­დან გა­მო­ცხად­და. 31 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ლონ­დო­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლოს მიერ ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ ერთი პი­რის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის გამო და 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. შემ­თხვე­ვა 2015 წლის 8 დე­კემ­ბერს მოხ­და.

ამ­ჟა­მად, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წი­ნა­სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

რა უამბო ბრიტანულ მედიას ჯეკ შეფერდის მეგობარმა ქართველმა გოგონამ: "შოკირებული ვიყავი, თავადაც ტიროდა"

რა უამბო ბრიტანულ მედიას ჯეკ შეფერდის მეგობარმა ქართველმა გოგონამ: "შოკირებული ვიყავი, თავადაც ტიროდა"

ბრიტანული გამოცემები ჯეკ შეფერდის ქართველი მეგობრის შესახებ წერენ - The Sun-ის ინფორმაციით, ყოფილი ტელეწამყვანი, 24 წლის მაიკო ჭანტურიძე შოკირებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ შეფერდს მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით ინტერპოლი ეძებდა.

ჭანტურიძის თქმით, შეფერდმა პოლიციაში მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე დაურეკა.

"მითხრა, რომ მნიშვნელოვანი რამ უნდა ეთქვა. სიტყვების პოვნა უჭირდა, თუმცა საბოლოოდ მომიყვა, რომ იყო ინციდენტის მონაწილე, რომლის დროსაც გოგონა დაიღუპა, მას კი ინტერპოლი ეძებდა. ასევე, აღნიშნა, რომ აპირებდა პოლიციაში გამოცხადებულიყო, რადგან აღარ სურდა, მასზე ცხოველის მსგავსად ენადირათ.

შოკირებული ვიყავი, თავადაც ტიროდა..." - ამბობს ჭანტურიძე The Sun-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

შეფერდი ქართველ გოგონასთან საუბრის დროს ამტკიცებდა, რომ 24 წლის შარლოტა ბრაუნის გარდაცვალება მისი ბრალი არ ყოფილა.

ჭანტურიძის თქმით, ბრიტანელი მამაკაცი პარკში გაიცნო, როდესაც გოგონა ძაღლს, ლუსის ასეირნებდა. ის ჰყვება, რომ მოგვიანებით მამაკაცი დას და მეგობრებსაც გააცნო, ხშირად დადიოდნენ ერთად ბარებსა და რესტორნებში.

"ჩვენ შორის ძალიან ახლო მეგობრობა ჩამოყალიბდა, თუმცა ურთიერთობა ამაზე შორს არ წასულა," - ამბობს ჭანტურიძე.

31 წლის ჯეკ შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცმა გოგონას დახმარება არც სცადა, სამაშველო სამსახური კი შეცდომაში შეიყვანა. შემთხვევა 2015 წლის დეკემბერში მოხდა, შეფერდი კი 2018 წლის ივლისში სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდნენ. 23 იანვარს ის ადვოკატებთან ერთად პოლიციაში გამოცხადდა.

"ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა. 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ