სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცს ვერ ნახავდი, იარაღი რომ არ ჰქონოდა ჩამოკიდებული..." - ნაომარი ქვეყანა, მხედრიონი და 90-იანების თბილისური "საძმოები"
"კაცს ვერ ნახავდი, იარაღი რომ არ ჰქონოდა ჩამოკიდებული..." - ნაომარი ქვეყანა, მხედრიონი და 90-იანების თბილისური "საძმოები"

ყვე­ლა­ზე ბნე­ლი, უმარ­თა­ვი და ქა­ო­ტუ­რი ხანა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში - 90-იანი წლე­ბი და ამ პე­რი­ო­დის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი ამ­ბე­ბი, დღემ­დე დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. 1991-95 წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა სუ­ფევ­და, არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი და წეს­რი­გი. ამ­გვა­რი მძი­მე ვი­თა­რე­ბის შექ­მნა, დიდ­წი­ლად ომმა გა­ნა­პი­რო­ბა.

1993 წელს, შე­ვარ­დნა­ძის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, ია­რა­ღი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და - ომში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირს, ყვე­ლა მხედ­რი­ო­ნელს, ია­რა­ღი სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა და მისი ტა­რე­ბის უფ­ლე­ბაც მი­ე­ცა. დღეს ამ­ბო­ბენ, რომ მა­შინ ეს კა­ნო­ნი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ჯაბა იო­სე­ლი­ან­მა მი­ა­ღე­ბი­ნა. შე­დე­გად ია­რა­ღი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბი­ჭე­ბის ხელ­შიც უპ­რობ­ლე­მოდ აღ­მოჩ­ნდა. ისი­ნი, ამ მიზ­ნი­თაც ეწე­რე­ბოდ­ნენ მხედ­რი­ონ­ში...

მხედ­რი­ო­ნი, გიგა არ­ვე­ლა­ძე

ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ვა­ლე­რი გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 90-იან წლებ­ში თბი­ლის­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო, იხ­სე­ნებს, რომ მას არა­ერ­თხელ მო­უ­წია მა­შინ­დე­ლი ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვე­ბის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა.

"იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში ე.წ საძ­მო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა სა­ო­მარ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მა ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში. მათ ჰქონ­დათ რე­ა­ლუ­რად კე­თილ­შო­ბი­ლი მი­ზა­ნი, და­ეც­ვათ სამ­შობ­ლო, მაგ­რამ ომი­დან მობ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი, ია­რა­ღით ხელ­ში იქ­ცნენ კრი­მი­ნა­ლე­ბად. ახალ­გაზ­რდებს ეგო­ნათ, რომ თუ იქ­ნე­ბოდ­ნენ "საძ­მოს" წევ­რე­ბი, და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ. როცა უკონ­ტრო­ლოა ია­რა­ღი, იქ და­ნა­შა­უ­ლიც დი­დია.

1993 წელს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ ყვე­ლას მის­ცა ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, ვინც ომობ­და ან მხედ­რი­ო­ნის წევ­რი იყო. მა­შინ კაცს ვერ ნა­ხავ­დი, ია­რა­ღი რომ არ ჰქო­ნო­და ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. იმას, თუ რა­ტომ არ იჭერ­დნენ მა­შინ "საძ­მო­ე­ბის" წევ­რებს, ორი მი­ზე­ზი აქვს: ერ­თის მხრივ ეს შე­იძ­ლე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლო­ბი­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მე­ო­რეს მხრივ - ჩვენ გვი­ჭირ­და რე­ა­ლუ­რად და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბა.

ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ვა­ლე­რი გრი­გა­ლაშ­ვი­ლი

მა­შინ არ იყო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი და ასე იოლი არ იყო დამ­ტკი­ცე­ბა რა­ღა­ცის. ვინ­მეს უნდა მი­ე­ცა ჩვე­ნე­ბა. იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ეს­წრნენ და­ნა­შა­ულს და ზუს­ტად იცოდ­ნენ ვინ იყო მკვლე­ლი, მაგ­რამ ეში­ნო­დათ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა და და­ნა­შა­უ­ლი ხში­რად რჩე­ბო­და გა­უხ­სნე­ლი... ერთ-ერთი მახ­სენ­დე­ბა - ბე­ბუ­რაშ­ვი­ლი გვა­რად, სა­ბურ­თა­ლოს ხიდ­ზე რომ გა­და­დი­ო­და მან­ქა­ნით, ჩა­ცხრი­ლეს. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი იყო ძა­ლი­ან ხში­რი" - იხ­სე­ნებს ვა­ლე­რი გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

ე.წ. საძ­მო­ე­ბის მა­სი­უ­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ძი­რი­თა­დად ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. მათ ჰქონ­დათ ია­რა­ღი და თავს ყა­ჩა­ღო­ბით, რე­კე­ტი­თა და და­ში­ნე­ბე­ბით ირ­ჩენ­დნენ. ზო­გი­ერ­თი "საძ­მოს" გავ­ლე­ნე­ბი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ ქვეყ­ნის მმარ­თველ ძა­ლე­ბამ­დეც კი აღ­წევ­და. მათ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის პა­სუხს არა­ვინ სთხოვ­და. რაც კი­დევ უფრო ზრდი­და სე­რი­უ­ლი, სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის რი­ცხვს.

90-იან წლებ­ში თბი­ლისს ში­შის ზარს სცემ­დნენ ვე­რის, ვა­კის და სა­ბურ­თა­ლოს ე.წ. საძ­მო­ე­ბი. სა­ბურ­თა­ლო­ზე რამ­დე­ნი­მე დაჯ­გუ­ფე­ბა არ­სე­ბობ­და: "კუ­ლი­ნა­რი­ე­ლე­ბი", "იო­სე­ბი­ძე­ლე­ბი", "დე­ლი­სის" და "ნუ­ცუ­ბი­ძის საძ­მო", რო­მელ­თა წევ­რე­ბი ძი­რი­თა­დად 16-20 წლის ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ. მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი თრი­ლე­რი­ვით ვი­თარ­დე­ბო­და. და­უნ­დო­ბელ­მა და გა­უ­აზ­რე­ბელ­მა ვენ­დე­ტებ­მა უამ­რა­ვი უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა...

ნუ­ცუ­ბი­ძე­ლე­ბი

სის­ხლისღვრის სე­რი­ე­ბი "დე­ლი­სე­ლებ­სა" და "იო­სე­ბი­ძე­ლებს" შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბით და­ი­წყო. მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტის სა­გა­ნი ერთი "საძ­მოს" წევ­რის მიერ, მე­ო­რე "საძ­მოს" წევ­რის­თვის “მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის წარ­თმე­ვა გახ­და, 1994 წლის დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში "იო­სე­ბი­ძე­ლებ­მა": იუზა თო­ფუ­რი­ამ, სერ­გი ბუ­ბუ­ტე­იშ­ვილ­მა, ღო­ღე­ლი­ან­მა და სხვებ­მა თა­ვი­ანთ ყო­ფილ "თა­ნა­მოძ­მეს", გი­ორ­გი ჯან­გი­რაშ­ვილს, წა­არ­თვეს ავ­ტო­მან­ქა­ნა "მერ­სე­დე­სი". ჯან­გი­რაშ­ვი­ლი იმ პე­რი­ო­დის­თვის "დე­ლი­სე­ლებ­თან" და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად მი­იჩ­ნე­ო­და ("დე­ლი­სე­ლე­ბი" იყ­ვნენ: თე­მურ ქურ­დი­ა­ნი, პა­ა­ტა შატ­ბე­რაშ­ვი­ლი, მე­რაბ ჩიხ­რა­ძე, ზურა დაფ­ქვი­აშ­ვი­ლი, მე­რაბ დო­ლი­ძე, გრი­შა კო­მა­ხი­ძე, დათო ძებ­ნი­ა­უ­რი, გოგა სუ­ლა­ძე...)

ჯან­გი­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი დარ­ჩა ავ­ტო­მო­ბი­ლის წარ­თმე­ვის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით ღო­ღე­ლი­ანს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის წინ ჩა­უ­საფ­რდა. რო­დე­საც შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ღო­ღე­ლი­ა­ნი მან­ქა­ნას აყე­ნებ­და, ჯან­გი­რაშ­ვილ­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა და ად­გილ­ზე­ვე მოკ­ლა.

"იო­სე­ბი­ძე­ლებ­მა" მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა მა­ლე­ვე და­ად­გი­ნეს და "დე­ლი­სე­ლებს" შე­უთ­ვა­ლეს, მო­ე­ძებ­ნათ ჯან­გი­რაშ­ვი­ლი და ან თვი­თონ მო­ეკ­ლათ, ან მათ­თვის გა­და­ე­ცათ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, საძ­მო­ებს შო­რის ომი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. "დე­ლი­სე­ლებ­მა", კერ­ძოდ, გოგა სუ­ლა­ძემ და პა­ა­ტა შატ­ბე­რაშ­ვილ­მა, ამ მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. ასე და­ი­წყო ომი ე.წ თბი­ლი­სურ საძ­მო­ებს შო­რის...

ასე­თი უამ­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და მა­შინ. უმ­რავ­ლე­სო­ბა დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია. ყვე­ლა მათ­გა­ნის გახ­სე­ნე­ბას რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი არ ეყო­ფა. თუმ­ცა არის რამ­დე­ნი­მე ისე­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და თავ­ზარ­დამ­ცე­მი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რაც 90-იანი წლე­ბის ხსე­ნე­ბის­თა­ნა­ვე აგონ­დე­ბა ადა­მი­ანს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და ენი­თა­ღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია ვე­რე­ლი თო­რა­ძე­ე­ბის საქ­მეა. თო­რა­ძე­ე­ბის 12-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ზემო ვე­რა­ზე, სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. ზაურ თო­რა­ძეს და იზო ქურ­ხულს 10 შვი­ლი ჰყავ­დათ, 5 გოგო და 5 ვაჟი. ძმე­ბი თო­რა­ძე­ე­ბი უბან­ში გავ­ლე­ნი­ან ბი­ჭე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქუ­ჩურ გარ­ჩე­ვებ­ში.

თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა იმ დროს მოქ­მე­დი დაჯ­გუ­ფე­ბის „ბო­რო­ტებ­სა“ (რო­მე­ლიც "მხედ­რი­ო­ნის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და) და ლაშა თო­რა­ძეს შო­რის მა­შინ და­ი­წყო, როცა ახალ­გაზ­რდამ 1991 წელს უც­ნობს ქუ­ჩა­ში ტყა­ვის ქურ­თუ­კი წა­არ­თვა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი "ბო­რო­ტე­ბის" ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. "ბო­რო­ტე­ბი" მო­პა­რუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­დნენ, თო­რა­ძე­ე­ბი კი ქურ­თუკს არ აბ­რუ­ნებ­დნენ.

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ძმებ თო­რა­ძე­ებ­სა და ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურდ პა­ა­ტა ჩლა­ი­ძეს შო­რის სა­უ­ბარს აღ­წერს. ჩლა­ი­ძე ძმებს სთხოვს შე­უ­რიგ­დნენ „ბო­რო­ტებს“ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ზე აფრ­თხი­ლებს. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი სა­უბ­რის ბო­ლოს დას­ძენს - და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ის­ვრის და მოკ­ლავს ადა­მი­ანს, გა­ნად­გურ­დე­ბაო (მო­ის­მი­ნეთ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი).

ჩლა­ი­ძის „და­ნა­პი­რე­ბი“ ას­რულ­და. პირ­ვე­ლად თო­რა­ძე­ებ­მა გა­ის­რო­ლეს, რის შე­დე­გა­დაც „ბო­რო­ტე­ბის“ წევ­რი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ კი თო­რა­ძე­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა და­ი­წყო. 1992 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ძმებს და მათ მე­გო­ბარს ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა თო­რა­ძე­ე­ბის მე­გო­ბა­რი, ძმებს კი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. 1992 წლის 3 მარტს, ლაშა თო­რა­ძე დედ-მა­მამ, ექიმ­თან ჭრი­ლო­ბის გა­და­სახ­ვე­ვად წა­იყ­ვა­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სა­ათ­ზე თო­რა­ძე­ე­ბი ექი­მის­გან სახ­ლში "ვაზ 21-07" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა ვე­რის სა­საფ­ლა­ოს მი­სად­გო­მებ­თან მათ ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ლაშა თო­რა­ძე დედ-მა­მას­თან ერ­თად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ იზო თო­რა­ძე სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლით მოკ­ლეს. მან­ქა­ნას 300-მდე ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი.

კახა, ლაშა, იმე­დო თო­რა­ძე­ე­ბი

ამ მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში თო­რა­ძე­ე­ბის სახ­ლს კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი და­ესხნენ თავს. მე­ზობ­ლის სახ­ლში, სა­დაც თო­რა­ძე­ებ­მა შე­ა­ფა­რეს თავი, "მხედ­რი­ო­ნის" ფორ­მი­ა­ნი ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა. მათ ავ­ტო­მა­ტის ჯე­რით მცი­რე­წლო­ვა­ნი დე­ბის თვალ­წინ და­ცხრი­ლეს იმე­დო და კახა თო­რა­ძე­ე­ბი. დღემ­დე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა ზაზა თო­რა­ძე, თო­რა­ძე­ე­ბის უფ­რო­სი ვაჟი, რო­მე­ლიც სამ მარტს სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. იგი დი­ლით გა­ვი­და სახ­ლი­დან და მას შემ­დეგ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა...

მხედ­რი­ო­ნე­ლი გიგა არ­ვე­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბა, რომ მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი იმ­დრო­ინ­დე­ლი ე.წ. საძ­მო­ე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რად იყ­ვნენ გან­წყო­ბილ­ნი, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი მხედ­რი­ო­ნე­ლის სტა­ტუ­სით არას­წო­რად სარ­გებ­ლობ­დნენ.

"ვერ ვი­ტან­დით მაგ საძ­მო­ებს და დღე­საც ვერ ვი­ტან. ხორ­ცმე­ტი იყო იმ პე­რი­ო­დის­თვის. მი­თუ­მე­ტეს, როცა ომი დამ­თავ­რდა მერე გა­მოჩ­ნდნენ სამ-სამი ია­რა­ღით. რა ასა­ტა­ნია აბა, ომში რომ არ ჩა­ნან და ომი დამ­თავ­რდე­ბა და მერე შე­მო­გი­ერ­თდე­ბი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი?! ეს იყო მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნება, რომ მა­გათ ეპარ­პა­შათ.

1992-94 წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში იყო სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ფი­ას­კო, სა­უბ­რობ­დნენ მხედ­რი­ო­ნი ძარ­ცვავ­სო, მაგ­რამ ბან­კებ­მა მა­შინ რომ გა­ძარ­ცვა ხალ­ხი, ისე არა­ვის გა­უ­ძარ­ცვავს. ეს ვი­ღა­ცას უნდა დაბ­რა­ლე­ბო­და, და­აბ­რა­ლეს მხედ­რი­ონს, "საძ­მო­ებს" მათ შო­რის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არის არა­ფორ­მა­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი და ამა­თი ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რიო. ამი­ტო­მაც ხდე­ბო­და წა­ხა­ლი­სე­ბა საძ­მო­ე­ბის შექ­მნის.

ჩვენ და­ვა­ყე­ნეთ სა­კი­თხი, რომ დამ­თავ­რდა ომი, ია­რა­ღი ჩა­ვა­ბა­როთ, რად გვინ­და ამ­დე­ნი ია­რა­ღით­ქო. რამ­დენ­ჯერ ასე და­ვა­ყე­ნეთ სა­კი­თხი, იმ­დენ­ჯერ არ ჩაგ­ვა­ბა­რე­ბი­ნეს ია­რა­ღი და ეს ია­რა­ღი მოხ­ვდა პა­ტა­რა ბი­ჭე­ბის ხელ­ში. რად უნ­დო­დათ ია­რა­ღი ომის შემ­დეგ? ამით ფუჭ­დე­ბო­და მხედ­რი­ო­ნის სა­ხე­ლი. ეს საძ­მო­ე­ბი რა­საც ჩა­ი­დენ­დნენ, ყვე­ლა­ფერს მხედ­რი­ონს მი­ა­წერ­დნენ. არა­ვის და­უ­ჭე­რია არც ერთი საძ­მოს წევ­რი, სა­მა­გი­ე­როდ მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბით გა­ავ­სეს ცი­ხე­ე­ბი. რაც მოწ­მობს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "საძ­მო­ებს" მფარ­ვე­ლობ­და" - აღ­ნიშ­ნა გიგა არ­ვე­ლა­ძემ.

დღემ­დე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 90-ია­ნე­ბის ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი ტრა­გე­დი­ე­ბი­დან თით­ქმის 30 წელი გა­ვი­და, საქ­მე­ებ­ზე ყვე­ლა დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს. ბევ­რი საქ­მე დღე­საც გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია. მხო­ლოდ კუ­ლუ­ა­რუ­ლად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ მა­შინ­დელ­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა ან ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლეს თავს, ან დღემ­დე დიდი გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და ძა­ლა­უფ­ლე­ბა მსხვილ ბიზ­ნეს­სა და პო­ლი­ტი­კა­ში აქვთ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი...

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი: ვე­რე­ლი თო­რა­ძე­ე­ბი; თბი­ლი­სის ფო­რუ­მი; "ახა­ლი შვი­დი დღე"; "რე­ზო­ნან­სი"

მთა­ვა­რი ფოტო: ნაზი გა­ბა­ი­ძე; ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"კაცს ვერ ნახავდი, იარაღი რომ არ ჰქონოდა ჩამოკიდებული..." - ნაომარი ქვეყანა, მხედრიონი და 90-იანების თბილისური "საძმოები"

"კაცს ვერ ნახავდი, იარაღი რომ არ ჰქონოდა ჩამოკიდებული..." - ნაომარი ქვეყანა, მხედრიონი და 90-იანების თბილისური "საძმოები"

ყველაზე ბნელი, უმართავი და ქაოტური ხანა საქართველოს ისტორიაში - 90-იანი წლები და ამ პერიოდის ბურუსით მოცული ამბები, დღემდე დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. 1991-95 წლებში ქვეყანაში სრული განუკითხაობა სუფევდა, არ არსებობდა არანაირი კონტროლი და წესრიგი. ამგვარი მძიმე ვითარების შექმნა, დიდწილად ომმა განაპირობა.

1993 წელს, შევარდნაძის მიერ მიღებული დადგენილებით, იარაღი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა - ომში მონაწილე ყველა პირს, ყველა მხედრიონელს, იარაღი საკუთრებაში გადაეცა და მისი ტარების უფლებაც მიეცა. დღეს ამბობენ, რომ მაშინ ეს კანონი ედუარდ შევარდნაძეს ჯაბა იოსელიანმა მიაღებინა. შედეგად იარაღი არასრულწლოვანი ბიჭების ხელშიც უპრობლემოდ აღმოჩნდა. ისინი, ამ მიზნითაც ეწერებოდნენ მხედრიონში...

მხედრიონი, გიგა არველაძე

ყოფილი მთავარი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი, რომელიც 90-იან წლებში თბილისში პროკურატურის გამომძიებელი იყო, იხსენებს, რომ მას არაერთხელ მოუწია მაშინდელი ქუჩური გარჩევების შედეგად მოკლული ადამიანების საქმეების გამოძიება.

"იმ პერიოდში თბილისში ე.წ საძმოების ჩამოყალიბება განაპირობა საომარმა მოქმედებებმა ცხინვალსა და აფხაზეთში. მათ ჰქონდათ რეალურად კეთილშობილი მიზანი, დაეცვათ სამშობლო, მაგრამ ომიდან მობრუნებულები, იარაღით ხელში იქცნენ კრიმინალებად. ახალგაზრდებს ეგონათ, რომ თუ იქნებოდნენ "საძმოს" წევრები, დაცულები იქნებოდნენ. როცა უკონტროლოა იარაღი, იქ დანაშაულიც დიდია.

1993 წელს ედუარდ შევარდნაძემ ყველას მისცა იარაღის ტარების უფლება, ვინც ომობდა ან მხედრიონის წევრი იყო. მაშინ კაცს ვერ ნახავდი, იარაღი რომ არ ჰქონოდა ჩამოკიდებული. იმას, თუ რატომ არ იჭერდნენ მაშინ "საძმოების" წევრებს, ორი მიზეზი აქვს: ერთის მხრივ ეს შეიძლებოდა ხელისუფლების ლობირება ყოფილიყო, მეორეს მხრივ - ჩვენ გვიჭირდა რეალურად დანაშაულის დამტკიცება.

ყოფილი მთავარი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი

მაშინ არ იყო ვიდეოკამერები და ასე იოლი არ იყო დამტკიცება რაღაცის. ვინმეს უნდა მიეცა ჩვენება. იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეესწრნენ დანაშაულს და ზუსტად იცოდნენ ვინ იყო მკვლელი, მაგრამ ეშინოდათ ჩვენების მიცემა და დანაშაული ხშირად რჩებოდა გაუხსნელი... ერთ-ერთი მახსენდება - ბებურაშვილი გვარად, საბურთალოს ხიდზე რომ გადადიოდა მანქანით, ჩაცხრილეს. ასეთი შემთხვევები იყო ძალიან ხშირი" - იხსენებს ვალერი გრიგალაშვილი.

ე.წ. საძმოების მასიური ჩამოყალიბება ძირითადად ომის შემდგომ პერიოდში დაიწყო. მათ ჰქონდათ იარაღი და თავს ყაჩაღობით, რეკეტითა და დაშინებებით ირჩენდნენ. ზოგიერთი "საძმოს" გავლენები იმდენად დიდი იყო, რომ ქვეყნის მმართველ ძალებამდეც კი აღწევდა. მათ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს არავინ სთხოვდა. რაც კიდევ უფრო ზრდიდა სერიული, სასტიკი მკვლელობის რიცხვს.

90-იან წლებში თბილისს შიშის ზარს სცემდნენ ვერის, ვაკის და საბურთალოს ე.წ. საძმოები. საბურთალოზე რამდენიმე დაჯგუფება არსებობდა: "კულინარიელები", "იოსებიძელები", "დელისის" და "ნუცუბიძის საძმო", რომელთა წევრები ძირითადად 16-20 წლის ბიჭები იყვნენ. მათ შორის დაპირისპირებები მძაფრსიუჟეტიანი თრილერივით ვითარდებოდა. დაუნდობელმა და გაუაზრებელმა ვენდეტებმა უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა...

ნუცუბიძელები

სისხლისღვრის სერიები "დელისელებსა" და "იოსებიძელებს" შორის დაპირისპირებით დაიწყო. მათ შორის კონფლიქტის საგანი ერთი "საძმოს" წევრის მიერ, მეორე "საძმოს" წევრისთვის “მერსედესის" მარკის ავტომანქანის წართმევა გახდა, 1994 წლის დეკემბრის დასაწყისში "იოსებიძელებმა": იუზა თოფურიამ, სერგი ბუბუტეიშვილმა, ღოღელიანმა და სხვებმა თავიანთ ყოფილ "თანამოძმეს", გიორგი ჯანგირაშვილს, წაართვეს ავტომანქანა "მერსედესი". ჯანგირაშვილი იმ პერიოდისთვის "დელისელებთან" დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა ("დელისელები" იყვნენ: თემურ ქურდიანი, პაატა შატბერაშვილი, მერაბ ჩიხრაძე, ზურა დაფქვიაშვილი, მერაბ დოლიძე, გრიშა კომახიძე, დათო ძებნიაური, გოგა სულაძე...)

ჯანგირაშვილი, რომელიც ღირსებაშელახული დარჩა ავტომობილის წართმევის გამო, შურისძიების მიზნით ღოღელიანს საცხოვრებელი კორპუსის წინ ჩაუსაფრდა. როდესაც შინ დაბრუნებული ღოღელიანი მანქანას აყენებდა, ჯანგირაშვილმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და ადგილზევე მოკლა.

"იოსებიძელებმა" მკვლელის ვინაობა მალევე დაადგინეს და "დელისელებს" შეუთვალეს, მოეძებნათ ჯანგირაშვილი და ან თვითონ მოეკლათ, ან მათთვის გადაეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საძმოებს შორის ომი გარდაუვალი იქნებოდა. "დელისელებმა", კერძოდ, გოგა სულაძემ და პაატა შატბერაშვილმა, ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს. ასე დაიწყო ომი ე.წ თბილისურ საძმოებს შორის...

ასეთი უამრავი ფაქტი მოხდა მაშინ. უმრავლესობა დღემდე გამოუძიებელია. ყველა მათგანის გახსენებას რამდენიმე წერილი არ ეყოფა. თუმცა არის რამდენიმე ისეთი გახმაურებული და თავზარდამცემი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, რაც 90-იანი წლების ხსენებისთანავე აგონდება ადამიანს. მათ შორის ყველაზე სასტიკი და ენითაღუწერელი ტრაგედია ვერელი თორაძეების საქმეა. თორაძეების 12-სულიანი ოჯახი ზემო ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობდა. ზაურ თორაძეს და იზო ქურხულს 10 შვილი ჰყავდათ, 5 გოგო და 5 ვაჟი. ძმები თორაძეები უბანში გავლენიან ბიჭებად ითვლებოდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ ქუჩურ გარჩევებში.

თორაძეების ოჯახი

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება იმ დროს მოქმედი დაჯგუფების „ბოროტებსა“ (რომელიც "მხედრიონის" შემადგენლობაში შედიოდა) და ლაშა თორაძეს შორის მაშინ დაიწყო, როცა ახალგაზრდამ 1991 წელს უცნობს ქუჩაში ტყავის ქურთუკი წაართვა. დაზარალებული "ბოროტების" ახლობელი აღმოჩნდა. "ბოროტები" მოპარულის დაბრუნებას ითხოვდნენ, თორაძეები კი ქურთუკს არ აბრუნებდნენ.

ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია აუდიოჩანაწერი, რომელიც ძმებ თორაძეებსა და ე.წ. კანონიერ ქურდ პაატა ჩლაიძეს შორის საუბარს აღწერს. ჩლაიძე ძმებს სთხოვს შეურიგდნენ „ბოროტებს“ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს. კრიმინალური ავტორიტეტი საუბრის ბოლოს დასძენს - დაპირისპირებული მხარეებიდან, რომელიც პირველი ისვრის და მოკლავს ადამიანს, განადგურდებაო (მოისმინეთ აუდიოჩანაწერი).

ჩლაიძის „დანაპირები“ ასრულდა. პირველად თორაძეებმა გაისროლეს, რის შედეგადაც „ბოროტების“ წევრი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი თორაძეების გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა დაიწყო. 1992 წლის თებერვალში, ძმებს და მათ მეგობარს ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე გარდაიცვალა თორაძეების მეგობარი, ძმებს კი ჭრილობები აღენიშნებოდათ. 1992 წლის 3 მარტს, ლაშა თორაძე დედ-მამამ, ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. დაახლოებით 16:00 საათზე თორაძეები ექიმისგან სახლში "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, როცა ვერის სასაფლაოს მისადგომებთან მათ ცეცხლი გაუხსნეს. მანქანაში მყოფი ლაშა თორაძე დედ-მამასთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ იზო თორაძე საკონტროლო გასროლით მოკლეს. მანქანას 300-მდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

კახა, ლაშა, იმედო თორაძეები

ამ მკვლელობიდან რამდენიმე წუთში თორაძეების სახლს კრიმინალური დაჯგუფების წევრები დაესხნენ თავს. მეზობლის სახლში, სადაც თორაძეებმა შეაფარეს თავი, "მხედრიონის" ფორმიანი ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ ავტომატის ჯერით მცირეწლოვანი დების თვალწინ დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. დღემდე გაუჩინარებულად ითვლება ზაზა თორაძე, თორაძეების უფროსი ვაჟი, რომელიც სამ მარტს სახლში არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა...

მხედრიონელი გიგა არველაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვება, რომ მხედრიონელები იმდროინდელი ე.წ. საძმოების მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი, ვინაიდან ისინი მხედრიონელის სტატუსით არასწორად სარგებლობდნენ.

"ვერ ვიტანდით მაგ საძმოებს და დღესაც ვერ ვიტან. ხორცმეტი იყო იმ პერიოდისთვის. მითუმეტეს, როცა ომი დამთავრდა მერე გამოჩნდნენ სამ-სამი იარაღით. რა ასატანია აბა, ომში რომ არ ჩანან და ომი დამთავრდება და მერე შემოგიერთდებიან შეიარაღებული ვაჟკაცები?! ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების ნება, რომ მაგათ ეპარპაშათ.

1992-94 წლებში ქვეყანაში იყო სერიოზული ეკონომიკური ფიასკო, საუბრობდნენ მხედრიონი ძარცვავსო, მაგრამ ბანკებმა მაშინ რომ გაძარცვა ხალხი, ისე არავის გაუძარცვავს. ეს ვიღაცას უნდა დაბრალებოდა, დააბრალეს მხედრიონს, "საძმოებს" მათ შორის. ხელისუფლებამ თქვა, რომ საქართველოში არის არაფორმალური შეიარაღებული მოძრაობები და ამათი ბრალია ყველაფერიო. ამიტომაც ხდებოდა წახალისება საძმოების შექმნის.

ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ დამთავრდა ომი, იარაღი ჩავაბაროთ, რად გვინდა ამდენი იარაღითქო. რამდენჯერ ასე დავაყენეთ საკითხი, იმდენჯერ არ ჩაგვაბარებინეს იარაღი და ეს იარაღი მოხვდა პატარა ბიჭების ხელში. რად უნდოდათ იარაღი ომის შემდეგ? ამით ფუჭდებოდა მხედრიონის სახელი. ეს საძმოები რასაც ჩაიდენდნენ, ყველაფერს მხედრიონს მიაწერდნენ. არავის დაუჭერია არც ერთი საძმოს წევრი, სამაგიეროდ მხედრიონელებით გაავსეს ციხეები. რაც მოწმობს იმას, რომ ხელისუფლება "საძმოებს" მფარველობდა" - აღნიშნა გიგა არველაძემ.

დღემდე მიუხედავად იმისა, რომ 90-იანების ნაცნობი თუ უცნობი ტრაგედიებიდან თითქმის 30 წელი გავიდა, საქმეებზე ყველა დუმილს ამჯობინებს. ბევრი საქმე დღესაც გამოუძიებელია. მხოლოდ კულუარულად საუბრობენ იმაზე, რომ მაშინდელმა კრიმინალებმა ან ქვეყნიდან გაქცევით უშველეს თავს, ან დღემდე დიდი გავლენებით სარგებლობენ და ძალაუფლება მსხვილ ბიზნესსა და პოლიტიკაში აქვთ გადანაწილებული...

გამოყენებული წყაროები: ვერელი თორაძეები; თბილისის ფორუმი; "ახალი შვიდი დღე"; "რეზონანსი"

მთავარი ფოტო: ნაზი გაბაიძე; ეროვნული ფოტომატიანე