პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუსტავ კლიმტის ამაღელვებელი ცხოვრება და მისი ყველაზე ცნობილი ნახატების ისტორია
გუსტავ კლიმტის ამაღელვებელი ცხოვრება და მისი ყველაზე ცნობილი ნახატების ისტორია

გუს­ტავ კლიმ­ტი - არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვა­რი, რომ­ლის ნა­ხა­ტე­ბიც სი­ნა­ზის, რო­მან­ტი­კის, სი­შიშ­ვლის, მშვე­ნი­ე­რე­ბის და სი­ლა­მა­ზის ტრი­უმ­ფია. ეს სიმ­პა­თი­უ­რი გე­ნი­ო­სი სა­შუ­ა­ლო ფე­ნის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, სა­დაც მა­მაც და ძმე­ბიც ხატ­ვით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი.თა­ვი­დან ად­გი­ლობ­რი­ვი შე­ნო­ბე­ბის მო­ხატ­ვა­ზე მუ­შა­ობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ი­ღო.

1885-86 წლებ­ში უკვე ძმას­თან და ახალ­გაზ­რდა მხატ­ვარ ფრანც მატჩთან ერ­თად ვე­ნის „ბურგთე­ატრსა“ და სამ­ხატ­ვრო-ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმს აფორ­მებ­და. მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იმ­პე­რა­ტორ­მა ფრანც იო­სიფ­მა კლიმ­ტი ოქ­როს ჯვრით და­ა­ჯილ­დო­ვა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის.

გუს­ტა­ვის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი და ამავდრო­უ­ლად, გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მან­ტი­კუ­ლი ნა­ხა­ტი ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ანს უნა­ხავს.

უფსკრუ­ლის პი­რას მდგო­მი წყვი­ლი, ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზე, ვნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზღვრებს სცილ­დე­ბა... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმის სრუ­ლად ჩა­მოთ­ვლა ან აღ­წე­რა, რაც ამ ნა­ხა­ტის ყუ­რე­ბის დროს მთე­ლი სი­სავ­სით შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოს ადა­მი­ან­მა.

ამ შე­დევ­რის შექ­მნის სხვა­დას­ხვა ვერ­სია არ­სე­ბობს. ასე, მა­გა­ლი­თად: შე­იძ­ლე­ბა კლიმტმა დაგ­ვაბ­ნია, როცა გა­ნა­ცხა­და, სა­კუ­თა­რი თავი არას­დროს და­მი­ხა­ტავ­სო, რომ არ გვე­ეჭ­ვა მთა­ვა­რი. დიახ, არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ნა­ხატ­ზე სწო­რედ კლიმ­ტია გა­მო­სა­ხუ­ლი თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექტთან ერ­თად. თუმ­ცა, მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბა.

რა­ტომ? ამ­ბო­ბენ, რომ „კოც­ნა“ ერ­თმა ცნო­ბილ­მა გრაფ­მა თა­ვი­სი სატ­რფოს­თვის შე­უკ­ვე­თა მხატ­ვარს. მის­ცა მე­და­ლი­ო­ნი ქა­ლის პორ­ტრე­ტით და უნ­დო­და, ტი­ლო­ზე მისი და მისი სატ­რფოს ვნე­ბი­ა­ნი კოც­ნა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­სა­ხუ­ლი.

მხატ­ვარ­მა შეკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა, გრა­ფი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, თუმ­ცა გა­უჩ­ნდა კი­თხვა - ნა­ხატ­ზე ქალი კოც­ნით­ვე რა­ტომ არ პა­სუ­ხობ­და.

კლიმტმა უპა­სუ­ხა, რომ სცა­და, სურ­ვი­ლი გა­მო­ე­ხა­ტა, რად­გან თა­ვად კოც­ნის უდი­დე­სი ნე­ტა­რე­ბის გად­მო­ცე­მის უნა­რი უბ­რა­ლო ფუნჯს არ შეს­წევს.

მათი ვერ­სი­ით, „კოც­ნის“ სა­ი­დუმ­ლო შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობ­და: მხატ­ვარს ტი­ლო­ზე მუ­შა­ო­ბი­სას თა­ვად შე­უყ­ვარ­და მე­და­ლი­ონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი გო­გო­ნა. ხატ­ვის დროს ეჭ­ვი­ა­ნო­ბამ შე­ი­პყრო და ამი­ტომ და­ხა­ტა არა კოც­ნა, არა­მედ კოც­ნის მო­ლო­დი­ნი - ამით ერ­თგვა­რად შური იძია გრაფ­ზე, რო­მელ­საც მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ხვდა წი­ლად.

კაშ­კა­შა ოქ­როს­ფე­რი - მხატ­ვარს ყვე­ლა სხვა ფერ­ზე მე­ტად უყ­ვარ­და, რაც მის ნა­ხა­ტებ­ში ნათ­ლად ჩანს. სა­ბე­დის­წე­რო ქა­ლე­ბი - ისი­ნი დღეს კლიმ­ტის ნა­ხა­ტებ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნია „და­ნაე“. ემო­ცი­ე­ბის ქა­რიშ­ხალ­ში მოქ­ცე­უ­ლი, ლო­ყებ­შე­ფაკ­ლუ­ლი შიშ­ვე­ლი გო­გო­ნა ჟღა­ლი თმით და თეთ­რი ფე­რის კა­ნით. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

გუსტავ კლიმტის ამაღელვებელი ცხოვრება და მისი ყველაზე ცნობილი ნახატების ისტორია

გუსტავ კლიმტის ამაღელვებელი ცხოვრება და მისი ყველაზე ცნობილი ნახატების ისტორია

გუსტავ კლიმტი - არაერთი ადამიანის საყვარელი მხატვარი, რომლის ნახატებიც სინაზის, რომანტიკის, სიშიშვლის, მშვენიერების და სილამაზის ტრიუმფია. ეს სიმპათიური გენიოსი საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა, სადაც მამაც და ძმებიც ხატვით იყვნენ დაკავებულნი.თავიდან ადგილობრივი შენობების მოხატვაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი გაცილებით სერიოზული შემოთავაზებები მიიღო.

1885-86 წლებში უკვე ძმასთან და ახალგაზრდა მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად ვენის „ბურგთეატრსა“ და სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმს აფორმებდა. მუშაობის დასრულების შემდეგ იმპერატორმა ფრანც იოსიფმა კლიმტი ოქროს ჯვრით დააჯილდოვა ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.

გუსტავის ერთ-ერთი ცნობილი და ამავდროულად, გამორჩეულად რომანტიკული ნახატი ალბათ ყველა ადამიანს უნახავს.

უფსკრულის პირას მდგომი წყვილი, ბუნების სილამაზე, ვნება, რომელიც საზღვრებს სცილდება... წარმოუდგენელია იმის სრულად ჩამოთვლა ან აღწერა, რაც ამ ნახატის ყურების დროს მთელი სისავსით შეიძლება იგრძნოს ადამიანმა.

ამ შედევრის შექმნის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ასე, მაგალითად: შეიძლება კლიმტმა დაგვაბნია, როცა განაცხადა, საკუთარი თავი არასდროს დამიხატავსო, რომ არ გვეეჭვა მთავარი. დიახ, არსებობს ვერსია, რომ ნახატზე სწორედ კლიმტია გამოსახული თავისი სიყვარულის ობიექტთან ერთად. თუმცა, მკვლევართა აზრით, ეს იყო შურისძიება.

რატომ? ამბობენ, რომ „კოცნა“ ერთმა ცნობილმა გრაფმა თავისი სატრფოსთვის შეუკვეთა მხატვარს. მისცა მედალიონი ქალის პორტრეტით და უნდოდა, ტილოზე მისი და მისი სატრფოს ვნებიანი კოცნა ყოფილიყო გამოსახული.

მხატვარმა შეკვეთა შეასრულა, გრაფი კმაყოფილი დარჩა, თუმცა გაუჩნდა კითხვა - ნახატზე ქალი კოცნითვე რატომ არ პასუხობდა.

კლიმტმა უპასუხა, რომ სცადა, სურვილი გამოეხატა, რადგან თავად კოცნის უდიდესი ნეტარების გადმოცემის უნარი უბრალო ფუნჯს არ შესწევს.

მათი ვერსიით, „კოცნის“ საიდუმლო შემდეგში მდგომარეობდა: მხატვარს ტილოზე მუშაობისას თავად შეუყვარდა მედალიონზე გამოსახული გოგონა. ხატვის დროს ეჭვიანობამ შეიპყრო და ამიტომ დახატა არა კოცნა, არამედ კოცნის მოლოდინი - ამით ერთგვარად შური იძია გრაფზე, რომელსაც მისთვის სასურველი ქალის სიყვარული ხვდა წილად.

კაშკაშა ოქროსფერი - მხატვარს ყველა სხვა ფერზე მეტად უყვარდა, რაც მის ნახატებში ნათლად ჩანს. საბედისწერო ქალები - ისინი დღეს კლიმტის ნახატებმა შემოგვინახეს. ერთ-ერთი მათგანია „დანაე“. ემოციების ქარიშხალში მოქცეული, ლოყებშეფაკლული შიშველი გოგონა ჟღალი თმით და თეთრი ფერის კანით. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს