კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავარდნა არავის აგვცდება, "ევროვიზიაზე" მიდის მხოლოდ ერთი!" - "საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ტური და მომღერლების ემოციები
"გავარდნა არავის აგვცდება, "ევროვიზიაზე" მიდის მხოლოდ ერთი!" - "საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ტური და მომღერლების ემოციები

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" პირ­ვე­ლი ლაივ-შოუ შედ­გა. პრო­ექ­ტი ორმა კონ­კურ­სან­ტმა და­ტო­ვა - მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვილ­მა და ბესო ნემ­სა­ძემ. პირ­ვე­ლი­ვე ლა­ივ­ზე არც ერთი ელო­და, თუ პრო­ექტს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე გა­და­წყვი­ტა - მათ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვეს. ლაივ-კონ­ცერ­ტის ლი­დე­რი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ოთო ნემ­სა­ძე აღ­მოჩ­ნდა.

აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვდა პრო­ექ­ტის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე - ნინი ცნო­ბი­ლა­ძე, თუმ­ცა მან ქუ­ლა­თა რა­ო­დე­ნო­ბით ორი­ვეს აჯო­ბა და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" დარ­ჩა. შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 8 კონ­კურ­სან­ტი აგ­რძე­ლებს.

მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვი­ლი და­მარ­ცხე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია. მომ­ღე­რალს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სურ­და წას­ვლა, ის წლე­ბის წინ, 2010 წელს "სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის" მო­ნა­წი­ლეც გახ­ლდათ:

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში თუ მოვ­ხვდე­ბო­დი და არც იმას, რომ კონ­კურსს დავ­ტო­ვებ­დი. არც ვიცი, რა ვთქვა... მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ პრო­ექ­ტი ჩემი არ არის. მა­ყუ­რე­ბე­ლი მიც­ნობს და იცის რე­ა­ლუ­რად ვინ ვარ. ვთვლი, რომ ეს იყო ჩემ­თვის ბოლო კონ­კურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გა­ნაც მა­ნამ­დეც ასე მი­მაჩ­ნდა, რომ აქ არც ერთ კონ­კურ­სში მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ეს "ევ­რო­ვი­ზია" იყო და ამი­ტომ მინ­დო­და აქ ყოფ­ნა. ახლა დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ პრო­ექ­ტი და კონ­კურ­სი ჩემი არ არის! არა­ვის არა­ფერს ვუმ­ტკი­ცებ, მარ­თლა არ ვიცი, მეტი რა ვთქვა"...

ნინი ცნო­ბი­ლა­ძე:

- აუტ­სა­ი­დე­რო­ბას ყვე­ლა­ნი ვე­ლო­დით - ვინ არის აქ ისე­თი, რომ ამას არ ელო­დეს? მოკ­ლედ, მეც მოვ­ხვდი, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრო­ექ­ტში დავ­რჩი. ახლა იმა­ზე უკე­თე­სი უნდა შევ­თა­ვა­ზოთ მა­ყუ­რე­ბელს, ვიდ­რე წარ­მო­ვად­გი­ნე. ვინც გვი­რე­კავს, გვგულ­შე­მატ­კივ­რობს, ყვე­ლას მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი თუნ­დაც თი­თო­ე­უ­ლი ზა­რის­თვის. თუმ­ცა, მათი მხარ­და­ჭე­რა კი­დევ გვჭირ­დე­ბა, მხა­რი უნდა დაგ­ვი­ჭი­რონ, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს არის პრო­ექ­ტი, ისე­თი მო­ნა­წი­ლე­ე­ბით, რო­მელ­თა­გან ვერც ერთს გა­მო­არ­ჩევ.

გული მწყდე­ბა, რომ მა­რი­ა­მი და ბესო პრო­ექ­ტი­დან წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ეს არა­ვის აგ­ვცდე­ბა, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მი­დის მხო­ლოდ ერთი! ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ყვე­ლა­ფერ­ში ვე­თან­ხმე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­ვო­რიტ კონ­კურ­სანტს, ყვე­ლა კარ­გია, ვე­რა­ვის გა­მო­ვარ­ჩევ. შე­იძ­ლე­ბა ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­ში ერთი ჯდე­ბა, სხვა - სხვი­სა­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა­ნი მაგ­რე­ბი არი­ან. აქამ­დე თი­თო­ე­ულს ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ აქ მე­ტად დავ­მე­გობ­რდით.

თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის წევ­რი:

"ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი გვყავს, მაგ­რამ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ იმით, რომ მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვილ­მა შოუ და­ტო­ვა. არ დავ­მა­ლავ, ჩემი ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი იყო. ვფიქ­რობ, რომ ასე­ვე ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ვო­კა­ლუ­რი შეს­რუ­ლე­ბა ჰქონ­და, რაც კი ჰქო­ნია. მა­საც ვუ­თხა­რი და აქაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ცოტა მეტი სი­თა­მა­მე და ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც სხვა მომ­ღერ­ლებს სცე­ნა­ზე უხ­ვად აქვთ. მა­რი­ა­მის კონ­კურსს მიღ­მა დარ­ჩე­ნა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ უფრო მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი უნდა ჩა­ერ­თოს, მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­ურ­ე­კოს კონ­კურ­სან­ტებს.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა იგ­რძნონ ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ ეს თა­მა­ში არ არის, ნამ­დვი­ლი კონ­კურ­სია, სა­დაც სხვა არა­ფე­რია, გარ­და გა­მარ­ჯვე­ბი­სა

ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია, როცა ერთ კონ­კურ­სში ოჯა­ხის ორ წევ­რს მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­თი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" აღ­მოჩ­ნდა. მას­ში მუ­სი­კო­სი ძმე­ბი - ოთო და ბესო ნემ­სა­ძე­ე­ბი ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, თუმ­ცა ბე­სოს პირ­ველ­სა­ვე ლა­ივ­ზე კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, რა­საც არც ის და მისი ძმა ოთო ელოდ­ნენ. ლა­ი­ვამ­დე აი, რას ამ­ბობ­და ოთო ნემ­სა­ძე:

- ოჯა­ხი­დან ორი­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, სახ­ლში არ იცი­ან, მხა­რი ვის და­უ­ჭი­რონ და სრუ­ლი სა­გი­ჟე­თია, ასე­თი­ვე ხდე­ბა ჩვენს სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო­შიც. მოკ­ლედ, დიდი გა­უ­გებ­რო­ბაა. მაგ­რამ ვიცი, რომ ბე­სოს­თვის ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე დიდი წარ­მა­ტე­ბაა, მუ­სი­კა­ლუ­რად ძა­ლი­ან უნდა გა­ი­ზარ­დოს, იმე­დი მაქვს, რომ ფი­ნა­ლამ­დე ერ­თად მი­ვალთ. რო­გორც მე გა­მი­ხარ­დე­ბა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გამ­გზავ­რე­ბა, ისე გა­მი­ხა­დე­ბა ბე­სო­სი, იმი­ტომ, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნია და ასე­თი­ვე მუ­სი­კო­სი.

- მას­ში კონ­კუ­რენტს ვერ ხე­დავ?

- ჩემი ძმა ჩემი კონ­კუ­რენ­ტი ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა! ისე­ვე რო­გორც მე ვერ ვიქ­ნე­ბი მისი კონ­კუ­რენ­ტი, ასე­თი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის არ მჯე­რა. ბე­სოს მო­მა­ვალ­ში რო­გორც სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რის შემ­სრუ­ლე­ბელს, ისე ვხე­დავ. ძა­ლი­ან მა­გა­რი სიმ­ღე­რე­ბი აქვს. ვიცი მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კომ­პო­ზი­ტო­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან ბევ­რი მისი სიმ­ღე­რა მეც მიმ­ღე­რია. მოკ­ლედ, ვხე­დავ ბე­სოს გი­ტა­რით ხელ­ში და თა­ვი­სი სიმ­ღე­რე­ბით.

- საქ­მე­ში ცო­ტა­თი ხელს ხომ არ შე­უშ­ლის შენი ძმო­ბა?

- არა, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფერ­ში მი­ვეხ­მა­რე­ბი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნემ­სა­ძე მო­ვი­და პრო­ექ­ტში. მაგ­რამ იმის თქმა, რომ ის ოთოს უნდა გავ­დეს, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­გან ძა­ლი­ან სა­წყე­ნია, ვთვლი, რომ ბესო ჩე­მით არ უნდა ფას­დე­ბო­დეს. მე არ ვარ მუ­სი­კის მეტ­რი, ჩე­მამ­დე ბევ­რნი იყ­ვნენ და ჩემს მე­რეც ბევ­რნი იქ­ნე­ბი­ან. მუ­სი­კა არის მუ­სი­კა, ყვე­ლას თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბა და სტი­ლი აქვს. ზუს­ტად ვიცი, ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ ბე­სოს შე­ა­ფა­სე­ბენ რო­გორც ბესო ნემ­სა­ძეს და არა რო­გორც ოთო ნემ­სა­ძის ძმას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გავარდნა არავის აგვცდება, "ევროვიზიაზე" მიდის მხოლოდ ერთი!" - "საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ტური და მომღერლების ემოციები

"გავარდნა არავის აგვცდება, "ევროვიზიაზე" მიდის მხოლოდ ერთი!" - "საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ტური და მომღერლების ემოციები

"საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ლაივ-შოუ შედგა. პროექტი ორმა კონკურსანტმა დატოვა - მარიამ კახელიშვილმა და ბესო ნემსაძემ. პირველივე ლაივზე არც ერთი ელოდა, თუ პროექტს მიღმა აღმოჩნდებოდა, მაგრამ მაყურებელმა ასე გადაწყვიტა - მათ ყველაზე დაბალი ქულები დააგროვეს. ლაივ-კონცერტის ლიდერი ხმების მიხედვით, ოთო ნემსაძე აღმოჩნდა.

აუტსაიდერებში მოხვდა პროექტის კიდევ ერთი მონაწილე - ნინი ცნობილაძე, თუმცა მან ქულათა რაოდენობით ორივეს აჯობა და "საქართველოს ვარსკვლავში" დარჩა. შოუში მონაწილეობას 8 კონკურსანტი აგრძელებს.

მარიამ კახელიშვილი დამარცხებით იმედგაცრუებულია. მომღერალს "ევროვიზიაზე" მონაწილეობის მისაღებად სურდა წასვლა, ის წლების წინ, 2010 წელს "საბავშვო ევროვიზიის" მონაწილეც გახლდათ:

"სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ველოდი აუტსაიდერებში თუ მოვხვდებოდი და არც იმას, რომ კონკურსს დავტოვებდი. არც ვიცი, რა ვთქვა... მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პროექტი ჩემი არ არის. მაყურებელი მიცნობს და იცის რეალურად ვინ ვარ. ვთვლი, რომ ეს იყო ჩემთვის ბოლო კონკურსი საქართველოში, რადგანაც მანამდეც ასე მიმაჩნდა, რომ აქ არც ერთ კონკურსში მივიღებდი მონაწილეობას.

ერთადერთი, რის გამოც "საქართველოს ვარსკვლავში" გადავწყვიტე მონაწილეობა, ეს "ევროვიზია" იყო და ამიტომ მინდოდა აქ ყოფნა. ახლა დავრწმუნდი იმაში, რომ პროექტი და კონკურსი ჩემი არ არის! არავის არაფერს ვუმტკიცებ, მართლა არ ვიცი, მეტი რა ვთქვა"...

ნინი ცნობილაძე:

- აუტსაიდერობას ყველანი ველოდით - ვინ არის აქ ისეთი, რომ ამას არ ელოდეს? მოკლედ, მეც მოვხვდი, მაგრამ მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტში დავრჩი. ახლა იმაზე უკეთესი უნდა შევთავაზოთ მაყურებელს, ვიდრე წარმოვადგინე. ვინც გვირეკავს, გვგულშემატკივრობს, ყველას მადლობას ვეუბნები თუნდაც თითოეული ზარისთვის. თუმცა, მათი მხარდაჭერა კიდევ გვჭირდება, მხარი უნდა დაგვიჭირონ, რომ გავაგრძელოთ კონკურსში მონაწილეობა. ეს არის პროექტი, ისეთი მონაწილეებით, რომელთაგან ვერც ერთს გამოარჩევ.

გული მწყდება, რომ მარიამი და ბესო პროექტიდან წავიდნენ, მაგრამ ეს არავის აგვცდება, "ევროვიზიაზე" მიდის მხოლოდ ერთი! ჟიურის შეფასებით კმაყოფილი ვარ, ყველაფერში ვეთანხმები. რაც შეეხება ფავორიტ კონკურსანტს, ყველა კარგია, ვერავის გამოვარჩევ. შეიძლება ჩემს გემოვნებაში ერთი ჯდება, სხვა - სხვისაში, მაგრამ მთავარია, რომ ყველანი მაგრები არიან. აქამდე თითოეულს ვიცნობდი, მაგრამ აქ მეტად დავმეგობრდით.

თიკო ბერძენიშვილი, ჟიურის წევრი:

"ძალიან ძლიერი კონკურსანტები გვყავს, მაგრამ გაკვირვებული ვარ იმით, რომ მარიამ კახელიშვილმა შოუ დატოვა. არ დავმალავ, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ვფიქრობ, რომ ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალური შესრულება ჰქონდა, რაც კი ჰქონია. მასაც ვუთხარი და აქაც გავიმეორებ, რომ ცოტა მეტი სითამამე და ამბიციურობა სჭირდება, რომელიც სხვა მომღერლებს სცენაზე უხვად აქვთ. მარიამის კონკურსს მიღმა დარჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ უფრო მეტი მაყურებელი უნდა ჩაერთოს, მეტმა ადამიანმა დაურეკოს კონკურსანტებს.

პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ ეს თამაში არ არის, ნამდვილი კონკურსია, სადაც სხვა არაფერია, გარდა გამარჯვებისა

ალბათ იშვიათია, როცა ერთ კონკურსში ოჯახის ორ წევრს მიუღია მონაწილეობა, ასეთი "საქართველოს ვარსკვლავი" აღმოჩნდა. მასში მუსიკოსი ძმები - ოთო და ბესო ნემსაძეები ერთად მონაწილეობენ, თუმცა ბესოს პირველსავე ლაივზე კონკურსის დატოვება მოუხდა, რასაც არც ის და მისი ძმა ოთო ელოდნენ. ლაივამდე აი, რას ამბობდა ოთო ნემსაძე:

- ოჯახიდან ორივე ვმონაწილეობთ, სახლში არ იციან, მხარი ვის დაუჭირონ და სრული საგიჟეთია, ასეთივე ხდება ჩვენს საერთო სამეგობროშიც. მოკლედ, დიდი გაუგებრობაა. მაგრამ ვიცი, რომ ბესოსთვის ამ პროექტში მონაწილეობა უკვე დიდი წარმატებაა, მუსიკალურად ძალიან უნდა გაიზარდოს, იმედი მაქვს, რომ ფინალამდე ერთად მივალთ. როგორც მე გამიხარდება "ევროვიზიაზე" გამგზავრება, ისე გამიხადება ბესოსი, იმიტომ, რომ კარგი ადამიანია და ასეთივე მუსიკოსი.

- მასში კონკურენტს ვერ ხედავ?

- ჩემი ძმა ჩემი კონკურენტი ვერასდროს იქნება! ისევე როგორც მე ვერ ვიქნები მისი კონკურენტი, ასეთი დედმამიშვილების არ მჯერა. ბესოს მომავალში როგორც საავტორო სიმღერის შემსრულებელს, ისე ვხედავ. ძალიან მაგარი სიმღერები აქვს. ვიცი მისი შესაძლებლობები კომპოზიტორული მიმართულებით. ძალიან ბევრი მისი სიმღერა მეც მიმღერია. მოკლედ, ვხედავ ბესოს გიტარით ხელში და თავისი სიმღერებით.

- საქმეში ცოტათი ხელს ხომ არ შეუშლის შენი ძმობა?

- არა, პირიქით, ყველაფერში მივეხმარები. აბსოლუტურად განსხვავებული ნემსაძე მოვიდა პროექტში. მაგრამ იმის თქმა, რომ ის ოთოს უნდა გავდეს, ნებისმიერი ადამიანისგან ძალიან საწყენია, ვთვლი, რომ ბესო ჩემით არ უნდა ფასდებოდეს. მე არ ვარ მუსიკის მეტრი, ჩემამდე ბევრნი იყვნენ და ჩემს მერეც ბევრნი იქნებიან. მუსიკა არის მუსიკა, ყველას თავისი გემოვნება და სტილი აქვს. ზუსტად ვიცი, ამ პროექტის შემდეგ ბესოს შეაფასებენ როგორც ბესო ნემსაძეს და არა როგორც ოთო ნემსაძის ძმას.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს