ავტორი:

ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის - კორეის წყლის რესურსების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი ჰაკსუ ლი 28 იანვარს თბილისს 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ბ-ნი ლი საქართველოს მთავრობის წევრებთან რიგ შეხვედრებს გამართავს, რომლებზეც პროექტის მიმდინარე სტატუსი და 2019 წლის გეგმები იქნება განხილული. დაგეგმილია ასევე შეხვედრები ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ აქციონერის - სს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან.

კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water (“ქეი უოთერი“) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაარსდა. მას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული. ამჟამად K-water მრავალი დანიშნულების მქონე 16 კაშხალს მართავს. ბ-ნი ლი K-water-ს 1987 წელს შეუერთდა, 2016 წელს კი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი