საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაჯდება მეორე ტური და აქვს თუ არა უფლება საპრეზიდენტო კანდიდატს კანდიდატურა მოხსნას
რა დაჯდება მეორე ტური და აქვს თუ არა უფლება საპრეზიდენტო კანდიდატს კანდიდატურა მოხსნას

რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დი­ლე­მის წი­ნა­შე და ზედ­მე­ტი სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯი - ასე­თია 28 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გე­ბი. რად­გან 50%-იანი ბა­რი­ე­რი ვერ­ცერ­თმა კან­დი­დატ­მა ვერ გა­და­ლა­ხა, მას შემ­დეგ, რაც არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი 20 დღის ვა­და­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 2 კვი­რის ვა­და­ში უნდა გა­ი­მარ­თოს. მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბის ბოლო ვადა 2 დე­კემ­ბე­რია.

მე­ო­რე ტურ­ში პირ­ველ და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი იბ­რძო­ლე­ბენ - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილი (38.64%) და გრი­გოლ ვა­შა­ძე (37.74%). აქ ბა­რი­ე­რი და­წე­სე­ბუ­ლი აღარ არის, შე­სა­ბა­მი­სად - იგებს ის, ვი­საც მეტი ხმა ექ­ნე­ბა.

რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგა­ნან ამომ­რჩევ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც პირ­ველ ტურ­ში სულ სხვა კან­დი­დატს და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

თენ­გო 35 წლის: "სამ­წუ­ხა­როდ, მე­ო­რე ტურ­ში არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ცუდ­სა და უა­რეს კან­დი­დატს შო­რის მო­მი­წევს. არც ვა­შა­ძეს მინ­და მივ­ცე ხმა და არც ზუ­რა­ბიშ­ვილს, თუმ­ცა არ­ჩევ­ნებ­ზე წას­ვლის სურ­ვი­ლი მაქვს. ჯერ ვერ გა­დავ­წყვი­ტე, სა­ბო­ლო­ოდ, ვის და­ვუ­ჭი­რო მხა­რი".

ნა­თია 26 წლის: "პირ­ველ ტურ­ში, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს მი­ვე­ცი ხმა, რად­გან მომ­წონს მისი კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი იდე­ე­ბი. მე­ო­რე ტურ­ში რას ვი­ზამ, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ორი­ვე კან­დი­და­ტი მი­უ­ღე­ბე­ლია, თუმ­ცა რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, არ­ჩევ­ნებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალ და ან ორი­ვეს გა­დავ­ხა­ზავ, ან იძუ­ლე­ბით ვა­შა­ძეს მივ­ცემ ხმას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ“.

ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რობს 32 წლის თიკო, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში და­ვით უსუ­ფაშ­ვილს მის­ცა ხმა: "რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვდგა­ვარ. ჩემ­თვის ორი­ვე კან­დი­და­ტი მი­უ­ღე­ბე­ლია, ამი­ტომ მი­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე და ორი­ვეს გა­დავ­ხა­ზავ. ქვეყ­ნის ბედი უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად მა­ღელ­ვებს", - გვი­თხრა რეს­პო­დენ­ტმა.

"გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში ვარ არ ვიცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე. არ­ცერ­თი კან­დი­და­ტი მომ­წონს, ამი­ტომ ალ­ბათ ორი­ვეს გა­დავ­ხა­ზავ, ამ­ბო­ბენ, ეს ხმა ზუ­რა­ბიშ­ვილს ეთ­ვლე­ბაო, მაგ­რამ ჩემს სინ­დის­თან მა­ინც ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი", - გვი­თხრა კი­დევ ერ­თმა რეს­პო­დენ­ტმა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დღეს პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თებს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას. რის თქმას აპი­რებს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, წი­ნას­წარ არა­ვინ ახ­მა­უ­რებს, თუმ­ცა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნას.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად აქვს უფ­ლე­ბა კან­დი­დატს მე­ო­რე ტურ­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნას. ამ შე­კი­თხვით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს" მივ­მარ­თეთ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ უფ­ლე­ბას მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი (მუხ­ლი 105) უზღუ­დავს.

"კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მე­ო­რე ტურ­ში გა­სულ არ­ცერთ კან­დი­დატს კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის უფ­ლე­ბა არ აქვს. მან ამის შე­სა­ხე­ბაც რომ გა­ნა­ცხა­დოს, ბი­უ­ლე­ტენ­ში მისი სა­ხე­ლი და გვა­რი მა­ინც ჩა­ი­წე­რე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა - გრი­გოლ ვა­შა­ძე და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

თუ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­ნა­ცხა­დებს, რომ აღარ სურს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა მე­ო­რე ტურ­ზე მი­სუ­ლი ამომ­რჩევ­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მა­ინც მას მის­ცემს ხმას, ქვე­ყა­ნა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნე­ბა და თა­ვად კან­დი­და­ტის გა­და­სა­წყვე­ტი იქ­ნე­ბა, გახ­დე­ბა თუ არა პრე­ზი­დენ­ტი.

სამ­წუ­ხა­როდ, ასეა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი. „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ თა­ვის დრო­ზე ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ვი­თხოვ­დით, რომ კან­დი­დატს ჰქო­ნო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში უარი ეთ­ქვა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი კან­დი­და­ტით მომ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ეს არ და­უშ­ვა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ელე­ნე ნი­ჟა­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებს - საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტური ქვე­ყა­ნას და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­ო­ნი და­უჯ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის ნა­ხე­ვა­რი დაჯ­დე­ბა მე­ო­რე ტური. თუმ­ცა, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას მე­ო­რე ტუ­რის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ არ უმსჯე­ლია.

არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის 39 მი­ლი­ონ­ზე მეტი თან­ხი­დან არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე 28 272 634 ლარი და­ი­ხარ­ჯა. არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის მო­ხე­ლე­თა მომ­ზა­დე­ბა - გა­დამ­ზა­დე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო 1 002 300 ლარი, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ხარ­ჯი 2 242 850 ლარი, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­ფი­ნან­სე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო 7 619 000 ლარი. ხოლო მე­ო­რე ტუ­რის­თვის რამ­დე­ნი და­იხრჯე­ბა, ჯერ­ჯე­ორ­ბით უც­ნო­ბია. შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­იკ­რი­ბე­ბა, რის შემ­დე­გაც ხარ­ჯე­ბი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ცე­მა.

"უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია შე­იკ­რი­ბე­ბა და და­ით­ვლის მე­ო­რე ტუ­რის ხარ­ჯებს და შემ­დეგ ამას წა­რუდ­გენს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს. მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა ყვე­ლა იმ უბან­ზე, სა­დაც პირ­ველ ტურ­ში ჩა­ტარ­და, სა­ზღვარ­გა­რე­თაც გა­იხ­სნე­ბა უბ­ნე­ბი ანა­ლო­გი­უ­რად. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ხარ­ჯებს და და­ნა­ზო­გებს, რაც შე­იძ­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ჰქონ­დეს და ახ­ლაც კო­მი­სია ეც­დე­ბა შე­ამ­ცი­როს ხარ­ჯე­ბი.

მა­გა­ლი­თად, სა­რეკ­ლა­მო ხარ­ჯე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში გა­ი­ცა, შე­სა­ბა­მი­სად მე­ო­რე­ჯერ აღარ გა­ი­ცე­მა, რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, ახლა მხო­ლოდ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” კან­დი­დატს ექ­ნე­ბა, რად­გან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი იყო და მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ხარ­ჯე­ბი ბი­უ­ჯე­ტი­დან არ ფი­ნანსდე­ბო­და" - უთხრა AMBEBI.GE-ს ცეს­კოს სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა დაჯდება მეორე ტური და აქვს თუ არა უფლება საპრეზიდენტო კანდიდატს კანდიდატურა მოხსნას

რა დაჯდება მეორე ტური და აქვს თუ არა უფლება საპრეზიდენტო კანდიდატს კანდიდატურა მოხსნას

რთული პოლიტიკური ვითარება, მოქალაქეები დილემის წინაშე და ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯი - ასეთია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. რადგან 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, მას შემდეგ, რაც არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, ხელახალი არჩევნები 2 კვირის ვადაში უნდა გაიმართოს. მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

მეორე ტურში პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები იბრძოლებენ - სალომე ზურაბიშვილი (38.64%) და გრიგოლ ვაშაძე (37.74%). აქ ბარიერი დაწესებული აღარ არის, შესაბამისად - იგებს ის, ვისაც მეტი ხმა ექნება.

რთული არჩევანის წინაშე დგანან ამომრჩევლები, რომლებმაც პირველ ტურში სულ სხვა კანდიდატს დაუჭირეს მხარი.

თენგო 35 წლის: "სამწუხაროდ, მეორე ტურში არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარეს კანდიდატს შორის მომიწევს. არც ვაშაძეს მინდა მივცე ხმა და არც ზურაბიშვილს, თუმცა არჩევნებზე წასვლის სურვილი მაქვს. ჯერ ვერ გადავწყვიტე, საბოლოოდ, ვის დავუჭირო მხარი".

ნათია 26 წლის: "პირველ ტურში, ზურაბ ჯაფარიძეს მივეცი ხმა, რადგან მომწონს მისი კრეატიული აზროვნება და თავისუფალი იდეები. მეორე ტურში რას ვიზამ, ნამდვილად არ ვიცი. ორივე კანდიდატი მიუღებელია, თუმცა როგორც მოქალაქე, არჩევნებზე აუცილებლად მივალ და ან ორივეს გადავხაზავ, ან იძულებით ვაშაძეს მივცემ ხმას სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ“.

ანალოგიურად ფიქრობს 32 წლის თიკო, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში დავით უსუფაშვილს მისცა ხმა: "რთული არჩევანის წინაშე ვდგავარ. ჩემთვის ორივე კანდიდატი მიუღებელია, ამიტომ მივალ არჩევნებზე და ორივეს გადავხაზავ. ქვეყნის ბედი უკვე სერიოზულად მაღელვებს", - გვითხრა რესპოდენტმა.

"გაურკვეველ ვითარებაში ვარ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. არცერთი კანდიდატი მომწონს, ამიტომ ალბათ ორივეს გადავხაზავ, ამბობენ, ეს ხმა ზურაბიშვილს ეთვლებაო, მაგრამ ჩემს სინდისთან მაინც ვიქნები მართალი", - გვითხრა კიდევ ერთმა რესპოდენტმა.

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შემდეგ დღეს პირველად გააკეთებს საგანგებო განცხადებას. რის თქმას აპირებს ზურაბიშვილი, წინასწარ არავინ ახმაურებს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ზურაბიშვილმა კანდიდატურა მოხსნას.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რამდენად აქვს უფლება კანდიდატს მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ამ შეკითხვით არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" მივმართეთ. როგორც აღმოჩნდა, ამ უფლებას მას საქართველოს საარჩევნო კოდექსი (მუხლი 105) უზღუდავს.

"კანონმდებლობით მეორე ტურში გასულ არცერთ კანდიდატს კანდიდატურის მოხსნის უფლება არ აქვს. მან ამის შესახებაც რომ განაცხადოს, ბიულეტენში მისი სახელი და გვარი მაინც ჩაიწერება, ამ შემთხვევაში ჩაიწერება - გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი.

თუ ზურაბიშვილი განაცხადებს, რომ აღარ სურს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მეორე ტურზე მისული ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი მაინც მას მისცემს ხმას, ქვეყანაში უპრეცედენტო ვითარება შეიქმნება და თავად კანდიდატის გადასაწყვეტი იქნება, გახდება თუ არა პრეზიდენტი.

სამწუხაროდ, ასეა კანონმდებლობით დარეგულირებული. „სამართლიანი არჩევნები“ თავის დროზე ამის წინააღმდეგი იყო და ვითხოვდით, რომ კანდიდატს ჰქონოდა შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და მისი ჩანაცვლება მესამე ადგილზე გასული კანდიდატით მომხდარიყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ დაუშვა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა", - განუცხადა AMBEBI.GE-ს „სამართლიანი არჩევნების დირექტორის მოადგილემ ელენე ნიჟარაძემ.

რაც შეეხება დამატებით ხარჯებს - საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ქვეყანას დაახლოებით 40 მილიონი დაუჯდა, სავარაუდოდ, ამის ნახევარი დაჯდება მეორე ტური. თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის ხარჯებთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია.

არჩევნების პირველი ტურის 39 მილიონზე მეტი თანხიდან არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 28 272 634 ლარი დაიხარჯა. არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება - გადამზადებისთვის გათვალისწინებული იყო 1 002 300 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 242 850 ლარი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის გათვალისწინებული იყო 7 619 000 ლარი. ხოლო მეორე ტურისთვის რამდენი დაიხრჯება, ჯერჯეორბით უცნობია. შესაბამისი კომისია ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში შეიკრიბება, რის შემდეგაც ხარჯები ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა.

"უახლოეს მომავალში ცენტრალური საარჩევნო კომისია შეიკრიბება და დაითვლის მეორე ტურის ხარჯებს და შემდეგ ამას წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს. მეორე ტური გაიმართება ყველა იმ უბანზე, სადაც პირველ ტურში ჩატარდა, საზღვარგარეთაც გაიხსნება უბნები ანალოგიურად. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ ხარჯებს და დანაზოგებს, რაც შეიძლება ადმინისტრაციას ჰქონდეს და ახლაც კომისია ეცდება შეამციროს ხარჯები.

მაგალითად, სარეკლამო ხარჯები საარჩევნო პერიოდში გაიცა, შესაბამისად მეორეჯერ აღარ გაიცემა, რაც შეეხება წარმომადგენლების დაფინანსებას, ახლა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ექნება, რადგან სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და მისი წარმომადგენლების ხარჯები ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდა" - უთხრა AMBEBI.GE-ს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."