ავტორი:

დროა, მსოფლიო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს - დავოსის ექსპერტები

დროა, მსოფლიო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს - დავოსის ექსპერტები

ნაკლები შრომა დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის მეტი სიკეთისმომტანია, ამიტომ მსოფლიო 4 დღიან სამუშაო კვირაზე უნდა გადავიდეს, weforum.org-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ორმა ექსპერტმა განაცხადა.

„ გვაქვს რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ სამუშაო საათების შემცირების პირობებში ადამიანებს მეტად შეუძლიათ საქმეზე ყურადღების კონცენტრირება, სამუშაო კი უფრო მაღალი ხარისხით არის შესრულებული. ასევე, დასაქმებულები მეტად ლოიალურები არიან იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საშუალებას აძლევენ, პირად ცხოვრებას მეტი დრო დაუთმონ,“ - ამბობს პენსილვანიის ვარტონის სკოლის ფსიქოლოგი ადამ გრანტი.

ამ აზრს იზიარებს ეკონომისტი და ისტორიკოსი რატგერ ბრეგმანი და ამბობს, რომ სამუშაო დღეების შემცირება არც ისე რადიკალურია :

„ათწლეულების განმავლობაში წამყვან ეკონომისტებს, ფილოსოფოსებს, სოციოლოგებს ჯეროდათ, რომ სულ უფრო ნაკლები უნდა გვემუშავა. 1920-30-იან წლებში კაპიტალისტმა ანტერპრენერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ სამუშაო დღეს შეამცირებდნენ, დასაქმებულები მეტად პროდუქტიულები ხდებოდნენ. მაგალითად - ჰენრი ფორდმა სამუშაო საათები 60-დან 40 საათამდე შეამცირა, რამაც უკეთესი შედეგი მისცა, რადგან თანამშრომლები ნაკლებად იღლებოდნენ,“ - ამბობს ბრეგმანი.

აღნიშნულ თეორიებს აკადემიური კვლევებიც ამყარებს, რომელთა მიხედვითაც მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოკლე სამუშაო კვირის პირობებში ადამიანები მეტად ბედნიერები და პროდუქტიულები არიან, პროდუქტიულობა კი 20%-ით იმატებს.

ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტს ვადა გაუვიდა

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ფილტვები გასუფთავდა სისხლისგან" - უახლესი ინფორმაცია ანიტა ფაცაციას მდგომარეობაზე

"ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო, ფილტვებში გამოიწვია სისხლდენა" - ანიტა ფაცაციას მდგომარეობაზე ოჯახის ახლობლები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ