პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს
ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ორ­სუ­ლებს მი­მარ­თავს, წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არ ჩა­ი­ტა­რონ. გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ორ­სულ­თათ­ვის გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წი­თე­ლას ინ­ფექ­ცი­ა­ზე ვაქ­ცი­ნა­ცია და­უშ­ვე­ბე­ლია.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბის შე­კა­ვე­ბის­თვის. ამის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი 22 ათა­სი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. თუ ჩვენ ამ ტემ­პით გა­ვაგ­რძე­ლებთ მა­სობ­რივ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, მა­შინ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბის ქვეყ­ნა­ში მალე შე­ვა­კე­თებთ.

ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და მინ­და გა­ნა­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო, რად­გან შე­მო­დის კი­თხვე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ორ­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხაზს ვუს­ვამ, არ შე­იძ­ლე­ბა ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა.

იმის გამო, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბი და ორ­სუ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღალ რისკ ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ, ჩვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას გავ­ცემთ, რომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით ორ­სუ­ლე­ბი უნდა აიც­რან. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბის­თვის პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­სა და ამცრელ კა­ბი­ნე­ტებს 100-მა ორ­სულ­მა მი­მარ­თა, რაც კარ­გია, მაგ­რამ ხაზს ვუს­ვამ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით ორ­სუ­ლე­ბის აცრა", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მათი რე­კო­მენ­და­ცი­აა, ქა­ლებ­მა წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ორ­სუ­ლო­ბამ­დე სამი თვით, ან ყვე­ლა­ზე მცი­რე ერთი თვით ადრე ჩა­ი­ტა­რონ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მინ­და გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო, იმი­ტომ რომ შე­მო­დის კი­თხვე­ბი" - ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის მი­მარ­თვა ორ­სუ­ლებს და ერთი რჩე­ვა და­ფეხ­მძი­მე­ბის მსურ­ვე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს

ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაიტარონ. გამყრელიძის განცხადებით, ორსულთათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან განსხვავებით, წითელას ინფექციაზე ვაქცინაცია დაუშვებელია.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას ეპიდაფეთქების შეკავებისთვის. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მასობრივი ვაქცინაციაა. ბოლო მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში დამატებითი 22 ათასი ადამიანი აიცრა, რაც ძალიან კარგია. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ მასობრივ ვაქცინაციას, მაშინ დარწმუნებული ვარ, წითელას ეპიდაფეთქების ქვეყნაში მალე შევაკეთებთ.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა განაცხადება გავაკეთო, რადგან შემოდის კითხვები სამედიცინო დაწესებულებებში ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამ, არ შეიძლება ორსული ქალების წითელას საწინააღმდეგო აცრა.

იმის გამო, რომ მიმდინარეობს გრიპის საწინააღმდეგო აცრები და ორსულები ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები უნდა აიცრან. ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებსა და ამცრელ კაბინეტებს 100-მა ორსულმა მიმართა, რაც კარგია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მათი რეკომენდაციაა, ქალებმა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობამდე სამი თვით, ან ყველაზე მცირე ერთი თვით ადრე ჩაიტარონ.

იხილეთ ვიდეო: "მინდა განცხადება გავაკეთო, იმიტომ რომ შემოდის კითხვები" - ამირან გამყრელიძის მიმართვა ორსულებს და ერთი რჩევა დაფეხმძიმების მსურველებს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ