23 იანვარს გია სურამელაშვილი 50 წლის გახდა. მომღერალმა დაბადების დღე სამდღიანი წვეულებითა და თბილისის რამდენიმე რესტორანში საქველმოქმედო კონცერტებით აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიებებს ასობით სტუმარი, ემიგრანტები, მომღერლის შემოქმედების თაყვანისმცემლები და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
"23, 24, 25 იანვარი გიას იუბილე... დაუვიწყარი და განსხვავებული დაბადების დღეები. 43 წლის ასაკიდან 50 წლის იუბილემდე ეს იყო ყველა შოუ - ზეიმი. გილოცავ გია! დღეიდან ყოველი წელი გაგითენოს უფალმა ბედნიერი და წარმატებული. მინდა, რომ იყო მუდამ გამორჩეული და გამარჯვებული" - ულოცავს მეგობარი მარინა კაშია იუბილარს.
გია სურამელაშვილს თაყვანისმცემლებმა სპეციალურად მისთვის შექმნილი ტორტი მიართვეს, რომელზეც ოქროსფერი ასოებით ეწერა მომღერლის სახელი და ციფრი 50. ტორტზე კი მინიატურული გია სურამელაშვილი იჯდა.
"გია სურამელაშვილს ჩემს ტკბილ ფორთოხალს ვულოცავ დაბადების დღეს. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს "მეგავარსკვლავის" და ყველაზე რეიტინგულის ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოს "ჩვენი გიალოს" დაბადების დღეაააა..... გილოცავ შავო მარგალიტო იუბილეს, მრავალს დაესწარი. ულევ სიხარულს, ბედნიერებას, წარმატებას და სულ სულ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში...
უკვე მრავალჯერ ნათქვამს გავიმეორებ კიდევ ერთხელ და გეტყვი მადლობა, რომ შენი სიმღერებით 30 წელია ატკბობ ქართველ ემიგრანტებს!! ძალიან იშვიათად, ცოტ-ცოტას ურევ, მაგრამ მაინც #1 და ყველაზე მაგარი სთარი ხარ" - ასე ულოცავს მომღერალს დაბადების დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე.