საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გალელები საქართველოში, იქიდან კი ევროპაში მიდიან სამუშაოდ..." - გალის მოსახლეობის პროტესტი და აფხაზების მოსაზრებები
"გალელები საქართველოში, იქიდან კი ევროპაში მიდიან სამუშაოდ..." - გალის მოსახლეობის პროტესტი და აფხაზების მოსაზრებები

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ენ­გუ­რის "გამ­შვე­ბი პუნ­ქტის" და­კეტ­ვას გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ასამ­დე ად­გი­ლობ­რივ­მა გა­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა. მე­დია-კლუბ Апсны.иахьа-ს ცნო­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, გა­და­ად­გი­ლე­ბის, საკ­ვე­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სო­ხუ­მის გა­და­წყვე­ტი­ლებთ, 2019 წლის 10 იან­ვრი­დან, ორი თვით, H1N1-ის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კის გამო, ერ­თა­დერ­თი გამ­სვლე­ლი პუნ­ქტი ენ­გურ­ზე ჩა­ი­კე­ტა.

"ჩვენ მა­შინ­ვე შეგ­ვექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა კუ­თხით - ბევ­რი ზუგ­დიდ­ში სწავ­ლობს, მუ­შა­ობს, ვაჭ­რობს, მკურ­ნა­ლობს, სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბებს ვი­ღებთ... მე­ო­რე დღეს­ვე გაჩ­ნდა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და საკ­ვე­ბის პრობ­ლე­მე­ბი... რაც დარ­ჩა, იმა­ზე ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და. ჩვე­ნი ხალ­ხი ზუგ­დიდ­ში ვაჭ­რობს და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თია რა­ი­ო­ნის­თვის..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

გა­ლის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი, თე­მურ ნა­და­რა­ია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შეხ­ვდა და ვი­თა­რე­ბის ახ­სნას შე­ე­ცა­და. მისი თქმით, "აფხა­ზეთ­ში 2016 წელს H1N1 ვირუ­სით ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი ვი­თა­რე­ბის გამო მი­ი­ღეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუ­მის ე.წ. ხელმღვა­ნე­ლო­ბამ ვი­თა­რე­ბის შერ­ბი­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა - ენერ­გე­ტი­კო­სებ­სა და მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს “სა­ზღვრის” გა­დაკ­ვე­თის უფ­ლე­ბა მის­ცეს. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ეს სა­ერ­თო სუ­რათს ვერ ამ­სუ­ბუ­ქებს. იმათ, ვი­საც სამ­სა­ხუ­რი ზუგ­დიდ­ში აქვთ, სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის საფრ­თხე შე­ექ­მნათ.

კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს, არის ე.წ. სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი, რაც აფხა­ზუ­რი მხა­რის მო­თხოვ­ნით, გალ­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი კი, ამ “დო­კუ­მენ­ტის” მი­ღე­ბა­ზე უარს აცხა­დებს.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა “აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის­თვის” მთა­ვა­რი ხერ­ხე­მა­ლია და ასე­თი ხის­ტი მიდ­გო­მა გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის...

აფხა­ზეთ­ში ცნო­ბი­ლი პუბ­ლი­ცის­ტი და­ვით და­სა­ნია ამ ფაქტს ვრცელ ფე­ის­ბუქპოსტს უძღვნის:

“ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­სა­ხუ­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას და მათი პრობ­ლე­მე­ბი ცი­ვი­ლუ­რი გზე­ბით უნდა გა­და­წყდეს... მე ვიცი, რომ იქ ბა­ღაფ­ში­სა და ან­ქვა­ბის პრე­ზი­დენ­ტო­ბის წლებ­ში, ვი­თა­რე­ბა და­წყნარ­და და მო­სახ­ლე­ო­ბამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლა... თუმ­ცა, აქვე ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ისი­ნი მი­დი­ან აფხა­ზე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, იქი­დან კი ევ­რო­პა­ში და ბევ­რმა მათ­გან­მა უკვე მი­ი­ღო სამ­სა­ხუ­რი და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც არის შვე­ი­ცა­რია, გერ­მა­ნია და ა.შ...

ჩვე­ნი შვი­ლე­ბი კი უმუ­შევ­რე­ბი არი­ან, ყო­ველ­გვა­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე... ადა­მი­ა­ნე­ბი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე მარ­ტო რჩე­ბი­ან, გა­ნათ­ლე­ბა რე­ფორ­მე­ბის გა­რე­შე კვდე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა იღუ­პე­ბა, კულ­ტუ­რის დეგ­რა­და­ცია ხდე­ბა... ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სია, კრი­ზი­სი კი, უფრო და უფრო მწვავ­დე­ბა," - წერს და­სა­ნია.

ის აფხა­ზე­ბი, რო­მელ­თა პო­ზი­ცი­ი­თაც, გა­ლე­ლებს აფხა­ზუ­რი დო­კუ­მენ­ტის ე.წ. ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის აღე­ბა არ სურთ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ:

“ჩვენ პენ­სი­ა­საც იღე­ბენ და სა­ქარ­თვე­ლო­დან დახ­მა­რე­ბა­საც, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა, აფხა­ზუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის აღე­ბა არ უნ­დათ... არ არის მარ­ტი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა," - წერს მარ­ლე­ნა ცკუა.

“სა­მურ­ზა­ყა­ნო­ე­ლე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ხალ­ხია აფხა­ზეთ­ში და ის, რა­საც ჩვენ მათ მი­მართ ვა­კე­თებთ, დის­კრი­მი­ნა­ცია კი არა, 21-ე სა­უ­კუ­ნის აპარ­თე­ი­დი ეწო­დე­ბა... რო­გორც ირ­კვე­ვა, მუდ­მი­ვად ვარ­ღვევთ მათ უფ­ლე­ბებს, არ ვაძ­ლევთ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, ვუ­ზღუ­დავთ გა­და­ად­გი­ლე­ბას, მკურ­ნა­ლო­ბას... სა­ხელ­მწი­ფოს დო­ნე­ზე ვა­რე­კე­ტებთ... ყო­ჩაღ, ასე გა­ვაგ­რძე­ლოთ” - წერს ად­გურ ხა­რა­ზია abkhaz-auto.ru-ს სტა­ტი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.

“რა­ტომ ხართ ასე ნე­გა­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი მათ მი­მართ? რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი და­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში უფა­სოდ სამ­კურ­ნა­ლოდ? ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან ეზი­დე­ბი­ან პრო­დუქტს და სო­ხუ­მის ბა­ზარ­ში ყი­დი­ან... თით­ქოს ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვართ და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ვი­ცით, რა­ტომ ვიკ­ვე­ბე­ბით გა­ლის რა­ი­ო­ნი­დან? რა­ტომ გა­დავ­დი­ვართ ქარ­თულ მხა­რეს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის­თვის და სამ­კურ­ნა­ლოდ. და­ვი­ჯე­რო, ის ხალ­ხი, ვინც გა­ლე­ლე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, ამას ვერ ხე­დავს?" - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ავტორი:

"გალელები საქართველოში, იქიდან კი ევროპაში მიდიან სამუშაოდ..." - გალის მოსახლეობის პროტესტი და აფხაზების მოსაზრებები

"გალელები საქართველოში, იქიდან კი ევროპაში მიდიან სამუშაოდ..." - გალის მოსახლეობის პროტესტი და აფხაზების მოსაზრებები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენგურის "გამშვები პუნქტის" დაკეტვას გალის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ასამდე ადგილობრივმა გალის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. მედია-კლუბ Апсны.иахьа-ს ცნობით, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა, გადაადგილების, საკვების, მედიკამენტებისა და სხვა მიმართულებით.

სოხუმის გადაწყვეტილებთ, 2019 წლის 10 იანვრიდან, ორი თვით, H1N1-ის ვირუსის გავრცელების რისკის გამო, ერთადერთი გამსვლელი პუნქტი ენგურზე ჩაიკეტა.

"ჩვენ მაშინვე შეგვექმნა პრობლემები ყველა კუთხით - ბევრი ზუგდიდში სწავლობს, მუშაობს, ვაჭრობს, მკურნალობს, სოციალურ დახმარებებს ვიღებთ... მეორე დღესვე გაჩნდა მედიკამენტებისა და საკვების პრობლემები... რაც დარჩა, იმაზე ფასები გაიზარდა. ჩვენი ხალხი ზუგდიდში ვაჭრობს და ეს მნიშვნელოვანი შეღავათია რაიონისთვის..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი, თემურ ნადარაია აქციის მონაწილეებს შეხვდა და ვითარების ახსნას შეეცადა. მისი თქმით, "აფხაზეთში 2016 წელს H1N1 ვირუსით ოთხი ადამიანი დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გარდაუვალი ვითარების გამო მიიღეს.

რამდენიმე დღის წინ, სოხუმის ე.წ. ხელმღვანელობამ ვითარების შერბილება გადაწყვიტა - ენერგეტიკოსებსა და მძიმე პაციენტებს “საზღვრის” გადაკვეთის უფლება მისცეს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს საერთო სურათს ვერ ამსუბუქებს. იმათ, ვისაც სამსახური ზუგდიდში აქვთ, სამსახურის დაკარგვის საფრთხე შეექმნათ.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გალის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, არის ე.წ. სამართლებრივი სტატუსი, რაც აფხაზური მხარის მოთხოვნით, გალში ცხოვრების უფლების შესაძლებლობას გულისხმობს. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, ამ “დოკუმენტის” მიღებაზე უარს აცხადებს.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გალის მოსახლეობა “აფხაზეთის ეკონომიკისთვის” მთავარი ხერხემალია და ასეთი ხისტი მიდგომა გამართლებული არ არის...

აფხაზეთში ცნობილი პუბლიცისტი დავით დასანია ამ ფაქტს ვრცელ ფეისბუქპოსტს უძღვნის:

“ადგილობრივი მოსახლეობა იმსახურებს ხელისუფლების ყურადღებას და მათი პრობლემები ცივილური გზებით უნდა გადაწყდეს... მე ვიცი, რომ იქ ბაღაფშისა და ანქვაბის პრეზიდენტობის წლებში, ვითარება დაწყნარდა და მოსახლეობამ ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელა... თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მიდიან აფხაზეთიდან საქართველოში, იქიდან კი ევროპაში და ბევრმა მათგანმა უკვე მიიღო სამსახური და ცხოვრების უფლება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვეიცარია, გერმანია და ა.შ...

ჩვენი შვილები კი უმუშევრები არიან, ყოველგვარი სამსახურისა და ანაზღაურების გარეშე... ადამიანები პრობლემების წინაშე მარტო რჩებიან, განათლება რეფორმების გარეშე კვდება, მეცნიერება იღუპება, კულტურის დეგრადაცია ხდება... ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსია, კრიზისი კი, უფრო და უფრო მწვავდება," - წერს დასანია.

ის აფხაზები, რომელთა პოზიციითაც, გალელებს აფხაზური დოკუმენტის ე.წ. ცხოვრების უფლების აღება არ სურთ, სოციალურ ქსელებში წერენ:

“ჩვენ პენსიასაც იღებენ და საქართველოდან დახმარებასაც, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, თუმცა, აფხაზური დოკუმენტაციის აღება არ უნდათ... არ არის მარტივი მდგომარეობა," - წერს მარლენა ცკუა.

“სამურზაყანოელები ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი ხალხია აფხაზეთში და ის, რასაც ჩვენ მათ მიმართ ვაკეთებთ, დისკრიმინაცია კი არა, 21-ე საუკუნის აპართეიდი ეწოდება... როგორც ირკვევა, მუდმივად ვარღვევთ მათ უფლებებს, არ ვაძლევთ დოკუმენტაციას, ვუზღუდავთ გადაადგილებას, მკურნალობას... სახელმწიფოს დონეზე ვარეკეტებთ... ყოჩაღ, ასე გავაგრძელოთ” - წერს ადგურ ხარაზია abkhaz-auto.ru-ს სტატიის კომენტარებში.

“რატომ ხართ ასე ნეგატიურად განწყობილი მათ მიმართ? რამდენი პროცენტი დადის საქართველოში უფასოდ სამკურნალოდ? ისინი საქართველოდან ეზიდებიან პროდუქტს და სოხუმის ბაზარში ყიდიან... თითქოს ძალიან ამაყები ვართ და ეს ყველაფერი არ ვიცით, რატომ ვიკვებებით გალის რაიონიდან? რატომ გადავდივართ ქართულ მხარეს სოციალური დახმარებებისთვის და სამკურნალოდ. დავიჯერო, ის ხალხი, ვინც გალელების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, ამას ვერ ხედავს?" - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს

"აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ საქართველოს აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს" - ასლან ბჟანია

"ასეთი უმწეობა 90-იანებში არ გვახსოვს... სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა" - აფხაზეთი შიმშილისა და უიმედობის პირისპირ