მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო მნიშვნელობის რა გამოგონება ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილის გენიოს წინაპარს - უცნობი ფაქტები გიორგი ნიკოლაძეზე
მსოფლიო მნიშვნელობის რა გამოგონება ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილის გენიოს წინაპარს - უცნობი ფაქტები გიორგი ნიკოლაძეზე

"ცნო­ბილ­მა ფრან­გმა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა და ექ­სპერ­ტმა გა­მომ­თვლე­ლი მან­ქა­ნე­ბის სა­კი­თხებ­ში მო­რის დ'ოკან­მა, საფ­რან­გე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის სხდო­მა­ზე 1928 წლის 16 იან­ვარს გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის მიერ გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი ელექტრო­გა­მომ­თვლე­ლი მან­ქა­ნა სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რია" - ნიკო ნი­კო­ლა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, ლია ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი ნიკო ნი­კო­ლა­ძის შვი­ლის, გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის (სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მა­მის ბიძა, დე­დის მხრი­დან) უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­მო­გო­ნე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტამ თუ იცის...

მე­ტა­ლურ­გი, გე­ო­მეტ­რი, ტერ­მი­ნო­ლო­გი, გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, ტან­მო­ვარ­ჯი­შე და მთამ­სვლე­ლი - გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე 42 წლი­სა წა­ვი­და ცხოვ­რე­ბი­დან და იმ­დე­ნის გა­კე­თე­ბა მო­ას­წრო, რომ მისი ღვაწ­ლი მუ­დამ გა­მო­იწ­ვევს გა­ო­ცე­ბა­სა და აღ­ტა­ცე­ბას.

"აკა­დე­მი­კო­სი ბო­გო­ლი­უ­ბო­ვი თა­ვის მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში - “გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე”, გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რის სი­ტყვე­ბით წერ­და ელექტრო­გა­მომ­თვლელ მან­ქა­ნა­ზე: “უკა­ნას­კნე­ლი არით­მე­ტი­კუ­ლი მან­ქა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა წარ­მო­ად­გენს მან­ქა­ნებს მხო­ლოდ მიმ­დევ­რო­ბი­თი შეკ­რე­ბი­სა და გა­მოკ­ლე­ბი­სათ­ვის. ყვე­ლა ეს მან­ქა­ნა (მათ რი­ცხვში შე­დის აგ­რეთ­ვე გამ­რავ­ლე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა) შე­და­რე­ბით რთუ­ლია და შე­ი­ცავს დე­ტა­ლებს, რომ­ლე­ბიც ად­ვი­ლად ცვდე­ბა. ეს მან­ქა­ნე­ბი მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა­ცაა. მან­ქა­ნა, რომ­ლის აგე­ბა­საც მე ვვა­რა­უ­დობ, სავ­სე­ბით ავ­ტო­მა­ტუ­რია: მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი უმალ­ვე მი­ი­ღე­ბა ორი ციფ­რის მო­ცე­მის შემ­დეგ კნოპ­ზე უბ­რა­ლო და­ჭე­რით.

გარ­და ამი­სა, მან­ქა­ნას არ აქვს არც მო­ტო­რი, არც კბი­ლე­ბი­ა­ნი თვლე­ბი, არც სხვა, ცო­ტად თუ ბევ­რად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი. ის მუ­შა­ობს კო­მუ­ტა­ტო­რე­ბის სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დი ელექტრო­მაგ­ნი­ტის დახ­მა­რე­ბით. კო­მუ­ტა­ტო­რე­ბი გან­სა­ზღვრავს წყვე­ტი­ლო­ბა­სა და აუ­ცი­ლე­ბელ წრე­დებს. მან­ქა­ნა შედ­გე­ბა ორი ნა­წი­ლი­სა­გან: პირ­ვე­ლი გან­კუთ­ვნი­ლია შეკ­რე­ბი­სა და გა­მოკ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. მე­ო­რე, გამ­რავ­ლე­ბი­სა და გა­ყო­ფი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ნა­წი­ლი უფრო მარ­ტი­ვია. აქ მე გა­მო­ვი­ყე­ნე ფრან­გი ინ­ჟინ­რის ჟე­ნა­ი­ლის ჩხი­რე­ბის იდეა".

- კი­დევ რა ცნო­ბე­ბი გვხვდე­ბა ამ უნი­კა­ლურ გა­მო­გო­ნე­ბა­ზე?

- ცნო­ბილ­მა ფრან­გმა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა და ექ­სპერ­ტმა გა­მომ­თვლე­ლი მან­ქა­ნე­ბის სა­კი­თხებ­ში მო­რის დო­კან­მა საფ­რან­გე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის სხდო­მა­ზე 1928 წლის 16 იან­ვარს გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის მიერ გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი ამოხ­სნა სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რია. "უფრო მე­ტიც - ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბით ღირ­სე­უ­ლად ის წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა, რომ ამოხ­სნა შე­ი­ცავს წმინ­და ელექტრულ მო­წყო­ბი­ლო­ბას, რო­მე­ლიც უაღ­რე­სად გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლუ­რად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ჟე­ნა­ი­ლის მიერ მის გა­სამ­რავ­ლე­ბელ სა­ხა­ზა­ვებ­ში მო­ცე­მულ პრინ­ციპ­ზე...

ეს პირ­ვე­ლი ასე­თი გა­მო­გო­ნე­ბაა და გუ­ლით ვი­სურ­ვებ­დი, რომ მო­ნა­ხუ­ლი­ყო კონ­სტრუქ­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და ბ-ნ ნი­კო­ლა­ძის შე­სა­ნიშ­ნავ პრო­ექტს" - ამ­ბობ­და დ'ოკა­ნი. შე­კი­თხვას, და­აჩ­ქა­რებს თუ არა მან­ქა­ნა ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბას, დ'ოკან­მა უპა­სუ­ხა: - “დიახ, მე მი­მაჩ­ნია, რომ ის და­აჩ­ქა­რებს ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბას, რომ გა­ცი­ლე­ბით იაფი ეღი­რე­ბა, გაც­ვე­თით კი გვი­ან გაცვდე­ბა”.

გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის დარ­გში იმ დრო­ის უდი­დე­სი ავ­ტო­რი­ტე­ტის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ასე­თი შე­ფა­სე­ბა ფრი­ად და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი იყო. პრო­ექ­ტის ხორ­ცშეს­ხმა კი არც ისე იოლი აღ­მოჩ­ნდა... 1928 წლის მარ­ტში გი­ორ­გი წერ­და თა­ვის უფ­როს დას (პროფ. რუ­სუ­დან ნი­კო­ლა­ძეს):

ნიკო ნი­კო­ლა­ძის ოჯა­ხი

"... ჩემ მიერ გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი არით­მო­მეტ­რი მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მა­ტურ ტე­ლე­ფონ­თან და ამი­ტო­მაც გა­ვე­ცა­ნი ამ გა­მო­გო­ნე­ბის ყვე­ლა სის­ტე­მას, რომ მათ­გან ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ავარ­ჩიო ჩემი ელექტრო­გა­მომ­თვლე­ლი­სათ­ვის. სწო­რედ ამ დროს თვით ბედ­მა შე­მახ­ვედ­რა ერთ შე­სა­ნიშ­ნავ გა­მომ­გო­ნე­ბელ­თან. მე მგო­ნია, მან სა­ბო­ლო­ოდ გა­დაჭ­რა ავ­ტო­მა­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის პრობ­ლე­მა, რო­მელ­თა შო­რის ჩემ არით­მო­მეტრს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს...

ჩემ­მა არით­მო­მეტრმა ძა­ლი­ან და­ა­ინ­ტე­რე­სა ეს გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი და თქვა, რომ ასე­თი არით­მო­მეტ­რის წყა­ლო­ბით სათ­ვლე­ლი მან­ქა­ნა მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­დე­ბა იმის მაგ­ვა­რად, რო­გორც "ფორდმა" და "სიტ­რო­ენ­მა" ავ­ტო­მო­ბი­ლი გვა­რი­ა­ნად გა­ა­ი­ა­ფეს და ადრე თუ მხო­ლოდ მდიდ­რე­ბის­თვის იყო მი­საწ­ვდო­მი, ახლა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­კუთ­რე­ბად აქ­ცი­ეს. მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ ჩემი გა­მო­გო­ნე­ბის თე­ო­რი­ი­დან საქ­მე­ზე - მო­დე­ლის აგე­ბა­ზე გა­და­ვი­დე, სა­ჭი­როა გა­ცი­ლე­ბით მეტი თან­ხა, ვიდ­რე ადრე გა­მო­უც­დე­ლო­ბით ვვა­რა­უ­დობ­დი..." - წერ­და გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე დას.

- რა მოხ­და შემ­დეგ?

- პა­ტენ­ტის აღე­ბა და მო­დე­ლის აგე­ბა პა­რიზ­ში გი­ორ­გიმ ვე­ღარ შეძ­ლო სახ­სრე­ბის უქონ­ლო­ბის გამო. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს არც მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­ეხ­მა­რა. მო­დე­ლი პო­ლი­ტექ­ნი­კურ მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცა მოს­კოვ­ში და იქ იყო გა­მო­ფე­ნი­ლი ერთ-ერთ ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე. 1936 წელს მო­დე­ლი და­ი­კარ­გა და აქამ­დე ვერ მო­ხერ­ხდა მისი აღ­მო­ჩე­ნა. შე­მორ­ჩე­ნი­ლი არაა არც აღ­წე­რა, არც ნა­ხა­ზე­ბი, ამი­ტომ მისი აღ­დგე­ნა ძნე­ლია.

მან­ქა­ნის არ­სის აღ­მწე­რი ერ­თა­დერ­თი დო­კუ­მენ­ტი არის გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის მიერ პა­რიზ­ში შედ­გე­ნი­ლი სა­პა­ტენ­ტო აღ­წე­რა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნად­მე ნა­თელ­ყოფს მისი მოქ­მე­დე­ბის პრინ­ციპს, რო­გორც ტექ­ნი­კის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ველ ცდას - სათ­ვლე­ლი მან­ქა­ნა აი­გოს სრუ­ლი­ად ახალ პრინ­ციპ­ზე ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის მიერ გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი “პირ­და­პი­რი გამ­რავ­ლე­ბის ელექტრო­ა­რით­მო­მეტ­რი” შე­ი­ცავს მხო­ლოდ უკი­დუ­რე­სად მარ­ტივ და მტკი­ცე ორ­გა­ნო­ებს, მოკ­ლე­ბუ­ლია მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კლა­ვი­შე­ბი­ა­ნი კლა­ვი­ა­ტუ­რის კბი­ლა­ნა თვლებს და ა.შ." - გვი­ამ­ბობს ლია ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი.

ნიკო და გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი

პრო­ფე­სო­რი ვაჟა შუ­ბი­თი­ძე, რო­მე­ლიც 20 წე­ლია ნიკო ნი­კო­ლა­ძის მემ­კვიდ­რე­ო­ბას სწავ­ლობს, მი­იჩ­ნევს რომ, ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის­ნა­ი­რი პატ­რი­ო­ტი, საქ­მი­ა­ნი და სა­ნი­მუ­შო ოჯა­ხი ახალ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლა. გე­ნი­ო­სი მა­მის არა­ნაკ­ლებ ნი­ჭი­ერ­მა შვი­ლებ­მა ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რძე­ლეს ნი­კოს მიერ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და ბევ­რი ახა­ლიც შე­მა­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს.

გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძემ წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია მა­თე­მა­ტი­კა­ში, პა­რიზ­ში, სორ­ბო­ნა­ში. მისი პრო­ექ­ტით აშენ­და პირ­ვე­ლი მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი (ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა) ქარ­ხა­ნა ზეს­ტა­ფონ­ში, მერე კი უკ­რა­ი­ნა­შიც (ენა­კი­ე­ვო), სა­დაც დღემ­დე დგას გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის ბი­უს­ტი. გი­ორ­გიმ ჯერ კი­დევ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პირ­ვე­ლი სპორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "შე­ვარ­დე­ნი", რი­თაც და­ი­წყო სპორ­ტი­სად­მი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მა, იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მთას­ვლე­ლი ალექ­სან­დრა ჯა­ფა­რი­ძეს­თან და თა­ვის დას­თან ერ­თად.

გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე ვარ­ჯი­შის დროს

ნიკო და გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი­ვე ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მომ­ტა­ნე­ბი და დამ­ნერ­გა­ვე­ბი - სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ტო­ნი პირ­ვე­ლად ნიკო ნი­კო­ლა­ძემ გა­მო­ი­ყე­ნა ფო­თის პორ­ტის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის დროს და ბე­ტო­ნი­თაა მის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი ფო­თის ბი­ზან­ტი­უ­რი სტი­ლის ეკ­ლე­სია, მან­ვე შექ­მნა პირ­ვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ბან­კი ფოთ­ში, და­ბეჭ­და ლა­ტა­რი­ის ბი­ლე­თე­ბი, შე­მო­ი­ღო ნა­ხე­ვარ­კა­პი­კი­ა­ნი გა­და­სა­ხა­დი და ფოთს მო­ახ­მა­რა. ამ კუ­თხით სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპო­ნა­ტებს ნა­ხავთ მის დი­დე­ბულ სახლ-მუ­ზე­უმ­ში დიდ ჯი­ხა­იშ­ში.

ფოტო: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე, ნიკო ნი­კო­ლა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

მსოფლიო მნიშვნელობის რა გამოგონება ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილის გენიოს წინაპარს - უცნობი ფაქტები გიორგი ნიკოლაძეზე

მსოფლიო მნიშვნელობის რა გამოგონება ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილის გენიოს წინაპარს - უცნობი ფაქტები გიორგი ნიკოლაძეზე

"ცნობილმა ფრანგმა გამომგონებელმა და ექსპერტმა გამომთვლელი მანქანების საკითხებში მორის დ'ოკანმა, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე 1928 წლის 16 იანვარს განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლაძის მიერ გამოგონებული ელექტროგამომთვლელი მანქანა სრულიად სხვაგვარია" - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილის, გიორგი ნიკოლაძის (სალომე ზურაბიშვილის მამის ბიძა, დედის მხრიდან) უმნიშვნელოვანეს გამოგონებაზე გვესაუბრება, რომლის შესახებაც საქართველოში ცოტამ თუ იცის...

მეტალურგი, გეომეტრი, ტერმინოლოგი, გამომგონებელი, ტანმოვარჯიშე და მთამსვლელი - გიორგი ნიკოლაძე 42 წლისა წავიდა ცხოვრებიდან და იმდენის გაკეთება მოასწრო, რომ მისი ღვაწლი მუდამ გამოიწვევს გაოცებასა და აღტაცებას.

"აკადემიკოსი ბოგოლიუბოვი თავის მონოგრაფიაში - “გიორგი ნიკოლაძე”, გამოგონების ავტორის სიტყვებით წერდა ელექტროგამომთვლელ მანქანაზე: “უკანასკნელი არითმეტიკული მანქანების უმრავლესობა წარმოადგენს მანქანებს მხოლოდ მიმდევრობითი შეკრებისა და გამოკლებისათვის. ყველა ეს მანქანა (მათ რიცხვში შედის აგრეთვე გამრავლებისათვის განკუთვნილი რამდენიმე მანქანა) შედარებით რთულია და შეიცავს დეტალებს, რომლებიც ადვილად ცვდება. ეს მანქანები მაღალი ღირებულებისაცაა. მანქანა, რომლის აგებასაც მე ვვარაუდობ, სავსებით ავტომატურია: მოქმედების შედეგი უმალვე მიიღება ორი ციფრის მოცემის შემდეგ კნოპზე უბრალო დაჭერით.

გარდა ამისა, მანქანას არ აქვს არც მოტორი, არც კბილებიანი თვლები, არც სხვა, ცოტად თუ ბევრად ძვირადღირებული დეტალები. ის მუშაობს კომუტატორების სისტემაზე მოქმედი ელექტრომაგნიტის დახმარებით. კომუტატორები განსაზღვრავს წყვეტილობასა და აუცილებელ წრედებს. მანქანა შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი განკუთვნილია შეკრებისა და გამოკლების ოპერაციების შესასრულებლად. მეორე, გამრავლებისა და გაყოფისათვის განკუთვნილი ნაწილი უფრო მარტივია. აქ მე გამოვიყენე ფრანგი ინჟინრის ჟენაილის ჩხირების იდეა".

- კიდევ რა ცნობები გვხვდება ამ უნიკალურ გამოგონებაზე?

- ცნობილმა ფრანგმა გამომგონებელმა და ექსპერტმა გამომთვლელი მანქანების საკითხებში მორის დოკანმა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე 1928 წლის 16 იანვარს განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლაძის მიერ გამოგონებული ამოხსნა სრულიად სხვაგვარია. "უფრო მეტიც - ჩვენ განსაკუთრებით ღირსეულად ის წარმოგვიდგება, რომ ამოხსნა შეიცავს წმინდა ელექტრულ მოწყობილობას, რომელიც უაღრესად გონებამახვილურად არის გამოყენებული და დაფუძნებულია ჟენაილის მიერ მის გასამრავლებელ სახაზავებში მოცემულ პრინციპზე...

ეს პირველი ასეთი გამოგონებაა და გულით ვისურვებდი, რომ მონახულიყო კონსტრუქტორი, რომელიც განახორციელებდა ბ-ნ ნიკოლაძის შესანიშნავ პროექტს" - ამბობდა დ'ოკანი. შეკითხვას, დააჩქარებს თუ არა მანქანა ოპერაციების წარმოებას, დ'ოკანმა უპასუხა: - “დიახ, მე მიმაჩნია, რომ ის დააჩქარებს ოპერაციების წარმოებას, რომ გაცილებით იაფი ეღირება, გაცვეთით კი გვიან გაცვდება”.

გამოყენებითი მათემატიკის დარგში იმ დროის უდიდესი ავტორიტეტის მიერ გამოთქმული ასეთი შეფასება ფრიად დამაიმედებელი იყო. პროექტის ხორცშესხმა კი არც ისე იოლი აღმოჩნდა... 1928 წლის მარტში გიორგი წერდა თავის უფროს დას (პროფ. რუსუდან ნიკოლაძეს):

ნიკო ნიკოლაძის ოჯახი

"... ჩემ მიერ გამოგონებული არითმომეტრი მჭიდროდაა დაკავშირებული ავტომატურ ტელეფონთან და ამიტომაც გავეცანი ამ გამოგონების ყველა სისტემას, რომ მათგან ყველაზე შესაფერისი ავარჩიო ჩემი ელექტროგამომთვლელისათვის. სწორედ ამ დროს თვით ბედმა შემახვედრა ერთ შესანიშნავ გამომგონებელთან. მე მგონია, მან საბოლოოდ გადაჭრა ავტომატური მექანიზმების პრობლემა, რომელთა შორის ჩემ არითმომეტრს პირველი ადგილი უჭირავს...

ჩემმა არითმომეტრმა ძალიან დააინტერესა ეს გამომგონებელი და თქვა, რომ ასეთი არითმომეტრის წყალობით სათვლელი მანქანა მსოფლიოში გავრცელდება იმის მაგვარად, როგორც "ფორდმა" და "სიტროენმა" ავტომობილი გვარიანად გააიაფეს და ადრე თუ მხოლოდ მდიდრებისთვის იყო მისაწვდომი, ახლა მთელი მსოფლიოს საკუთრებად აქციეს. მაგრამ იმისათვის, რომ ჩემი გამოგონების თეორიიდან საქმეზე - მოდელის აგებაზე გადავიდე, საჭიროა გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე ადრე გამოუცდელობით ვვარაუდობდი..." - წერდა გიორგი ნიკოლაძე დას.

- რა მოხდა შემდეგ?

- პატენტის აღება და მოდელის აგება პარიზში გიორგიმ ვეღარ შეძლო სახსრების უქონლობის გამო. სამშობლოში დაბრუნებულს არც მაშინდელი ხელისუფლება არ დაეხმარა. მოდელი პოლიტექნიკურ მუზეუმს გადაეცა მოსკოვში და იქ იყო გამოფენილი ერთ-ერთ ექსპოზიციაზე. 1936 წელს მოდელი დაიკარგა და აქამდე ვერ მოხერხდა მისი აღმოჩენა. შემორჩენილი არაა არც აღწერა, არც ნახაზები, ამიტომ მისი აღდგენა ძნელია.

მანქანის არსის აღმწერი ერთადერთი დოკუმენტი არის გიორგი ნიკოლაძის მიერ პარიზში შედგენილი საპატენტო აღწერა, რომელიც რამდენადმე ნათელყოფს მისი მოქმედების პრინციპს, როგორც ტექნიკის ისტორიაში პირველ ცდას - სათვლელი მანქანა აიგოს სრულიად ახალ პრინციპზე ელექტრომაგნიტური კავშირების გამოყენებით. გიორგი ნიკოლაძის მიერ გამოგონებული “პირდაპირი გამრავლების ელექტროარითმომეტრი” შეიცავს მხოლოდ უკიდურესად მარტივ და მტკიცე ორგანოებს, მოკლებულია მრავალრიცხოვანი კლავიშებიანი კლავიატურის კბილანა თვლებს და ა.შ." - გვიამბობს ლია ბიბილეიშვილი.

ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები

პროფესორი ვაჟა შუბითიძე, რომელიც 20 წელია ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობას სწავლობს, მიიჩნევს რომ, ნიკოლაძეებისნაირი პატრიოტი, საქმიანი და სანიმუშო ოჯახი ახალ საქართველოში არ ყოფილა. გენიოსი მამის არანაკლებ ნიჭიერმა შვილებმა ღირსეულად გააგრძელეს ნიკოს მიერ დაწყებული საქმეები და ბევრი ახალიც შემატეს საქართველოს.

გიორგი ნიკოლაძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მათემატიკაში, პარიზში, სორბონაში. მისი პროექტით აშენდა პირველი მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) ქარხანა ზესტაფონში, მერე კი უკრაინაშიც (ენაკიევო), სადაც დღემდე დგას გიორგი ნიკოლაძის ბიუსტი. გიორგიმ ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოაყალიბა პირველი სპორტული საზოგადოება "შევარდენი", რითაც დაიწყო სპორტისადმი პროფესიონალური მიდგომა, იყო ერთ-ერთი პირველი მთასვლელი ალექსანდრა ჯაფარიძესთან და თავის დასთან ერთად.

გიორგი ნიკოლაძე ვარჯიშის დროს

ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები იყვნენ საქართველოში ყოველივე ახალი ტექნოლოგიების შემომტანები და დამნერგავები - საქართველოში ბეტონი პირველად ნიკო ნიკოლაძემ გამოიყენა ფოთის პორტის რეკონსტრუქციის დროს და ბეტონითაა მის მიერ აშენებული ფოთის ბიზანტიური სტილის ეკლესია, მანვე შექმნა პირველი თანამედროვე ტიპის ბანკი ფოთში, დაბეჭდა ლატარიის ბილეთები, შემოიღო ნახევარკაპიკიანი გადასახადი და ფოთს მოახმარა. ამ კუთხით საინტერესო ექსპონატებს ნახავთ მის დიდებულ სახლ-მუზეუმში დიდ ჯიხაიშში.

ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ