პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
250 000 ლარის ოდენობის ქრთამი და დაკავებული ჩინოვნიკები - რა სქემისთვის დააკავეს ვაკის გამგებლის მოადგილე და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე
250 000 ლარის ოდენობის ქრთამი და დაკავებული ჩინოვნიკები - რა სქემისთვის დააკავეს ვაკის გამგებლის მოადგილე და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

სუს-მა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე თბი­ლი­სის მე­რი­ის ვა­კის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუა და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ბრი­ფინ­გი ჩა­ტარ­და.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ამ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილს და­ა­კავ­ში­რა უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის შეს­ყიდ­ვით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

„სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ვა­კის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუა და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ამ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილს და­ა­კავ­ში­რა უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის შეს­ყიდ­ვით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი უცხო­ელ ბიზ­ნეს­მენს აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბის წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ ფა­სად აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნას და აღ­ნიშ­ნუ­ლი აუქ­ცი­ო­ნის გზით ხსე­ნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც ქრთა­მის სა­ხით 250 000 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა.

თა­ვის მხრივ, თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ამ გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია თან­ხის გა­დახ­დის გა­რან­ტად, უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის 16%-იან წი­ლის ივა­ნე­იშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა­სა და 250 000 ლა­რის ქრთა­მის სა­ხით აღე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ას მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 25-338-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 11-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს“, - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.

ამას­თან, სუს-მა გუ­შინ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ ფა­სად აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნის სა­ნაც­ვლოდ, ქრთა­მის სა­ხით 250 000 ლარი აიღო.

უწყე­ბის ცნო­ბით, გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილს 11-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ვა­კის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს - თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ას 11-დან 15-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

250 000 ლარის ოდენობის ქრთამი და დაკავებული ჩინოვნიკები - რა სქემისთვის დააკავეს ვაკის გამგებლის მოადგილე და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

250 000 ლარის ოდენობის ქრთამი და დაკავებული ჩინოვნიკები - რა სქემისთვის დააკავეს ვაკის გამგებლის მოადგილე და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩატარდა.

სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.

გამოძიება თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - განაცხადეს სუს-ში.

ამასთან, სუს-მა გუშინ გააკეთა განცხადება წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილის დაკავების შესახებ, რომელმაც საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 250 000 ლარი აიღო.

უწყების ცნობით, გრიგოლ ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იხილეთ ვიდეო: ვაკის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დააკავეს - თეიმურაზ ჩოჩუას 11-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი