მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 წლის ბიჭი, რომელიც ასი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, 13-დღიანი ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი ამოიყვანეს
2 წლის ბიჭი, რომელიც ასი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, 13-დღიანი ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი ამოიყვანეს

13-დღი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია ეს­პა­ნეთ­ში ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და - 110 მეტ­რის სიღ­რმის ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლი ორი წლის ბი­ჭუ­ნა, მაშ­ვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ამო­იყ­ვა­ნეს.

ბი­ჭის სხე­ულს მაშ­ვე­ლებ­მა 26 იან­ვარს, ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მი­აკ­ვლი­ეს. ხუ­ლენ რო­სელ­ლო (Julen Rosello) ვიწ­რო ხვრელ­ში 13 იან­ვარს ჩა­ვარ­და, როცა ეს­პა­ნე­თის სამ­ხრე­თით, ტო­ტა­ლან­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად პიკ­ნიკ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, თუმ­ცა 26 იან­ვარს, სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა:

"ღა­მით 1:25 სა­ათ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­მა მი­აღ­წია ად­გილს, სა­დაც ბიჭი ეგუ­ლე­ბო­დათ და სამ­წუ­ხა­როდ, მისი უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი იპო­ვეს. ჩემი სამ­ძი­მა­რი ოჯახს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პედ­რო სან­ჩეს­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა: "მთე­ლი ეს­პა­ნე­თი დამ­წუხ­რე­ბუ­ლია და იზი­ა­რებს ხუ­ლე­ნის ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას. ჩვენ ერ­თად ვა­დევ­ნებ­დით თვალს, რო­გორ უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ მაშ­ვე­ლე­ბი მას. ყო­ველ­თვის და­ვა­ფა­სებთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას, რომ­ლე­ბიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად ეძებ­დნენ ბიჭს ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში".

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში 100 მაშ­ვე­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ვიწ­რო ჭაში სა­მუ­შა­ო­ე­ბი მათ რო­ბო­ტი-კა­მე­რის დახ­მა­რე­ბით და­ი­წყეს, რად­გან ხვრელ­ში მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნი ვერ ჩა­ე­ტე­ო­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბავ­შვი პიკ­ნი­კის დროს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მშობ­ლე­ბის თვალ­თა­ხედ­ვი­დან გაქ­რა და ხვრელ­ში ჩა­ვარ­და. ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას მთე­ლი ეს­პა­ნე­თი ადევ­ნებ­და თვალს, ად­გილ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და რო­სელ­ლო­ე­ბის ოჯა­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად. 2017 წლის მა­ის­ში წყვილ­მა უფ­რო­სი შვი­ლი, ოლი­ვე­რი და­კარ­გა. ბავ­შვი გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ბი­ჭის მა­მამ ხო­სემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და:

"მე და ჩემი მე­უღ­ლე მკვდრე­ბი ვართ. იმედს არ ვკარ­გავთ, რომ გვყავს ან­გე­ლო­ზი, რო­მე­ლიც მას აქე­დან ამოგ­ვაყ­ვა­ნი­ნებს. ოლი­ვერ, არ და­ი­ვი­წყო შენი ძმა ხუ­ლე­ნი. შენ იცი რამ­დე­ნი ხანი ვე­ლო­დით მას... ვიცი რომ მას იცავ, ჩემო პა­ტა­რა მეფე".

იხი­ლეთ ვი­დეო: 2 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც 100 მეტ­რის სი­მაღ­ლის ჭაში ჩა­ვარ­და, 13 დღის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლი ამო­იყ­ვა­ნეს - ეს­პა­ნე­თის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის გრა­ფი­კუ­ლი ვი­დეო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

2 წლის ბიჭი, რომელიც ასი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, 13-დღიანი ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი ამოიყვანეს

2 წლის ბიჭი, რომელიც ასი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, 13-დღიანი ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი ამოიყვანეს

13-დღიანი სამაშველო ოპერაცია ესპანეთში ტრაგიკულად დასრულდა - 110 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ორი წლის ბიჭუნა, მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს.

ბიჭის სხეულს მაშველებმა 26 იანვარს, ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ მიაკვლიეს. ხულენ როსელლო (Julen Rosello) ვიწრო ხვრელში 13 იანვარს ჩავარდა, როცა ესპანეთის სამხრეთით, ტოტალანში მშობლებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა.

სამაშველო ოპერაციამ ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, თუმცა 26 იანვარს, სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა:

"ღამით 1:25 საათზე სამაშველო ჯგუფმა მიაღწია ადგილს, სადაც ბიჭი ეგულებოდათ და სამწუხაროდ, მისი უსიცოცხლო სხეული იპოვეს. ჩემი სამძიმარი ოჯახს" - ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმაც გააკეთა განცხადება: "მთელი ესპანეთი დამწუხრებულია და იზიარებს ხულენის ოჯახის მწუხარებას. ჩვენ ერთად ვადევნებდით თვალს, როგორ უახლოვდებოდნენ მაშველები მას. ყოველთვის დავაფასებთ იმ ადამიანების ძალისხმევას, რომლებიც თავდაუზოგავად ეძებდნენ ბიჭს ამ ხნის განმავლობაში".

სამაშველო ოპერაციაში 100 მაშველი და სამედიცინო პერსონალი მონაწილეობდა. ვიწრო ჭაში სამუშაოები მათ რობოტი-კამერის დახმარებით დაიწყეს, რადგან ხვრელში მოზრდილი ადამიანი ვერ ჩაეტეოდა.

როგორც ცნობილია, ბავშვი პიკნიკის დროს, საღამოს საათებში მშობლების თვალთახედვიდან გაქრა და ხვრელში ჩავარდა. ოპერაციის მიმდინარეობას მთელი ესპანეთი ადევნებდა თვალს, ადგილზე უამრავი ადამიანი მივიდა როსელლოების ოჯახის მხარდასაჭერად. 2017 წლის მაისში წყვილმა უფროსი შვილი, ოლივერი დაკარგა. ბავშვი გულის თანდაყოლილი დაავადების შედეგად გარდაიცვალა.

ოპერაციის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიჭის მამამ ხოსემ ჟურნალისტებს განუცხადა:

"მე და ჩემი მეუღლე მკვდრები ვართ. იმედს არ ვკარგავთ, რომ გვყავს ანგელოზი, რომელიც მას აქედან ამოგვაყვანინებს. ოლივერ, არ დაივიწყო შენი ძმა ხულენი. შენ იცი რამდენი ხანი ველოდით მას... ვიცი რომ მას იცავ, ჩემო პატარა მეფე".

იხილეთ ვიდეო: 2 წლის ბიჭი, რომელიც 100 მეტრის სიმაღლის ჭაში ჩავარდა, 13 დღის შემდეგ გარდაცვლილი ამოიყვანეს - ესპანეთის სამაშველო ოპერაციის გრაფიკული ვიდეო

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე