პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოიდგინე, მოდელი ხარ და უცებ უამრავ ავადმყოფს უყურებ" - თამთა შედანია კარიერასა და კრიზისულ პერიოდზე
"წარმოიდგინე, მოდელი ხარ და უცებ უამრავ ავადმყოფს უყურებ" - თამთა შედანია კარიერასა და კრიზისულ პერიოდზე

მო­დელ­მა თამ­თა შე­და­ნი­ამ სა­კუ­თარ შე­მო­სა­ვალს გემო მცი­რე ასაკ­ში­ვე გა­უ­გო: 14 წლის გო­გო­ნა სო­ლი­დურ ჰო­ნო­რა­რებს იღებ­და, რი­თიც უცხო­ეთ­შიც კომ­ფორ­ტუ­ლად ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახ­საც არ­ჩენ­და... მო­დელს ცხოვ­რე­ბა­ში სირ­თუ­ლე­ე­ბიც შეჰ­ქმნია. მო­დე­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი საქ­მე არ ყო­ფი­ლა, რი­თიც თამ­თა შე­და­ნია თავს ირ­ჩენ­და...

- სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა 14 წლი­სამ და­ვი­წყე - კონ­ტრაქ­ტით საფ­რან­გეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე. შემ­დეგ საფ­რან­გე­თის სა­ა­გენ­ტომ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­ა­გენ­ტო­ებ­ში გა­მიშ­ვა - 3-4-თვი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბით ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო მო­ვი­ა­რე. არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბი ვერ და­მე­ფა­რა. ალ­ბათ, იმ პე­რი­ოდ­ში, სა­მო­დე­ლო ბა­ზარ­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი გა­რეგ­ნო­ბა მქონ­და. ჩემი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 კვი­რით ჩა­მოვ­დი­ო­დი, შემ­დეგ ისევ სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი. ჰონ­კონ­გში არ­სე­ბულ სა­ა­გენ­ტოს ძა­ლი­ან მოვ­წონ­დი და გა­დავ­წყვი­ტე, ყო­ველ 3 თვე­ში ერთხელ სა­მუ­შაო ლო­კა­ცია აღარ შე­მეც­ვა­ლა. მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჰონ­კონ­გში ბრი­ტა­ნულ აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი. 20 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. მა­შინ ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა და დავ­თან­ხმდი - სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი კა­რი­ე­რა აქე­დან და­ი­წყო.

2012 წელს "მის სამ­ყა­რო­ზე" გა­ვემ­გზავ­რე... სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, როცა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, 1 წელი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ­დი (უცხო­ეთ­ში პი­ა­რის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე). შემ­დეგ ამ სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი, რად­გან "მის სამ­ყა­რო­ზე" გამ­გზავ­რე­ბა მო­მიხ­და. კონ­კურ­სზე დიდ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წიე - მხო­ლოდ "ტოპ მო­დე­ლის" ტი­ტუ­ლი "ავი­ღე". ჩემი აზ­რით, სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ, ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რის შან­სი მექ­ნე­ბო­და. 2013 წელს "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, ამი­ტომ "მი­სო­ბა" 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მიხ­და და "მის მსოფ­ლი­ო­ზე" გა­ვემ­გზავ­რე. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ტაიმ-აუტი ავი­ღე - ბავ­შვზე ვზრუ­ნავ­დი. მია წლის და 3 თვის იყო, როცა უკვე შე­მეძ­ლო დე­დის­თვის ან ოჯა­ხის სხვა წევ­რის­თვის და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, ია კიწ­მა­რიშ­ვილ­თან კონ­ტრაქ­ტის ვადა დას­რულ­და და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­დე­ლი გავ­ხდი. უცხო­ე­თის სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ძვე­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი აღ­ვად­გი­ნე და 3-4 თვით გამ­გზავ­რე­ბა და­ვი­წყე. ისე მოხ­და, რომ ოჯა­ხი და­მენგრა - მარ­ტო­ხე­ლა დედა ვი­ყა­ვი. შვი­ლი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თა­ვად მი­წევ­და. ყო­ველ სამ თვე­ში ერთხელ მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი შან­ხა­ი­ში, ჰონ­კონ­გში, ამე­რი­კა­ში, დავ­დი­ო­დი იტა­ლი­ა­ში "ფე­შენ ვიკ­ზე"...

როცა მივ­ხვდი, ბავ­შვი უკვე აა­ნა­ლი­ზებ­და, რომ დედა მის გვერ­დით არ იყო და ვე­ნატ­რე­ბო­დი, სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლე - შვილს დიდი ხნით ვე­ღარ ვტო­ვებ­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩი და მუ­შა­ო­ბა ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში და­ვი­წყე (მიმ­ღებ­ში და პი­ა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ორ­მაგ სამ­სა­ხურს დავ­თან­ხმდი, რომ მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მქო­ნო­და). აქ მო­დის სფე­რო ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის, რომ მხო­ლოდ მო­დე­ლო­ბით დავ­კავ­დე. თვე­ში 2-3 გა­და­ღე­ბა მაქვს, მაგ­რამ მხო­ლოდ ამ საქ­მეს ვერ და­ვეყ­რდნო­ბი... კლი­ნი­კი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, 3-თვი­ა­ნი პრო­ექ­ტით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი.

არ შე­მიძ­ლია მუ­შა­ო­ბა იქ, სა­დაც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში, კომ­პი­უ­ტერ­თან უნდა ვიჯ­დე. ამი­ტომ სულ ისე­თი სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნას ვცდი­ლობ, რომ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნო. უცხო­ეთ­ში Beauty Make Up-ის კურ­სე­ბიც გა­ვი­ა­რე, რად­გან ხატ­ვა მე­ხერ­ხე­ბა. ვი­ზა­ჟის­ტის პრო­ფე­სი­ას არ ვი­ყე­ნებ­დი - მხო­ლოდ თა­ვად თუ გა­ვი­კე­თებ­დი მა­კი­აჟს ან ახ­ლობ­ლებს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. რაკი ისე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­მექ­მნა, რომ უცხო­ეთ­ში ვე­ღარ მივ­დი­ო­დი, გა­დავ­წყვი­ტე, ხალ­ხის­თვის სა­კუ­თა­რი თავი ფრთხი­ლად გა­მეც­ნო, რო­გორც ვი­ზა­ჟისტს. ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის "სტარ­ტა­პი" ერთ-ერთ სა­ლონ­ში ავი­ღე. შემ­დეგ ეს­პა­ნურ­მა ბრენდმა სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რა­დი ვი­ზა­ჟის­ტო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა და ახლა ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, თან ვცდი­ლობ, რა­ღაც ახა­ლი გა­ვა­კე­თო. გეგ­მებს ვა­ყა­ლი­ბებ, რომ მო­მა­ვალ­ში შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო მქონ­დეს. რო­დე­საც 14 წლი­სას სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი გაქვს (აქ 100-200 ლარ­ზე არაა სა­უ­ბა­რი - სა­ზღვარ­გა­რეთ კომ­ფორ­ტუ­ლად ვცხოვ­რობ­დი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახს ვარ­ჩენ­დი), ამას ეჩ­ვე­ვი და მო­ტი­ვა­ცი­ას გი­ჩენს. თან, მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ და სულ აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­წევს.

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ, ოდეს­მე კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი გქო­ნია?

- კი. იმ პე­რი­ოდს გა­ვიხ­სე­ნებ, რო­დე­საც მია გა­ვა­ჩი­ნე. გარ­კვე­უ­ლი დრო მჭირ­დე­ბო­და, რომ ისევ ფორ­მა­ში ჩავ­მდგა­რი­ყა­ვი და მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი და­მე­სა­ხა. რა თქმა უნდა, ისეთ ფორ­მა­ში ვი­ყა­ვი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო, მაგ­რამ აქ თითო გა­და­ღე­ბა­ზე 100-200 ლარ­ზეა სა­უ­ბა­რი, ეს კი ბავ­შვის აღ­საზ­რდე­ლად, ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად საკ­მა­რი­სი არ არის. ამი­ტომ ის პე­რი­ო­დი ცუ­დად მახ­სენ­დე­ბა. გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ჩემი ყო­ფი­ლი ქმრის ოჯა­ხი­დან არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა არ მი­მი­ღია, ამი­ტომ ორ­მა­გად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­მე­კის­რა. ახ­ლობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი მხარ­ში ამო­მიდ­გნენ, რომ ის პე­რი­ო­დი გა­და­მე­გო­რე­ბი­ნა. ღვთის წყა­ლო­ბით, ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და ბედ­ნი­ე­რი ვარ. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი სირ­თუ­ლე არ არ­სე­ბობს, რო­მელ­საც ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი არ მოჰ­ყვე­ბა, ამი­ტომ ასეთ პრობ­ლე­მებს დიდ ტრა­გე­დი­ად არ აღ­ვიქ­ვამ. არ ვფიქ­რობ, რომ ფული ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ეს მეხ­მა­რე­ბა, რომ სულ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, კარგ ხა­სი­ათ­ზე ვიყო.

- მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად "სი­ვის" გაგ­ზავ­ნა დაგ­ჭირ­ვე­ბია?

- რო­გორ არა! ძა­ლი­ან კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს: სხვა ადა­მი­ა­ნი ჩემ შე­სა­ხებ რას ფიქ­რობს, სი­ტყვე­ბის მიღ­მა რა გან­ზრახ­ვა აქვს, კარ­გად ვხვდე­ბი. ამი­ტომ რო­დე­საც გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მივ­დი­ო­დი, სულ ვგრძნობ­დი: იქ მუ­შა­ო­ბა რომ და­მე­წყო, სამ­სა­ხურ­ში დის­კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნე­ბო­და (კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ). ამი­ტომ ზოგ­ჯერ "სი­ვის" გაგ­ზავ­ნას და ინ­ტერ­ვი­უს უი­მე­დოდ ჩა­უვ­ლია. "სი­ვის" აღარ­სად ვგზავ­ნი. ვცდი­ლობ, თა­ვად მო­ვი­ფიქ­რო, რა გა­ვა­კე­თო. როცა სხვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მუ­შა­ობ, რა­ღა­ცე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მა­ინც გი­წევს, ამი­ტომ და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა მირ­ჩევ­ნია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"წარმოიდგინე, მოდელი ხარ და უცებ უამრავ ავადმყოფს უყურებ" - თამთა შედანია კარიერასა და კრიზისულ პერიოდზე

"წარმოიდგინე, მოდელი ხარ და უცებ უამრავ ავადმყოფს უყურებ" - თამთა შედანია კარიერასა და კრიზისულ პერიოდზე

მოდელმა თამთა შედანიამ საკუთარ შემოსავალს გემო მცირე ასაკშივე გაუგო: 14 წლის გოგონა სოლიდურ ჰონორარებს იღებდა, რითიც უცხოეთშიც კომფორტულად ცხოვრობდა და საქართველოში ოჯახსაც არჩენდა... მოდელს ცხოვრებაში სირთულეებიც შეჰქმნია. მოდელობა ერთადერთი საქმე არ ყოფილა, რითიც თამთა შედანია თავს ირჩენდა...

- სამოდელო კარიერა 14 წლისამ დავიწყე - კონტრაქტით საფრანგეთში გავემგზავრე. შემდეგ საფრანგეთის სააგენტომ მსოფლიოს წამყვან სააგენტოებში გამიშვა - 3-4-თვიანი კონტრაქტებით ნახევარი მსოფლიო მოვიარე. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ქვეყანაში საკუთარი ხარჯები ვერ დამეფარა. ალბათ, იმ პერიოდში, სამოდელო ბაზარზე მომგებიანი გარეგნობა მქონდა. ჩემი კარიერა წარმატებით განვითარდა. საქართველოში 1 კვირით ჩამოვდიოდი, შემდეგ ისევ საზღვარგარეთ მივემგზავრებოდი. ჰონკონგში არსებულ სააგენტოს ძალიან მოვწონდი და გადავწყვიტე, ყოველ 3 თვეში ერთხელ სამუშაო ლოკაცია აღარ შემეცვალა. მუშაობის პარალელურად, ჰონკონგში ბრიტანულ აკადემიაში ვსწავლობდი. 20 წლის ვიყავი, როცა საქართველოში დავბრუნდი. მაშინ ია კიწმარიშვილმა "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა და დავთანხმდი - საქართველოში ჩემი კარიერა აქედან დაიწყო.

2012 წელს "მის სამყაროზე" გავემგზავრე... საქართველოში ყოფნისას, როცა საერთაშორისო კონკურსებისთვის ვემზადებოდი, 1 წელი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ვმუშაობდი (უცხოეთში პიარის შემსწავლელი კურსები გავიარე). შემდეგ ამ სამსახურიდან წამოვედი, რადგან "მის სამყაროზე" გამგზავრება მომიხდა. კონკურსზე დიდ წარმატებას ვერ მივაღწიე - მხოლოდ "ტოპ მოდელის" ტიტული "ავიღე". ჩემი აზრით, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ათეულში მოხვედრის შანსი მექნებოდა. 2013 წელს "მის საქართველოს" კონკურსი არ ჩატარებულა, ამიტომ "მისობა" 2 წლის განმავლობაში მომიხდა და "მის მსოფლიოზე" გავემგზავრე. იქიდან დაბრუნების შემდეგ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. წელიწად-ნახევარი ტაიმ-აუტი ავიღე - ბავშვზე ვზრუნავდი. მია წლის და 3 თვის იყო, როცა უკვე შემეძლო დედისთვის ან ოჯახის სხვა წევრისთვის დამეტოვებინა. სწორედ იმ პერიოდში, ია კიწმარიშვილთან კონტრაქტის ვადა დასრულდა და დამოუკიდებელი მოდელი გავხდი. უცხოეთის სააგენტოებთან ძველი კონტაქტები აღვადგინე და 3-4 თვით გამგზავრება დავიწყე. ისე მოხდა, რომ ოჯახი დამენგრა - მარტოხელა დედა ვიყავი. შვილისა და საკუთარი თავის უზრუნველყოფა თავად მიწევდა. ყოველ სამ თვეში ერთხელ მივემგზავრებოდი შანხაიში, ჰონკონგში, ამერიკაში, დავდიოდი იტალიაში "ფეშენ ვიკზე"...

როცა მივხვდი, ბავშვი უკვე აანალიზებდა, რომ დედა მის გვერდით არ იყო და ვენატრებოდი, სამოდელო კარიერა ვეღარ გავაგრძელე - შვილს დიდი ხნით ვეღარ ვტოვებდი. საქართველოში დავრჩი და მუშაობა ერთ-ერთ კლინიკაში დავიწყე (მიმღებში და პიარის მიმართულებით. ორმაგ სამსახურს დავთანხმდი, რომ მეტი შემოსავალი მქონოდა). აქ მოდის სფერო ისეთი განვითარებული არ არის, რომ მხოლოდ მოდელობით დავკავდე. თვეში 2-3 გადაღება მაქვს, მაგრამ მხოლოდ ამ საქმეს ვერ დავეყრდნობი... კლინიკიდან წამოსვლის შემდეგ, 3-თვიანი პროექტით ვიყავი დაკავებული.

არ შემიძლია მუშაობა იქ, სადაც დილიდან საღამომდე ჩაკეტილ სივრცეში, კომპიუტერთან უნდა ვიჯდე. ამიტომ სულ ისეთი სამსახურის მოძებნას ვცდილობ, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. უცხოეთში Beauty Make Up-ის კურსებიც გავიარე, რადგან ხატვა მეხერხება. ვიზაჟისტის პროფესიას არ ვიყენებდი - მხოლოდ თავად თუ გავიკეთებდი მაკიაჟს ან ახლობლებს დავეხმარებოდი. რაკი ისეთი სიტუაცია შემექმნა, რომ უცხოეთში ვეღარ მივდიოდი, გადავწყვიტე, ხალხისთვის საკუთარი თავი ფრთხილად გამეცნო, როგორც ვიზაჟისტს. ამ სფეროში მუშაობის "სტარტაპი" ერთ-ერთ სალონში ავიღე. შემდეგ ესპანურმა ბრენდმა საქართველოში პირადი ვიზაჟისტობა შემომთავაზა და ახლა ამ საქმით ვარ დაკავებული, თან ვცდილობ, რაღაც ახალი გავაკეთო. გეგმებს ვაყალიბებ, რომ მომავალში შემოსავლის ახალი წყარო მქონდეს. როდესაც 14 წლისას საკუთარი შემოსავალი გაქვს (აქ 100-200 ლარზე არაა საუბარი - საზღვარგარეთ კომფორტულად ვცხოვრობდი და საქართველოში ოჯახს ვარჩენდი), ამას ეჩვევი და მოტივაციას გიჩენს. თან, მარტოხელა დედა ვარ და სულ აქტიური მუშაობა მიწევს.

- მატერიალური დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ოდესმე კრიზისული პერიოდი გქონია?

- კი. იმ პერიოდს გავიხსენებ, როდესაც მია გავაჩინე. გარკვეული დრო მჭირდებოდა, რომ ისევ ფორმაში ჩავმდგარიყავი და მომავლის გეგმები დამესახა. რა თქმა უნდა, ისეთ ფორმაში ვიყავი, რომ საქართველოში გადაღებებში მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ აქ თითო გადაღებაზე 100-200 ლარზეა საუბარი, ეს კი ბავშვის აღსაზრდელად, ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის. ამიტომ ის პერიოდი ცუდად მახსენდება. გარკვეული მიზეზების გამო, ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახიდან არანაირი ფინანსური დახმარება არ მიმიღია, ამიტომ ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ახლობლები, ნათესავები მხარში ამომიდგნენ, რომ ის პერიოდი გადამეგორებინა. ღვთის წყალობით, ახლა ყველაფერი კარგად არის და ბედნიერი ვარ. ადამიანის ცხოვრებაში ისეთი სირთულე არ არსებობს, რომელსაც ბედნიერი წუთები არ მოჰყვება, ამიტომ ასეთ პრობლემებს დიდ ტრაგედიად არ აღვიქვამ. არ ვფიქრობ, რომ ფული ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ეს მეხმარება, რომ სულ მოტივირებული, კარგ ხასიათზე ვიყო.

- მუშაობის დასაწყებად "სივის" გაგზავნა დაგჭირვებია?

- როგორ არა! ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს: სხვა ადამიანი ჩემ შესახებ რას ფიქრობს, სიტყვების მიღმა რა განზრახვა აქვს, კარგად ვხვდები. ამიტომ როდესაც გასაუბრებაზე მივდიოდი, სულ ვგრძნობდი: იქ მუშაობა რომ დამეწყო, სამსახურში დისკომფორტი შემექმნებოდა (კონკრეტულ მიზეზებს არ დავასახელებ). ამიტომ ზოგჯერ "სივის" გაგზავნას და ინტერვიუს უიმედოდ ჩაუვლია. "სივის" აღარსად ვგზავნი. ვცდილობ, თავად მოვიფიქრო, რა გავაკეთო. როცა სხვის დაქვემდებარებაში მუშაობ, რაღაცების გათვალისწინება მაინც გიწევს, ამიტომ დამოუკიდებლად მუშაობა მირჩევნია...წაიკითხეთ სრულად

საერთაშორისო  რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა  30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

"შესაძლოა მცირე წვიმა და ელჭექი" - უახლოესი დღეები ამინდის პროგნოზი

თბილისში "ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა