ავტორი:

"დაალევინეთ ბავშვებს საუზმის, სადილისა და ვახშმის შემდეგ" - ვირუსებთან ბრძოლის ხალხური მეთოდი პედაგოგისგან

"დაალევინეთ ბავშვებს საუზმის, სადილისა და ვახშმის შემდეგ" - ვირუსებთან ბრძოლის ხალხური მეთოდი პედაგოგისგან

კომაროვის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია გოგოხია ინტერნეტმომხმარებელს "ჯადოსნური" სასმელის რეცეპტს უზიარებს, რომელიც მისი თქმით, ბაქტერიებისა და ვირუსების თავიდან აცილებაში ეხმარება.

"ღორის გრიპის წამლობის ხალხურ მეთოდს მე არ გამოვხმაურებივარ და ახლა საჭიროდ ჩავთვალე, ორიოდე სიტყვა ვთქვა. არ მეკარება არც ერთი ბაქტერია, რადგან დღეში ასზე მეტ მოსწავლესთან მაინც ვურთიერთობ. აქედან ზოგს ახველებს, ზოგს აცემინებს. ამიტომ მოსწავლეებს დაფაზე დავალებას ვუწერ მშობლებისთვის და თუ იკადრებთ, თქვენც ჩაიწერეთ და მოამზადეთ საშინაო დავალება.

მაშ ასე, სასწავლო რესურსები:

  • ასი გრამი ასკილი
  • 100 გრამი ნატურალური თაფლი
  • 4 ბუთქუჩელა ბროწეული
  • 2 საშუალო ზომის ლიმონი

როცა მოიმარაგებთ ინგრედიენტებს, იმავე საღამოს, ერთლიტრიან თერმოსში ჩაყარეთ დარჩეული და გარეცხილი ასკილი, დაასხით ადუღებული ქაფქაფა წყალი და დილამდე დატოვეთ. დილით გადმოწურეთ ასკილის წვენი, შემდეგ წვენსაწურში (ან რა საშუალებაც გაქვთ) გაწურეთ ბროწეულისა და ლიმონის წვენი, არ დაინდოთ, კარგად გაწურეთ, თაფლი ჩაასხით და კარგად მოურიეთ, ასკილის წვენს გაგრილება აცალეთ და მერე წვენები ერთმანეთს შეურიეთ. ცხელ წყალში არ გახსნათ თაფლი, ვიტამინებს კარგავს!

დაალევინეთ ბავშვებს საუზმის, სადილისა და ვახშმის შემდეგ. კიდევ ერთი ულუფა გაიმეორეთ და მეტიც არ შეიძლება, რადგან ჰემოგლობინს სწევს მაღლა და ზედმეტიც არ ვარგა. აბა, თქვენ იცით, ბროწეულის ქვეყანაც ვართ, თაფლისაც, ლომონისაც და ასკილი ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და სირცხვილია, გრიპმა დაგვჯაბნოს, ისიც, ღორის გრიპმა" - წერს პედაგოგი ლია გოგოხია.

კვარაცხელიამ ყველაზე ნიჭიერ 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის გრინვუდსა და ვინისიუსს გადაუსწრო - რომელ ადგილზეა ქართველი ამომავალი ვარსკვლავი

"გაზაფხულის თბილისი" - რა ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი

"მე არ მსურს ეს საქმე.. მე არ მსურს იქ ყოფნა" - პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახში ცხოვრება "თრუმენის შოუს" და ზოოპარკში ცხოვრებას შეადარა