პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფედერაციის სახელით მამაო მომიგზავნეს: პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალო" - რას ამბობს დათუნაშვილი გეგეშიძის გათავისუფლებაზე
"ფედერაციის სახელით მამაო მომიგზავნეს: პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალო" - რას ამბობს დათუნაშვილი გეგეშიძის გათავისუფლებაზე

"ვიცი, რომ გეგა გე­გე­ში­ძე ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს. სი­მარ­თლე იზე­ი­მებს" - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ­მა ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

და­თუ­ნაშ­ვი­ლი სა­მო­მავ­ლოდ გეგა გე­გე­ში­ძეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ აპი­რებს.

"გე­გე­ში­ძეს­თან არ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამის მი­ზე­ზი ის პრობ­ლე­მე­ბია, რაც აქამ­დე იყო - არას­წო­რი მმარ­თვე­ლო­ბა, სპორ­ტუ­ლი კუ­თხით ადა­მი­ა­ნე­ბის დაბ­ლოკ­ვა, ვინც მას თვალ­ში არ მოს­დის. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ პოს­ტი­დან მისი წას­ვლით "ქვე­ყა­ნა და­ინ­გრე­ვა" მე მგო­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნი სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს. ბი­ჭე­ბის შრო­მას რომ სა­კუ­თარ თავ­ზე იბ­რა­ლებს, ეს არ ვიცი რას ნიშ­ნავს“, - გა­ნა­ცხა­და და­თუ­ნაშ­ვილ­მა.

სპორ­ტსმე­ნის გან­მარ­ტე­ბით, მას მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის არ მი­უ­მარ­თავს, რომ ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში დად­გო­მოდ­ნენ.

„მე არ მო­მი­თხო­ვია არა­ვის მხარ­და­ჭე­რა. ამ ეტა­პამ­დე ჯერ არ მივ­სულ­ვარ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ურე­კა­ვენ ძი­უ­დო­ის­ტებს, რომ მო­დით ხალ­ხო და დაგ­ვი­დე­ქი­თო და ასე აგ­რო­ვე­ბენ მხარ­დამ­ჭე­რებს. მე კი ამ ეტა­პამ­დე არ მივ­სულ­ვარ. სი­მარ­თლემ უნდა იზე­ი­მოს. თუ მი­ვალთ მაგ ეტა­პამ­დე ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებ­საც და­ი­ნა­ხავთ. მე არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხე­ლით მა­მაო გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, ის მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ზუ­რაბ, ყვე­ლა­ნა­ი­რად პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი, ყვე­ლა ტურ­ნირ­ზე წახ­ვალ. მე ვუ­თხა­რი, რომ ზუს­ტად ამ პრი­ვი­ლე­გი­ა­ზე მაქვს პრე­ტენ­ზია-მეთ­ქი, რომ არ უნდა იყოს ფე­დე­რა­ცი­ა­ში ასე­თი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი. მან მი­თხრა, მოდი, გავ­ჩუმ­დეთ, ხმა არ ამო­ვი­ღოთ და ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც შენ გინ­და. მე ვუ­თხა­რი, რა­ტომ უნდა იყოს ასე?! ჩემი სურ­ვი­ლი რა შუ­ა­შია, ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს სა­მარ­თლი­ა­ნად-მეთ­ქი“, - გა­ნა­ცხა­და და­თუ­ნაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ჰყავს თუ არა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე რომ გე­გე­ში­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ამ­ბობს, რომ „დრო მოვა და ეს გა­მოჩ­ნდე­ბა“. მო­ჭი­და­ვემ ისა­უბ­რა ასე­ვე იმა­ზე, რომ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მისი დაბ­ლოკ­ვა ხდე­ბო­და, რათა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვერ წა­სუ­ლი­ყო.

„ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა, მე მგო­ნი, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლია, რო­დე­საც ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი რკი­ნის ნივთს იყე­ნებს სპორ­ტსმე­ნის მი­მართ. ფე­დე­რა­ცი­ა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს მტე­რი ჰგო­ნი­ათ ის ადა­მი­ა­ნი ვინც მათ­გან გან­სხვა­ვე­ბულ აზრს გა­მოთ­ქვამს. ხდე­ბა ამ „მტრის“ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ჩაგ­ვრა. მე შე­მეძ­ლო, ფე­დე­რა­ცი­ა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი, მექ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, ვი­ჭი­და­ვებ­დი, მაგ­რამ ასე არ მინ­და“, - გა­ნა­ცხა­და ზურა და­თუ­ნაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი თა­მაზ (გეგა) გე­გე­ში­ძე, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მას­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ონს, ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით და­ა­კა­ვეს, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გეგა გე­გე­ში­ძემ 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ გუ­შინ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ფედერაციის სახელით მამაო მომიგზავნეს: პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალო" - რას ამბობს დათუნაშვილი გეგეშიძის გათავისუფლებაზე

"ფედერაციის სახელით მამაო მომიგზავნეს: პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალო" - რას ამბობს დათუნაშვილი გეგეშიძის გათავისუფლებაზე

"ვიცი, რომ გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. სიმართლე იზეიმებს" - ამის შესახებ ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დათუნაშვილი სამომავლოდ გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას არ აპირებს.

"გეგეშიძესთან არ ვითანამშრომლებ, ეს გამორიცხულია. ამის მიზეზი ის პრობლემებია, რაც აქამდე იყო - არასწორი მმართველობა, სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვა, ვინც მას თვალში არ მოსდის. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ პოსტიდან მისი წასვლით "ქვეყანა დაინგრევა" მე მგონია, რომ ეს ადამიანი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ბიჭების შრომას რომ საკუთარ თავზე იბრალებს, ეს არ ვიცი რას ნიშნავს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

სპორტსმენის განმარტებით, მას მხარდამჭერებისთვის არ მიუმართავს, რომ ამ დღეების განმავლობაში გვერდში დადგომოდნენ.

„მე არ მომითხოვია არავის მხარდაჭერა. ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ. ეს ადამიანები ურეკავენ ძიუდოისტებს, რომ მოდით ხალხო და დაგვიდექითო და ასე აგროვებენ მხარდამჭერებს. მე კი ამ ეტაპამდე არ მივსულვარ. სიმართლემ უნდა იზეიმოს. თუ მივალთ მაგ ეტაპამდე ჩემს მხარდამჭერებსაც დაინახავთ. მე არავინ დამკავშირებია ამ დღეების განმავლობაში.

ფედერაციის სახელით მამაო გამომიგზავნეს, ის მეუბნებოდა, რომ ზურაბ, ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალ. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია-მეთქი, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ასეთი პრივილეგიები. მან მითხრა, მოდი, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მე ვუთხარი, რატომ უნდა იყოს ასე?! ჩემი სურვილი რა შუაშია, ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად-მეთქი“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ამასთან, ჰყავს თუ არა თანამოაზრეები იმის თაობაზე რომ გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს, ევროპის ჩემპიონი ამბობს, რომ „დრო მოვა და ეს გამოჩნდება“. მოჭიდავემ ისაუბრა ასევე იმაზე, რომ ჭიდაობის ფედერაციაში მისი დაბლოკვა ხდებოდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წასულიყო.

„ასეთი დაპირისპირების შემთხვევა, მე მგონი, ისტორიაში პირველია, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რკინის ნივთს იყენებს სპორტსმენის მიმართ. ფედერაციაში მყოფ ადამიანებს მტერი ჰგონიათ ის ადამიანი ვინც მათგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. ხდება ამ „მტრის“ ყველანაირად დაჩაგვრა. მე შემეძლო, ფედერაციაში ვყოფილიყავი ხელშეუხებელი, მექნებოდა ყველაფერი, ვიჭიდავებდი, მაგრამ ასე არ მინდა“, - განაცხადა ზურა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გუშინ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება დატოვა.

ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა

ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირს 600 ლარიანი ჯარიმა დაუწერა

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ