მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შულამელი გოგონები" და "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" - წიგნები, რომლებსაც მკითხველი დიდ ხანს ელოდა
"შულამელი გოგონები" და "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" - წიგნები, რომლებსაც მკითხველი დიდ ხანს ელოდა

23 იან­ვარს "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში კონ­კურ­სის - „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძი­სა და ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის წიგ­ნე­ბის წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თა.

„შუ­ლა­მელ გო­გო­ნებ­სა“ და „შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბას“ მკი­თხვე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ყიდ­ვა­ში ჩაშ­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჰყავს, რა­საც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ავ­ტო­რე­ბის­თვის უც­ნო­ბი სტუმ­რე­ბის სიმ­რავ­ლეც მოწ­მობ­და. რო­გორც დე­ბი­უ­ტან­ტი მწერ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ავ­ტოგ­რა­ფე­ბის და­რი­გე­ბა და მკი­თხვე­ლის გაც­ნო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი პრო­ცე­სი იყო.

გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის „შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი“, კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი 9 ათას­ზე მეტი უნი­კა­ლუ­რი ხმით გახ­და. წიგ­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ჟი­უ­რის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, მწე­რალ­მა, თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვილ­მა და წიგ­ნის ყდის დი­ზა­ი­ნერ­მა, მხატ­ვარ­მა მაკა ზე­დე­ლაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნეს.

„პა­ლიტ­რა L -ის კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დებს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლის სივ­რცის ნა­წილ­ნი გახ­დნენ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამავდრო­უ­ლად, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა. ამა­ღელ­ვე­ბე­ლია შეგ­რძნე­ბა, რო­დე­საც შენი პირ­ვე­ლი წიგ­ნი იბეჭ­დე­ბა. აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ის ახლა მკი­თხვე­ლის ხელ­შია, მისი სა­კუთ­რე­ბაა... წა­ი­კი­თხა­ვენ, გა­ე­ღი­მე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა ცრემ­ლიც მო­ად­გეთ, ეწყი­ნოთ, გაბ­რაზ­დნენ... მე, რო­გორც ავ­ტო­რი, მზად ვარ მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი გავ­ხდე. ეს მაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ რისი თქმაც მათ­თვის მინ­დო­და, ვთქვი.“ - გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე

„როცა დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რი წერს პირ­ველ წიგნს - რო­მანს, ეს დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. მას სჭირ­დე­ბა სულ სხვა გამ­ბე­და­ო­ბა. ავ­ტო­რი მოგ­ვი­თხრობს სხვა­დას­ხვა ქალ­ზე, მოგ­ვი­თხრობს თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე, სხვებ­ზე და ამა­ვე დროს, ეს არის მისი გო­ნებ­რი­ვი და ემო­ცი­უ­რი ჭრი­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი. რო­მან­ში სამი სხვა­დას­ხვა ქა­ლია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სიღ­რმი­დან იმა­თი ხმა უერ­თდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ლეს ხმას და იქ­მნე­ბა ერ­თგვა­რი სა­მა­ია, კომ­პო­ზი­ცი­უ­რად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, დრა­მა­ტურ­გი­უ­ლა­დაც, პირ­ვე­ლი წიგ­ნის­თვის არის ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი.“ - თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი

ხალ­ხის რჩე­უ­ლის, ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ კი, რო­მელ­მაც 10 000-ზე მეტი ხმა მი­ი­ღო, სტუმ­რებს ჟი­უ­რის წევ­რმა და ლი­ტე­რა­ტორ­მა, ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა და მწე­რალ­მა ელის დოჯ­სონ­მა წა­რუდ­გი­ნეს.

ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი­სა და მისი წიგ­ნის შე­სა­ხებ ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი marao.ge-საც ესა­უბ­რა. კრი­ტი­კოს­მა ახალ­ბე­და მწე­რალს თხრო­ბის სტი­ლი შე­უ­ქო და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ნა­წარ­მო­ე­ბი სუ­ლაც არ ჰგავს დე­ბი­უ­ტან­ტის ნა­წერს. ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ უს­კარ უა­ილ­დის „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­საც“ შე­ა­და­რა, თუმ­ცა გან­მარ­ტა, რომ ნი­კო­ლო­ზი არც ერთი მწერ­ლის გზას არ მიჰ­ყვე­ბა და სწო­რედ ამი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი:

„ნი­კო­ლოზს მწერ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვერ შე­ვა­ფა­სებთ, რად­გან ეს მისი სა­დე­ბი­უ­ტო ნა­წარ­მო­ე­ბია, თუმ­ცა, რო­გორც წიგნ­მა აჩ­ვე­ნა, მას აქვს საკ­მა­რი­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და თუ ამ გზას გა­უყ­ვე­ბა და მთლი­ა­ნად თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში არ ჩა­ი­კარ­გე­ბა, წარ­მა­ტე­ბულ მწერ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა. თვი­თო­ნაც, უთ­ქვამს, შე­იძ­ლე­ბა ექი­მო­ბამ წე­რა­ში ხელი შე­მი­შა­ლო­სო, მაგ­რამ არამ­გო­ნია. ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან ბერვ კარგ მწე­რალს იც­ნობს, რომ­ლებ­მაც ამ უკა­ნას­კნე­ლი­სა და მე­დი­ცი­ნის შე­თავ­სე­ბა შეძ­ლეს. ამა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად ჩე­ხო­ვის მა­გა­ლი­თიც საკ­მა­რი­სია.ნი­კო­ლო­ზის თხრო­ბის დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რა, სტი­ლის­ტი­კა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი და სხვა უამ­რა­ვი წვრილ­მა­ნი გვა­ვი­წყებს, რომ „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ ავ­ტო­რის პირ­ვე­ლი წიგ­ნია და გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ გა­მოც­დი­ლი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ებს ვკი­თხლობთ, რო­გორც ჩანს, მას თვი­თონ აქვს პრო­ზა­ი­კო­სის ხა­სი­ა­თი. ის მშვი­დი, აუ­ღელ­ვე­ბე­ლი მთხრო­ბე­ლია, რაც პრო­ზის ძა­ლი­ან დიდი პლი­უ­სია. წე­რის მა­ნე­რას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ორი­გი­ნა­ლუ­რია თვი­თონ სი­უ­ჟე­ტიც. მან შე­იძ­ლე­ბა მკი­თხველს რო­მე­ლი­მე და­სავ­ლუ­რი ან სუ­ლაც, ქარ­თუ­ლი რო­მა­ნი გა­ახ­სე­ნოს, თუმ­ცა მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და არ მის­დევს რო­მე­ლი­მე ავ­ტორს. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა ოს­კარ უა­ილ­დის „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­თა­ნაც“ გა­ავ­ლოს პა­რა­ლე­ლი, თუმ­ცა ნი­კო­ლო­ზი არ სცდე­ბა რე­ა­ლო­ბას, იყე­ნებს ზღაპ­რულ მო­ტი­ვებ­საც, ფენ­ტეზ­საც, მაგ­რამ კარ­გად ხე­დავს და აღ­წერს ცხოვ­რე­ბას, ასა­ხა­ავს ქარ­თულ ყო­ფი­ე­რე­ბას“,- ამ­ბობს ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი.

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვილს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა წლე­ბია პო­ე­ტის ამ­პლუ­ა­ში იც­ნობს. მო­მა­ვა­ლი ექი­მი და მისი ლექ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში სარ­გებ­ლობს. რო­გორც ავ­ტო­რი marao.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, წიგ­ნიც სწო­რედ ამ თა­ო­ბის­თვის, 16 წელ­ზე უფ­რო­სი მკი­თხვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო. მან სა­უბ­რი­სას პრე­ზენ­ტა­ცი­ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა და წიგ­ნის მი­ზან­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლი გახ­დე­ბა, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა­შიც ემო­ცი­ებ­სა და გან­ცდებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს:

„დიდი ხა­ნია ასე ძა­ლი­ან არ მი­ნერ­ვი­უ­ლია, თუმ­ცა რო­გორც კი ჩემ­თვის გან­კუთ­ვნილ „მწერ­ლის სკამ­ზე“ მოვ­კა­ლათ­დი და წარ­დგე­ნა და­ი­წყო, მივ­ხვდი სა­კუ­თარ თავს და წიგნს იმა­ზე მე­ტად ვჭირ­დე­ბო­დი, ვიდ­რე ოდეს­მე. სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა მკი­თხველ­სა და ავ­ტო­რებს შო­რის. პირ­ვე­ლი ავ­ტოგ­რა­ფე­ბიც და­ვა­რი­გე და მკი­თხველს სა­ნის­თან და შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გრძნო­ბას­თან ერ­თად თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე მოგ­ზა­უ­რო­ბა ვუ­სურ­ვე. წიგ­ნი, ალ­ბათ, 16 წლის თი­ნე­ი­ჯე­რებს და უფ­რო­სებს მო­ე­წო­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ის მკი­თხველს გან­სხვა­ვე­ბულ ემო­ცი­ებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და­უ­ტო­ვებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ია­ნის გრძნო­ბე­ბი და გან­ცდე­ბი ასე თუ ისე შორს არის რე­ა­ლუ­რის­გან, ის ცდი­ლობს თა­ვი­სე­ბუ­რი ახ­სნა მო­უ­ძებ­ნოს ყვე­ლა­ფერს, მკი­თხვე­ლი ბევრ სა­ერ­თოს იპო­ვის მას­თან.ჩემი წიგ­ნი ვინ­მეს მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და მის­გან ცხოვ­რე­ბის სწავ­ლე­ბას უნდა ელო­დოთ-მეთ­ქი, არ გე­ტყვით. ის უბ­რა­ლოდ კარ­გი მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­გიძ­ლია მა­შინ მი­ა­კი­თხო, რო­დე­საც რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მოს­მე­ნა მო­გინ­დე­ბა. წიგ­ნი არის ადა­მი­ა­ნებ­ზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, გა­ნი­ცა­დონ და იგ­რძნონ“.- ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ ხუ­თი­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნი: გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის „შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი“; ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“; ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძის „ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია“; იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის „ტრან­სმუ­ტა­ცია“ და ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის „ცდუ­ნე­ბა“ 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­და.

კონ­კურსს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” მე­ო­რე წე­ლია ატა­რებს. გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბი უკვე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თა გა­ყიდ­ვებ­მა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დე­ბიც მოხ­სნა.

კონ­კურ­სის მი­ზა­ნია, აღ­მო­ა­ჩი­ნოს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და და­ეხ­მა­როს ქარ­თველ მწერ­ლებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"შულამელი გოგონები" და "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" - წიგნები, რომლებსაც მკითხველი დიდ ხანს ელოდა

"შულამელი გოგონები" და "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" - წიგნები, რომლებსაც მკითხველი დიდ ხანს ელოდა

23 იანვარს "ბიბლუსი გალერეაში კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულების, გვანცა გუბელაძისა და ნიკოლოზ ტოტოღაშვილის წიგნების წარდგენა გაიმართა.

„შულამელ გოგონებსა“ და „შვიდ მომაკვდინებელი გრძნობას“ მკითხველი და გულშემატკივარი გაყიდვაში ჩაშვების პირველივე დღიდან ჰყავს, რასაც პრეზენტაციაზე ავტორებისთვის უცნობი სტუმრების სიმრავლეც მოწმობდა. როგორც დებიუტანტი მწერლები აღნიშნავენ, ავტოგრაფების დარიგება და მკითხველის გაცნობა სასიამოვნო და ამაღელვებელი პროცესი იყო.

გვანცა გუბელაძის „შულამელი გოგონები“, კონკურსის ფარგლებში, ხალხის რჩეული 9 ათასზე მეტი უნიკალური ხმით გახდა. წიგნი პრეზენტაციაზე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, მწერალმა, თეონა დოლენჯაშვილმა და წიგნის ყდის დიზაინერმა, მხატვარმა მაკა ზედელაშვილმა წარადგინეს.

„პალიტრა L -ის კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდა შემოქმედებს ქართული ლიტერატურულის სივრცის ნაწილნი გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საპასუხისმგებლო საქმეა. ამაღელვებელია შეგრძნება, როდესაც შენი პირველი წიგნი იბეჭდება. აცნობიერებ, რომ ის ახლა მკითხველის ხელშია, მისი საკუთრებაა... წაიკითხავენ, გაეღიმებათ, შეიძლება ცრემლიც მოადგეთ, ეწყინოთ, გაბრაზდნენ... მე, როგორც ავტორი, მზად ვარ მათი შთაბეჭდილებების გამზიარებელი გავხდე. ეს მაგრძნობინებს, რომ რისი თქმაც მათთვის მინდოდა, ვთქვი.“ - გვანცა გუბელაძე

„როცა დებიუტანტი ავტორი წერს პირველ წიგნს - რომანს, ეს დიდი გამოწვევაა. მას სჭირდება სულ სხვა გამბედაობა. ავტორი მოგვითხრობს სხვადასხვა ქალზე, მოგვითხრობს თითოეულ ჩვენგანზე, სხვებზე და ამავე დროს, ეს არის მისი გონებრივი და ემოციური ჭრილიდან დანახული. რომანში სამი სხვადასხვა ქალია, საუკუნეების სიღრმიდან იმათი ხმა უერთდება თანამედროვე ლილეს ხმას და იქმნება ერთგვარი სამაია, კომპოზიციურად ძალიან საინტერესო, დრამატურგიულადაც, პირველი წიგნისთვის არის ძალიან ოსტატური და წარმატებული ნაშრომი.“ - თეონა დოლენჯაშვილი

ხალხის რჩეულის, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ კი, რომელმაც 10 000-ზე მეტი ხმა მიიღო, სტუმრებს ჟიურის წევრმა და ლიტერატორმა, ივანე ამირხანაშვილმა და მწერალმა ელის დოჯსონმა წარუდგინეს.

ტოტოღაშვილისა და მისი წიგნის შესახებ ივანე ამირხანაშვილი marao.ge-საც ესაუბრა. კრიტიკოსმა ახალბედა მწერალს თხრობის სტილი შეუქო და აღნიშნა, რომ მისი ნაწარმოები სულაც არ ჰგავს დებიუტანტის ნაწერს. ივანე ამირხანაშვილმა „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ უსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტსაც“ შეადარა, თუმცა განმარტა, რომ ნიკოლოზი არც ერთი მწერლის გზას არ მიჰყვება და სწორედ ამითაა გამორჩეული:

„ნიკოლოზს მწერლური გამოცდილების მიხედვით ვერ შევაფასებთ, რადგან ეს მისი სადებიუტო ნაწარმოებია, თუმცა, როგორც წიგნმა აჩვენა, მას აქვს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება და თუ ამ გზას გაუყვება და მთლიანად თავის პროფესიაში არ ჩაიკარგება, წარმატებულ მწერლად მოგვევლინება. თვითონაც, უთქვამს, შეიძლება ექიმობამ წერაში ხელი შემიშალოსო, მაგრამ არამგონია. ლიტერატურა ძალიან ბერვ კარგ მწერალს იცნობს, რომლებმაც ამ უკანასკნელისა და მედიცინის შეთავსება შეძლეს. ამაში დასარწმუნებლად ჩეხოვის მაგალითიც საკმარისია.ნიკოლოზის თხრობის დახვეწილი მანერა, სტილისტიკა, ფსიქოლოგიური დეტალები და სხვა უამრავი წვრილმანი გვავიწყებს, რომ „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ ავტორის პირველი წიგნია და გვაფიქრებინებს, რომ გამოცდილი მწერლის ნაწარმოებს ვკითხლობთ, როგორც ჩანს, მას თვითონ აქვს პროზაიკოსის ხასიათი. ის მშვიდი, აუღელვებელი მთხრობელია, რაც პროზის ძალიან დიდი პლიუსია. წერის მანერას რომ თავი დავანებოთ, ორიგინალურია თვითონ სიუჟეტიც. მან შეიძლება მკითხველს რომელიმე დასავლური ან სულაც, ქართული რომანი გაახსენოს, თუმცა მოქმედებების განვითარება სრულიად განსხვავებულია და არ მისდევს რომელიმე ავტორს. ვინმემ შეიძლება ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტთანაც“ გაავლოს პარალელი, თუმცა ნიკოლოზი არ სცდება რეალობას, იყენებს ზღაპრულ მოტივებსაც, ფენტეზსაც, მაგრამ კარგად ხედავს და აღწერს ცხოვრებას, ასახაავს ქართულ ყოფიერებას“,- ამბობს ამირხანაშვილი.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილს ფართო საზოგადოება წლებია პოეტის ამპლუაში იცნობს. მომავალი ექიმი და მისი ლექსები განსაკუთრებული პოპულარობით თინეიჯერებში სარგებლობს. როგორც ავტორი marao.ge-სთან საუბრისას ამბობს, წიგნიც სწორედ ამ თაობისთვის, 16 წელზე უფროსი მკითხველისთვის იქნება საინტერესო. მან საუბრისას პრეზენტაციის შთაბეჭდილებები გაიხსენა და წიგნის მიზანზეც ისაუბრა. მისი თქმით, „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ იმ ადამიანების მეგობარი და მრჩეველი გახდება, რომელთა ცხოვრებაშიც ემოციებსა და განცდებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს:

„დიდი ხანია ასე ძალიან არ მინერვიულია, თუმცა როგორც კი ჩემთვის განკუთვნილ „მწერლის სკამზე“ მოვკალათდი და წარდგენა დაიწყო, მივხვდი საკუთარ თავს და წიგნს იმაზე მეტად ვჭირდებოდი, ვიდრე ოდესმე. საოცრად ამაღელვებელი იყო ურთიერთობა მკითხველსა და ავტორებს შორის. პირველი ავტოგრაფებიც დავარიგე და მკითხველს სანისთან და შვიდ მომაკვდინებელ გრძნობასთან ერთად თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა ვუსურვე. წიგნი, ალბათ, 16 წლის თინეიჯერებს და უფროსებს მოეწონება. ვფიქრობ, ის მკითხველს განსხვავებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს დაუტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ იანის გრძნობები და განცდები ასე თუ ისე შორს არის რეალურისგან, ის ცდილობს თავისებური ახსნა მოუძებნოს ყველაფერს, მკითხველი ბევრ საერთოს იპოვის მასთან.ჩემი წიგნი ვინმეს მასწავლებელი გახდება და მისგან ცხოვრების სწავლებას უნდა ელოდოთ-მეთქი, არ გეტყვით. ის უბრალოდ კარგი მეგობარი და მრჩეველი იქნება, რომელსაც შეგიძლია მაშინ მიაკითხო, როდესაც რაღაც განსხვავებული მოსაზრების მოსმენა მოგინდება. წიგნი არის ადამიანებზე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, განიცადონ და იგრძნონ“.- ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.

პრეზენტაციის განმავლობაში კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ ხუთივე გამარჯვებული წიგნი: გვანცა გუბელაძის „შულამელი გოგონები“; ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“; ვახტანგ ვახტანგაძის „ალაჰი ჩემი მეგობარია“; იაგო თვალაბეიშვილის „ტრანსმუტაცია“ და ნათია ჯაგოდნიშვილის „ცდუნება“ 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა.

კონკურსს გამომცემლობა „პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. გასული წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერები არიან, რომელთა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა