პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოთავაზებული ვარიანტები რეალობასთან ახლოსაა, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე" - ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება
"შემოთავაზებული ვარიანტები რეალობასთან ახლოსაა, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე" - ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება

მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დას­რულ­და ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მად­ლო­ბა მე­რი­ას, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა მოგ­ვა­შო­რა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­თან კახა კა­ლა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სას­ტუმ­რო „ბუ­და­პეშ­ტის“ მფლო­ბელ­მა გოგა ზა­ქა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მე­რი­ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი არის ადეკ­ვა­ტუ­რი, ამი­ტომ კომ­პა­ნია და­თან­ხმდა მე­რი­ის წი­ნა­და­დე­ბას.

„მარ­თა­ლი გი­თხრათ, მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დას­რულ­და ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. მე­რი­ამ წა­მო­ვი­და შემ­ხვედრ წი­ნა­და­დე­ბა­ზე, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა მოგ­ვა­შო­რა. მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ იმა­ზე, რომ კონ­კრე­ტულ ობი­ექ­ტებ­ზე შევ­თან­ხმდე­ბით. ჩვენ­მა კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დავ­თან­ხმდეთ ჩა­ნაც­ვლე­ბა­ზე ან გა­მოს­ყიდ­ვა­ზე. ჩვენ გვაქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რომ ამო­ვარ­ჩი­ოთ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, რო­მე­ლი ობი­ექ­ტი უფრო გვა­წყობს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ვას­რუ­ლებთ ამ პრო­ცესს. ჩა­ნაც­ვლე­ბა ან გა­მოს­ყიდ­ვა ჩვენ გვაკ­მა­ყო­ფი­ლებს, უბ­რა­ლოდ არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. მე შევ­ხვდე­ბი ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტოთ, რო­მელ მხა­რეს წავა ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი. ჩვენ შეგ­ვეძ­ლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის­კენ წას­ვლა, შე­ვეც­დე­ბო­დით მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის აღ­დგე­ნას, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა ვარ­ჩი­ეთ. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი არის რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლოს და ადეკ­ვა­ტუ­რია, ამი­ტომ დავ­თან­ხმდით გაც­ვლა­ზე. ჩვენ­თვის არ აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ბიზ­ნესს ვა­კის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ვა­კე­თებთ, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, მთაწ­მინ­და­ზე, ვარ­კე­თილ­ში თუ გლ­დან­ში. იქ არის სა­ინ­ტე­რე­სო ვა­რი­ან­ტე­ბი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­ი­ძემ.

ვა­კის პარკში სას­ტუმ­რო „ბუ­და­პეშ­ტი“ აღარ აშენ­დე­ბა. შე­სა­ბა­მის შე­თან­ხმე­ბას დღეს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სას­ტუმ­როს მფლო­ბელ­მა გოგა ზა­ქა­ი­ძემ და მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მი­აღ­წი­ეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შემოთავაზებული ვარიანტები რეალობასთან ახლოსაა, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე" - ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება

"შემოთავაზებული ვარიანტები რეალობასთან ახლოსაა, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე" - ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება

მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები, მადლობა მერიას, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება მოგვაშორა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელმა გოგა ზაქაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მერიის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები არის ადეკვატური, ამიტომ კომპანია დათანხმდა მერიის წინადადებას.

„მართალი გითხრათ, მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები. მერიამ წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება მოგვაშორა. მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ კონკრეტულ ობიექტებზე შევთანხმდებით. ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომ ამოვარჩიოთ ჩამონათვალიდან, რომელი ობიექტი უფრო გვაწყობს. რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. ჩანაცვლება ან გამოსყიდვა ჩვენ გვაკმაყოფილებს, უბრალოდ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. მე შევხვდები ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს, რომ ერთად გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს წავა ჩვენი ინტერესი. ჩვენ შეგვეძლო სასამართლო პროცესებისკენ წასვლა, შევეცდებოდით მშენებლობის ნებართვის აღდგენას, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე შეთანხმების გაფორმება ვარჩიეთ. შემოთავაზებული ვარიანტები არის რეალობასთან ახლოს და ადეკვატურია, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე. ჩვენთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ბიზნესს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთებთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, ვარკეთილში თუ გლდანში. იქ არის საინტერესო ვარიანტები, თუმცა ამ ეტაპზე ადგილმდებარეობას ვერ დავაკონკრეტებ“, - განაცხადა ზაქაიძემ.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. შესაბამის შეთანხმებას დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სასტუმროს მფლობელმა გოგა ზაქაიძემ და მერმა კახა კალაძემ მიაღწიეს.

მოოქროვილი ცეცხლსასროლი იარაღი, მილიონებად შეფასებული ბინა და აგარაკი - რა ქონებას ფლობს "ოცნების" ბიზნესმენი დეპუტატი

"რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლება დამოკიდებულია..." - რას ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სახლები, დეპოზიტები და ROLEX-ის მაჯის საათები - რა ქონებას ფლობს კალათბურთელი დეპუტატის ოჯახი