საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა, მასწავლე ბედნიერება..." - უნდა თუ არა ოჯახს დედის მსხვერპლი?
"დედა, მასწავლე ბედნიერება..." - უნდა თუ არა ოჯახს დედის მსხვერპლი?

იცით, ერ­თმა ქალ­მა ერთხელ კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი მომ­ცა. მკი­თხა:

- წარ­მო­იდ­გი­ნე, გული გტკი­ვა, ჩვი­ლი ბავ­შვი ტი­რის, უფ­როს ქა­ლიშ­ვილს კა­ბის და­უ­თო­ე­ბა უნდა, ქმარს - ჰალ­სტუ­ხის შეკ­ვრა, რას იზამ?

მე და­ვი­წყე ლა­პა­რა­კი პა­ტა­რა ბავ­შვზე, მაგ­რამ მან შე­მა­წყვე­ტი­ნა:

- და­ლიე გუ­ლის წა­მა­ლი და წა­მო­წე­ქი, ქა­ლიშ­ვილს სთხო­ვე, პა­ტა­რა გა­არ­თოს, ქმარს კი - ბავ­შვს კაბა და­უ­უ­თო­ოს და ჰალ­სტუ­ხიც თა­ვად შე­იკ­რას... პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს გა­უფრ­თხილ­დი, ისევ და ისევ შვი­ლე­ბის­თვის. იმი­ტომ, რომ შენი შვი­ლე­ბი შენ­სა­ვით არა­ვის ეყ­ვა­რე­ბა. თავი შე­იყ­ვა­რე, რომ სხვა­მაც და­გა­ფა­სოს და გა­გიფრ­თხილ­დეს. ოჯახს შენ­გან მსხვერ­პლი და თა­ვის მოკ­ვლა არ სჭირ­დე­ბა, მას ჯან­სა­ღი ზრუნ­ვა უნდა და ჯან­მრთე­ლი, კარ­გი დედა.

***

ზრდას­რუ­ლი შვი­ლის და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი წე­რი­ლი ოჯახ­ზე თავ­გა­დაკ­ლულ დე­დას

"დედა… ამ დი­ლით მე წა­ვი­კი­თხე შენი წე­რი­ლი და მთე­ლი დღე ვერ და­ვიხ­სე­ნი თავი მას­ზე ფიქ­რი­სა­გან. ძა­ლი­ან მინ­და შენ­თვის შე­ვარ­ჩიო სა­ჭი­რო სი­ტყვე­ბი, რომ­ლებ­საც გა­ი­გებ­დი და აღიქ­ვამ­დი სწო­რად.

და მე მივ­ხვდი, დედა, ერ­თა­დერ­თი რაც მინ­და გი­სურ­ვო, - იყა­ვი ბედ­ნი­ე­რი… უბ­რა­ლოდ ბედ­ნი­ე­რი. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დი ჩემი წარ­მა­ტე­ბის­თვის, რად­გან ძა­ლი­ან გსურ­და ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბის ხილ­ვა, მაგ­რამ ხში­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბა­ში არაა ადა­მი­ა­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა, არც კარგ ნიშ­ნებ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ბედ­ნი­ე­რე­ბაა იყო შენი თავი, იყო მი­ღე­ბუ­ლი სწო­რედ ისე­თი, რო­გო­რიც ხარ, ეს­მო­დეთ შენი და თავს გრძნობ­დე მშვი­დად. ერთი სი­ტყვით იყო ბედ­ნი­ე­რი ამ ყვე­ლაფ­რის კომ­ბი­ნა­ცი­აა… და არ უნდა ელო­დე შენს ბავ­შვურ, მგრძნო­ბი­ა­რე ბუ­ნე­ბა­ზე დარ­ტყმებს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ისი­ნი მუდ­მი­ვად ელი­ან შენ­გან გახ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბა­ში მი­აღ­წიო მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს - და­წყე­ბუ­ლი სე­მესტრუ­ლი შე­ფა­სე­ბი­დან, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მით და პრეს­ტი­ჟუ­ლი სამ­სა­ხუ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

დედა, უბე­დუ­რი მშობ­ლე­ბის შვი­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია იყოს ბედ­ნი­ე­რი, გეს­მის?

მე ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავ რო­გორ ას­რუ­ლებ სა­მუ­შა­ოს, რო­მე­ლიც არ გიყ­ვარს, ვხე­დავ შენს ბუნ­დო­ვან, რთულ და ჩახ­ლარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბას მა­მას­თან, შენს გა­და­მე­ტე­ბულ ძა­ლის­ხმე­ვას იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე სო­ცი­ა­ლურ სტან­დარ­ტებს, რა­საც მი­აქვს შენი სა­სი­ცო­ცხლო ძა­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი მა­რა­გი და არა­ვი­თა­რი სი­ხა­რუ­ლი არ მო­აქვს შენ­თვის. შენ არ იღი­მი, და­ძა­ბუ­ლი ხარ, შენი თვა­ლე­ბი არ ანა­თებს, და მე მახ­სენ­დე­ბა რო­გორ მე­კუმ­შე­ბო­და გული ყო­ველ შენს და­ძა­ბულ ამოხ­ვნე­შა­ზე, თუ დედა ასე ცუ­დად იყო, რო­გორ უნდა მეგ­რძნო თავი მე? თუკი დე­დას - ზრდას­რულს, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულს, ძლი­ერს არ შე­ეძ­ლო გა­დარ­ჩე­ნა ამ სამ­ყა­რო­ში და არც ის, რომ ყო­ფი­ლი­ყო ბედ­ნი­ე­რი, ლა­მა­ზი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, რაღა უნდა მე­ფიქ­რა სა­კუ­თარ თავ­ზე, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ცხა­დი წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და წეს­რიგ­ზე რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ?

მახ­სენ­დე­ბა რო­გორ მოვრბი­ვარ შენ­სკენ მხი­ა­რუ­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, მგზნე­ბა­რე, და­მუხ­ტუ­ლი ენერ­გი­ით და ემო­ცი­ე­ბით და წა­მის მერე ვხე­დავ შენს გა­მო­ხედ­ვას, შენს მოძ­რა­ო­ბას… წი­ნას­წარ ვხვდე­ბი რაც უნდა მი­თხრა… ამის გამო ჩემ­ში მთე­ლი ეს სი­ლა­მა­ზე ქრე­ბა. მერე ისევ ვი­ვი­წყებ, ისევ მოვრბი­ვარ შენ­სკენ ბედ­ნი­ე­რე­ბით სავ­სე, სი­ცო­ცხლე კვლავ იღ­ვი­ძებს ჩემ­ში მთე­ლი თა­ვი­სი ვნე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ მომ­დევ­ნო ჯერ­ზე მე უფრო მე­ტად ვნებ­დე­ბი თქვენს წე­სებს და გემ­სგავ­სე­ბით. ჩემს თვა­ლებ­ში ნა­პერ­წკა­ლი ქრე­ბა, შეგ­რძნე­ბე­ბი უფე­რულ­დე­ბა და ცხოვ­რე­ბა აღარ მეჩ­ვე­ნე­ბა უზარ­მა­ზა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სა­მა­გი­ე­როდ შაბ­ლო­ნუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი ძლი­ერ­დე­ბა.

ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი შენც იცი, დედა, ამი­ტომ აქ ვამ­თავ­რებ წე­რას. კიდე ერთხელ მინ­და გა­გი­მე­ო­რო - მე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი იყო. მე არც ვიცი რა გა­გა­ბედ­ნი­ე­რებს - საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, მა­მა­კა­ცი… შენ უკეთ იცი. და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რა ასა­კის ვარ 2, 5, 10 ,13, 20… თუ შენ გინ­და ხე­დავ­დე ჩემს ბედ­ნი­ე­რე­ბას, გთხოვ მიდი სარ­კეს­თან, თვა­ლი გა­უს­წო­რე სა­კუ­თარ თავს და გულ­წრფე­ლად უპა­სუ­ხე კი­თხვებს - ბედ­ნი­ე­რი ხარ? და თუ არ ხარ, გახ­სოვ­დეს, დედა, რომ უბე­დუ­რი მშობ­ლე­ბის შვი­ლე­ბის­თვის რთუ­ლია ბედ­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვა… გეს­მის? აქ ვე­რა­ვის მო­ა­ტყუ­ებ და ვერ გაძ­ვრე­ბი ნემ­სის ყუნ­წში, გთხოვ, გახ­სოვ­დეს სა­კუ­თა­რი თავი… და გახ­დი ბედ­ნი­ე­რი! ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბის შვი­ლებს ყვე­ლა სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა შე­უძ­ლი­ათ. დედა, შენი ბედ­ნი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი და­ბან­დე­ბაა ჩემს მო­მა­ვალ­ში.

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, დედა… იყა­ვი ბედ­ნი­ე­რი!

შენი შვი­ლი".

იას­ნა ტო­კა­რი­კი

mental.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"დედა, მასწავლე ბედნიერება..." - უნდა თუ არა ოჯახს დედის მსხვერპლი?

"დედა, მასწავლე ბედნიერება..." - უნდა თუ არა ოჯახს დედის მსხვერპლი?

იცით, ერთმა ქალმა ერთხელ კარგი გაკვეთილი მომცა. მკითხა:

- წარმოიდგინე, გული გტკივა, ჩვილი ბავშვი ტირის, უფროს ქალიშვილს კაბის დაუთოება უნდა, ქმარს - ჰალსტუხის შეკვრა, რას იზამ?

მე დავიწყე ლაპარაკი პატარა ბავშვზე, მაგრამ მან შემაწყვეტინა:

- დალიე გულის წამალი და წამოწექი, ქალიშვილს სთხოვე, პატარა გაართოს, ქმარს კი - ბავშვს კაბა დაუუთოოს და ჰალსტუხიც თავად შეიკრას... პირველ რიგში საკუთარ თავს გაუფრთხილდი, ისევ და ისევ შვილებისთვის. იმიტომ, რომ შენი შვილები შენსავით არავის ეყვარება. თავი შეიყვარე, რომ სხვამაც დაგაფასოს და გაგიფრთხილდეს. ოჯახს შენგან მსხვერპლი და თავის მოკვლა არ სჭირდება, მას ჯანსაღი ზრუნვა უნდა და ჯანმრთელი, კარგი დედა.

***

ზრდასრული შვილის დამაფიქრებელი წერილი ოჯახზე თავგადაკლულ დედას

"დედა… ამ დილით მე წავიკითხე შენი წერილი და მთელი დღე ვერ დავიხსენი თავი მასზე ფიქრისაგან. ძალიან მინდა შენთვის შევარჩიო საჭირო სიტყვები, რომლებსაც გაიგებდი და აღიქვამდი სწორად.

და მე მივხვდი, დედა, ერთადერთი რაც მინდა გისურვო, - იყავი ბედნიერი… უბრალოდ ბედნიერი. ყველაფერს აკეთებდი ჩემი წარმატებისთვის, რადგან ძალიან გსურდა ჩემი ბედნიერების ხილვა, მაგრამ ხშირად წარმატებულობაში არაა ადამიანის ბედნიერება, არც კარგ ნიშნებში და საზოგადოებრივი სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ბედნიერებაა იყო შენი თავი, იყო მიღებული სწორედ ისეთი, როგორიც ხარ, ესმოდეთ შენი და თავს გრძნობდე მშვიდად. ერთი სიტყვით იყო ბედნიერი ამ ყველაფრის კომბინაციაა… და არ უნდა ელოდე შენს ბავშვურ, მგრძნობიარე ბუნებაზე დარტყმებს, მათ შორის ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან. ისინი მუდმივად ელიან შენგან გახდე განსაკუთრებული, ცხოვრებაში მიაღწიო მოწინავე პოზიციებს - დაწყებული სემესტრული შეფასებიდან, უნივერსიტეტის დიპლომით და პრესტიჟული სამსახურით დამთავრებული.

დედა, უბედური მშობლების შვილი შეუძლებელია იყოს ბედნიერი, გესმის?

მე ყოველდღიურად ვხედავ როგორ ასრულებ სამუშაოს, რომელიც არ გიყვარს, ვხედავ შენს ბუნდოვან, რთულ და ჩახლართულ ურთიერთობას მამასთან, შენს გადამეტებულ ძალისხმევას იყო წარმატებული, აკმაყოფილებდე სოციალურ სტანდარტებს, რასაც მიაქვს შენი სასიცოცხლო ძალების უზარმაზარი მარაგი და არავითარი სიხარული არ მოაქვს შენთვის. შენ არ იღიმი, დაძაბული ხარ, შენი თვალები არ ანათებს, და მე მახსენდება როგორ მეკუმშებოდა გული ყოველ შენს დაძაბულ ამოხვნეშაზე, თუ დედა ასე ცუდად იყო, როგორ უნდა მეგრძნო თავი მე? თუკი დედას - ზრდასრულს, ჩამოყალიბებულს, ძლიერს არ შეეძლო გადარჩენა ამ სამყაროში და არც ის, რომ ყოფილიყო ბედნიერი, ლამაზი, სიცოცხლით სავსე, რაღა უნდა მეფიქრა საკუთარ თავზე, რომელსაც ჯერ კიდევ ცხადი წარმოდგენა არ მქონდა წესრიგზე რომელშიც ვცხოვრობთ?

მახსენდება როგორ მოვრბივარ შენსკენ მხიარული, სიცოცხლით სავსე, მგზნებარე, დამუხტული ენერგიით და ემოციებით და წამის მერე ვხედავ შენს გამოხედვას, შენს მოძრაობას… წინასწარ ვხვდები რაც უნდა მითხრა… ამის გამო ჩემში მთელი ეს სილამაზე ქრება. მერე ისევ ვივიწყებ, ისევ მოვრბივარ შენსკენ ბედნიერებით სავსე, სიცოცხლე კვლავ იღვიძებს ჩემში მთელი თავისი ვნებით, მაგრამ ყოველ მომდევნო ჯერზე მე უფრო მეტად ვნებდები თქვენს წესებს და გემსგავსებით. ჩემს თვალებში ნაპერწკალი ქრება, შეგრძნებები უფერულდება და ცხოვრება აღარ მეჩვენება უზარმაზარი შესაძლებლობა. სამაგიეროდ შაბლონური ჩარჩოების დღესასწაული ძლიერდება.

ახლა ეს ყველაფერი შენც იცი, დედა, ამიტომ აქ ვამთავრებ წერას. კიდე ერთხელ მინდა გაგიმეორო - მე ძალიან, ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყო. მე არც ვიცი რა გაგაბედნიერებს - საყვარელი საქმე, მამაკაცი… შენ უკეთ იცი. და არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ვარ 2, 5, 10 ,13, 20… თუ შენ გინდა ხედავდე ჩემს ბედნიერებას, გთხოვ მიდი სარკესთან, თვალი გაუსწორე საკუთარ თავს და გულწრფელად უპასუხე კითხვებს - ბედნიერი ხარ? და თუ არ ხარ, გახსოვდეს, დედა, რომ უბედური მშობლების შვილებისთვის რთულია ბედნიერების მიღწევა… გესმის? აქ ვერავის მოატყუებ და ვერ გაძვრები ნემსის ყუნწში, გთხოვ, გახსოვდეს საკუთარი თავი… და გახდი ბედნიერი! ბედნიერი მშობლების შვილებს ყველა სირთულის დაძლევა შეუძლიათ. დედა, შენი ბედნიერება ყველაზე ღირებული დაბანდებაა ჩემს მომავალში.

ძალიან მიყვარხარ, დედა… იყავი ბედნიერი!

შენი შვილი".

იასნა ტოკარიკი

mental.ge

სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა

ოჯახის განცხადებით, 10 თვის ბავშვი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, სავარაუდოდ, მოწამლულია - "საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი ჭამა"

რამდენ ხანს უნდა გყავდეთ ბავშვი კურორტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას - პედიატრის რჩევები მშობლებს