ბალაშიხაში, მოსკოვის ოლქში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. „ვესტი“ წერს, რომ მუშები მეთხუთმეტე სართულზე ცოცხლად დაიწვნენ.
რუსულმა მედიამ დღეს ტრაგიკული ფაქტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.
ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი საშენ მასალებს გაუჩნდა, ხანძარი 20 კვადრატულ მეტრ ფარდობზე გავრცელდა. სახლიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მუშების გამოყვანა კი ვერ მოხერხდა, მათი ცხედრები ხანძრის ლოკალიზების შემდეგ იპოვეს.
გამომძიებლების ვარაუდით, ინციდენტი სარემონტო სამუშაოების დროს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მოხდა. დაზიანდა კედლები, ლიფტის შახტა და სახურავი.