ავტორი:

1 წელიწადში შეძენილი 4 მიწის ნაკვეთი და ავტომობილი - როგორ შეიცვალა „ოცნების“ დეპუტატის ქონება წინა წელს

1 წელიწადში შეძენილი 4 მიწის ნაკვეთი და ავტომობილი - როგორ შეიცვალა „ოცნების“ დეპუტატის ქონება წინა წელს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი შიოლაშვილმა 2018 წელს 4 მიწის ნაკვეთი (მრავალწლიანი ნარგავი-ვენახი) და მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.

ჯამში, უძრავი ქონების შეძენას დეპუტატმა 15 000 ლარი და 8 ათასი დოლარი მოახმარა. მსუბუქი ავტომობილი - FORD TRANZIT-ი კი 4 000 დოლარად იყიდა.

კერძოდ, 2019 წლის 21 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შიოლაშვილმა გასულ წელს წინანდალში შეიძინა 2 384 კვადრატული მეტრი ფართობის, 5 600 კვ. მეტრი, 7 471 კვ. მეტრისა და 6 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები (მრავალწლიანი ნარგავი-ვენახი).

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, შიოლაშვილი ფლობს ასევე წინანდალში 2 222 კვ. მეტრის, 2 224 კვ. მეტრის, 6 058 კვ. მეტრის, 7 674 კვადრატული მეტრისა და 2 222 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს (მრავალწლიანი ნარგავი-ვენახი); ასევე 59 კვ. მეტრის ბინას თბილისში და 1 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დუშეთში, სოფელ ჩანადირებში.

მის საკუთრებაშია ასევე: ბელორუსის ტიპის ტრაქტორი, რომელიც 2017 წელს აქვს 13 567 დოლარად შეძენილი და გასულ წელს შეძენილი მსუბუქი ავტომობილი. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები