ავტორი:

პოლიციამ სულორში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავა

პოლიციამ სულორში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის-რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1987 წელს ბ.კ ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 იანვარს, ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ.კ.-მ, მამას - 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა.კ. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ