სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს
ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს

„ვი­სოლ ჯგუ­ფი“ ბიზ­ნე­სის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ას გა­ნაგ­რძობს და პი­ცე­რი­ე­ბის ქსე­ლის შექ­მნას იწყებს. სა­წყის ეტაპ­ზე პი­ცის კუ­თხე­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა „ვენ­დის“ ამე­რი­კულ რეს­ტორ­ნებ­ში მოხ­დე­ბა, თუმ­ცა „ვენ­დის“ პი­ცის რეს­ტორ­ნე­ბი ცალ­კე მდგომ ქსე­ლა­დაც გან­ვი­თარ­დე­ბა.

„ჩვენ თით­ქმის 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­ცე­რი­ე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტზე. სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რის შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დავ­რწუნ­დით, რომ პიცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტია და პრო­ექ­ტის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იდეა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­წარ­მო­ებ­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბებს 2 ამე­რი­კულ ბრენდთან, რომ­ლე­ბიც პი­ცის სეგ­მენ­ტში ოპე­რი­რე­ბენ. ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, სა­წყი­სი ეტა­პი­დან­ვე, ასე­ვე პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვმარ­თავ­დით ჩვენს ამე­რი­კელ პარტნი­ორ­თან - “ვენ­დის­თან”. „ვენ­დი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყარ პო­ზი­ცი­ებს ფლობს, მა­ღა­ლი ცნო­ბა­დო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ვფიქ­რობ­დით, რომ ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან შე­სა­ბა­მი­სი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პი­ცე­რი­ე­ბის პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა „ვენ­დის“ რეს­ტორ­ნე­ბის ფორ­მატ­ში და „ვენ­დის“ ბრენ­დის ქვეშ ეკო­ნო­მი­კუ­რად ყვე­ლა­ზე კარგ შე­დეგს მო­ი­ტან­და. ჩვენ შევ­ქმე­ნით და „ვენ­დის“ გან­სა­ხილ­ვე­ლად წარ­ვუდ­გი­ნეთ პი­ცე­რი­ის კონ­ცეფ­ცია, ბრენ­დის პლატ­ფორ­მა, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სიმ­ბო­ლი­კა და სხვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი გვქონ­და სხვა ბრენ­დებ­თან, ჩვენ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დით, პირ­ველ რიგ­ში, „ვენ­დი“ დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა ამ პრო­ექ­ტის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ბო­ლომ­დე ვა­ცა­დეთ მათ და 3 თვის წინ მი­ვი­ღეთ თან­ხმო­ბა პრო­ექ­ტის და­ტესტვის მიზ­ნით პი­ცე­რი­ის კუ­თხე მოგ­ვე­წყო ქ. ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე „ვენ­დის“ რეს­ტო­რან­ში. დაგ­ვიდ­გი­ნეს კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნობ­რი­ვი პა­რა­მეტ­რე­ბი და ქუ­თა­ის­ში მათი მიღ­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში შევ­თან­ხმდით, რომ სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვე­ცე­მო­და უფ­ლე­ბა მოგ­ვეხ­დი­ნა რო­გორც „ვენ­დის“ რეს­ტორ­ნებ­ში „ვენ­დის“ პი­ცის კუ­თხე­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა, ასე­ვე ცალ­კე მდგა­რი „ვენ­დის“ პი­ცის რეს­ტორ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ქუ­თა­ის­ში პი­ცის რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ და­გეგ­მილს 2.6- ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა, რა­მაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტის იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე „ვენ­დის“ თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა” - აცხა­დებს „ვენ­დის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მშვილ­და­ძე.

“ვენ­დის“ პი­ცის რეს­ტორ­ნებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა 5 სა­ხე­ო­ბის პიცა: პიცა ბე­კო­ნა­ტო­რი, პიცა ოთხი ყვე­ლით, მარ­გა­რი­ტა, პე­პე­რო­ნი და ვე­გე­ტე­რი­ა­ნუ­ლი პიცა. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად იტა­ლი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი: იტა­ლი­უ­რი ფქვი­ლი, მო­ცა­რე­ლა, პი­ცის სო­უ­სი, ყვე­ლი პარ­მე­ზა­ნი, ყვე­ლი გორ­გონ­ძო­ლა და სხვა. პი­ცის ზომა იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლო (დი­ა­მეტ­რი - 33 სმ) და ხუ­თი­ვე პი­ცის ფასი იქ­ნე­ბა იდენ­ტუ­რი: 11.4 ლარი, რაც, რო­გორც ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­ცის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა იცი­ან, ამ სა­ხის პრო­დუქ­ტის­თვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სია.

თა­ვად პრო­დუქ­ტის შე­საქ­მნე­ლად კომ­პა­ნია საკ­მა­ოდ დიდი ხნის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და იტა­ლი­ელ კონ­სულ­ტან­ტებ­თან ქ. ნა­პო­ლი­დან. ნა­პო­ლი - იტა­ლი­უ­რი პი­ცის და­ბა­დე­ბის ად­გი­ლია. სწო­რედ იტა­ლი­ელ კონ­სულ­ტან­ტებ­თან ერ­თად შე­ირ­ჩა რეს­ტორ­ნე­ბის­თვის პი­ცის ასორ­ტი­მენ­ტი, ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი და და­ნად­გა­რე­ბი. ასე­ვე, იტა­ლი­ელ ექ­სპერ­ტებ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რეს კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც პი­ცე­რი­ე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და­ი­წყო. „ვენ­დის“ პი­ცის ხა­რის­ხი და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლია და ამა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვად­ვე ად­ვი­ლად დარ­წმუნ­დე­ბა.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს

ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს

„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში მოხდება, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება.

„ჩვენ თითქმის 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით საქართველოში პიცერიების ქსელის განვითარების პროექტზე. სამომხმარებლო ბაზრის შესაბამისი კვლევების საფუძველზე დავრწუნდით, რომ პიცა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში იდეა წარმატებული იქნება. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს 2 ამერიკულ ბრენდთან, რომლებიც პიცის სეგმენტში ოპერირებენ. ამასთან, აღნიშნული პროექტის შესახებ, საწყისი ეტაპიდანვე, ასევე პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებებს ვმართავდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან - “ვენდისთან”. „ვენდი“ საქართველოში მყარ პოზიციებს ფლობს, მაღალი ცნობადობით გამოირჩევა და ვფიქრობდით, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში, პიცერიების პროექტის განვითარება „ვენდის“ რესტორნების ფორმატში და „ვენდის“ ბრენდის ქვეშ ეკონომიკურად ყველაზე კარგ შედეგს მოიტანდა. ჩვენ შევქმენით და „ვენდის“ განსახილველად წარვუდგინეთ პიცერიის კონცეფცია, ბრენდის პლატფორმა, კორპორატიული სიმბოლიკა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა სხვა ბრენდებთან, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, პირველ რიგში, „ვენდი“ დაგვერწმუნებინა ამ პროექტის მიმზიდველობაში. შესაბამისად, ჩვენ ბოლომდე ვაცადეთ მათ და 3 თვის წინ მივიღეთ თანხმობა პროექტის დატესტვის მიზნით პიცერიის კუთხე მოგვეწყო ქ. ქუთაისში მდებარე „ვენდის“ რესტორანში. დაგვიდგინეს კონკრეტული მიზნობრივი პარამეტრები და ქუთაისში მათი მიღწევის შემთხვევაში შევთანხმდით, რომ საბოლოოდ მოგვეცემოდა უფლება მოგვეხდინა როგორც „ვენდის“ რესტორნებში „ვენდის“ პიცის კუთხეების ინტეგრირება, ასევე ცალკე მდგარი „ვენდის“ პიცის რესტორნების განვითარება. ქუთაისში პიცის რეალიზაციამ დაგეგმილს 2.6- ჯერ გადააჭარბა, რამაც საბოლოო ჯამში ახალი პროექტის იმპლემენტაციაზე „ვენდის“ თანხმობის მიღების საშუალება მოგვცა” - აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

“ვენდის“ პიცის რესტორნებში წარმოდგენილი იქნება 5 სახეობის პიცა: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტერიანული პიცა. გამოყენებული იქნება ექსკლუზიურად იტალიური ინგრედიენტები: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის სოუსი, ყველი პარმეზანი, ყველი გორგონძოლა და სხვა. პიცის ზომა იქნება საშუალო (დიამეტრი - 33 სმ) და ხუთივე პიცის ფასი იქნება იდენტური: 11.4 ლარი, რაც, როგორც ეს საქართველოში პიცის მოყვარულებმა იციან, ამ სახის პროდუქტისთვის დემოკრატიული ფასია.

თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. ასევე, იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარება დაიწყო. „ვენდის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია და ამაში მომხმარებელი თავადვე ადვილად დარწმუნდება.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის