პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მტკვარში ჩახტომა გადავწყვიტე. გოგონა ძალიან დასუსტებული იყო და ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“
„მტკვარში ჩახტომა გადავწყვიტე. გოგონა ძალიან დასუსტებული იყო და ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“

ეს ახალ­გაზ­რდა 31 წლის ნი­კო­ლოზ ჯო­ჯუაა. 22 იან­ვარს მან რეს­ტო­რან “კრწა­ნის­თან” მტკვარ­ში დახ­რჩო­ბას ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა გა­და­არ­ჩი­ნა.

ნიკა „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ თა­ნამ­შრო­მე­ლია. 22 იან­ვრის დი­ლას თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა მი­სა­მარ­თზე გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე და­დი­ო­და. ერთ-ერთი ობი­ექ­ტის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ ნი­კო­ლო­ზი და მისი ჯგუ­ფი მომ­დევ­ნო მი­სა­მარ­თზე მი­დი­ო­და. რა დრო­საც ორ­თა­ჭა­ლა­ში, რეს­ტო­რან “კრწა­ნის­თან” მტკვარ­ში ადა­მი­ა­ნი შე­ამ­ჩნია, რო­მე­ლიც ხე­ლებს იქ­ნევ­და და შვე­ლას ითხოვ­და.

„ მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რეთ და იმ ბი­ჭთან მი­ვირ­ბი­ნე. ახალ­გაზ­რდა ბიჭი იყო. მიშ­ვე­ლე, გოგო იხ­რჩო­ბა და მე ცურ­ვა არ ვი­ციო, ერთი ეს მი­თხრა. რო­გორც კი გა­და­ვი­ხე­დე, მტკვარ­ში გო­გო­ნა შე­ვამ­ჩნიე, რო­მე­ლიც წყალ­ში ტივ­ტი­ვებ­და.

იმ წუ­თას სხვა ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რე - ქურ­თუ­კი გა­ვი­ხა­დე, იქვე ეგდო იმ გო­გო­ნას ქურ­თუ­კიც. ერ­თმა­ნეთს სა­ხე­ლო­ე­ბით გა­და­ვა­ბი და ვე­ცა­დე, წყალ­ში გა­და­მეგ­დო.“

რამ­დე­ნი­მე უშე­დე­გო მცდე­ლო­ბის შემ­დეგ გო­გო­ნამ ქურ­თუ­კის ერთ ბო­ლო­ზე ხე­ლის ჩა­ჭი­დე­ბა შეძ­ლო.

„ნა­პირ­თან რომ მოვ­წიე, ამოყ­ვა­ნა ვცა­დე, მაგ­რამ ამას აზრი არ ჰქონ­და, ხელი ეშ­ვე­ბო­და. „მტკვარ­ში ჩახ­ტო­მა გა­დავ­წყვი­ტე. გო­გო­ნა ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლი იყო და ხელი მოვ­ხვიე, რომ გა­და­მერ­ჩი­ნა“.

ამ დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე უკვე ხალ­ხი მოგ­როვ­და. ნი­კო­ლო­ზი­სა და გო­გო­ნას წყლი­დან ამოყ­ვა­ნა მის­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და შეკ­რე­ბილ­მა ხალ­ხმა ერ­თდრო­უ­ლად მო­ა­ხერ­ხეს.

„არც ამ გო­გო­ნას სა­ხე­ლი ვიცი, არც მისი ასა­კი, არც ის, რა მოხ­და და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მტკვარ­ში. როცა წყლი­დან ამო­ვიყ­ვა­ნეთ და მი­წა­ზე და­ვაწ­ვი­ნეთ, გო­ნე­ბა და­კარ­გა. პატ­რუ­ლის მოს­ვლის­თა­ნა­ვე იქა­უ­რო­ბა დავ­ტო­ვეთ, რად­გან ერთ-ერთ მი­სა­მარ­თზე გა­მო­ძა­ხე­ბა გვქონ­და“.

ნი­კო­ლოზ ჯო­ჯუ­ას ამ გმი­რო­ბის ამ­ბა­ვი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩე­ბო­და, რომ არა თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

„მტკვარში ჩახტომა გადავწყვიტე. გოგონა ძალიან დასუსტებული იყო და ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“

„მტკვარში ჩახტომა გადავწყვიტე. გოგონა ძალიან დასუსტებული იყო და ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“

ეს ახალგაზრდა 31 წლის ნიკოლოზ ჯოჯუაა. 22 იანვარს მან რესტორან “კრწანისთან” მტკვარში დახრჩობას ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა.

ნიკა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომელია. 22 იანვრის დილას თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა მისამართზე გამოძახებებზე დადიოდა. ერთ-ერთი ობიექტის შემოწმების შემდეგ ნიკოლოზი და მისი ჯგუფი მომდევნო მისამართზე მიდიოდა. რა დროსაც ორთაჭალაში, რესტორან “კრწანისთან” მტკვარში ადამიანი შეამჩნია, რომელიც ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა.

„ მანქანა გავაჩერეთ და იმ ბიჭთან მივირბინე. ახალგაზრდა ბიჭი იყო. მიშველე, გოგო იხრჩობა და მე ცურვა არ ვიციო, ერთი ეს მითხრა. როგორც კი გადავიხედე, მტკვარში გოგონა შევამჩნიე, რომელიც წყალში ტივტივებდა.

იმ წუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე - ქურთუკი გავიხადე, იქვე ეგდო იმ გოგონას ქურთუკიც. ერთმანეთს სახელოებით გადავაბი და ვეცადე, წყალში გადამეგდო.“

რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ გოგონამ ქურთუკის ერთ ბოლოზე ხელის ჩაჭიდება შეძლო.

„ნაპირთან რომ მოვწიე, ამოყვანა ვცადე, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა, ხელი ეშვებოდა. „მტკვარში ჩახტომა გადავწყვიტე. გოგონა ძალიან დასუსტებული იყო და ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“.

ამ დროს შემთხვევის ადგილზე უკვე ხალხი მოგროვდა. ნიკოლოზისა და გოგონას წყლიდან ამოყვანა მისმა თანამშრომლებმა და შეკრებილმა ხალხმა ერთდროულად მოახერხეს.

„არც ამ გოგონას სახელი ვიცი, არც მისი ასაკი, არც ის, რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა მტკვარში. როცა წყლიდან ამოვიყვანეთ და მიწაზე დავაწვინეთ, გონება დაკარგა. პატრულის მოსვლისთანავე იქაურობა დავტოვეთ, რადგან ერთ-ერთ მისამართზე გამოძახება გვქონდა“.

ნიკოლოზ ჯოჯუას ამ გმირობის ამბავი შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა თვითმხილველები.

NS

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის