ავტორი:

"სამი დღე არც თარჯიმანი მომიყვანეს, არც ადვოკატი..." - რას წერს მელორ ვაჩნაძე გერმანიაში დაკავების შესახებ

"სამი დღე არც თარჯიმანი მომიყვანეს, არც ადვოკატი..." - რას წერს მელორ ვაჩნაძე გერმანიაში დაკავების შესახებ

მელორ ვაჩნაძე გერმანიაში მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი წერს, მისი დაკავება არა მაღაზიაში მოპარულ ფეხსაცმელს, არამედ პასპორტის არქონას უკავშირდებოდა. მისივე თქმით, იზოლატორში სამი დღე გაატარა:

"იმდენი თქვენი დედა ვატირე... ჯერ ნაცებს მიეყიდაო და მილიონები აიღოო... ეხლა დაიჭირესო, 130 ევროიან ფეხსაცმელს იპარავდაო. იქნებ ჩამოყალიბდეთ ბოლო ბოლო? რაც შეეხება დაკავებას... მართლა დამაკავეს, ოღონდ კონტროლზე და პასპორტი დამრჩა (ნინის ჩანთაში, რომელიც კაფეში იყო კატოსთან ერთად, ჩემგან 100 მეტრში), მიუხედავად იმისა, რომ ID ბარათი მედო საფულეში, მაინც ამის გამო 12 -13 -14 -15 იანვრის დღეები მაყურყუტეს პოლიციაში. არც 100 მეტრში მყოფი ოჯახთან მიმიყვანეს და მილიონი დაკითხვა მომიწყეს, თითქოს ვერ გაიგეს, ვინ ვიყავი და მეუბნებოდნენ ყველა - "ქართველი კრიმინალიაო", რის გამოც სულ კაიზერის და ჰიტლერის დედა გავახსენე.

VIDEO: "თქვე ვირიშვილებო, 50 ევრო მაინც გამომიგზავნეთ, ახალ წელს 1 ლარი რომ არ გამოგიგზავნიათ" - მელორ ვაჩნაძე მეგობრებს მიმართავს

ყოველგვარი დაკავების მიზეზის ახსნა განმარტების გარეშე გამომიშვეს სასამართლოდან 15 იანვარს, იქ მოსამართლემ კი მითხრა რუსი თარჯიმნის საშუალებით (თუ სწორად მითარგმნა), რომ ნახეს ვინც ვარ, უპასპორტობაზე 500 ევრო ჯარიმას მაკისრებს და ორი თვეა ტურისტის სტატუსით ვარ გერმანიაში. მადლობაც გადამიხადა, რომ მატარებლის ჯარიმაც კი არ ამომივარდა 2 თვის განმავლობაში და დროა, სხვაგან წავიდე, მე განვუცხადე, რომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, ვინაიდან პოლიციელებს შეეძლოთ ასი მეტრი გამომყოლოდნენ, სადაც ჩემი მეუღლე და შვილი სადილობდა, იქ ვანახებდი პასპორტს, თან მქონდა ID ბარათი, სამი დღის განმავლობაში არც თარჯიმანი მომიყვანეს, არც ადვოკატი მომიყვანეს, ამიტომ ას უკანონო გადაწყვეტილებაა ვუთხარი და გავასაჩივრებ მეთქი...

ახლა ველოდები საქართველოში რომ მივა ჩემს მისამართზე განაჩენი, ან ჯარიმა, რომ გავასაჩივრო, ვინაიდან აქ არ მომცეს და ვერც გავასაჩივრე ჩემი ძალებით. ადვოკატთან ერთად მოდიო და ადოკატი 1000 ევრო ღირს... აქვე გეტყვით, რომ მაგ დღეებში ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა და საქართველოს მოქალაქეებზე დაკეტა საემიგრაციო ანუ ე.წ. აზული, ვინც ჩაბარებული იყო, ისიც დაადეპორტეს და აღარავის აღარ იღებენ ქართული მოქალაქეობით....

უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი კი ქართულმა მხარემ დიდი ღალატის და გარიგებით მოიპოვა რომ იცოდეთ!!! სანაცვლოდ საქართველომ გერმანიაში მყოფი 200 000 სირიელი, არაბი თუ სხვა მუსულმანი ლტოლვილის საქართველოში მიღებაზე აიღო ვალდებულება...

P.S. ეს სტატია კი შსს-ს და სუსის დაკვეთაა!!! თუ მთლიანად ეს დაკავებაც ქართულ გერმანული მოლაპარაკების ნაწილი არ იყო... მთავარი ჩემი დაკავების ინფორმაცია ვერანაირად ვერ გავრცელდებოდა, ვინაიდან მე არ მივეცი უფლება გერმანულ მხარეს საქართველოს წარმომადგენლობას რაიმე ინფორმაცია მიაწოდოს ჩემზე და ამის საბუთი მაქვს და ვაქვეყნებ... ეხლა თქვენ განსაჯეთ, საიდან იცის ქართულმა მხარემ და თუ იცის, ესე იგი გერმანიამ კანონი დაარღვია!!! ისე - ჩემს შვილს არ მოშივდეს, თორემ მოვიპარავ კი არა, ყველაფერს ვიზავ!!!" - წერს მელორ ვაჩნაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, გერმანიაში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი მელორ ვაჩნაძე ფეხსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ, გერმანიის ქალაქ კიოლნში მდებარე TK Maxx-ის მაღაზიაში მოხდა. ვაჩნაძემ 130-ევროიანი ფეხსაცმელი მოსინჯვის მიზნით ჩაიცვა, რა დროსაც მასზე მიმაგრებული ფასის კოდის სისტემა მოხსნა, საკუთარი ფეხსაცმელი მაღაზიაში დატოვა და შენობა ახალი ფეხსაცმლით, თანხის გადაუხდელად დატოვა.

"ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს

დათა ახალაიასა და ანი ბენიძეს ტყუპი ვაჟები შეეძინათ

"ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია" - რას წერს მეუღლე რატი სამყურაშვილზე, რომელიც გარდაცვალებამდე 22 თვე უმძიმეს სენს ებრძოდა