კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შესძინა ოტია იოსელიანის 27 წლის შვილიშვილმა ბაბუის სახლს ახალი სიცოცხლე - "ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ არც ისე ახლო..."
როგორ შესძინა ოტია იოსელიანის 27 წლის შვილიშვილმა ბაბუის სახლს ახალი სიცოცხლე - "ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ არც ისე ახლო..."

27 წლის ასაკ­ში მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში დაბ­რუნ­და და ბა­ბუ­ის ეზოს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა... ცნო­ბი­ლი წი­ნაპ­რის სახ­ლი რომ არ და­კე­ტი­ლი­ყო, ოჯახ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და წყალ­ტუ­ბო­სა და თბი­ლისს შო­რის ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი გა­ი­ბა. ამ­გვა­რად, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სახ­ლი "სი­ჩუ­მეს" გა­და­არ­ჩი­ნეს და არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სახლ-მუ­ზე­უ­მად აქ­ცი­ეს.

ოტი­ას ეზოს სხვა დატ­ვირ­თვაც აქვს - აქ მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი, ად­გილ­ზე წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას ეც­ნო­ბი­ან და აგე­მოვ­ნე­ბენ. სა­ხელ­ზე ბევ­რი არც უფიქ­რი­ათ, ალ­ბათ, ძნე­ლად შე­ირ­ჩე­ო­და სხვა უფრო ეფექ­ტუ­რი სა­ხე­ლი, ამ­გვარ ბმა­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო მწე­რალ­თან. ასე შე­იქ­მნა პრო­ექ­ტი „ოტი­ას ეზო“, სა­კუ­თა­რი ლო­გო­თი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბით.

AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რი უმ­ცრო­სი ოტია იო­სე­ლი­ა­ნია, რომ­ლიც სახლ-მუ­ზე­უ­მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე გვი­ამ­ბობს.

VIDEO:ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სახ­ლს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნეს - რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მწერ­ლის კარ-მი­და­მო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 9 წლის შემ­დეგ

"2011 წელს, ბა­ბუ­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მამა თბი­ლი­სი­დან წყალ­ტუ­ბო­ში გად­მო­ვი­და. სახ­ლს პატ­რო­ნი სჭირ­დე­ბო­და... მე მა­შინ ვსწავ­ლობ­დი, სამ წე­ლი­წად­ში სწავ­ლა და­ვას­რუ­ლე და ნელ-ნელა მეც გად­მო­ვე­დი აქეთ. 2013 წლი­დან და­ვი­წყეთ ოჯა­ხის­თვის რა­ღა­ცე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ვამ­ზა­დებ­დით ღვი­ნოს, თაფლს, არაყს და სტუმ­რებს ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ით ვუ­მას­პინ­ძლდე­ბო­დით.

ფოტო: ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

შემ­დეგ, მე­გობ­რებ­მა გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი, რომ მა­თაც სურ­დათ ეს პრო­დუქ­ტი და შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს წარ­მო­ე­ბა დაგ­ვე­წყო - ასე ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბას. ვმას­პინ­ძლობთ ტუ­რის­ტებს და ვა­წარ­მო­ებთ სხვა­დას­ხვა პრო­დუქტს. ახლა ვგეგ­მავთ ოჯა­ხის ლუდი მო­ვამ­ზა­დოთ.

პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბას აქვე ვახ­დენთ, პა­ტა­რა შეკ­ვე­თე­ბი ად­გილ­ზეც მიგ­ვაქვს. სა­ხელ­წო­დე­ბა „ოტი­ას ეზო“, რა თქმა უნდა, ოტი­ას­გან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ირ­ჩა, რად­გან მარ­ტო „ოტი­ას“ ვერ და­ვარ­ქმევ­დით, შევ­ჯერ­დით „ოტი­ას ეზო­ზე“, პრო­დუქ­ტი ხომ მისი ეზო­და­ნაა.

გვაქვს ლო­გოც, სვა­ნუ­რი ქუდი, რო­მე­ლიც ქარ­თულ ო-ს წა­ა­გავს, ანუ „ოტი­ას ეზო“. ძა­ლი­ან მოს­წონთ იდეა, რო­გორც ქარ­თვე­ლებს, ასე­ვე უცხო­ე­ლებს. გვაქვს ინ­ტერ­ნეტ-გვერ­დი, სა­დაც შე­უძ­ლი­ათ გა­ეც­ნონ ჩვენს პრო­დუქ­ცი­ას, რო­მე­ლიც არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ყო­ველ­გვა­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე. ხში­რად უთ­ქვამთ, რომ ჩვე­ნი თაფ­ლი ძვი­რია, მაგ­რამ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია ნა­ტუ­რა­ლუ­რი და სამ­კურ­ნა­ლოა. სჯობს, ცოტა მი­ირ­თვან და ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დნენ" - ამ­ბობს უმ­ცრო­სი ოტია.

ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სახ­ლს ოფი­ცა­ლუ­რად მუ­ზე­უ­მის სტა­ტუ­სი არ აქვს. შთა­მო­მავ­ლებ­მა ამ­ჯო­ბი­ნეს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სახლ-მუ­ზე­უ­მი შე­ექ­მნათ, ვიდ­რე სხვა მუ­ზე­უ­მე­ბის მსგავ­სად და­კე­ტი­ლი­ყო, ან სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­სუ­ლი­ყო. სტუმ­რებს მეგ­ზუ­რო­ბას თა­ვად უწე­ვენ და სახ­ლში არ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ის­ტო­რი­ას აც­ნო­ბენ. მწერ­ლის სახ­ლში მისი პი­რა­დი უამ­რა­ვი ნივ­თი ინა­ხე­ბა. წიგ­ნე­ბი, ჩა­ნა­წე­რე­ბი, აფი­შე­ბი, ქუ­დე­ბი, ხმლე­ბი და ქარ­თუ­ლი ჩოხა, ყვე­ლა­ფე­რი თით­ქმის ხე­ლუხ­ლებ­ლად შე­ი­ნა­ხეს შთა­მო­მავ­ლებ­მა, ისე რო­გორც დიდ­მა მწე­რალ­მა და­ტო­ვა.

უმ­ცრო­სი ოტია იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით წყალ­ტუ­ბო­ში სე­ზო­ნუ­რი ტუ­რიზ­მია, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ ქა­ლაქს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი ტუ­რის­ტი ყვე­ლა სე­ზონ­ზე მი­ი­ღოს.

უმ­ცროს ოტი­ას ბა­ბუ­ის მსგავ­სად ქარ­თუ­ლი ენის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. არ მოს­წონს სა­უბ­რის დროს ბარ­ბა­რიზ­მებს რომ იყე­ნე­ბენ. თა­ვად არ წერს, პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს. ბა­ბუ­ას დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს. იზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბას, მის მკაცრ ხა­სი­ათ­თან და­კავ­ში­რე­ბით და გვიმ­ხელს, რომ მწე­რა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მკაც­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან იყო.

"არ იყო მარ­ტი­ვი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მწე­რალს ბევ­რი საქ­მე აქვს და ხში­რად ვერ ვურ­თი­ერ­თობ­დით მას­თან. ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქონ­და, მაგ­რამ არც ისე ახლო, რო­გორც ქარ­თველ ბა­ბუ­ა­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს აქვთ. მკაც­რი იყო, ოჯახ­ში უფრო მე­ტად მკაც­რი იყო და მეტს მო­ი­თხოვ­და" - ამ­ბობს ოტია იო­სე­ლი­ა­ნი.

კი­თხვა­ზე, მო­ე­წო­ნე­ბო­და თუ არა მისი საქ­მი­ა­ნო­ბა და სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა ბა­ბუ­ას, გვპა­სუ­ხობს: "შე­იძ­ლე­ბა, ღი­მი­ლი და შე­ქე­ბის სი­ტყვა არ ეთ­ქვა, მაგ­რამ „ცუდი არა­აო“ - გვე­ტყო­და, რაც ჩვენ­თვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და".

მშობ­ლი­ურ კე­რა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ნა­ნობს. 27 წლის ოტია იო­სე­ლი­ა­ნი თვლის, რომ თბი­ლი­სი აქ­ტი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჩანს, რე­ა­ლუ­რად კი რა­ი­ო­ნებ­ში გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბაა, მთა­ვა­რია, რო­გორ და­ი­ნა­ხავ და შე­იგ­რძნობ ამას. მწერ­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი ახლა ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა და AMBEBI.GE-ს უმ­ხელს, რომ ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის­თვის ერთ-ერთ ად­გი­ლად სწო­რედ წყალ­ტუ­ბო გა­ნი­ხი­ლე­ბა...

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamo
0

ნამდვილად ასეა... რაიონში რომ ჩავდივარ მეც ვხვდები მაგას რომ იქ უფრო ლაში , საინტერესო და ხალისიანია ცხოვრება. ხალხიც მეტად მშვიდია.. არც რესტორნებს იკლებენ, არც დაბადების დღეებს და არც ისე შეკრებებს ყავაზე. ჩვენ კი დილიდან საცობი, მერე სამსახური, მერე ისევ საცობი, სახლში მოდიხარ დაღლილი ისეთი რომ სულ რომ დამპატიჯონ არ წავალ რესტორანში, მეზობლებს არ ვიცნობთ, ყველა მისთვისაა. საწყენია. 

!!!
0

რა სიმართლეს ამბობს:,.თბილისი აქტიური და საინტერესო რაიონებიდან ჩანს, რეალურად კი რაიონში გაცილებით საინტერესო ცხოვრებაა". გაიხარე პატარა ოტია, წარმატებას გისურვებ საამაყო ბაბუას შვილიშვილო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როგორ შესძინა ოტია იოსელიანის 27 წლის შვილიშვილმა ბაბუის სახლს ახალი სიცოცხლე - "ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ არც ისე ახლო..."

როგორ შესძინა ოტია იოსელიანის 27 წლის შვილიშვილმა ბაბუის სახლს ახალი სიცოცხლე - "ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ არც ისე ახლო..."

27 წლის ასაკში მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა და ბაბუის ეზოს ახალი სიცოცხლე შესძინა... ცნობილი წინაპრის სახლი რომ არ დაკეტილიყო, ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო და წყალტუბოსა და თბილისს შორის ყოველდღიური კავშირი გაიბა. ამგვარად, ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლი "სიჩუმეს" გადაარჩინეს და არაოფიციალურ სახლ-მუზეუმად აქციეს.

ოტიას ეზოს სხვა დატვირთვაც აქვს - აქ მისული სტუმრები და ტურისტები, ადგილზე წარმოებულ პროდუქციას ეცნობიან და აგემოვნებენ. სახელზე ბევრი არც უფიქრიათ, ალბათ, ძნელად შეირჩეოდა სხვა უფრო ეფექტური სახელი, ამგვარ ბმაში რომ ყოფილიყო მწერალთან. ასე შეიქმნა პროექტი „ოტიას ეზო“, საკუთარი ლოგოთი და ნატურალური პროდუქტებით.

AMBEBI.GE-ს სტუმარი უმცროსი ოტია იოსელიანია, რომლიც სახლ-მუზეუმის ყოველდღიურობაზე გვიამბობს.

VIDEO: ოტია იოსელიანის სახლს ახალი სიცოცხლე შესძინეს - როგორ გამოიყურება მწერლის კარ-მიდამო მისი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ

"2011 წელს, ბაბუას გარდაცვალების შემდეგ მამა თბილისიდან წყალტუბოში გადმოვიდა. სახლს პატრონი სჭირდებოდა... მე მაშინ ვსწავლობდი, სამ წელიწადში სწავლა დავასრულე და ნელ-ნელა მეც გადმოვედი აქეთ. 2013 წლიდან დავიწყეთ ოჯახისთვის რაღაცეების მომზადება. ვამზადებდით ღვინოს, თაფლს, არაყს და სტუმრებს ჩვენი პროდუქციით ვუმასპინძლდებოდით.

ფოტო: ნესტან ჩაგელიშვილი

შემდეგ, მეგობრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მათაც სურდათ ეს პროდუქტი და შემოგვთავაზეს წარმოება დაგვეწყო - ასე ჩაეყარა საფუძველი საოჯახო მეურნეობას. ვმასპინძლობთ ტურისტებს და ვაწარმოებთ სხვადასხვა პროდუქტს. ახლა ვგეგმავთ ოჯახის ლუდი მოვამზადოთ.

პროდუქტის რეალიზებას აქვე ვახდენთ, პატარა შეკვეთები ადგილზეც მიგვაქვს. სახელწოდება „ოტიას ეზო“, რა თქმა უნდა, ოტიასგან გამომდინარე შეირჩა, რადგან მარტო „ოტიას“ ვერ დავარქმევდით, შევჯერდით „ოტიას ეზოზე“, პროდუქტი ხომ მისი ეზოდანაა.

გვაქვს ლოგოც, სვანური ქუდი, რომელიც ქართულ ო-ს წააგავს, ანუ „ოტიას ეზო“. ძალიან მოსწონთ იდეა, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს. გვაქვს ინტერნეტ-გვერდი, სადაც შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს პროდუქციას, რომელიც არის ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ხშირად უთქვამთ, რომ ჩვენი თაფლი ძვირია, მაგრამ ჩვენი პროდუქცია ნატურალური და სამკურნალოა. სჯობს, ცოტა მიირთვან და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ" - ამბობს უმცროსი ოტია.

ოტია იოსელიანის სახლს ოფიცალურად მუზეუმის სტატუსი არ აქვს. შთამომავლებმა ამჯობინეს არაოფიციალური სახლ-მუზეუმი შეექმნათ, ვიდრე სხვა მუზეუმების მსგავსად დაკეტილიყო, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულიყო. სტუმრებს მეგზურობას თავად უწევენ და სახლში არსებული ნივთების ისტორიას აცნობენ. მწერლის სახლში მისი პირადი უამრავი ნივთი ინახება. წიგნები, ჩანაწერები, აფიშები, ქუდები, ხმლები და ქართული ჩოხა, ყველაფერი თითქმის ხელუხლებლად შეინახეს შთამომავლებმა, ისე როგორც დიდმა მწერალმა დატოვა.

უმცროსი ოტია იოსელიანის განცხადებით, ჯერჯერობით წყალტუბოში სეზონური ტურიზმია, თუმცა მიაჩნია, რომ ქალაქს აქვს პოტენციალი ტურისტი ყველა სეზონზე მიიღოს.

უმცროს ოტიას ბაბუის მსგავსად ქართული ენის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. არ მოსწონს საუბრის დროს ბარბარიზმებს რომ იყენებენ. თავად არ წერს, პროფესიით არქიტექტორია და ამ მიმართულებით მუშაობს. ბაბუას დიდი პატივისცემით და სიყვარულით იხსენებს. იზიარებს მოსაზრებას, მის მკაცრ ხასიათთან დაკავშირებით და გვიმხელს, რომ მწერალი განსაკუთრებულად მკაცრი ოჯახის წევრებთან იყო.

"არ იყო მარტივი მასთან ურთიერთობა, მწერალს ბევრი საქმე აქვს და ხშირად ვერ ვურთიერთობდით მასთან. ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ არც ისე ახლო, როგორც ქართველ ბაბუასა და შვილიშვილებს აქვთ. მკაცრი იყო, ოჯახში უფრო მეტად მკაცრი იყო და მეტს მოითხოვდა" - ამბობს ოტია იოსელიანი.

კითხვაზე, მოეწონებოდა თუ არა მისი საქმიანობა და საოჯახო მეურნეობა ბაბუას, გვპასუხობს: "შეიძლება, ღიმილი და შექების სიტყვა არ ეთქვა, მაგრამ „ცუდი არააო“ - გვეტყოდა, რაც ჩვენთვის საკმარისი იქნებოდა".

მშობლიურ კერაზე დაბრუნების გადაწყვეტილებას არ ნანობს. 27 წლის ოტია იოსელიანი თვლის, რომ თბილისი აქტიური და საინტერესო რაიონებიდან ჩანს, რეალურად კი რაიონებში გაცილებით საინტერესო ცხოვრებაა, მთავარია, როგორ დაინახავ და შეიგრძნობ ამას. მწერლის შვილიშვილი ახლა ქორწილისთვის ემზადება და AMBEBI.GE-ს უმხელს, რომ ქორწილის ცერემონიალისთვის ერთ-ერთ ადგილად სწორედ წყალტუბო განიხილება...