პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს თრომბს და რა სიმპტომებით უნდა ამოიცნოთ დაავადება - კარდიოლოგის რეკომენდაციები
რა იწვევს თრომბს და რა სიმპტომებით უნდა ამოიცნოთ დაავადება - კარდიოლოგის რეკომენდაციები

სის­ხლის შე­დე­დე­ბა - ორ­გა­ნიზ­მის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­აა. რო­დე­საც ხელი გვეჭ­რე­ბა, სის­ხლის კო­ა­გუ­ლა­ცია (შე­დე­დე­ბა) ხდე­ბა, წარ­მოქ­მნი­ლი თრომ­ბი ჭრი­ლო­ბას პირს უკ­რავს და სის­ხლის და­კარ­გვის­გან გვი­ცავს. თუმ­ცა, სის­ხლძარ­ღვებ­ში არ­სე­ბუ­ლი თრომ­ბი, ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის ან სი­ცო­ცხლის ფა­სა­დაც და­უჯ­დეს... ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თრომ­ბო­ზის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის ამოც­ნო­ბა და სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა.

რა იწ­ვევს თრომბს, რო­გო­რი სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მას და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ის - ამა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, კარ­დი­ო­ლო­გი ზუ­რაბ კლი­მი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- თრომბს ორ­გა­ნიზ­მში დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია აქვს. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ეს მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­აა, მაგ­რამ როცა არა­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად, არა­მიზ­ნობ­რი­ვად ყა­ლიბ­დე­ბა, პა­თო­ლო­გი­ის დროს, რო­მე­ლი­მე სის­ხლძარ­ღვში ხვდე­ბა, სის­ხლძარ­ღვს ახ­შობს და შე­სა­ბა­მი­სი ზო­ნის იშე­მი­ას, სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბას და ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბას იწ­ვევს. თუ იშე­მია დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, იმ უბ­ნის ნეკ­რო­ზიც გარ­და­უ­ვა­ლია. ძი­რი­თა­დად კი ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რო­მე­ლი ორ­გა­ნოს სის­ხლძარ­ღვში ხდე­ბა თრომ­ბი.

- გუ­ლით და­ავ­დე­ბუ­ლებ­ში რო­გორ ხდე­ბა ეს?

- თუ გულ­ზეა სა­უ­ბა­რი და ამ ყვე­ლა­ფერს კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რად გან­ვი­ხი­ლავთ, ანუ ინ­ფარ­ქტის ერთ-ერთი მი­ზე­ზი კონ­კრე­ტულ სის­ხლძარ­ღვში თრომ­ბის მიერ სის­ხლძარ­ღვის სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი დახ­შო­ბა ხდე­ბა და სიხლძარ­ღვი, რო­მე­ლიც გულს სის­ხლით, საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, ჟანგბა­დით ამა­რა­გებს, ვე­ღარ მი­აწ­ვდის შე­სა­ბა­მის საკ­ვებს, რაც ამ უბ­ნის იშე­მი­ას გა­მო­იწ­ვევს. ხოლო შემ­დეგ, თუ გარ­კვე­ულ დრო­ში იშე­მია არ მო­იხ­სნა, დგე­ბა სიკ­ვდი­ლი.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი სიმპტო­მე­ბით რო­გორ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა?

- სიმპტო­მი უამ­რა­ვია, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­მელ ორ­გა­ნო­შია პრობ­ლე­მა. თუ კარ­დე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით ვი­სა­უბ­რებთ და ეს არის ინ­ფარ­ქტი, მისი პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი ნი­შა­ნი ტკი­ვი­ლია. ყვე­ლა­ზე ხში­რია ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში, მკერ­დის უკან, მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბა, წვა, რაც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

ტკი­ვი­ლი გულ-მკერ­დის ნე­ბის­მი­ერ ნა­წილ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც მარცნივ, ისე - მარ­ჯვნივ. ხან ბე­ჭებ­ში, ხელ­ში, ზედა კი­დურ­ში, ყბებ­ში, კბი­ლებ­ში, თავ­ში გა­და­ცე­მაც ახა­სი­ა­თებს. ამ ტკი­ვილს ირა­დი­ა­ცი­ას ვე­ძა­ხით.

- ე.ი. თუ ადა­მი­ან­მა ეს ნიშ­ნე­ბი იგ­რძნო, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ იყოს ინ­ფარ­ქტის წინა მდგო­მა­რე­ო­ბა და თრომ­ბიც?

- კი, ბა­ტო­ნო, შე­საძ­ლე­ბე­ლია. გან­სხვა­ვე­ბა სტე­ნო­კარ­დი­ა­სა და ინ­ფარ­ქტს შო­რის ის არის, რომ თუ ტკი­ვი­ლი დრო­ში გა­ი­წე­ლა, გას­ცდა ნა­ხე­ვარ სა­ათს, მერე უკვე შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი იწყე­ბა და ინ­ფარ­ქტი ყა­ლიბ­დე­ბა.

- სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა რამ­დენ ხანს გრძე­დე­ბა?

- სტე­ნო­კარ­დია - მაქ­სი­მუმ 20 წუთი. მერე უკვე და­ზი­ა­ნე­ბა­ში გა­და­დის. რო­გორც გი­თხა­რით, ძი­რი­თა­დი, კლა­სი­კუ­რი სიმპტო­მი ტკი­ვი­ლია, თუმ­ცა არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სხვა სიმპტო­მი, რა­საც ტკი­ვი­ლის ექ­ვი­ვა­ლენტს ვუ­წო­დებთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც წვა, მო­ჭე­რა, ზე­წო­ლა, ხან­და­ხან სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ან მწვა­ვედ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქო­ში­ნი.

- თუ სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა და გახ­ში­რე­ბუ­ლი ქო­ში­ნია, რაც, ვთქვათ, კი­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე ას­ვლი­სას გა­მო­ი­ხა­ტა, ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- ამას 2 მი­ზე­ზი აქვს: ერთი შე­იძ­ლე­ბა სტე­ნო­კარ­დი­ის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყოს, რა­საც და­ძაბ­ვის, დატ­ვირ­თვის სტე­ნო­კარ­დია ჰქვია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი კი­ბე­ებ­ზე ადის, იმ დროს ჩი­ვი­ლი ეწყე­ბა. თუ ეს სის­ხლძარ­ღვის შე­ვიწ­რო­ე­ბის გა­მოა, და­ძაბ­ვის სტე­ნო­კარ­დი­აა, ანუ რა­ღაც მან­ძი­ლი გა­ი­ა­რა და ეს ჩი­ვი­ლი გან­ვი­თარ­და. მაგ­რამ მსგავ­სი რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით, რა­საც გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბაა, ანუ გული და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ფუნ­ქცია მეტ-ნაკ­ლე­ბად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი და დატ­ვირ­თვა­ზე იმ სა­ჭი­რო ფუნ­ქცი­ას ვე­ღარ ას­რუ­ლებს.

- რო­გორ უნდა და­იც­ვას ადა­მი­ან­მა თავი, რომ ეს სიმპტო­მე­ბი შორს არ წა­ვი­დეს?

- თუ პა­ცი­ენტს უკვე ნახ­სე­ნე­ბი ესა თუ ის ჩი­ვი­ლი გა­ნუ­ვი­თარ­და, ეჭვი უნდა გა­უჩ­ნდეს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა გულ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პა­ცი­ენ­ტმა ამ სიმპტო­მე­ბის ცნო­ბა­დო­ბა არ გა­ა­ტა­როს, უმ­ნიშ­ვნე­ლოდ არ ჩათ­ვა­ლოს. რაც შე­ე­ხე­ბა, რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ჩი­ვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­გან: თუ ეს სტე­ნო­კარ­დი­აა და კი­ბე­ზე ას­ვლი­სას, სი­ა­რუ­ლის დროს ქო­ში­ნი და­ე­წყო, პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­კე­თოს - უნდა გა­ჩერ­დეს, გულს მოს­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს, შე­საძ­ლოა, ჩი­ვი­ლი მო­ეხ­სნას, ხოლო თუ მშვიდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დას­ვლი­სას ჩი­ვი­ლი არ ჩერ­დე­ბა, ამ დროს სას­წრა­ფოს გა­მო­უ­ძა­ხოს.

- გულ­ზე მო­ჭე­რი­თი ტკი­ვი­ლი­სას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ნოშ­პის, ან ნიტ­როგ­ლი­ცე­რი­ნის მი­ღე­ბა იცი­ან ხოლ­მე...

- ნიტ­როგ­ლი­ცე­რი­ნი პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბაა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ცი­ენტს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბას იც­ნობს. პირ­ვე­ლა­დი ტკი­ვი­ლი­სას არ არის სა­სურ­ვე­ლი მისი მი­ღე­ბა, რად­გან შე­საძ­ლოა, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­დეს.

- მი­ვე­დით იქამ­დე, რომ თვით­მკურ­ნა­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია... სა­ჭი­როა ექი­მი, კარ­დი­ოგ­რა­მა?

- თუ პა­ცი­ენ­ტი ექიმ­თან მოხ­ვდე­ბა, ცხა­დია, ჩა­უ­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვა. ამ ჩი­ვი­ლი­სას, პირ­ველ რიგ­ში, კარ­დი­ოგ­რა­მაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ასეთ დროს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია და ტკი­ვი­ლის დროს არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას აფიქ­სი­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფია. ამა­ვე დროს არ­სე­ბობს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ამ ტკი­ვი­ლი­სას გარ­კვე­ულ დრო­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ - სტე­ნო­კარ­დია თუ ინ­ფარ­ქტი.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია, სქე­სი, და­მა­ტე­ბი­თი რის­კე­ბის არ­სე­ბო­ბა: წნე­ვა, დი­ა­ბე­ტი, ან სხვა რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა. ერთი და იგი­ვე ჩი­ვი­ლი, ახალ­გაზ­რდა­ში შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად გავ­შიფ­როთ, ხან­დაზ­მულ­ში - სხვა­ნა­ი­რად.

- და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის მი­ზე­ზი რა არის?

- ადრე რის­კის კა­ტე­გო­რი­ად ით­ვლე­ბო­და 50 წელი მა­მა­კა­ცებ­ში, 60 წელი - ქა­ლებ­ში, შემ­დეგ წლებ­ში ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის 50 წელ­ზე ჩა­მო­ვი­და, მა­მა­კა­ცე­ბის­თვის კი 40-ზე.

თუმ­ცა, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და, 40 წელ­ზე ქვე­მოთ მა­მა­კა­ცებ­ში იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მით გახ­შირ­და, არის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, რა­საც გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას ეძა­ხი­ან. მი­ზე­ზი ცხოვ­რე­ბის არა­ჯან­სა­ღი წე­სია, არას­წო­რი კვე­ბა, ამას მიბ­მუ­ლი ნაკ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სას­მელს, დიდი რა­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა მავ­ნე­ბე­ლია, ზო­მი­ე­რად - და­საშ­ვე­ბი.

- პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი რა იქ­ნე­ბა?

- ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე უკე­თე­სი პრე­ვენ­ცია ჯერ არ მო­უ­გო­ნი­ათ და ვერც მო­ი­გო­ნე­ბენ. აქ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, ჯან­სა­ღი წე­სით ცხოვ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, თუ მო­ინ­დო­მებს.

საკ­ვე­ბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე უნდა გა­ვა­ნა­წი­ლოთ, რომ მცი­რე ულუ­ფო­ბით დო­ზი­რე­ბუ­ლად მი­ვი­ღოთ. კვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ძილი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის რიტ­მი, რო­მე­ლიც ხან­და­ხან გა­დაც­დო­მას არ გა­მო­რი­ცხავს, თუმ­ცა გა­დაც­დო­მა ჩვე­ვად არ უნდა ვაქ­ცი­ოთ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვეტა
6

არაფერი მაგდაგვარი არ უგრძვნია ჩემს მეუღლეს. უცებ იგრძნო რომ სუნთქვა უჭირდა და 5 წუთში, ეს სავსებით ჯანმრთელი ადამიანი გარდაიცვალა, სასწრაფო რა თქმა უნდა ვერც მოუსწრო, თუმცა დაადგინეს, რომ ეს იყო ტრომბი.

 

რუსუდანი
18

გამარჯობათ.მშვიდობიან დრეს გისურვებთ.მე გადავიტანე ორჯერ კორონა და საკმაოდ ბევრი პრობლემა დამიტოვა.პირველ კორონის მერე მაქვს წნევები და გულის არეში ტკივილები.სიარულის ან პატარა ტვირთის შემთხვევაშიც კი.ხშირად მიბჟუ დება და მიშუპდება ხელები და ფეხები.თითქოს გული მაქ ყელში მობჯენილი და სუნთქვას მიძნელებს.გთხოვთ მითხარით რასთან შეიძლება მქონდეს საქმე და ვის მივმართო???მადლობა წინასწარ უფალი გფარავდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რა იწვევს თრომბს და რა სიმპტომებით უნდა ამოიცნოთ დაავადება - კარდიოლოგის რეკომენდაციები

რა იწვევს თრომბს და რა სიმპტომებით უნდა ამოიცნოთ დაავადება - კარდიოლოგის რეკომენდაციები

სისხლის შედედება - ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. როდესაც ხელი გვეჭრება, სისხლის კოაგულაცია (შედედება) ხდება, წარმოქმნილი თრომბი ჭრილობას პირს უკრავს და სისხლის დაკარგვისგან გვიცავს. თუმცა, სისხლძარღვებში არსებული თრომბი, ადამიანს შესაძლოა ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს... ამიტომ, აუცილებელია თრომბოზის პირველი სიმპტომების ამოცნობა და საჭირო ზომების მიღება.

რა იწვევს თრომბს, როგორი სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან ის - ამაზე საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი ზურაბ კლიმიაშვილი გვესაუბრება:

- თრომბს ორგანიზმში დამცველობითი ფუნქცია აქვს. ფიზიოლოგიურად ეს მისი ძირითადი ფუნქციაა, მაგრამ როცა არაფიზიოლოგიურად, არამიზნობრივად ყალიბდება, პათოლოგიის დროს, რომელიმე სისხლძარღვში ხვდება, სისხლძარღვს ახშობს და შესაბამისი ზონის იშემიას, სისხლნაკლებობას და ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. თუ იშემია დიდხანს გაგრძელდა, იმ უბნის ნეკროზიც გარდაუვალია. ძირითადად კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულია, რომელი ორგანოს სისხლძარღვში ხდება თრომბი.

- გულით დაავდებულებში როგორ ხდება ეს?

- თუ გულზეა საუბარი და ამ ყველაფერს კარდიოლოგიურად განვიხილავთ, ანუ ინფარქტის ერთ-ერთი მიზეზი კონკრეტულ სისხლძარღვში თრომბის მიერ სისხლძარღვის სრული ან ნაწილობრივი დახშობა ხდება და სიხლძარღვი, რომელიც გულს სისხლით, საკვები ნივთიერებებით, ჟანგბადით ამარაგებს, ვეღარ მიაწვდის შესაბამის საკვებს, რაც ამ უბნის იშემიას გამოიწვევს. ხოლო შემდეგ, თუ გარკვეულ დროში იშემია არ მოიხსნა, დგება სიკვდილი.

- ეს ყველაფერი სიმპტომებით როგორ გამოიხატება?

- სიმპტომი უამრავია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ორგანოშია პრობლემა. თუ კარდეოლოგიური კუთხით ვისაუბრებთ და ეს არის ინფარქტი, მისი პირველი კლასიკური ნიშანი ტკივილია. ყველაზე ხშირია ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის უკან, მოჭერის შეგრძნება, წვა, რაც სხვადასხვაგვარად გამოიხატება.

ტკივილი გულ-მკერდის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს, როგორც მარცნივ, ისე - მარჯვნივ. ხან ბეჭებში, ხელში, ზედა კიდურში, ყბებში, კბილებში, თავში გადაცემაც ახასიათებს. ამ ტკივილს ირადიაციას ვეძახით.

- ე.ი. თუ ადამიანმა ეს ნიშნები იგრძნო, შესაძლებელია, რომ იყოს ინფარქტის წინა მდგომარეობა და თრომბიც?

- კი, ბატონო, შესაძლებელია. განსხვავება სტენოკარდიასა და ინფარქტს შორის ის არის, რომ თუ ტკივილი დროში გაიწელა, გასცდა ნახევარ საათს, მერე უკვე შეუქცევადი პროცესები იწყება და ინფარქტი ყალიბდება.

- სტენოკარდიული ტკივილის შეგრძნება რამდენ ხანს გრძედება?

- სტენოკარდია - მაქსიმუმ 20 წუთი. მერე უკვე დაზიანებაში გადადის. როგორც გითხარით, ძირითადი, კლასიკური სიმპტომი ტკივილია, თუმცა არსებობს უამრავი სხვა სიმპტომი, რასაც ტკივილის ექვივალენტს ვუწოდებთ. ეს შეიძლება იყოს, როგორც წვა, მოჭერა, ზეწოლა, ხანდახან სუნთქვის უკმარისობა, ან მწვავედ განვითარებული ქოშინი.

- თუ სუნთქვის უკმარისობა და გახშირებული ქოშინია, რაც, ვთქვათ, კიბის საფეხურებზე ასვლისას გამოიხატა, ამაზე რას გვეტყვით?

- ამას 2 მიზეზი აქვს: ერთი შეიძლება სტენოკარდიის გამოხატულება იყოს, რასაც დაძაბვის, დატვირთვის სტენოკარდია ჰქვია. როდესაც ადამიანი კიბეებზე ადის, იმ დროს ჩივილი ეწყება. თუ ეს სისხლძარღვის შევიწროების გამოა, დაძაბვის სტენოკარდიაა, ანუ რაღაც მანძილი გაიარა და ეს ჩივილი განვითარდა. მაგრამ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს უკვე დაზიანებული გულის მდგომარეობით, რასაც გულის უკმარისობაა, ანუ გული დაზიანებულია, ფუნქცია მეტ-ნაკლებად დაქვეითებული და დატვირთვაზე იმ საჭირო ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

- როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი, რომ ეს სიმპტომები შორს არ წავიდეს?

- თუ პაციენტს უკვე ნახსენები ესა თუ ის ჩივილი განუვითარდა, ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ ეს შეიძლება გულთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, პაციენტმა ამ სიმპტომების ცნობადობა არ გაატაროს, უმნიშვნელოდ არ ჩათვალოს. რაც შეეხება, როგორ დავიცვათ თავი ჩივილის განვითარებისგან: თუ ეს სტენოკარდიაა და კიბეზე ასვლისას, სიარულის დროს ქოშინი დაეწყო, პირველი, რაც უნდა გაკეთოს - უნდა გაჩერდეს, გულს მოსვენების საშუალება მისცეს, შესაძლოა, ჩივილი მოეხსნას, ხოლო თუ მშვიდ მდგომარეობაში გადასვლისას ჩივილი არ ჩერდება, ამ დროს სასწრაფოს გამოუძახოს.

- გულზე მოჭერითი ტკივილისას სახლის პირობებში ნოშპის, ან ნიტროგლიცერინის მიღება იციან ხოლმე...

- ნიტროგლიცერინი პირველი დახმარებაა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ამის გამოცდილება აქვს, საკუთარ დაავადებას იცნობს. პირველადი ტკივილისას არ არის სასურველი მისი მიღება, რადგან შესაძლოა, მდგომარეობა გაუარესდეს.

- მივედით იქამდე, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია... საჭიროა ექიმი, კარდიოგრამა?

- თუ პაციენტი ექიმთან მოხვდება, ცხადია, ჩაუტარდება შესაბამისი გამოკვლევა. ამ ჩივილისას, პირველ რიგში, კარდიოგრამაა აუცილებელი, რომელიც ასეთ დროს ინფორმაციულია და ტკივილის დროს არსებულ მდგომარეობას აფიქსირებს. მნიშვნელოვანია ექოკარდიოგრაფია. ამავე დროს არსებობს ლაბორატორიული ანალიზები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ამ ტკივილისას გარკვეულ დროში იდენტიფიცირება მოვახდინოთ - სტენოკარდია თუ ინფარქტი.

ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის ასაკობრივი კატეგორია, სქესი, დამატებითი რისკების არსებობა: წნევა, დიაბეტი, ან სხვა რაიმე დაავადება. ერთი და იგივე ჩივილი, ახალგაზრდაში შეიძლება სხვანაირად გავშიფროთ, ხანდაზმულში - სხვანაირად.

- დაავადებების გაახალგაზრდავების მიზეზი რა არის?

- ადრე რისკის კატეგორიად ითვლებოდა 50 წელი მამაკაცებში, 60 წელი - ქალებში, შემდეგ წლებში ქალბატონებისთვის 50 წელზე ჩამოვიდა, მამაკაცებისთვის კი 40-ზე.

თუმცა, ბოლოდროინდელი მონაცემებით, ფაქტია, რომ ძალიან გაახალგაზრდავდა, 40 წელზე ქვემოთ მამაკაცებში იშემიური დაავადება სხვადასხვა ფორმით გახშირდა, არის გამოვლინებები, რასაც გაახალგაზრდავებას ეძახიან. მიზეზი ცხოვრების არაჯანსაღი წესია, არასწორი კვება, ამას მიბმული ნაკლები ფიზიკური აქტივობა. რაც შეეხება სასმელს, დიდი რადენობით მიღება მავნებელია, ზომიერად - დასაშვები.

- პრევენციული ღონისძიებები რა იქნება?

- ჯანსაღი ცხოვრების წესზე უკეთესი პრევენცია ჯერ არ მოუგონიათ და ვერც მოიგონებენ. აქ შეუძლებელი არაფერია, ჯანსაღი წესით ცხოვრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუ მოინდომებს.

საკვები დღის განმავლობაში ისე უნდა გავანაწილოთ, რომ მცირე ულუფობით დოზირებულად მივიღოთ. კვების პარალელურად, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ასევე მნიშვნელოვანია მოწესრიგებული ძილი. მნიშვნელოვანია ყოველდღიურობის რიტმი, რომელიც ხანდახან გადაცდომას არ გამორიცხავს, თუმცა გადაცდომა ჩვევად არ უნდა ვაქციოთ.