მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას წინააღმდეგ - შეიძლება თუ არა ორსულების ვაქცინაცია
ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას წინააღმდეგ - შეიძლება თუ არა ორსულების ვაქცინაცია

ახლა გვაქვს წი­თე­ლას ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­და­ფეთ­ქე­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად ეპი­დე­მი­ის ზღვარ­ზე ვართ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, წი­თე­ლას ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, იმე­რეთ­სა და კა­ხეთ­შია.

"ჩვე­ნი სამ­წუ­ხა­რო პროგ­ნო­ზი გა­მარ­თლდა და წი­თე­ლამ ისევ მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა. დღე­ის­თვის 580 შემ­თხვე­ვაა ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვაა თბი­ლის­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, იმე­რეთ­სა და კა­ხეთ­ში. და­ი­წყო აც­რე­ბის აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია და არას­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ბოლო სამ დღე­ში 12 000-მდე მო­ქა­ლა­ქე აიც­რა წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. გრი­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წი­თე­ლას ვე­რა­ფე­რი გა­ა­ა­ჩე­რებს აც­რე­ბის გარ­და", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ორ­სუ­ლის აცრა გრიპ­ზე ძა­ლი­ან სა­სურ­ვე­ლია, ხოლო ორ­სუ­ლის აცრა წი­თე­ლა­ზე არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც იმ­ნა­ძე ამ­ბობს, ქვე­ყა­ნა­ში უკვე შე­მო­ვი­და გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა ორ­სუ­ლე­ბის­თვის.

„გრი­პის ვირუ­სი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, უკან იხევს. ბოლო სამი კვი­რაა ქვე­ყა­ნა­ში კლე­ბის ტენ­დენ­ცია არის. ეს ჩანს ყვე­ლა მი­მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, გრი­პი ჯერ არ გამ­ქრა­ლა. გრი­პი იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხუ­ლამ­დე, ვიდ­რე კარ­გად არ დათ­ბე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჭი­როა, სიფრ­თხი­ლე“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას წინააღმდეგ - შეიძლება თუ არა ორსულების ვაქცინაცია

ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას წინააღმდეგ - შეიძლება თუ არა ორსულების ვაქცინაცია

ახლა გვაქვს წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება და ფაქტობრივად ეპიდემიის ზღვარზე ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთშია.

"ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისთვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევაა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. დაიწყო აცრების აქტიური კამპანია და არასრული მონაცემებით ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას საწინააღმდეგოდ. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გაააჩერებს აცრების გარდა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, ორსულის აცრა გრიპზე ძალიან სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება. როგორც იმნაძე ამბობს, ქვეყანაში უკვე შემოვიდა გრიპის საწინააღმდეგო აცრა ორსულებისთვის.

„გრიპის ვირუსი, საბედნიეროდ, უკან იხევს. ბოლო სამი კვირაა ქვეყანაში კლების ტენდენცია არის. ეს ჩანს ყველა მიმიმართულებით. თუმცა, გრიპი ჯერ არ გამქრალა. გრიპი იქნება გაზაფხულამდე, ვიდრე კარგად არ დათბება. აქედან გამომდინარე საჭიროა, სიფრთხილე“, - განაცხადა იმნაძემ.

"დედა რომ გარდაიცვალა, მამა სამსახურში აღარ დადიოდა... გადაგვატანინა ეს ტრაგედია" - რას ყვება პაატა იმნაძის ოჯახზე მისი ქალიშვილი

"ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

გახარიამ ფაშინიანს ყაზბეგური ნაგაზი აჩუქა