საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი საქართველოში პოლიციას ჩაბარდა
ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი საქართველოში პოლიციას ჩაბარდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ძებ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ძებ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა. 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ჯ.ს.შ. ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში 23 იან­ვარს ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბარ­და.

ქარ­თვე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჯ.ს.შ.-ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ხე­ბით ძებ­ნა მიმ­დი­ნა­რე წლის 12 იან­ვრი­დან გა­მო­ცხად­და. 31 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ლონ­დო­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლოს მიერ ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ ერთი პი­რის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის გამო და 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. შემ­თხვე­ვა 2015 წლის 8 დე­კემ­ბერს მოხ­და.

ამ­ჟა­მად, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წი­ნა­სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდარ ფაქტს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით ქარ­თულ პო­ლი­ცი­ას მათი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას" - ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გა­ხე­ნებთ, რომ ჯეკ შე­ფერ­დი სა­კუ­თარ კა­ტერს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გამო კა­ტე­რი გა­დაბ­რუნ­და, რა­საც 24 წლის შარ­ლო­ტა ბრა­უ­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მა­მა­კაც­მა გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბა არც სცა­და, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი კი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. შემ­თხვე­ვა 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში მოხ­და, შე­ფერ­დი კი 2018 წლის ივ­ლის­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­უ­ჩი­ნარ­და და მისი პოვ­ნა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ამ დრომ­დე ვერ შეძ­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი საქართველოში პოლიციას ჩაბარდა

ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი საქართველოში პოლიციას ჩაბარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა. 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოც გამოეხმაურა:

"დიდ მადლობას ვუხდით ქართულ პოლიციას მათი ძალისხმევისთვის და თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახენებთ, რომ ჯეკ შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცმა გოგონას დახმარება არც სცადა, სამაშველო სამსახური კი შეცდომაში შეიყვანა. შემთხვევა 2015 წლის დეკემბერში მოხდა, შეფერდი კი 2018 წლის ივლისში სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაუჩინარდა და მისი პოვნა პოლიციელებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს