მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელფასმა მხოლოდ 3 დღით დაიგვიანა, ტექნიკური საკითხია" - რას პასუხობენ მსახიობებს თეატრებსა და კულტურის სამინისტროში
"ხელფასმა მხოლოდ 3 დღით დაიგვიანა, ტექნიკური საკითხია" - რას პასუხობენ მსახიობებს თეატრებსა და კულტურის სამინისტროში

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის სტა­ტუ­სი გავ­რცელ­და, სა­დაც იგი აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამ­და თე­ატ­რში დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ხელ­ფა­სის გამო.

"არა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო არ ხდე­ბა, ხელ­ფასს თა­ვის დრო­ზე არ გვაძ­ლე­ვენ და სა­ერ­თოდ ამ მთავ­რო­ბას მოვუ..ან დი­ლე­ტან­ტი დე­დე­ბი. გუ­ლის ამ­რე­ვე­ბი ესე­ნი", - და­წე­რა ყიფ­ში­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობის გან­ცხა­დე­ბამ დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან სტა­ტუ­სი წა­შა­ლა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც გაჩ­ნდა გა­ურ­კვევ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფონ­ზე, რომ ზურა და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­ე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი კლი­პის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ და აქ­ტი­უ­რად უჭერ­დნენ მხარს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რილ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს.

  • "ბევ­რი რამ დაგ­როვ­და და გი­ორ­გი სა­მარ­თლი­ა­ნად გაბ­რაზ­და..." - რა­ტომ აგი­ნა მთავ­რო­ბას გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ და რას ამ­ბობს შვილ­ზე ზურა ყიფ­ში­ძე

AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში იგი­ვე პრობ­ლე­მა­ზე ისა­უბ­რა ზურა ყიფ­ში­ძე­მაც. დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა თე­ატ­რებ­ში, რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და გან­მარ­ტე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურს და­ვუ­კავ­შირ­დით. პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა, ანუ­კი კან­კი­ამ შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და:

"ყო­ვე­ლი წლის და­სა­წყის­ში სა­მი­ნის­ტრო თე­ატ­რე­ბის საშ­ტა­ტო ნუს­ხას ამ­ტკი­ცებს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის პრო­ცე­დუ­რუ­ლი, ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი. დღეს უკვე ეს საშ­ტა­ტო ნუს­ხა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია და მი­ნისტრს ხელი აქვს მო­წე­რი­ლი. თე­ატ­რე­ბის მმარ­თვე­ლე­ბი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათ საშ­ტა­ტო ნუს­ხა უკვე გა­ტა­ნი­ლი აქვთ. დღეს ან ხვალ ყვე­ლა მათ­განს ჩა­ე­რი­ცხე­ბა ხელ­ფა­სი. ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხია - ზოგს დღეს და­უჯ­დე­ბა ან­გა­რიშ­ზე, ზოგს ხვალ... უახ­ლო­ეს ორ დღე­ში ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ექ­ნე­ბა ხელ­ფა­სი ჩა­რი­ცხუ­ლი. მათ ხელ­ფა­სი ყო­ვე­ლი თვის ოც რი­ცხვში ერი­ცხე­ბათ და მხო­ლოდ იან­ვარ­ში ხდე­ბა ოდ­ნა­ვი შე­ფერ­ხე­ბა, როცა ორ-სამ დღე­ზეა სულ სა­უ­ბა­რი. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა და არ­ცერთ თე­ატრს პრე­ტენ­ზი­ით არ მო­უ­მარ­თავს, რად­გან წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა ასე. შე­იძ­ლე­ბა ისე მოგ­ვარ­დეს, წე­ლი­წად­ში ერთხე­ლაც არ მოხ­დეს ეს შე­ფერ­ხე­ბა", - აცხა­დებს ანუ­კი კან­კია.

ვი­ნა­ი­დან ზურა ყიფ­ში­ძე და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე თბი­ლი­სის მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ო­ბენ, ჩვენ ამ თე­ატ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­საც მივ­მარ­თეთ, თუ რა ვი­თა­რე­ბაა თე­ატ­რში.

სოფო სი­ხა­რუ­ლი­ძე:

- ყო­ვე­ლი თვის ოც რი­ცხვში ირი­ცხე­ბა ხელ­ფა­სე­ბი და ამ თვე­ში დღეს, ანუ 23 იან­ვარს ჩაგ­ვე­რი­ცხა. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის პოსტს, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ხა­ტოს. ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვის არ უხა­რია ხელ­ფა­სი რომ იგ­ვი­ა­ნებს. თუმ­ცა წი­ნას­წარ ვი­ცო­დით, შე­ფერ­ხე­ბა რომ იქ­ნე­ბო­და და მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. ადა­მი­ა­ნუ­რად თუ და­ი­ჩივ­ლებს ვინ­მე, ესეც არ არის გა­საკ­ვი­რი. მარ­თა­ლია, სულ ორ-სამ დღე­ზეა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გარ­კვე­ულ თა­რიღ­ზე აქვთ აწყო­ბი­ლი, ზო­გი­ერ­თი ხელ­ფა­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბას უფრო მე­ტად გა­ნიც­დის. რე­აქ­ცია ყვე­ლას აქვს მეტ-ნაკ­ლე­ბად და მხო­ლოდ ჩვენს თე­ატ­რში კი არა, სხვა თე­ატ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სტა­ტუ­სე­ბიც გვი­ნა­ხავს. ჩვენს თე­ატ­რში რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რომ ხდე­ბო­დეს, ამას ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი.

AMBEBI.GE ასე­ვე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის იუ­რისტს, ლაშა გო­გი­ნაშ­ვილ­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ ხელ­ფა­სი დღეს ჩა­ი­რი­ცხა და ერთ ადა­მი­ან­საც არ მი­უ­მარ­თავს ბუ­ღალ­ტე­რი­ის­თვის პრე­ტენ­ზი­ით. იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში თე­ატ­რში, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ სრუ­ლი სიმ­შვი­დეა და სამი დღით დაგ­ვი­ა­ნე­ბულ ხელ­ფასს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მოჰ­ყო­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიკი
0

ეს დონ კიხოტი რა დღეშია, ნახეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ხელფასმა მხოლოდ 3 დღით დაიგვიანა, ტექნიკური საკითხია" - რას პასუხობენ მსახიობებს თეატრებსა და კულტურის სამინისტროში

"ხელფასმა მხოლოდ 3 დღით დაიგვიანა, ტექნიკური საკითხია" - რას პასუხობენ მსახიობებს თეატრებსა და კულტურის სამინისტროში

გუშინ სოციალურ ქსელში მსახიობ გიორგი ყიფშიძის სტატუსი გავრცელდა, სადაც იგი აღშფოთებას გამოთქვამდა თეატრში დაგვიანებული ხელფასის გამო.

"არაფერი საინტერესო არ ხდება, ხელფასს თავის დროზე არ გვაძლევენ და საერთოდ ამ მთავრობას მოვუ..ან დილეტანტი დედები. გულის ამრევები ესენი", - დაწერა ყიფშიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სოციალურ ქსელში მსახიობის განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოგვიანებით მან სტატუსი წაშალა, თუმცა საზოგადოებაში მაინც გაჩნდა გაურკვევლობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ზურა და გიორგი ყიფშიძეები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კლიპის მონაწილეები იყვნენ და აქტიურად უჭერდნენ მხარს "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს.

  • "ბევრი რამ დაგროვდა და გიორგი სამართლიანად გაბრაზდა..." - რატომ აგინა მთავრობას გიორგი ყიფშიძემ და რას ამბობს შვილზე ზურა ყიფშიძე

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში იგივე პრობლემაზე ისაუბრა ზურა ყიფშიძემაც. დაგვაინტერესა როგორი ვითარებაა თეატრებში, რატომ იმყოფებიან მსახიობები რთულ სიტუაციაში და განმარტებისთვის განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით. პრესსამსახურის თანამშრომელმა, ანუკი კანკიამ შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა:

"ყოველი წლის დასაწყისში სამინისტრო თეატრების საშტატო ნუსხას ამტკიცებს. შესაბამისად, ეს არის პროცედურული, ტექნიკური საკითხი. დღეს უკვე ეს საშტატო ნუსხა დამტკიცებულია და მინისტრს ხელი აქვს მოწერილი. თეატრების მმართველები და სამხატვრო ხელმძღვანელები გაფრთხილებულები არიან, მათ საშტატო ნუსხა უკვე გატანილი აქვთ. დღეს ან ხვალ ყველა მათგანს ჩაერიცხება ხელფასი. ტექნიკური საკითხია - ზოგს დღეს დაუჯდება ანგარიშზე, ზოგს ხვალ... უახლოეს ორ დღეში ყველა თანამშრომელს ექნება ხელფასი ჩარიცხული. მათ ხელფასი ყოველი თვის ოც რიცხვში ერიცხებათ და მხოლოდ იანვარში ხდება ოდნავი შეფერხება, როცა ორ-სამ დღეზეა სულ საუბარი. არანაირი პრობლემა არ ყოფილა და არცერთ თეატრს პრეტენზიით არ მოუმართავს, რადგან წელიწადში ერთხელ ხდება ასე. შეიძლება ისე მოგვარდეს, წელიწადში ერთხელაც არ მოხდეს ეს შეფერხება", - აცხადებს ანუკი კანკია.

ვინაიდან ზურა ყიფშიძე და გიორგი ყიფშიძე თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მოღვაწეობენ, ჩვენ ამ თეატრის პრესსამსახურსაც მივმართეთ, თუ რა ვითარებაა თეატრში.

სოფო სიხარულიძე:

- ყოველი თვის ოც რიცხვში ირიცხება ხელფასები და ამ თვეში დღეს, ანუ 23 იანვარს ჩაგვერიცხა. რაც შეეხება გიორგი ყიფშიძის პოსტს, ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი მოსაზრება გამოხატოს. ბუნებრივია, არავის არ უხარია ხელფასი რომ იგვიანებს. თუმცა წინასწარ ვიცოდით, შეფერხება რომ იქნებოდა და მეტ-ნაკლებად შეგუებული ვიყავით. ადამიანურად თუ დაიჩივლებს ვინმე, ესეც არ არის გასაკვირი. მართალია, სულ ორ-სამ დღეზეა საუბარი, მაგრამ როდესაც საბანკო ვალდებულებები გარკვეულ თარიღზე აქვთ აწყობილი, ზოგიერთი ხელფასის დაგვიანებას უფრო მეტად განიცდის. რეაქცია ყველას აქვს მეტ-ნაკლებად და მხოლოდ ჩვენს თეატრში კი არა, სხვა თეატრების თანამშრომლების სტატუსებიც გვინახავს. ჩვენს თეატრში რამე განსაკუთრებული რომ ხდებოდეს, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი.

AMBEBI.GE ასევე რუსთაველის თეატრის იურისტს, ლაშა გოგინაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ხელფასი დღეს ჩაირიცხა და ერთ ადამიანსაც არ მიუმართავს ბუღალტერიისთვის პრეტენზიით. იგივე სიტუაციაა მარჯანიშვილში თეატრში, სადაც აცხადებენ, რომ სრული სიმშვიდეა და სამი დღით დაგვიანებულ ხელფასს არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია.