პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ დათუნაშვილი - არ მინდოდა, რომ გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ჩემი მოთხოვნაა, ჭიდაობის ფედერაცია დატოვოს
ზურაბ დათუნაშვილი - არ მინდოდა, რომ გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ჩემი მოთხოვნაა, ჭიდაობის ფედერაცია დატოვოს

ძა­ლი­ან კარ­გი ფაქ­ტია ფე­დე­რა­ცი­ის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გვერ­დში რომ უდ­გა­ნან ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, როცა ის გან­საც­დელ­შია, მაგ­რამ მეც მქონ­და გან­საც­დე­ლი და რა­ტომ­ღაც მე არა­ვინ და­მიდ­გა გვერ­დში, ჩემი გან­საც­დე­ლი გულ­თან არა­ვინ მი­ი­ტა­ნა. ეს ჩემ­თვის გულ­და­სა­წყვე­ტია, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში ევ­რო­პის ორგზის ჩემ­პი­ო­ნი, ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი დღეს, გეგა გე­გე­ში­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად ვა­კის ფა­ლა­ვან­თა კლუბ­თან მო­ჭი­და­ვე­ე­ბის მიერ გა­მარ­თულ აქ­ცი­ას.

და­თუ­ნაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რომ მისი მი­ზა­ნი და სურ­ვი­ლი გეგა გე­გე­ში­ძის და­კა­ვე­ბა არ ყო­ფი­ლა. სპორ­ტსმე­ნი ითხოვს, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა და­კა­ვე­ბუ­ლი პოს­ტი მი­სი­ვე გა­რე­მოც­ვით და­ტო­ვოს.

„სა­ერ­თოდ, ცუდი ფაქ­ტია, ადა­მი­ანს რომ აკა­ვე­ბენ და ცი­ხე­ში უნდა წა­ვი­დეს, მაგ­რამ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, არ გას­ცდეს კა­ნო­ნის ფარ­გლებს. მე არ მინ­დო­და, რომ გეგა გე­გე­ში­ძე ცი­ხე­ში წა­სუ­ლი­ყო, ამას ვა­ცხა­დებ­დი თა­ვი­დან­ვე და ახ­ლაც ამას ვა­ცხა­დებ. ჩემი მო­თხოვ­ნაა, ის პრე­ზი­დენ­ტი არ იყოს, რად­გან პრე­ზი­დენტს არ შვე­ნის ასე­თი საქ­ცი­ე­ლი, რაც გა­ა­კე­თა. ფე­დე­რა­ცია უნდა და­ტო­ვოს მის­მა გა­რე­მოც­ვა­მაც. სა­კუ­თარ თავს გა­ნა­ჩე­ნი თვი­თონ გა­მო­უ­ტა­ნა თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით“, - გა­ნა­ცხა­და და­თუ­ნაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი თა­მაზ (გეგა) გე­გე­ში­ძე, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მას­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ონს, ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით და­ა­კა­ვა, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გე­გე­ში­ძის­თვის ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ დრომ­დე არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

ავტორი:

ზურაბ დათუნაშვილი - არ მინდოდა, რომ გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ჩემი მოთხოვნაა, ჭიდაობის ფედერაცია დატოვოს

ზურაბ დათუნაშვილი - არ მინდოდა, რომ გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ჩემი მოთხოვნაა, ჭიდაობის ფედერაცია დატოვოს

ძალიან კარგი ფაქტია ფედერაციის ოჯახის წევრები გვერდში რომ უდგანან ფედერაციის პრეზიდენტს, როცა ის განსაცდელშია, მაგრამ მეც მქონდა განსაცდელი და რატომღაც მე არავინ დამიდგა გვერდში, ჩემი განსაცდელი გულთან არავინ მიიტანა. ეს ჩემთვის გულდასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი დღეს, გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად ვაკის ფალავანთა კლუბთან მოჭიდავეების მიერ გამართულ აქციას.

დათუნაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი მიზანი და სურვილი გეგა გეგეშიძის დაკავება არ ყოფილა. სპორტსმენი ითხოვს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა დაკავებული პოსტი მისივე გარემოცვით დატოვოს.

„საერთოდ, ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს. მე არ მინდოდა, რომ გეგა გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ამას ვაცხადებდი თავიდანვე და ახლაც ამას ვაცხადებ. ჩემი მოთხოვნაა, ის პრეზიდენტი არ იყოს, რადგან პრეზიდენტს არ შვენის ასეთი საქციელი, რაც გააკეთა. ფედერაცია უნდა დატოვოს მისმა გარემოცვამაც. საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა თავისი საქციელით“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგეშიძისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე