პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული მილებიდან გაზი ჟონავდა
თბილისში ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული მილებიდან გაზი ჟონავდა

ვაჟა ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის 25-ა-ში მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი მო­ბი­ნად­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის აი­ვან­ზე ძლი­ე­რი გა­ზის სუნი იგ­რძნო­ბო­და.

„ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ შე­მოწ­მე­ბი­სას დად­გინ­და, რომ მო­ბი­ნად­რის მე­ზობ­ლად, და­კე­ტილ ბი­ნა­ში გა­ზის დიდი კონ­ცენ­ტრა­ცია იყო. გა­და­ი­კე­ტა სა­დარ­ბა­ზოს ონ­კა­ნი. მე­ზობ­ლე­ბი­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით ბი­ნის მე­პატ­რო­ნე მო­ი­ძებ­ნა. სახ­ლში შეს­ვლი­სას კი დად­გინ­და, რომ შიდა გაყ­ვა­ნი­ლო­ბა თვით­ნე­ბუ­რად, კუს­ტა­რუ­ლი წე­სით, ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ბი­ნის მფლო­ბელს მრი­ცხვე­ლი­დან გა­მო­მა­ვა­ლი რე­ზი­ნის მილი გა­დაჭ­რი­ლი ქონ­და და გა­და­კე­ცი­ლი იყო მავ­თუ­ლით.

მილი, სა­ი­და­ნაც გაზი ჟო­ნავ­და (ფო­ტო­ზე ჩანს გა­დაჭ­რი­ლი მწვა­ნე შლან­გი, თეთ­რი მავ­თუ­ლით გა­და­კე­ცი­ლი).

გა­და­მოწ­მე­ბი­სას გა­ირ­კვა, რომ კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სპე­ცი­ა­ლის­ტებს აღ­ნიშ­ნულ ბი­ნა­ში 2018 წლის 19 ივ­ნისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს შე­მოწ­მე­ბა. დარ­ღვე­ვე­ბის გამო ბი­ნას გაზ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყდა, მე­პატ­რო­ნეს კი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის ზე­პი­რი ინ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად მო­ბი­ნად­რემ ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბა თვით­ნე­ბუ­რად აღიდ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ კორ­პუს­ში უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით და­მა­ტე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბი­სას სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა თვით­ნე­ბუ­რი გაყ­ვა­ნი­ლო­ბა და დარ­ღვე­ვე­ბი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. (ფო­ტო­ზე ჩანს რკი­ნის მილი, რო­მე­ლიც გა­დაჭ­რი­ლია და თა­ბა­ში­რით ამოვ­სე­ბუ­ლი) ყვე­ლა მათ­განს მი­ე­ცა შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცია და ბი­ნებს, სა­დაც დარ­ღვე­ვე­ბი იყო, გაზ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყდა.

მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას მეტი ყუ­რა­დღე­ბის­კენ და ნუ გა­რის­კა­ვენ სა­კუ­თარ და სხვე­ბის სი­ცო­ცხლეს მსგავ­სი უკა­ნო­ნო ქცე­ვე­ბით. კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გაზ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­ში­შია თქვენ­თვის და თქვენს კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი სხვა მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თბილისში ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული მილებიდან გაზი ჟონავდა

თბილისში ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული მილებიდან გაზი ჟონავდა

ვაჟა ფშაველას გამზირის 25-ა-ში მცხოვრები ერთ-ერთი მობინადრის ინფორმაციით, მის აივანზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ მობინადრის მეზობლად, დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაცია იყო. გადაიკეტა სადარბაზოს ონკანი. მეზობლებისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით ბინის მეპატრონე მოიძებნა. სახლში შესვლისას კი დადგინდა, რომ შიდა გაყვანილობა თვითნებურად, კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. ბინის მფლობელს მრიცხველიდან გამომავალი რეზინის მილი გადაჭრილი ქონდა და გადაკეცილი იყო მავთულით.

მილი, საიდანაც გაზი ჟონავდა (ფოტოზე ჩანს გადაჭრილი მწვანე შლანგი, თეთრი მავთულით გადაკეცილი).

გადამოწმებისას გაირკვა, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს აღნიშნულ ბინაში 2018 წლის 19 ივნისს ჩატარებული აქვს შემოწმება. დარღვევების გამო ბინას გაზმომარაგება შეუწყდა, მეპატრონეს კი უსაფრთხოების ნორმების ზეპირი ინსტრუქცია ჩაუტარდა. ამის მიუხედავად მობინადრემ ბუნებრივი გაზის მიწოდება თვითნებურად აღიდგინა. აღნიშნულ კორპუსში უსაფრთხოების მიზნით დამატებითი შემოწმებისას სპეციალისტებმა თვითნებური გაყვანილობა და დარღვევები კიდევ რამდენიმე ბინაში აღმოაჩინეს. (ფოტოზე ჩანს რკინის მილი, რომელიც გადაჭრილია და თაბაშირით ამოვსებული) ყველა მათგანს მიეცა შესაბამისი ინსტრუქცია და ბინებს, სადაც დარღვევები იყო, გაზმომარაგება შეუწყდა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ და ნუ გარისკავენ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს მსგავსი უკანონო ქცევებით. კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა ძალიან საშიშია თქვენთვის და თქვენს კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეებისთვის.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ