პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნენსკრა ჰესის“ პროექტის ფარგლებში წლის ბოლოსთვის 11 ხიდი უნდა აშენდეს
„ნენსკრა ჰესის“ პროექტის ფარგლებში წლის ბოლოსთვის 11 ხიდი უნდა აშენდეს

„მდი­ნა­რე ნენ­სკრა­ზე სულ წლის ბო­ლოს­თვის 11 ხიდი უნდა აშენ­დეს. ჩვენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ ხა­რისხზე და სა­მუ­შა­ო­თა შეს­რუ­ლე­ბის ძა­ლი­ან მა­ღალ სტან­დარტზე. ჩვე­ნი გუნ­დი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით, რო­გორც შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის, ისე გა­რე­მოს დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და „ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კონ­სორ­ცი­უ­მის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე,ალექ­სან­დრა ჩი­ქა­ვამ, რო­მელ­მაც „რა­დიო კო­მერ­სან­ტის“ ეთერ­ში „ნენ­სკრა ჰე­სის“ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

„ჩვენ გახ­ლა­ვართ ნენ­სკრა ჰიდ­როს ძი­რი­თა­დი კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი და ჩვე­ნი კომ­პა­ნია თა­ვი­დან­ვე იყო ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტში. თავ­და­პირ­ვე­ლად გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რის ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი ვი­ყა­ვით, ხოლო მას შემ­დეგ,რაც გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­ტრაქ­ტორ­მა ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სუ­ლი­ყო პრო­ექ­ტი­დან, „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“, იმ მიზ­ნით რომ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და პირ­და­პირ გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჩვენს კომ­პა­ნი­ას­თან. ამის შემ­დეგ გა­ვაგ­რძე­ლეთ გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ­ჟა­მად, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ „ნენ­სკრა ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს. რაც გუ­ლის­ხმობს, ახა­ლი გზე­ბის გაყ­ვა­ნას, კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. სულ წლის ბო­ლოს­თვის 11 ხიდი უნდა აშენ­დეს. ჩვენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ ხა­რისხზე და სა­მუ­შა­ო­თა შეს­რუ­ლე­ბის ძა­ლი­ან მა­ღალ სტან­დარტზე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გუნ­დი ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად უპა­სუ­ხობს ამ გა­მოწ­ვე­ვებს, ჩვე­ნი გუნ­დი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით, რო­გორც შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის, ისე გა­რე­მოს დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით, ასე­ვე ხა­რის­ხის მარ­თვის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბით. აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რებს აქვთ გა­მოც­დი­ლე­ბა გე­ო­დე­ზი­უ­რი, გე­ო­ლო­გი­უ­რი საპ­რო­ექ­ტო და სა­ექ­სპერ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში“, - ამ­ბობს ალექ­სან­დრა ჩი­ქა­ვა.

მისი თქმით, ად­გილ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, მათი რი­ცხვი 80%-ზე მე­ტია. „ნენ­სკრა ჰე­სის“ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ნო­ემ­ბერ­ში გა­ნახ­ლდა. და­გეგ­მი­ლია 11 ხიდ­თან ერ­თად, 45 კმ -იანი გზის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ახა­ლი გზე­ბის გაყ­ვა­ნა­სა და უკვე არ­სე­ბუ­ლი გზე­ბის აღ­დგე­ნა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. კომ­პა­ნი­ამ უკვე მი­ი­ღო სა­ხელ­მწი­ფოს­გან 2 ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვაც. ალექ­სან­დრა ჩი­ქა­ვას თქმით, გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­მუ­შა­ო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი 2019 წელს უნდა დას­რულ­დეს.

„ნო­ემ­ბრი­დან ჩვენ ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით და ძი­რი­თა­დად, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვახ­დენ­დით. და­ახ­ლო­ე­ბით, 5კმ-მდე სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვე­თი აღ­დგა და ჩა­მო­ნა­შა­ლი ქვე­ბის­გან და ლო­დე­ბის­გან გა­იწ­მინ­და. ამას გარ­და, ინ­ტენ­სი­უ­რად ვე­წე­ო­დით საპ­რო­ექ­ტო და სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს, რაც გუ­ლის­ხმობს ად­გილ­ზე სამ­შე­ნებ­ლო ბა­ნა­კე­ბის შექ­მნას.

გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის გარ­და, და­გეგ­მი­ლია 655კვ.კმ ფარ­თო­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის აშე­ნე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სა­ო­პე­რა­ტო­რო სო­ფე­ლი, სა­დაც ჰე­სის ოპე­რი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იცხოვ­რე­ბენ. შე­ნო­ბა აშენ­დე­ბა, რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ისე სა­ო­ფი­სე,სას­ტუმ­რო და სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის. ამ­ჟა­მად, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არის ჩვე­ნი ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი,რო­მე­ლიც გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და თოვ­ლის­გან გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს. ამ­დე­ნად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბით გა­ზა­ფხუ­ლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრა ჩი­ქა­ვამ.

წყა­რო: „კო­მერ­სან­ტი“

ავტორი:

„ნენსკრა ჰესის“ პროექტის ფარგლებში წლის ბოლოსთვის 11 ხიდი უნდა აშენდეს

„ნენსკრა ჰესის“ პროექტის ფარგლებში წლის ბოლოსთვის 11 ხიდი უნდა აშენდეს

„მდინარე ნენსკრაზე სულ წლის ბოლოსთვის 11 ხიდი უნდა აშენდეს. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და სამუშაოთა შესრულების ძალიან მაღალ სტანდარტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე გარემოს დაცვის სპეციალისტებით“, - განაცხადა „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ დირექტორის მოადგილე,ალექსანდრა ჩიქავამ, რომელმაც „რადიო კომერსანტის“ ეთერში „ნენსკრა ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ გახლავართ ნენსკრა ჰიდროს ძირითადი კონტრაქტორები და ჩვენი კომპანია თავიდანვე იყო ჩართული პროექტში. თავდაპირველად გენერალური კონტრაქტორის ქვეკონტრაქტორი ვიყავით, ხოლო მას შემდეგ,რაც გენერალურმა კონტრაქტორმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება გასულიყო პროექტიდან, „ნენსკრა ჰიდრომ“, იმ მიზნით რომ არ შეჩერებულიყო სამუშაოები, მიიღო გადაწყვეტილება და პირდაპირ გააფორმა ხელშეკრულება ჩვენს კომპანიასთან. ამის შემდეგ გავაგრძელეთ გეგმით გათვალისწინებული გზებისა და ხიდების მიმართულებით სამუშაოები. ამჟამად, ვახორციელებთ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის წინამოსამზადებელ სამუშაოებს. რაც გულისხმობს, ახალი გზების გაყვანას, კონკრეტული მონაკვეთების რეაბილიტაციას და ხიდების მშენებლობას. სულ წლის ბოლოსთვის 11 ხიდი უნდა აშენდეს. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და სამუშაოთა შესრულების ძალიან მაღალ სტანდარტზე. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ცდილობს მაქსიმალურად უპასუხობს ამ გამოწვევებს, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე გარემოს დაცვის სპეციალისტებით, ასევე ხარისხის მართვის, ინფრასტრუქტურის მშენებლობის დიდი გამოცდილებით. აღვნიშნავ, რომ ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ გამოცდილება გეოდეზიური, გეოლოგიური საპროექტო და საექსპერტო სამუშაოებში“, - ამბობს ალექსანდრა ჩიქავა.

მისი თქმით, ადგილზე მაქსიმალურად არიან დასაქმებულები ადგილობრივები, მათი რიცხვი 80%-ზე მეტია. „ნენსკრა ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები ნოემბერში განახლდა. დაგეგმილია 11 ხიდთან ერთად, 45 კმ -იანი გზის მშენებლობა, რაც გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი გზების გაყვანასა და უკვე არსებული გზების აღდგენა-რეაბილიტაციას გულისხმობს. კომპანიამ უკვე მიიღო სახელმწიფოსგან 2 ხიდის მშენებლობის ნებართვაც. ალექსანდრა ჩიქავას თქმით, გეგმის მიხედვით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2019 წელს უნდა დასრულდეს.

„ნოემბრიდან ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით და ძირითადად, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაციას ვახდენდით. დაახლოებით, 5კმ-მდე სხვადასხვა მონაკვეთი აღდგა და ჩამონაშალი ქვებისგან და ლოდებისგან გაიწმინდა. ამას გარდა, ინტენსიურად ვეწეოდით საპროექტო და სამობილიზაციო სამუშაოებს, რაც გულისხმობს ადგილზე სამშენებლო ბანაკების შექმნას.

გზებისა და ხიდების გარდა, დაგეგმილია 655კვ.კმ ფართობის შენობა-ნაგებობის აშენება. ეს იქნება საოპერატორო სოფელი, სადაც ჰესის ოპერირებაში ჩართული სპეციალისტები იცხოვრებენ. შენობა აშენდება, როგორც საცხოვრებელი, ისე საოფისე,სასტუმრო და სასაწყობე მეურნეობისთვის. ამჟამად, ადგილზე მობილიზებული არის ჩვენი ტექნიკური პერსონალი,რომელიც გზის რეაბილიტაციასა და თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამდენად, მაქსიმალურად ვემზადებით გაზაფხულისთვის“, - განაცხადა ალექსანდრა ჩიქავამ.

წყარო: „კომერსანტი“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"